განზრახვა ერთი, დრო უნდა მოკვდეს!
დეკლარაციად სურთ რომ გამოსცენ.
მორიგი მცდელობა კაცობრიობის,
მინდა გიამბოთ, არსად წამოგცდეთ.

მთელი არმია თანამზრახველთა,
იკრიბებიან მსჯელობენ, წყვეტენ,
შეითქმებიან დროს დანიშნავენ
და გადაწყვეტენ,
დრო უნდა მოკვდეს...

დროც მოინახა საერთო მტერი,
ყველამ დაიწყო როკვა და ცმუკვა,
როგორც სვავები დააცხრენ თავზე,
ეგებ წაგლიჯონ ნანატრი ლუკმა.

ნემსის წვერებით დაუწყეს ჩხვლეტა,
ნირვანით ფიქრობენ გააბან მახაში,
ბოღმიან ნიკოტინს ანთხევენ პირიდან
სასმელს ასხავენ ყანწით სახეში.

მაგრამ დროს დრო აქვს, არ ეჩქარება
ის მკურნალია თავის თავისაც.
კიდეც დაუკრავს კვერს თავის მტანჯველთ,
თითქოს არა აქვს ზრახვა ავისა.

როცა იჯერეს გული ქილიკით
და გადაწყვიტეს რომ მკვდარი იყო,
მაშინ სულ ყველამ აღმოაჩინა
დრო არსად ჩანდა, დრო გამქრალიყო.

დრო გადიოდა, გარბოდა წლები,
ხალხმა მოირგო უკვდავთ პათოსი,
ის კი არავის არაფერს არჩენს,
მოთმინებაა მისი სამოსი

თანამზრახველად მან სიკვდილს უხმო,
თავზე დაატყდა თავის მფლანგველებს
და მაშინ მოყვნენ წუთების თხოვნას,
მათ კი უდროობაში გადაასვენეს.

მაგრამ ამ ქვეყნად, როგორც ყველაფერს
აქვს დასაწყისი და დასასრული,
არც დრო აღმოჩნდა გამონაკლისი
და არც სიკვდილი ქომაგი სრული.

დასაბამიდან დღე იყო მეოთხე,
როცა მზემ შობა იგი მთვარეში
სამყარო გმინავს აღსასრულის წინ,
სრულდება დროის მწარე თარეში.

ნახვა: 203

ლაშა: იანვარი 27, 2013||10:46pm

სოფიო ეს გენიალურობა შენი დაწერილია?

George: იანვარი 28, 2013||1:45pm

ise Soff, dro ukve mokvda ... (

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters