სადღესასწაულო ძარცვა, ლიეტუვას ტურნე, ანაკლიაში თიბისი და ფრესკოს ბრალდებები

      მართალია საჯარო დასვენებებით აღინიშნა კლარა ცეტკინობის რვა მარტობა, მაგრამ დღის ამბებს შორის, როგორც პოლიტიკური სიახლეები, ასევე ჩვენი კრიმინალური სიძლიერეც გამოვლინდა. მსოფლიო არაერთ ფაქტს იცნობს, როდესაც დღესასწაულებზე ხდება ძარცვა, ამიტომ ქართველებმაც მიბაძეს და საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს. სხვა ამბებში კი ისევ თიბისი და ანაკლია ისმოდა, შიდაპარტიული თემები და პრეზიდენტის ლიეტუვური ტურნე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 8 მარტი, 2019/

      მოუასფალტებელი ქუჩები და თბილისის მერიის რვა მარტი - კახა კალაძე - ქუჩები, რომელთა მოასფალტება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ისეთ დონეზე მაინც უნდა მოვაწესრიგოთ, რომ მოქალაქეებმა გადაადგილება შეძლონ. კახა კალაძე - ამტვერებადი მასალის დამუშავების რეგულირების მიზნით, თბილისის მერიას პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება გადაგზავნილი აქვს. თბილისის მერია ელიავას ბაზრობის საკითხის გადაწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს.

      პრეზიდენტი ლიეტუვაში - დალია გრიბაუსკაიტე - ლიეტუვა და საქართველო მამაც ქვეყნებს უყვართ და აფასებენ. საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო. სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. საქართველო და ლიეტუვა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ. საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან შეხვედრაზე დასაქმების საკითხებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ისაუბრა.

      დიდი ბიუჯეტის განათლება - მამუკა ბახტაძე - 2020 წელს განათლების სექტორზე 2 მლრდ-ს გავითვალისწინებთ, 2021 წელს - ორ მილიარდ ნახევარს, ხოლო 2022 წელს - 3 მლრდ 400 მლნ ლარს. მამუკა ბახტაძე - ეკონომიკური გამოწვევების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ განათლება და ეკონომიკა ერთმანეთს დაშორდა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, პედაგოგების, ასევე მეცნიერთა ანაზღაურება გაიზრდება.

      სარვამარტო ძარცვა - თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში რამდენიმე პირი შეიჭრა, პოლიციის მისვლის შემდეგ კი, ცეცხლი გახსნეს. შსს - „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისას, თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, „საქართველოს ბანკს“ თავს სამი პირი დაესხა, რომლებიც გასროლის შემდეგ მიიმალნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებს მძევალი ჰყავდათ აყვანილი. შსს-მ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო. „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული მამაკაცის დედა აცხადებდა, რომ მისი შვილი საღამოს დასთან წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა. არაოფიციალური ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა ჯერ ორ ადამიანთან ერთად მანქანა გაიტაცეს, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი მძევლები დატოვეს და გატაცებული მანქანით გაიქცნენ. ბანკის დაყაჩაღებამდე გატაცებულების ახლობლები - გამტაცებლებს ორივე მათგანი მთელი ღამე ტყეში ჰყოლიათ, მამაკაცი ხელ-ფეხშეკრული საბარგულში ყოფილა გამოკეტილი. „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული ორივე ახალგაზრდის დაკითხვა დასრულდა.

      გასაჯაროვების თხოვნა მამალაძის საქმეზე - ადვოკატი - დეკანოზ გიორგი მამალაძეს ისეთი არაფერი ჩაუდენია, რისი დამალვაც საჭირო გახდებოდა.

      თიბისის ირგვლივ ანაკლიამდე - პრემიერი - წერილზე სერიოზული კომენტარი გამიჭირდება, მაგრამ ჩემი კაბინეტის ნებისმიერი მინისტრი მზად არის გასცეს კითხვებზე პასუხები პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოებთან. პრემიერი - პოლიტიკური ძალები ცდილობენ, „თიბისის“ საკითხი დააბრუნონ პოლიტიკურ ველში, რაც არის სრული უპასუხისმგებლობა. მამუკა ბახტაძე - ის, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია, ყველაზე იაფფასიანი და უპასუხისმგებლო პოლიტიკური სპეკულაციაა. მამუკა ბახტაძე „თიბისი ბანკზე“ - განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ამ საკითხზე პროკურატურა აკეთებს განცხადებებს. მამუკა ბახტაძე - რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ანაკლიის პორტს იმ ტრანზაქციასთან, რაც მოხდა კომერციული ბანკის შემადგენლობაში? არანაირი! გია ვოლსკი - გიორგი გახარიას წინააღმდეგ შეტევის მიტანა და საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა არის მცდელობა, გადაფარონ ძირითადი. ირაკლი ლექვინაძე - ანაკლიის პორტის პროექტზე მზად ვართ მამუკა ხაზარაძეს სახელმწიფოსთან ვუშუამდგომლოთ. ეკა ბესელია - "თიბისი ბანკის" საქმე იმსახურებს, რომ პარლამენტმა არ აირჩიოს მხარის პოზიცია და გახდეს ამ პროცესში მიუკერძოებელი არბიტრი და მედიატორი. თამარ ჩუგოშვილი - ანაკლიის პორტის პროექტს არაფერი ემუქრება - მას სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა და მომავალშიც ექნება.

      პარტია ოცნება - მამუკა ბახტაძე - პარტიაში ყოველთვის მიმდინარეობს ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვის პროცესი. გიორგი კანდელაკი - თუ განახლებაზეა საუბარი, „ქართულმა ოცნებამ" პირველ რიგში თავმჯდომარე უნდა გამოცვალოს. ოთარ კახიძე - კომპანია კასტინგს ჩაატარებს, მერე წარუდგენენ ბატონ ბიძინას რაღაც სიას, წითელი კალმით გვარებს მონიშნავს და იტყვის, რომ ეს არის ჩვენი ახალი „ქართული ოცნება“. ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ მიერ კადრების შერჩევაზე - მმართველი პარტია არ უნდა დაემსგავსოს ბიზნეს პროექტს, პარტია უნდა ჰგავდეს პარტიას. თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ გვსურს მოვიძიოთ ახალი ადამიანები სხვადასხვა დონის მმართველობის გასაძლიერებლად - ეს პროცესი მიდის და ამაში საქილიკო არაფერია.

      ფრესკოს ბრალდებები - პრემიერი „ფრესკოს“ დამფუძნებლის განცხადებაზე - განცხადება, რომ იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან, მძიმე ბრალდებაა, ეს ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ ბრალდებისთვის პასუხი უნდა აგო. კახა კალაძე - 2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს. ფადი ასლი კახა კალაძეს პასუხობს და იმ კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც სახელმწიფოს ქმედებების შედეგად დაზარალდნენ ან გაკოტრდნენ. ფინანსთა სამინისტრო - თუ არ დადასტურდა "ფრესკოს“ დამფუძნებლის ბრალდებები, სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას, ასევე, სოფრომაძისგან მოითხოვოს საჯარო ბოდიში. ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ვასილ სოფრომაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

საზღვარგარეთულები:

      დაულაგებელი ვენესუელა - ნიკოლას მადურომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებში „ამერიკული იმპერიალიზმი“ დაადანაშაულა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 148

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters