ჩაკეტილ წრეზე ტრიალიდან თავის დასაღწევად, დღეს ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიაში მარხვა დაიწყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ შიდა გუნდური გაგებ-გატანა ძველებურ ტრიალს ამჯობინებს. დღის მთავარი თემა ისევ მამუკა ხაზარაძის გარშემო ტრიალებდა და მისი ახალი ინტერვიუს განხილვით შემოიფარგლებოდა. იყო კორეასთან დამეგობრების ნიუსებიც, ცოტა იღლიაში ამოდებული სასამართლოც და წვრილ-მსხვილი თემებიც.
სპორტული, საკვირაო სიხარული - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანიის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 52:3.
დალოცვილი მანდატურები - საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა მანდატურები დალოცა.
ხაზარაძე, თიბისი, ანაკლია და წერილით არეული საქმე - „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრას იხსენებს. შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს არავინ შეუშლიდა. მამუკა ხაზარაძე - იმ წერილს დღესაც ხელს მოვაწერ. მამუკა ხაზარაძე შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა დაკავებას - ამ სიტუაციაში არაფერს გამოვრიცხავ. მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პროექტს მთავრობისგან დაცვა არ სჭირდება, მას სჭირდება შესრულება. მამუკა ხაზარაძის თქმით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან მასთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა შანტაჟს. მაია ცქიტიშვილი - ხელისუფლების ინტერესია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ეს პროექტი ბოლომდე მიიყვანოს. კობა ნარჩემაშვილი „თიბისის" საქმეზე - მცდელობა, შემოიტანონ ყველა საქმე პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე განხილვისთვის, საგამოძიებო ორგანოების ავტორიტეტს ამცირებს. რევაზ არველაძე „თიბისი ბანკზე“ - თუ პროკურატურას დახმარება სჭირდება, პარლამენტში საგამოძიებო კომისია კი არ უნდა შევქმნათ, თუ ვინმე ჭკვიანი კაცია, პროკურატურას უნდა მიამაგრო. ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ზურაბ ჭიაბერაშვილი - მამუკა ხაზარაძისა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არის როგორც შიდა კორუფციული, ისე გარე ინტერესი. ანა დოლიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე - პროკურატურას „ქართული ოცნების“ გარდა არავინ ენდობა, ამიტომ, პარლამენტის საგამოძიებო კომისია უნდა შევქმნათ. დავით ჭიჭინაძე - „თიბისის“ საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია არაფრის მომტანი არ იქნება. ირაკლი აბესაძე - სახელმწიფო უწყებების მხრიდან ვხედავთ მიზანმიმართულ მცდელობას, დისკრედიტაცია მოახდინონ ანაკლიის პორტის მშენებლობის. სერგი კაპანაძე - პროკურატურა არის ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში და გამოიყენება „თიბისის“ წინააღმდეგ შეტევაში. მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პორტის პროექტში ჩადებული სახელმწიფოს თანხა ამ ეტაპზე არის ნული. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა: ფოთის პორტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც ანაკლიას აკისრია. მაია ცქიტიშვილი - სახელმწიფოს ანაკლიის პროექტში უკვე 60 მილიონ ლარამდე აქვს ინვესტირებული. „ევროპული საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს, „თიბისის“ და ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. რამაზ საყვარელიძე - მამუკა ხაზარაძესთან ინტერვიუმ უფრო მძიმე სურათი დაგვიხატა, ვიდრე აქამდე იყო.
დიდგვაროვანთა სასამართლო - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
ცე ჰეპატიტი და ჯანდაცვა - C ჰეპატიტის გავრცელების მხრივ საქართველოში პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთია.
კორეასთან თანამშრომლობა - საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. გიორგი ქობულია - კორეასთან თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, ჩვენ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით. გიორგი ქობულია - ინვესტიციების წახალისების შეთანხმება კორეიდან ინვესტიციებს გაზრდის. გიორგი ქობულია - საქართველოსა და კორეას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა კორეიდან ტურისტების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის. გიორგი ქობულია კორეის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს შეხვდა. გიორგი ქობულიამ კორეელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.
სასამართლო იღლიაში - სერგო მეთოფიშვილი - ეკა ბესელიამ იღლიაში ამოიდო სასამართლოს თემა და სასამართლოს ლანძღვა-გინება დაიწყო. ანა დოლიძე - მოსამართლეებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის და ეკა ბესელიას ინიციატივები „კლანის" ძალაუფლებას ძალაში ტოვებს. ირაკლი აბესაძე - არ გვაქვს მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილი უარს იტყვის სასამართლოს სრულ კონტროლზე. გია ვოლსკი - გამოდის, ეკა ბესელია თავად აღიარებს, რომ მისი კანონპროექტი არაკონსტიტუციურია. ეკა ბესელია - ადვოკატთა ასოციაციის წევრები ჩვენს ინიციატივას მხარს უჭერენ. ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ბრუნდება. ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების და უვადოდ უკვე განწესებულ მოსამართლეთა სტატუსის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
ოცნების წევრები დამოუკიდებელი კომეტებივით - კობა ნარჩემაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობა დავტოვე და ამ ეტაპზე არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ვუერთდები. უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები“ დაიშალა. რომან გოცირიძე - „ოცნებიდან“ ხალხი გარბის, გამორიცხული არ არის, რომ 50-მდე დეპუტატი აღმოჩნდეს, რომელიც საგამოძიებო კომისიას შექმნის.
უცხოური ინვესტიციების შემცირება - „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წლის მონაცემთან შედარებით 35%-ით შემცირდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა არასწორად ხორციელდება და ინვესტორებას არ აქვთ განცდა, რომ მათი ბიზნესი დაცული იქნება.
ძვირადღირებული პარკირება თბილისში - ირაკლი ხმალაძე - პარკირებისთვის საათობრივი ტარიფი უნდა იყოს იმდენი, რომელიც შედეგს მოგვცემს და არა ისეთი, რომელიც ყველასთვის მარტივი გადასახდელი იქნება.
დაცული ცხოველები - დეპუტატებმა ცხოველებისადმი სასტიკი და არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომების გამკაცრებას მხარი დაუჭირეს.
საზღვარგარეთულები:
ტრამპის ხაზინა - „ვაშინგტონ პოსტი“ - დონალდ ტრამპი მოკავშირე ქვეყნებისგან დამატებით თანხებს მიიღებს.
ვენესუელის ნიუსები - ჯონ ბოლტონი - ნიკოლას მადუროს ხუან გუაიდოს დაკავების ბრძანების გაცემის ეშინია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია