ტვიტერმა საკონტროლო გასროლით გამანადგურა, როდესაც თავის იმიჯს კიდევ ერთხელ უღალატა და გაფავორიტების ვარსკვლავი შეცვალა გულით და მოწონებად აქცია მთელი გაფავორიტებული მიკრობლოგეთი.
მაგრამ ახლა ამაზე არ ვაპირებ საუბარს. აქედან მხოლოდ გული და მის გარშემო განვითარებული მოვლენები მესაჭიროება.
დიახ, დღეს მეც გადაღეჭილ თემაზე - სიყვარულზე დავწერ, უფრო სწორედ რამდენიმე რჩევა იმ მამაკაცებს, რომლებმაც გაცვეთილი გულის სამყაროში გადაწყვიტეს ძველმოდური გოგო შეჰყვარებოდათ.
მეგობრებო, მამაკაცებო, ბიჭებო და კიდევ ჩვენს სქესთან დაახლოებულო სხვა ადამიანებო, ვიდრე ძველმოდური გოგოს შეყვარებას გადაწყვეტთ, გირჩევთ ტელეფონში კალენდრის "შემხსენებლების" ფუნქცია კარგად გქონდეთ ათვისებული, რადგან თქვენ ბევრი დეტალის დამახსოვრება დაგჭირდებათ.
• ზუსტად უნდა შეძლოთ და აღწეროთ ის ადგილი, სადაც პირველად დაინახეთ;
• აუცილებელია გახსოვდეთ რა ეცვა როცა პირველად შეამჩნიეთ;
• პირველი სიტყვები რომლითაც გამოელაპარაკეთ;
მოკლედ, საწყის ეტაპებზე ყველაფერი პირველი უნდა გახსოვდეთ, მათ შორისაა - პირველად ხელის ჩაჭიდება, პირველი სეირნობა, პირველი ყვავილ(ებ)ი, პირველი ვახშამი (აუცილებელი არ არის სანთლის შუქზე, ასეთ დროს ვახშამში კრეკერი, ჩიფსი და მისთანებიც იგულისხმება), პირველად ნათქვამი მიყვარხარ (ეს განსაკუთრებული კატეგორიისა, აქ არა მარტო თარიღი უნდა იცოდეთ, არამედ ადგილი, დრო, საათი, ჩასაცმელი, ვარცხნილობა და მაძღარი იყავით თუ არა, ეგეც კი), პირველი ჩახუტება, პირველი კოცნა, პირველი მეგობარი რომელიც გააცანით და ა.შ.
ურთიერთობის მომდევნო ეტაპებზე დასამახსოვრებელი ნიუანსები იცვლება. ახლა სავალდებულო არ არის იყოს პირველი, უბრალოდ უნდა იცოდეთ რა არის მნიშვნელოვანი და რა არ უნდა დაივიწყოთ. ასე მაგალითად:
• დედამისის დაბადების დღე;
• მისი ძმის ან დის დაბადების დღე;
• სიყვარულის დღე (ზოგადი) და სიყვარულის დღე (თქვენი პირადი - დამიჯერეთ გექნებათ);
• რა არ უყვარს (საჭმელი, სასმელი, ჩასაცმელი, ადგილი, სასაუბრო თემები და სიტყვებიც კი), მართალია ეს ახლა ბუნებრივად გეჩვენებათ - რომ ვინც მიყვარს, რაც მას არ უყვარს ამას რა დამახოვრება უნდა, ამას რა დამვიწყებსო, მაგრამ დამიჯერეთ შეიძლება დაგავიწყდეთ და უცბად მიაჩეჩოთ ნაბეღლავი და დაალევინოთ კიდეც (პირადი გამოცდილება).
ეს ყველაფერი საერთო სარგებლობის მომტანი რჩევებია, არის კიდევ ისეთები, რომლებიც მხოლოდ თქვენ გამოგადგებათ - მაგალითად, ეცადეთ გამოიმუშაოთ მოსმენის მაგრამ არ გაგების უნარი. ეს განსაკუთრებით მაშინ დაგჭირდებათ, როდესაც თავის სამეზობლო-სადაქალო-საჭორაო თემებზე დაიწყებს საუბარს.
ამ ეტაპზე იდეების დეფიციტს განვიცდი, მაგრამ დამიჯერეთ ეს ის ანა-ბანაა, რომელიც უნდა გახსოვდეთ ვიდრე თანამედროვე სამყაროში ძველმოდური გოგოს შეყვარებას მოიწადინებთ.
ინსპირაცია:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია