რამდენი ჩვენგანი ცხოვრობს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით?

      ალბათ დაფიქრდებით და შესაბამის პასუხსაც გასცემთ ამ შეკითხვას საკუთარ გონებაში. ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანების უმეტესობა საკუთარ სიცოცხლეს სხვებს სწირავს. უკან იტოვებს პიროვნულ მისწრაფებეს, სურვილებს და ორტიენტირებულია იმაზე, რომ დაკმაყოფილდეს მხოლოდ გარშემო მყოფთა ინტერესები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ სურს სხვების ნდობის მოპოვება, ან მათი სიმპათიის მოპოვება, ან სულაც მზრუნველ პიროვნებად თავის წარმოჩენა. მაგრამ, რეალურად, რამდენად სჭირდება ეს ყველაფერი ამ ადამიანს, კიდევ ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, ვიღაც იფიქრებს, რომ ეს ცუდი სულაც არ არის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს უანგარდ აკეთებს. მაგრამ მსგავსი შემთხვევების შესახებ, პირადად მე, იშვიათად მსმენია, რას ვიზამთ, ასეა. ზოგჯერ ადამიანები არ გვიზიარებენ იმ წუხილს, რომელიც ცხოვრების ბოლოს უჩნდებათ, როცა ფიქრობენ, რომ მათი ამაგი ფუჭი აღმოჩნდა, თურმე არაფრის გამო შეუწირავთ საკუთარი ცხოვრება სხვებისთვის, მაგრამ ისმის კითხვა, სთოხვდა კი ამას ვინმე? ასეთი გრძნობები, იმდენად ღრმად არის გამჯდარი ზოგიერთი ადამიანის გონებაში, რომ ავტომატურად იწყებენ მოქმედებას.

      საზოგადოებაში გამოვყოფდი ცალკე ჯგუფს, რომლებიც მხოლოდ პირადი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ. არაფრად აგდებენ სხვათა აზრს. მათთვის მთავარია საკუთარი თავი და მისი კეთილდღეობა. ასეთ ადამიანებს ადრე თუ გვიან გვერდით აღარავინ აღმოაჩნდებათ ხოლმე, არც მეგობარი და არც ნათესავი. ხშირად ეს მაშინ ვლინდება, როდესაც მძიმე მდგობარეობაში აღმოჩნდებიან და აცნობიერებენ, რომ მათ გვერდით არავინ დგას, არავინაა, ვინც დახმარების ხელს გაუწვდის ისეთ ადამიანს, ვინც კარიერულ წინსვლას, მეგობრები და ახლობლები გადააყოლა.

      ვფქირობ, არავინ მაშინ არ გვჭირდება, როცა თავს კარგად ვგრძნობთ. თუმცა გსმენიათ ან გინახავთ რაიმე, რასაც ჩვენს ცხოვრებაში მუდმივად უარესებია? ბედნიერ წუთებს, ზოგჯერ უბედური მოსდევს და პირიქით, თუმცა მთავარია, რომ ამ ორიდან რომელიმე, მუდმივად არ გრძელდება.

      საკითხს პირველად რამდენიმე თვის წინ შევეხე, როდესაც გავეცანი აინ რენდის რაციონალურ ეგოიზმს. ფილოსოფიაში მისი ფორმულირება შემდეგნაირად ხდება: საკუთარი ინტერესებით ცხოვრების ხელოვნება იმგვარად, რომ სხვისი ინტერესები არ შეილახოს.

      რენდი ასევე გვათვაზობს, რომ ადამიანის ნებისმიერი ქცევის მოტივი ეგოისტურია, რაშიც არ შემიძლია არ დავეთანხმო.

      გონიერი ეგოისტი ასევე უარს ამბობს ალტრუიზმზე. ალტრუისტს, მას შემდეგ, რაც ვინმეს სიკეთეს გაუკეთებს, ეძლევა მოქმედების ფართო ასპარეზი. შეიძლება არ გამოხატავდეს ამას, მაგრამ თავისთვის მაინც ფიქრობდეს, რომ ეს ადამიანი მისგან რაღაცით დავალებულია, მან ხომ სიცოცხლე შეუნარჩუნა ან, ვთქვათ, გადაარჩინა აურაცხელი ვალებისაგან. სწორედ ამიტომ, გონიერი ეგოისტი უარყოფს უანგაროდ გაკეთებულ საჩუქრებს ან დახმარებას და ამგვარად ცდილობს თავიდან აიცილოს სამაგიეროს გადახდის აუცილებლობა.

      ხშირად სხვების პრობლემებზეც კი მე მიფიქრია, გუშინ, როდესაც იგივეს გაკეთებას ვაპირებდი, გამახსენდა რენდის სიტყვები, რომ „სხვისი უსიამოვნებები არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ სიცოცხლე გაიმწარო, ან სულაც დაკარგო იგი“.

      ვფიქრობ, საკუთარი თვითინტერესით ცხოვრება სულაც არ უნდა მივიღოთ უარყოფად, ვინაიდან ადამიანი არის უნიკალური თავისი არსით. ინდივიდუალისტისთვის პერსონული თვითინტერესით ცხოვრება და საკითხების ამ მხრივ გადაწყვეტა მისაღებია. „მთავარი აქცენტი გადატანილ უნდა იქნას საკუთარ გონებასა და საღ აზრზე, რომელიც ახორციელებს გაცნობიერებულ არჩევანს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ატარებს პასუხისმგებლობას მიღებულ გადაწყვეტილებებზე“.

      ასე, რომ სანამ საკუთარ სიცოცხლეს ვინმეს მსხვერპლად შევწირავდეთ, უპირველეს ყოვლისა სჯობს გავიაზროთ ადამიანი, როგორც უნიკალური არსება და არა, როგორც ერთ-ერთი რიგითი წევრი საზოგადოებისა. როგორც რენდი წერს, ჩვენ არავის უნდა შევეწიროთ მსხვერპლად და არც სხვებისაგან მოვითხოვოთ მსხვერპლშეწირვა.

ნახვა: 346

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ეგოიზმი, კარიერა, მეგობრობა, ცხოვრება

ლაშა: ივლისი 30, 2018||11:05am

ერთ-ერთი კითხვა იყო, გვინახავს ან გვსმენია თუ არა ისეთი რამ, რასაც მუდმივად უარსებია? მინახავსთქო, ვერ ვიტყვი, თუნდაც იმიტომ რომ მე არ მიარსებია მუდმივად და შესაბამსიად ვერ ვნახავდი მუდმივად არსებულს, მაგრამ მსმენია, რომ მუდმივად არსებობს, იგივე, შენს მიერ ნახსენები ბედნიერება და უბედურებაც. ადამიანში შეიძლება ბედნიერება და უბედურება გარკვეული დროის მონაცვლეობით სახლობდეს, მაგრამ თავად ბედნიერების მოვლენა რომ მუდმივად არსებობს, ამის დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის ისტორიის ყოველი პერიოდი.

ვფიქრობ, სწორება იმაზე კი არ უნდა გაკეთდეს სხვისთვის მსხვერპლშეწირვაშიც ვართ თუ არა ეგოისტები (და ამ მიმართულებით ყველას ეგოისტად გამოყვანა შეიძლება, მათ შორის განკაცებული ღმერთისაც, ის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებსო, იტყვიან მავანნი) და რამდენად არის ჩვენი ცხოვრება ეგოცენტრული, არამედ, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს რამდენად არის ჩვენი მიზნები, იმ მარადიულობ(ებ)ის მიმღები ან მისკენ სწრაფული, რომელზეც უკვე დავწერე.

მარტივად:

  1. თუკი ჩვენ არ ვართ მარადიულები 
  2. მაგრამ მარადიულად არსებობს რაღაც (მაგ. ნახსენები ბედნიერება, სიყვარული, აქტი, ისტორია)
  3. რას ვაკეთებთ, რომ ჩვენ მივეტმასნოთ ამ მარადიულ არსებობას? 

აქილევსის ცნობილი ამბავი ტროას ეკრანიზაციიდან - წახვალ ომში, მოკვდები და მსოფლიოს დაამახსოვრდები. დარჩები სახლში, იცხოვრებ, მოკვდები და არავის ემახსოვრები. რომელი შესაძლო გადაწყვეტილება არ შეესაბამება პირად ინტერესებს?  

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters