დამწვარი ავტონაწილები, პოლიტიკური სპეკულაციები, ეროვნული გამოცდები და დამნაშავე ფოლოუერები

      ცხელი ზაფხულის ყველაზე ცხელი თვე და სიმბოლო - ივლისი, გასულ უქმეებზე დადგა, მაგრამ სიცხემ უქმეებიც არ დაინდო და ორშაბათსაც გამოჰყვა. ივლისის პირველი #qwellynews იწყება საგანმანათლებლო ციებ-ცხელებით - ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /3 ივლისი, 2017/

      გუშინ კი, დღევანდელი ნიუსების მთავარი ბლოკის ამბავი მოხდა - ყველასთვის ცნობილი, ასე წოდებული, ელიავას ბაზრობა დაიწვა - ეს სათაური გაზვიადებულია, ელიავას ბაზრობის 15-მდე მაღაზიაა დამწვარიო, დილიდან წერდნენ. მაგრამ ცხელი ამბავი, გუშინ პირდაპირ ეთერშივე ვრცელდებოდა და შესაბამისად, მღელვარებაც თემამ, გვიან ღამიდან დაიწყო. ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 2300 კვადრატული მეტრია დამწვარი. ელიავაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული. გამგებელი ელიავაზე ხანძრის განზრახ გაჩენას გამორიცხავს. შსს-მ ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო. დავით გელაშვილი - აღნიშნულ ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები დარღვეული იყო. დავით ნარმანია - "ბავშვთა სამყაროს" მსგავსად ამ შემთხვევაშიც ბიზნესის დიდი ნაწილი დაზღვეული არ ყოფილა. გუშინვე, თითქოს მერობისთვის ქულებს იწერდნენ კანდიდატებიო - ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ზაალ უდუმაშვილსა და დიდუბის გამგებელს შორის შელაპარაკება მოხდა. “ჯიპიაი ჰოლდინგი“ - ელიავას ავტობაზრობაზე ზარალის დარეგულირების პროცესი უკვე დაიწყო. ზაალის და გამგებლი შელაპარაკება არ ყოფილა ერთადერთი - დიდუბის გამგეობის წარმომადგენელსა და მოქალაქეთა ჯგუფს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მეხანძრის მდგომარეობა, რომელსაც ხანძრის ჩაქრობისას თვალში ქაფი შეესხა, დამაკმაყოფილებელია. თბილისის მერია - ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ. ნარმანიასგან განსხვავებით, ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი ამბობს, რომ მოვაჭრეების ძირითად ნაწილს საქონელი დაზღვეული ჰქონდა. დიდუბის გამგებლის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე 15-მდე მაღაზიაა დამწვარი. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, 30-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-მდე მეხანძრე მუშაობდა. ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი - ხანძრის მომენტში ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული იყო. ლაშა აბაშიძე - ელიავას ბაზრობაზე საქონლისა და მაღაზიების დიდი ნაწილი გადარჩენილია - ამიტომაც დავწერე ზემოთ, გაზვიადებულია ელიავას დაწვის სათაურითქო. აბაშიძემ ისიც თქვა - ხანძრის შედეგად დაზიანებული შენობის უმეტესი ნაწილი დაზღვეულია და ზარალსაც სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპის საქმიანობით 57% უკმაყოფილოა. ერთ-ერთი დაზარალებული აცხადებს, რომ დაზღვევა ელიავას ბაზრობის გადატანის გამო არ გააგრძელა. კობა ნარჩემაშვილი - სახანძრო უსაფრთხოების წესები უამრავ საცხოვრებელ სახლში დაცული არ არის. განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც უბედური შემთხვევები პოლიტიკური სპეკულაციაბის მიზეზი ხდება - არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციამ ახალი სამსახური - სახანძრო-პოლიტიკური დახმარება ჩამოაყალიბა და სადაც ხანძარი ჩნდება, მიდის და ცეცხლზე ნავთს ასხამს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური - ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულ მეწარმეებს საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ. პრინციპში, არც არავის უფიქრია სხვაგვარად, ყველამ ვიცოდით, რომ ჭირნახულზე სიცილი თუ არა, პოლიტიკური დაპირისპირებები დაიწყებოდა. მაგალითად, ელიავას ბაზრობის დაწვის საქმე, პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების საშუალებად გადაიქცა. ბლოკის გაგრძელება: ეკა ბესელია - უზნეობად მიმაჩნია, როდესაც პოლიტიკოსები, ასეთი ტრაგედიის დროს იწყებენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები სახელმწიფოს ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ. ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაშავებული 5 პირიდან საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება. შს მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე ოპერატიული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა. ელიავას ბაზრობაზე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც ადგილზე სიტუაციას შეისწავლიან. ნინო ბურჯანაძე - წარმოუდგენელია, რომ ყოველ ორ თვეში ერთხელ იწვებოდეს ბაზრობები, სადაც ასობით ადამიანი მუშაობს. სპეციალური კომისიის წევრების მიერ ელიავას ბაზრობის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, გამორიცხული არ არის, რომ შენობაში დაზარალებულები შეუშვან. გამორიცხული არ იყო და შეუშვეს კიდეც - შემდეგ - ხანძრის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების მფლობელების განცხადებით, მათი ნივთები მთლიანად დამწვარია. და საბოლოოდ, საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია - ელიავას ბაზრობა არ დარჩება იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის. 

      გამოცდების თემაზე, მხოლოდ ის არ კმარა რომ დაიწყო - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აბიტურიენტების მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს - „წელს რაიმე გამორჩეული სიახლე არ გვაქვს. გამოცდები ტარდება კვლავ ნახევრად ელექტრონული ფორმით, როგორც წინა წელს“. ტრადიციული გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მაია მიმინოშვილი - ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათი დაკვირვებით. საგამოცდო ბარათზე მითითებულია საგამოცდო ცენტრი, დააკვირდნენ ცენტრის მისამართს და, რაც მთავარია, დროულად გამოცხადდნენ რეგისტრაციაზე. რჩევების გარდა, პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა. გიორგი მარგველაშვილი - ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენ ცხოვრებაში საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო.

      აწ უკვე მერობის კანდიდატი და მინისტრადყოფილი კახა კალაძე - გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას, ეს არის დიდი ტყუილი. ასევე, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებებიდან, რომელიც უკვე მერის მოვალეობებიდან გამომდინარე საუბრობს - კახა კალაძე - სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები აუცილებლად გამკაცრდება. კახა კალაძე - იურისტებმა კარგად უნდა შეისწავლონ ”სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულება, რამდენად შესაძლებელია მისი გაუქმება. მერობის კანდიდატები ოპოზიციიდანაც - ელენე ხოშტარია - ყველას ყურადღება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაზარალებულთა ზარალი ანაზღაურდეს. ალეკო ელისაშვილი - ელიავას ბაზრობასთან მიმართებაში ყველაფრი ერთმანეთს ძალიან უცნაურად ემთხვევა. 

      საბერძნეთში მიმავალი გივი მჭედლიშვლი თურქეთში დაიაკრგა და 4 დღეა გაუჩინერებულია. საქართველოს მოქალაქე, რომელიც თურქეთის გავლით საბერძნეთში მიემგზავრებოდა, 4 დღეა დაკარგულია. გაუჩინარებული გივი მჭედლიშვილის დედა - ტელეფონიდან მომწერა: დედა თურქეთში ჩავრჩი და ვკვდები, მიშველეო.

      ფარული კამერები და ფარული ჩანაწერები კომპრომატებად კი არა, სასჯელად იქცევა - ფარული კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მაგრამ მსჯავრდებულების ადვოკატები გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

      დაპირისპირებიდან კინკლაობაში გადადიან უკვე - გიორგი ანდრიაძე - მღვდელი ანდრია სარია ცდილობს ჩემი პოზიცია ედიშერ ქარჩავას და მეუფე იაკობის პოზიციასთან გააიგივოს, რაც პროვოკაციაა.

      საეკლესიო საკითხებში პარლამენტარებიც ერთვებიან, თან ანსამბლეის სახით - 2019 წელს საქართველოში პირველად მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეა ჩატარდება.

      კონსტიტუციას როდესაც ცვლი, ჯეროვნდაც უნდა გაწვალდეო, ჯერ არ დაწერილი ანდაზაა - ირაკლი აბესაძე - არის მოლოდინი, რომ სტრასბურგში ისევ მოგვიწოდებენ საკონსტიტუციო საკითხებზე კონსულტაციისკენ. ფიქრია ჩიხრაძე - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი უნდა გაჩერდეს. პრეზიდენტს რაც შეუძლია ესაა ვეტოს დადება - ანა დოლიძე - ვეტოსთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები საკმაოდ დამაფიქრებელია. გიორგი აბაშიშვილი - არ არის სწორი, როცა ხდება ერთი დოკუმენტის შემუშავება, მეორის ვენეციის კომისიაში წარდგენა და მესამის პარლამანეტის მიერ მიღება. 

      ახალი გუბერნატორი - მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. წინა გუბერნატორმა, სულ რამდენიმე დღის წინ, გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა.

საზღვარგარეთულები:

      ამერიკაში გამოკითხვებისთვისაც სცხელათ და ამ გამოკითხვების შედეგად, დონალდ ტრამპის საქმიანობით 57% უკმაყოფილოა. და ვის ადარდებს? ამერიკული მედია აანონსებს - CNN - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას სირიისა და უკრაინის საკითხზე ისაუბრებს. კრემლი - სირიისა და უკრაინის გარდა, პუტინი-ტრამპის შეხვედრაზე, საერთაშორისო ტერორიზმის თემის განხილვაც აუცილებელია. 

      ბავარიაში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული 11 ადამიანის ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა, 7 ადამიანი კი, დაკარგულად ითვლება.

      აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს შეხვდა. ამ შეხვედრაზე - პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი - ვხედავთ, როგორ გამოიყენება რუსული ფული აფხაზეთში და ჩვენ პრეტენზიები არ გაგვაჩნია.

      ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პარლამენტის წევრთა რაოდენობის ერთი მესამედით შემცირების ინიციატივით გამოდის. საფრანგეთის პრეზიდენტი 2015 წლის ტერაქტების შემდეგ შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას შემოდგომაზე აპირებს. 

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 237

ტეგები: qwellynews, ივლისი, ნიუსები, ქველი

Giorgi: ივლისი 3, 2017||10:23pm

#qwellynews - ბლოკები, რომელიც მთავარ თემებში არ მოხვდა: თბილისის მერია - მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ გაგრილების სისტემები მიკროავტობუსების მხოლოდ 20%-შია ჩართული. ამავე თემას ეხმიანება პროფკავშირების გაერთიანებაც - 32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს.

Giorgi: ივლისი 3, 2017||11:06pm

აღდგენა და რეაბილიტაციაც ასეთი უნდა - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ფრესკები ხანძრამდე არსებულზე უკეთეს მდგომარეობაში აღდგება. #qwellynews

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOexp Path of Exile 2:Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:11am 0 კომენტარი

In POE 2 Currency, building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Qwelly World

free counters