პირბადე როგორც ფარი, ენაწყლიანი პრემიერი და საოცივნისე სამზადისი

      კორონამ გადაიარაო და ავიწყვიტეთ, მაგრამ კორონამაც აიწყვიტა და გაურკვეველი წარმომავლობის ინფიცირებულები გამოჩნდნენ. შესაბამისად დაიწყო პირბადეებით სიარულზე და მკაცრ დისციპლინაზე საუბრები, მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი - მედიაში დღე მთავარია პრემიერმა რა თქვა მთელი დღის განმავლობაში, ოპოზიცია როგორ ემზადება 20 ივნისისთვის, პოსტპანდემია პერიოდში კრიზისიდან როგორ გამოვიდეთ და ქალაქს როგორ მართავს კალაძის გუნდი. სიცხე ნარჩუნდება, დოლარი მერყეობს - ახლა 3.0393 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 ივნისი, 2020

      კორონასთან თანაცხოვრება - მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 2 იმპორტირებულია, ერთი „საბურთალოს კლასტერიდანაა“ და 1 სამედიცინო პერსონალია. თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება ჩატარდა. ამირან გამყრელიძე - შეინიშნება შემთხვევათა რაოდენობის ზრდის ტენდენცია, პირველწყაროს იდენტიფიცირება კი რთულია - ნუ მოვეშვებით! საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირების წყარო უცნობია. იქმნება ილუზია, რომ კორონავირუსი უკვე დავამარცხეთ, გავიმარჯვეთ, არა ბატონებო, პანდემია გრძელდება. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 827-მდე გაიზარდა. თენგიზ ცერცვაძე - რაღაც ძალიან ჩქარა დამშვიდდა ჩვენი საზოგადოება, სრულ თავისუფლებაზე გადაერთო, მოდით, შევირგოთ, რასაც მივაღწიეთ და ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ.

      პრემიერის ფართო ტრიბუნა - პრემიერი - იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა ეს ქენით და ის ქენით - საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს აკეთოს. სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია არა მარტო გამოკვებოს ქვეყანა, არამედ ექსპორტის მიმართულებით პოტენციალი ჰქონდეს. ეს წელი წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება. შიდა ტურიზმის მიმართულებით მაგრად უნდა ვიმუშაოთ - პირველ რიგში ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში. ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. კარგად მესმის, რომ 300 მილიონის ნაცვლად სოფლის მეურნეობის დახმარების ბიუჯეტში შეიძლება 600 მილიონი გვჭირდებოდეს - დღეს ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ტურისტების მისაღებად საქართველო მოლაპარაკებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან მართავს. პოლიტიკური სპექტრი, არჩევნებიდან გამომდინარე, ძალიან ტოქსიკურია. ბოლო პერიოდში, მედია სივრციდან შინაარსობრივი პოლიტიკური ნიუსი გაქრა, არის „მხოლოდ და მხოლოდ „ფეიკი“ და პროპაგანდა“. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანია, რომ მიუხედავად კრიზისისა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდეთ. პრემიერი კითხვაზე, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი - ყველაფერი შესაძლებელია ან არ არის შესაძლებელი, ნუ ვჩქარობთ - არც მიფიქრია ამ სიაზე. რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა სიაში ვინ მოხვდება? - როცა ეს განხილვები დაიწყება, ჩემს სათქმელს ვიტყვი.

      საჯარიმო პირბადე - ეკა ბესელია გამოდის ინიციატივით, რომ მოქალაქეს პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, პირველ ჯერზე, ჯარიმის გამოწერის ნაცვლად, გაფრთხილება მიეცეს. ანრი ოხანაშვილი - გამიხარდებოდა მესაუბრა, რომ ხვალიდან შეზღუდვები იხსნება, დაშვებულია ქორწილები, იუბილე, სოციალური ღონისძიებები, თუმცა ამას ვერ გეტყვით, თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რის წინაშე ვდგავართ. პირებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პირბადის ტარება არ შეუძლიათ, შესაბამისი ცნობა მუდმივად თან უნდა ჰქონდეთ და დაჯარიმებას არ დაექვემდებარებიან. არჩილ თალაკვაძე - მტკიცებულებებით არის დასაბუთებული, რომ პირბადე იცავს ადამიანს ინფექციისგან. ეკა ბესელია - ხალხს გადარევთ ცოტა ხანში, ისეთ რეპრესიულ კანონმდებლობას იღებთ, ეს დაცვა არ არის, ეს არის დასჯა. ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას - თქვენთან დისტანცირებული ვართ დიდი ხანია, დისტანცია დაცულია ჩვენს შორის. ამირან გამყრელიძე - პირბადეები დახურულ დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროში, ტაქსებში, სამარშრუტო ტაქსებში - ყველგან პირბადის ხმარება! ნუკრი ქანთარია - პარლამენტში დღეში 700 ლარს მაინც მოვაგროვებთ იმიტომ, რომ ხან გვიკეთია ნიღაბი, ხან - არა, გამოვდივართ და ლაპარაკის დროს ვიხსნით, იგივე რომ გაიმეოროს საზოგადოებამ დაჯარიმდება, არა? ეკა ბესელია ოხანაშვილს - ბატონო ანრი, ისეთი დრამატიზმით საუბრობდით პირბადის აუცილებლობაზე, მიკვირს, პირბადე რომ არ გიკეთიათ. ანრი ოხანაშვილი - კანონისმიერი ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში პირბადეები ვატაროთ, არ არსებობს, ვემორჩილებით რეკომენდაციებს და მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

      ოცივნისელთა აქცია - სერგი კაპანაძე - 20 ივნისის აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო „ნაციონალები“ იქნებიან - ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ. 20 ივნისის აქციაზე - თუ არავის მოუვა აზრად ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა, გამოხატვის თავისუფლება არის გარანტირებული. რომან გოცირიძე - განცხადება, რომ 20 ივნისს თავებს დაითვლიან, შეიძლება გააკეთოს მხოლოდ უთავო ადამიანმა. „ლელო“ 20 ივნისის აქციას შეუერთდება. გიგა ბოკერია - ეს აქცია არ უკავშირდება მაჟორიტარულ ოლქებზე ოპოზიციის შეთანხმებას, ეს აქცია არის 1 წლის შემდეგ, რაც საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა.

      გამქაჩავი კანდიდატი - გიგი უგულავა - ევროპული საქართველო ისეთ კანდიდატს წარადგენს, რომელიც გამქაჩავია და პირველ ტურში მოგებაზე იმუშავებს.

      სარფიანი გაცვლა - ქართუ ბანკმა და ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთები ისე გაცვალეს, რომ ივანიშვილმა 14-ჯერ დიდი ტერიტორია მიიღო.

      ამბები ქვეყნის ფინანსების გამგებლებისგას - გიორგი კაკაურიძე - 170 000 ადამიანი იყო, ვისაც აპრილში ხელფასი არ მიუღია და კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა ინფორმაცია ნახევრად, დაახლოებით 95 000 ადამიანზე წარმოადგინეს. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში ორი მიმართულებით უმცირდება, მათ შორის საერთაშორისო პროექტების მიმართულებით. დიმიტრი შაშკინი - სეკვესტრი იწყება და პირველი განათლების სამინისტროს მიადგნენ, მისი ბიუჯეტი 127 მილიონით მცირდება. ირაკლი სესიაშვილი - თავდაცვის სამინისტროს 75 მლნ ლარით უმცირდება ხარჯი, აქედან 30 მლნ საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთს სამხედრო პროდუქცია უნდა მოეწოდებინა, მაგრამ გადაიდო. გიორგი აბაშიშვილი მთავრობას ურჩევს, ხარჯების შესამცირებლად, მუშაობის მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს. გიგლა მიქაუტაძე - 200-ლარიან დახმარებას ვერ იღებენ ადამიანები, ვინც მარტის ხელფასი აპრილში მიიღო.

      ავტობუსების შესყიდვა, მგზავრობა და ქალაქის მართვა - კახა კალაძის განცხადებით, მომდევნო დღეებში გამოაცხადებენ მიკროავტობუსებზე შესყიდვას და პირველ ეტაპზე 300 ერთეულს შეისყიდიან. მნიშვნელოვანია, რომ მეტროში იყოს უსაფრთხოება, ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება - ახალი ვაგონების შეძენაზე ტენდერია გამოცხადებული. მოსკოვის გამზირზე არსებულ გზაგამყოფ ზოლზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. გვაქვს ადგილები, სადაც გადასასვლელი ხიდების არსებობა არ გვჭირდება, თუმცა არის ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა ასეთი ხიდების გაკეთება.

საზღვარგარეთულები:

      მიკროსკოპული მტერი - ანტონიო გუტერეში - პანდემიამ ჩვენი სისუსტის დემონსტრირება მოახდინა, იმან, რაც მხოლოდ მიკროსკოპში ჩანს, დაგვაჩოქა. სომხეთში კორონავირუსის 428 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 10 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 404 ადამიანი დაინფიცირდა და 216 დაიღუპა.

      მხარდაჭერა - აშშ-ის ელჩი ეუთო-ში - რუსულმა ჯარმა საქართველო უნდა დატოვოს, გვსურს სტაბილური ევროპის, სტაბილური კავკასიისა და დამოუკიდებელი და თავისუფალი ქართველი ხალხის ხილვა.

      ფლოიდის სიმბოლიზმი - ჰასან რუჰანი - ამერიკას წლების განმავლობაში ჰქონდა ირანის კისერზე მუხლი დაჭერილი, თუმცა ჩვენმა ხალხმა ეს მუხლი გადატეხა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 121

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

vako: ივნისი 14, 2020||5:39pm

შენმდეგ არჩევნებს ტრამპი ბიძია მოიგებს და აუცილებლად
ომში ჩაერთობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters