ძალიან ცოტა მყავხართ ირგვლივ,მაგრამ რაც დრო გადის ვხვდები,როგორი ღირსეულები და გამორჩეულები ხართ.... უფრო მეტად მიყვარხართ და გაფასებთ ვგრძნობ გჭირდებით ისეთი,როგორიც ვარ და არ მთხოვთ ვიყო სხვა...

მე ყველაფერი გავაკეთე ადამიანებისთვის, ვინც მიყვარდა და დღემდე მიყვარხართ,მაგრამ ჩემს ცოხვრებაში არ ხართ გუშინ არ იყავით,დღეს არ ხართ და ხვალ არ იქნებით.....უბრალოდ ვგრძნობ ვერავის დაანახებ იმას,რისი დანახვაც არ შეუძლიათ... არავინ არ არის მადლობელი იმ სითბოს და სიყვარულის, რაც გამიცია და როცა მჭირდებოდით უმრავლესობამ მარტო დამტოვა...არაფრის გამო არ მჭირდებოდით მხოლოდ, იმიტომ რომ გულით მიყვარდით და თქვენ მიხაროდით.... თქვენს გვერდით მინდოდა,მაგრამ ასეც ხდება ყოველთვის ის გტკენს, ვინც გიყვარს...არავის არ გამოგეკიდებით და არც დაგელოდებით თქვენი იმედი არასდროს არ უნდა მქონოდა, რადგან გამცვალეთ და სხვები მარჩიეთ.... ჩემში იმას ეძებდით, რაც სხვას ჰქონდა მე კიდევ უანგაროდ მთელი გულით ვიყავი თქვენს ცხოვრებაში.უსარგებლო ნივთებივით არ გექცეოდით არასდროს, არც გამომიყენებიხართ და არც მომიტყუებიხართ.... მეც შევცდი და თქვენც შეცდით ზედმეტად მოგენდეთ და ეს მომიტევეთ....მე ასეთი ვარ და ასეთი ვიქნები არავის არც დავემსაგვსები და სურვილიც არ მაქვს მე მიყურებდეთ და სხვა გენატრებოდეთ....მე მე ვარ....ბანალურად ჟღერს ყოველივე ეს,მაგრამ წლები და დრო უფრო მეტად დაგაფიქრებთ და გაგრძნობინებთ რა არის სიყვარული ყოველივე მატერიალურის გარეშე...ეს დრო ყველასთან დადგება ყოველივე ჩვენთაგანთან....მადლობელი ვარ ყველაფრისთვის ბევრი მასწავლა მოღალატე ადამიანებთან ურთიერთობამ და ის ადამიანები დამიყენა წინა პლანზე ,ვინც თქვენს გამო ოდესღაც არ ჩანდნენ...მეც მეშლება ბევრი რამ ურთიერთობებში. შეიძლება ვერ ვაკეთებ ყველაფერს ისე,როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად,მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ საკუთარი თავი:) ნუთუ თქვენ იდეალურები ხართ უნაკლოები და სრულყოფილები? ჯერ საკუთარი თავი შეაფასეთ და მერე ირგვლივმყოფები...თხოვნა მექნება, რაც არ უნდა დაგჭირდეთ ჩემთან ისე ნუ მოხვალთ თითქოს მე ვიყო ყველაფერში დამნაშავე და ნუ მომთხოვთ ნურაფერს თითქოს მე ვალდებული ვიყო თქვენს წინაშე...ყველა მომენტი გაიხსენეთ რამდენჯერ მკარით ხელი და მერე მობრძანდით თუ ჩათვლით,რომ ჩემთან მოგესვლებათ ;) საკუთარი თავის შეცნობას დაუთმეთ მეტი დრო და არა სხვის გაკიცხვას იმ ადამიანების,რომლებიც თქვენთვის ყველაფერს გაიღებდნენ...დაიმახსოვრეთ სიყვარული არ მოითხოვება ის თავისით ჩნდება და არსად არ ქრება...მე თქვენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემდი ყოველთვის თქვენს მიმართ ერთადერთი ,რაც არ დამიკარგავს ეს პატივისცემაა და ამასაც ნუ შემილახავთ თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯებით....ეცადეთ იყოთ პიროვნულად გამორჩეულები და არა ჩაცმით,მანერებით და კარიერით, ვერავის ვერაფრით ვერ გაგვაკვირვებთ...და თუ ვინმეს რამით აკვირვებთ ეს ყველაზე დიდი ტყუილი იქნება თქვენს ცხოვრებაში,რადგან ერთ დღეს შეიძლება დაკარგოთ ყველაფერი ის, რითიც ისინი გაოცებულები არიან და თავს გიხრიან.... დატოვეთ ადამიანის კვალი და სიყვარული ადამიანებში. ნაკლებად მიენდეთ იმ გრძნობას,რომ თქვენ ყველაზე გამორჩეულები ხართ...გააკეთეთ ის, რაც თქვენს გულს უხარია და ეცადეთ სხვა გამართლებდეთ ვიდრე თქვენ ამართლებდეთ საკუთარ თავს ყველაფერში.ჩაიხედეთ თქვენს გულში და დაუთმეთ მეტი დრო იმათ, ვინც ამას იმსახურებს თქვენგან და დაგიფასებთ ერთ დღეს,რომ არ იყოთ ჩემსავით იმედგაცრუებულები და განადგურებულები....

ნახვა: 1360

ტეგები: qwelly

George: თებერვალი 19, 2014||4:41pm

შორენ,

და უშენოდ შესძლებენ კი ბედნიერებას ?

khatuna zitanishvili: თებერვალი 19, 2014||8:11pm

ხშირად ქარბუქი ქარიშხალს ემსგავსება და გაძლება გაუსაძლისია...

ნათი მორბედაძე: თებერვალი 24, 2014||3:07am

შორენ, ჩემო შროშან მესმის, კარგად მესმიიიის ის, რაც აქ წერია და რისი თქმაც გინდოდაა. მე ფანი ვარ შენი იმიტომ რომ კარგი ხარ. განა გასტანდა ჩვენი მეგობრობა მადენი წელი ასე რომ არ იყოოოს.. :* :* :* <3 <3 <3

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters