საქმიან კვირამილეულზე დღის მთავარი თემები გაიშალა სხვაასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი განსაკუთრებული ნიუსი იყო ოქტობრის დასაწყისის შესაძლო თოვლი - სინოპტიკოსებმა ასე დააანონსეს, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მაღალმთაში შესაძლოა მოთოვოს. სიახლეები ეხებოდა არჩევნებს და კანდიდატებს, ასევე საზღვარზე გატაცებულ ქალბატონს, ომეგას ჩანაწერებს და სხვა წვრილ-მხვილ ამბებს.
არჩევნების მოსაგებად - დავით უსუფაშვილი - ფაქტია, რომ სახელისუფლებო გუნდი ვერ მმართველობს. სალომე ზურაბიშვილს თანხა ბიძინა ივანიშვილის ძმამ და კახა კალაძემაც შესწირეს. ლევან ბერძენიშვილი - სასიამოვნოა, რომ გრიგოლ ვაშაძეს აგენტად არ მივაჩნივარ, მაგრამ „რესპუბლიკური პარტია“ არავისთან აპირებს გაერთიანებას. გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლება ვაზის კულტურას ებრძვის და კანაფის პლანტაციების გაშენება სურს. დავით ბაქრაძემ „ევროპული საქართველოს” დაგროვებითი პენსიის ალტერნატივა წარადგინა. გიორგი ვაშაძე - ურთულეს მდგომარეობაში ვართ, ხელისუფლებაში მოსულია მაფიოზური ჯგუფი, რომელიც არავის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს. კახი კავსაძე - ზურაბიშვილს აკრიტიკებენ ქართულად კარგად ვერ ლაპარაკობსო, რას მელაპარაკებით? რამდენი მინახავს ქართულად გამართულად ლაპარაკობს, მაგრამ საძაგლობას ამბობს. გრიგოლ ვაშაძე - ქვეყანა იმართება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ, რომელიც ძარცვავს ხალხს და ქვეყანაში მარიხუანის პლანტაციების გაშენება უნდა.
გატაცება საზღვარზე - ქეთევან ციხელაშვილი - საუბარი იმაზე, რომ მაია ოთინაშვილი კარგ პირობებშია და კომფორტულადაა, სერიოზული არ არის. თენგიზ ფხალაძე - მთავარი ამოცანაა მაია ოთინაშვილი მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს. საგარეო უწყების სპეციალური წარმომადგენელი - რუსეთის ფედერაცია ცდილობს, უკანონო დაკავებებით მდგომარეობის ესკალაცია მოახდინოს. გრიგოლ ვაშაძე ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის ოჯახში მივიდა.
ომეგას საქმე მონტაჟით - გიგი უგულავა - ლევან ყიფიანი არის სისტემისგან გაუბედურებული, განადგურებული ადამიანი, დაშლილი ადამიანი, რომელიც რას ბოდავდა, თვითონაც არ იცოდა. ეკა ბესელია - რაც დადგინდა, რომ ჩანაწერები არ არის ავთენტური, გამოძიება იმის დასადგენად უნდა გაგრძელდეს, ვინ შეაკოწიწა ეს ან რისთვის დასჭირდათ. თამარ ჩუგოშვილი - ექსპერტიზის ორი დასკვნა ამყარებს ეჭვს, რომ ოქუაშვილი რაღაც შეხვედრებსა და საუბრებს, რასაც შეიძლება სხვა მიზანი ჰქონდა, გადასახადებისგან თავის არიდებისთვის იყენებს. გია ვოლსკი ლევან ყიფიანთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს. ნატო ჩხეიძე - მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია, რომ ლევან ყიფიანი გაამართლონ. გიგა ბოკერია - გავრცელებული ჩანაწერები ერთდროულად თურმე ყოფილა თან დადგმული და თან არაავთენტური, რაც შეუთავსებელია.
აკრძალული პარკები - პლასტიკის პარკების აკრძალვის თემაზე ლევან დავითაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
მასპინძელი თბილისი - თბილისი საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგრაციო პლენარულ სესიას მასპინძლობს. ირაკლი კობახიძე - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას საერთო მიზნები და გამოწვევები აქვთ, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას.
ლუგარი - ამირან გამყრელიძე - ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის და მეცნიერების სისტემის შენაძენია, რუსეთის მხრიდან კი, ამ შენაძენის დისკრედიტაცია ხდება. პენტაგონი - „ლუგარის ცენტრი“ აშშ-ის ობიექტებს არ განეკუთვნება.
ფაჩულიას დინამო - ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო გუნდი „დინამო“ და მისი საწვრთნელი ბაზა შეიძინა.
ინტერნეტაბელური ავტობუსები - ავტობუსებში უფასო WI-FI იქნება.
ნარკობუდე ფონიჭალაში - შსს - 10 თვეში ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 192 პირია დააკავებული.
მონაწილე პრემიერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომაში მიიღო მონაწილეობა. მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, რუსეთი დღესაც დაბრკოლებებს უქმნის ჩვენ სამშვიდობო ძალისხმევას.
ბიძინას სახელები ანუ ბურჭულაძის ინტრვიუ - პაატა ბურჭულაძე - საქართველოში დღეს ორი პრობლემაა: სასამართლო და პროკურატურა და მათ სახელად ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. პაატა ბურჭულაძე - დღეს ჩვენ ელჩებს და ყველას ვაჩვენეთ, რომ რაც დღეს საქართველოში ხდება, განუკითხაობაა.
ეუთო სანგუში - წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ელჩს უმასპინძლა.
საზღვარგარეთულები:
უცნაური ნიუსი - ინტერპოლის პრეზიდენტი გაუჩინარდა.
მშვიდი ნობელიანტები - მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ქირურგი დენი მუკვეგე და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების ყოფილი მძევალი ნადია მურადი გახდნენ.
გენოციდის აღიარება - აშშ-ს სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ე.წ. ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად ოფიციალურად აღიარა.
ცუნამი ინდონეზიას - ინდონეზიაში, მიწისძვრისა და ცუნამისგან დაზარალებულ რაიონებში სამართალდამცველებმა 90-ზე მეტი მძარცველი დააკავეს.
დაცემული ანგელოზი?! - ვენესუელას პრეზიდენტი კოლუმბიელ კოლეგაზე - დუკეს ანგელოზის სახე აქვს, მაგრამ ის არის ეშმაკი.
ავტომობილები უკან, ქარხანაში - „ტოიოტა“ ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2,4 მილიონზე მეტ ავტომობილს უკან იწვევს.
დაკავებული პრეზიდენტი - სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ნაზარბაევის მუქარა - ნურსულთან ნაზარბაევი მინისტრებს - თუ ნორმალურად არ იმუშავებთ, თქვენს ადგილებზე უცხოელებს დავასაქმებ.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია