უდამნაშავეობით დაზარალება, არჩევნების ევრო-ქართული შეფასებები და მერიის ნიუსები

      გამოდარება ჯერ კარგად არ დაწყებულა, მაგრამ უკეთესობა შეინიშნება. დღის ამბებს რაც შეეხება, აქ ახალი ამბავი გამოჩნდა ძველის დაუმთავრებლობით - ია კერზაიას საქმე. გამოჩნდა სააკაშვილიც ქართულ მედიაში, არჩევნებიც აქტუალურია და შრომის უსაფრთხოებაც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 აპრილი, 2019/

      ხიდჩატეხილობის პრობლემები - ხათუნა ლაგაზიძე - თუ მმართველმა პარტიამ 7-წლიანი „ჩაჭრილი ხიდის“ პოლიტიკა გააგრძელა, ეს ხიდი ისე ჩაინგრევა, რომ 2020 წელს „ოცნება“ ხელისუფლებას ვეღარ დაინახავს.

      დამნაშავის გარეშე დაზარალებული ვერ იქნებიო - პროკურატურა - ვიდრე ია კერზაიას სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, მისი ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად. ევროკავშირის ელჩი ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე - პოლარიზებულ გარემოში, მითუმეტეს არჩევნებთან მიახლოებულ პროცესში, ასეთი ტიპის საქმეების გამოძიება მნიშვნელოვანია. ბაჩანა შენგელია - ვაპირებ გენერალურ პროკურორს მივმართო, ჩემს დაზარალებულად ცნობას წინ არაფერი უდგას, უბრალოდ, არ უნდათ, რომ საქმის მასალებთან წვდომა მქონდეს. გიორგი კანდელაკი - ევროპარლამენტარები ია კერზაიას საქმის გამოძიებას მოითხოვენ-ხელისუფლება განზრახ აჭიანურებს ამ საქმის გამოძიებას. ანა ნაცვლიშვილი ია კერზაიას საქმეზე - მტკიცების ტვირთი სახელმწიფოს კისერზეა და მან ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ეს ეჭვები საზოგადოებაში აღარ არსებობდეს. არჩილ თალაკვაძე - მოველით, რომ პროკურატურა ამომწურავად უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით არსებობს.

      თამბაქოს კონტროლი - თამბაქოს კონტროლის ალიანსი - იძულებული ვართ საზოგადოება გავაფრთხილოთ მთავრობის თამბაქოს ინდუსტრიასთან შესაძლო გარიგების შესახებ.

      ტექნიკის მოპარვა - ტექნიკის მაღაზია „პისი შოპის“ მენეჯერის ინფორმაციით, მაღაზია უკვე მეოთხედ გაქურდეს.

      არჩევნების სისტემა და არჩევმენო - ევროკავშირის ელჩი საქართველოში - რა სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები, ამაზე მუდმივი საუბარი, ფიქრი და დისკუსიაა საჭირო. "ღია საზოგადოების ფონდის" კვლევა - გამოკითხული მოსახლეობის 60,7% მიიჩნევს, რომ არჩევნებში კაცს გამარჯვების უფრო მაღალი შანსი აქვს, ვიდრე ქალს. გია ნოდია - გაცილებით დემოკრატიული იქნება, საქართველოში 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. გიორგი კანდელაკი - საარჩევნო სისტემის საკითხზე მთავრობასა და ოპოზიციას შორის რეალური დიალოგი უნდა შედგეს.

      პოზიტიური დინამიკა - კარლ ჰარცელი - ტრაექტორიას, რომლითაც მიდის საქართველოს დემოკრატია, პოზიტიურ დინამიკად შევაფასებ. გიორგი ბარამიძე - ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებას ფაქტობრივად განაჩენი გამოუტანეს. სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარების წერილზე - ეს არის სერიოზული გზავნილი და ხელისუფლების ადგილზე ამას შესაბამისად მოვეკიდებოდი.

      კალანიუსი - კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილზე - ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ასეთი „მომავლის პოლიტიკოსებისგან“, ეს არის სირცხვილი. დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ სკვერში კორპუსის მშენებლობისთვის ხეების მოჭრა ხდება. კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ კონკრეტული ლოკაციების დასუფთავება დაავალა. კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე კონკრეტულ ლოკაციებში განათებების შეცვლის პროექტის მომზადება დაავალა. ირაკლი ზარქუა - თბილისის ბაგა-ბაღებში კვება სტანდარტებს შეესაბამება.

      უფასო ღვიძლები - ღვიძლის ტრანსპლანტაციას თბილისის მერია 70 000 ლარით დააფინანსებს.

      მეუფის სტუმარი - მეუფე პეტრე ივანიშვილის სამეგრელოში სტუმრობაზე - მე ამას უფრო დავარქმევდი მომლოცველობას - მე ასეთი დამოკიდებულებით შევხვდი სტუმარს.

      შრომის საფრთხე - „სოლიდარობის ქსელი“ ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებას პასუხობს. სოფო კილაძის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. აქციაზე დაკავებული ვახუშტი მენაბდისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დროს დაკავებული 6 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი 19 აპრილამდე გადაიდო.

      დახურული სასამართლო - მოსამართლის გადაწყვეტილებით, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესები დაიხურა. დავით კირკიტაძის ადვოკატი - მოწმეები იძლეოდნენ ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს, ამაზე დარბაზს ჰქონდა რეაქცია და მოსამართლემ ამის გამო მთელი სხდომები დახურა.

      დაბარებები პარლამენტში - რომან კაკულია - 5 აპრილს, კობა გვენეტაძე პარლამენტის სხდომაზე მოდის, ამის მიუხედავად, ოპოზიციას უფლება აქვს მოითხოვოს, ასევე კომიტეტზე მოსვლა. დეპუტატები კობა გვენეტაძისთვის კითხვების დასმას „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით და ეროვნული ბანკის რეგულაციების შესახებ აპირებენ.

      სააკაშვილჩავლილი საქართველო - მიხეილ სააკაშვილი - არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, არც რობაქიძის თემასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ბოდიშს ვიხდი და დიდი ღორობაა ამის პრეზიდენტზე დაბრალება. მიხეილ სააკაშვილი - ვანო მერაბიშვილის არგადაყენება შეცდომა იყო. გიგა ბოკერია სააკაშვილის განცხადებაზე - პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნია ვინმესკენ თითის გაშვერა, როცა ისეთ უმძიმეს შემთხვევაზეა ლაპარაკი, როგორიც იყო გირგვლიანის საქმე. გიგი უგულავა - ბევრი ის იდეა, რომელიც სააკაშვილმა გაახმოვანა, ქვეყნისთვის ზიანის მომტანია.

საზღვარგარეთულები:

      ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი პირველ საერთაშორისო ვიზიტს რუსეთში გამართავს.

      გადასაწევი ბრექსითი - ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი ევროკავშირს ბრექსითის თარიღის კიდევ უფრო გადაწევის თხოვნით მიმართავს.

      ტრამპნიუსი - დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ჩვენ რუსეთთან კარგ ურთიერთობას დავამყარებთ. დონალდ ტრამპი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში სამხრეთ საზღვარი ჩაკეტოს.

      უკრაინის არჩევნები - სერგეი ლავროვი - მიუხედავად არაერთი დარღვევისა, დასავლეთი უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევს. უცხოელი ექსპერტების აზრით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ადასტურებს, რომ მოსახლეობას რეალური ცვლილებები სურს. ვლადიმირ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს დებატებში სტადიონ „ოლიმპიისკიზე“ იწვევს.

      ევროპის გულის სტატისტიკა - European Heart Journal - დაბინძურებული ჰაერის გამო საშუალო სტატისტიკურ ევროპელს სიცოცხლის ორი წელი აკლდება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 152

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters