ჟენევა და რუსული პრობლემები, გაძვირებული ცხოვრება, არქეოლოგიური აღმოჩენა, იზორია პარლამენტში, უარი საპატრიარქოს და ახალი ერა იაპონიაში

      სააპრილოდ, დღევანდელ აბებში ქვეყნის ტეროტირიული მთლიანობა და პოლიტიკური ინტერესები გამოსჭვივის. ამასთანავე არქეოლოგიური აღმოჩენა - მეექვსე საუკუნის ბიბლია. მინისტრი პარლამენტს ეწვია და ესეც მთავარ თემებში მოხვდა და საპატრიარქომ სასამართლოსგან უარი მიიღო მასალების გასაჯაროვებაზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 4 აპრილი, 2019/

      ჟენევის მეორე რაუნდი, რუსეთი და ნატოსკენ გზა - საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 2-3 აპრილს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, უკანონო დაკავებასა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე მის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სალომე სამადაშვილი - კარასინის განცხადებაში არაფერი ახალი არ არის, რუსეთი მუდმივად ცდილობს დაგვემუქროს. მამუკა ბახტაძე - ის, რომ რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე არ უნდა იყოს ბარიერი. ირაკლი სესიაშვილი - სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თემა. ლევან იზორია - როდესაც ვამბობ, რომ ჩვენი რეფორმები ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკასთან თანხვედრაშია, რა თქმა უნდა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ვგულისხმობ.

      გაძვირებული ცხოვრება - ISET - 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ. ISET- თებერვალში თევზეული 12.5%, ხოლო პური და პურპროდუქტები 10.2%-ით გაძვირდა.

      ტაქსების გადაღებვა - თბილისში ლიცენზირებული ტაქსის მფლობელებზე ერთ თვეში 136 გადაღებვის ვაუჩერი გაიცა.

      ქართული ბიბლია დაღესტანში - დაღესტანში VI საუკუნით დათარიღებული, ქართული ასომთავრულით დაწერილი ბიბლია აღმოაჩინეს. დაღესტანში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა, ისტორიული დოკუმენტების ციფრული ვერსიის შექმნისას, VI საუკუნით დათარიღებული, ხელნაწერი ბიბლია აღმოაჩინეს. ბიბლია ქართულად, ასომთავრული დამწერლობითაა შესრულებული. მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში არ აქცევდნენ ყურადღებას იმ ადგილს, სადაც უძველესი ხელნაწერი ბიბლია იყო მოთავსებული, თუმცა XI საუკუნეში შექმნილი არაბი სუფიების სწავლებათა ტექსტის ქვემოთ, მეცნიერებმა უფრო ძველი ხელნაწერი აღმოაჩინეს, რომელიც რთულად შესამჩნევი იყო.

      ეპიდემიები - ამირან გამყრელიძე - წითელას ეპიდაფეთქება კვლავ გრძელდება, ყოველდღიურად 15-20 ახალი შემთხვევა გვაქვს.

      დახურული მასალები ანუ უარი საპატრიარქოს - უზენაესმა სასამართლომ საპატრიარქოს ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროებაზე უარი უთხრა.

      ახალი ზოოპარკი - ზურაბ გურიელიძე - ახალი ზოოპარკისთვის არა მარტო აშენებულია ვოლიერები, არამედ ჩამოყვანილია ცხოველებიც.

      საფრთხეშემცველი შრომა - დავით სერგეენკო შრომის უსაფრთხოებაზე - მიმართულება, საითაც მივდივართ - სწორია, თუმცა, გარკვეული პროცესები უფრო ინტენსიურად არის წასამართი. „სოლიდარობის ქსელი“ კახა კალაძესთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.

      დევნილობის პრობლემა - დავით სერგეენკო - შენობაში ძალადობრივი შეჭრა გამოსავალი არ არის, რომლითაც დევნილები საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან.

      მილიონერი არჩევნები - მთავრობამ ცესკოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების და საკრებულოს არჩევნების ჩასატარებლად 4 მილიონ 466 ათასი ლარი გამოუყო.

      განათლების მსურველები - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

      ტერმინები კონსტიტუციაში - პარლამენტმა კანონებიდან ტერმინების - „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო.

      მოულოდნელი უკანდახევა - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 3 ადგილით უკან დაიწია.

      აუსრულებელი კანონი - კახა კალაძის განცხადებით, მერიას არ აქვს ბერკეტი, რომ პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონი აღასრულოს.

      გარდაიცვალა რეჟისორი გიორგი დანელია - პრემიერ-მინისტრი კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

      მინისტრი პარლამენტში - ლევან იზორია - ინფორმაცია, რომ თურმე, ჩინური „ბათინკებით“ ხდება ჯარის მომარაგება, არის აბსურდი და აბსოლუტური ტყუილი. როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ, ყველაზე კარგი საშუალება მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, არის ომისთვის მომზადება. კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია - არა!

საზღვარგარეთულები:

      ორი გამარჯვებული ერთ არჩევნებში - თურქეთში როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიცია ირწმუნება, რომ სტამბოლის მერის არჩევნებში მისმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

      დებატები სტადიონზე - პეტრო პოროშენკო სტადიონ „ოლიმპიისკიზე“ დებატებში მონაწილეობაზე ვლადიმერ ზელენსკის შეთავაზებას დათანხმდა.

      იაპონიის ახალი ეპოქა - 1 მაისიდან იაპონიის ახალი ეპოქის სახელწოდება „რეივა“ იქნება.

      გადამდგარი ესტონეთი - ესტონეთის მთავრობა გადადგა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 162

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters