სიახლეები ცოტა გაერთფეროვანდა - ბოლო კვირეული თავიდან ბოლომდე აქციებს ეძრვნება და ამ აქციების შეფასებას, დაკავებას, ახალ-ახალ მოთხოვნებს და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება ან დაუკმაყოფილებლობას. სხვა ამბებშიც ევროსაბჭოს რუსული სიმპათიები გამოიკვეთა და ტურიზმს გამოწვევები უდგას.
აქციების კვირეული და გახარიას პრობლემა - პარლამენტთან ლოზუნგებით - „ოლიგარქი კადაფი სარდაფში“, „თავისუფლება ჩვენს ხელშია“, „რუსეთუმე გახარია, თვალთხარია“, აქცია მიმდინარეობს. გრიგოლ ვაშაძე - ვერავითარი საარჩევნო ხრიკი და საკენკის დაყრა კონსოლიდირებულ ოპოზიციას ვერ დაარღვევს. პარლამენტში პლენარული სხდომა ჩხუბით დაიწყო. მამუკა მდინარაძე - ნიკა მელია, დაჯექი! შენ ხარ ამ ქვეყანის მთავარი უბედურება სააკაშვილთან ერთად. საპარლამენტო ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა. თამარ ჩუგოშვილი - საკმაოდ მძიმე დღეები გავატარეთ, რომელიც დაიწყო პარლამენტის დარბაზიდან და იმედია, ამ დარბაზშივე დასრულდება. ზაალ უდუმაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ სხდომებს არც პარლამენტში და არც საკრებულოში არ ესწრება. მამუკა მდინარაძე - ვაღიარეთ და ათასგზის მოვიბოდიშეთ ამ დღეების განმავლობაში ის ძალიან ცუდი შეცდომა, რაც ამ დარბაზში მოხდა. მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ფეხებზე მკიდია ის სკამი, სადაც ვზივარ, მაგრამ მათ უნდათ თავისი და ყველას შვილების მომავალი მოკლან. პრეზიდენტის პრესსპიკერი - სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ, თუმცა, ამ ქმედებებისას, ადგილი თუ ჰქონდა ძალის გადამეტებას, ეს გამოძიების თემაა. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. თამარ ჩუგოშვილი - ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის საკითხს. კახა ოქრიაშვილი - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, პარლამენტში პოლიტიკური იდიოტების რიცხოვნობა გაიზრდება - ცირკს მომავალში უფრო მეტს ნახავთ. ეკა ბესელია - სად იყავით, როცა გეუბნებოდით, კობახიძე გადაწვავს ამ პარლამენტს - თუ მართლა ცეცხლის ალში უნდა გაეხვია აქაურობა. ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომას რიგითი დეპუტატის რანგში ესწრებოდა. ეკა ბესელია - „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა კვლავ საკუთარი ვერსია - 0 %-იანი ბარიერი, ანუ იმიტირებული მაჟორიტარული სისტემა, რაც მიუღებელია. გახარია პარლამენტში - სალომე სამადაშვილი - გადაწყვეტილება, რომ გახარია მოიყვანონ ამ ფონზე პარლამენტში, მოქალაქეებისთვის სახეში სილის გაწნაა. ეკა ბესელია - გახარია უნდა გადადგეს - 7 ნოემბერის დარბევის შემდეგ, ავადსახსენებელი სააკაშვილი ამიტომ თუ იმიტომ გადადგა. გიგა ბოკერია - გახარიას საკითხის განხილვასაც კი არ აპირებენ და რუტინულ კანონპროექტებზე საუბარს ვინ აპირებს ახლა აქ? ნიკა მელია გახარიაზე - ვინმე უბნის ბიჭი, პირობითად შიო, გაინტერესებთ? ისევე არ მაინტერესებს გახარია - ის მსხვილი კალიბრის კრიმინალია. სანდრო ბრეგაძე - ინფორმაცია მაქვს, რომ გიორგი გახარიას მხარდასაჭერად სამეგრელოში გარკვეული მოძრაობაა დაწყებული. ევროკავშირის ელჩი - ველით, რომ 20 ივნისის ღამეს დემონსტრაციაზე მომხდარი სწრაფად და გამჭვირვალედ იქნება გამოძიებული. აკაკი ზოიძე - გიორგი გახარიამ ეს ქვეყანა კიდევ უფრო დიდი უბედურებისგან - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისგან დაიცვა. მიხეილ ყაველაშვილი - გიორგი გახარიამ გადაგვარჩინა სისხლისღვრას. ზვიად კვაჭანტირაძე - გახარია უნდა მოვიდეს პარლამენტში, რათა ბევრი შეკითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს. სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობახიძის გადაყენება ქართველ ხალხს დათხრილ თვალებად დაუჯდა. არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია ადრეც არაერთხელ იმუქრებოდა, როდესაც გიორგი გახარია მოვიდოდა პარლამენტში, მაგრამ დებატები გახარიას გამარჯვებით დასრულდა. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. დავით უსუფაშვილი ნიკა მელიას საქმეზე - არ არსებობს გამოძიების პროცესში ვინმეს მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი. სანდრა რულოვსი ნიკა მელიას საქმეზე - შეიძლება მათ ადმინისტრაციული ან რაღაც ასეთი დაარღვიეს, მაგრამ რაც გავრილოვის შემოყვანით და გახარიას პასუხისმგებლობით მოხდა, ეს ასჯერ და ათასჯერ უფრო მძიმეა. გიგი უგულავა - გიორგი გახარია წავა, ვინც არ უნდა დაიჭიროს ამ ხელისუფლებამ, ეს იქნება ნიკა მელია, მე, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი. გრიგოლ ვაშაძე - მთელი ოპოზიცია შეიკრიბება და ვიმსჯელებთ, როგორ ვიმოქმედოთ ხვალ, თუ პარლამენტი სადეპუტატო იმუნიტეტს მოუხსნის ნიკა მელიას. დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, დეპუტატს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.
ჩაშლილი ფესტივალი - ყაზბეგში ფესტივალის ორგანიზატორები - ადგილობრივებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს - ზარალი დიდია, მაგრამ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ღონისძიება არ გაუქმდეს. ყაზბეგში ფესტივალის ტერიტორიის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნება - დავით ბაქრაძე - ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნება იქნება ყველა იმ დანაშაულის მხარდაჭერა, რასაც რუსეთი სჩადის. გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოს დეპუტატებს - რუსეთმა არ შეასრულა არც ერთი მოთხოვნა და თუკი მის დაბრუნებას მხარს დავუჭერთ, ნიშნავს, რომ მას ყველაფერი აპატიეთ.
ტურიზმის გამოწვევები - ისრაელიდან ტურისტები - იციკ მოშე - წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში. ნათია თურნავა - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გვერდში ამოვუდგეთ გამოწვევების წინაშე მდგომ ტურისტულ სექტორს. კახა კალაძე - ტურისტების უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მათ შორის რუსი ტურისტების.
ჰმ! გავრილოვის კომენტარები - სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელზე - ისე რა სავარძელი იყო, არც მაინც და მაინც მყუდრო და კომფორტული იყო. სერგეი გავრილოვი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა, მიღება ყველაზე მაღალ დონეზე იქნება, ჩვენ თქვენს ფორუმს ველოდებითო.
მრაველფეროვნება პარლამენტში - ალექსანდრე ელისაშვილი - პროპორციული არჩევნები არის წინ გადადგმული ნაბიჯი.
ბოიკოტი საკრებულოს - „ევროპული საქართველო" საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს.
მეზობელი ხალხები - ინგუშეთის ხელმძღვანელი იუნუს-ბეკ ევკუროვი გადადგა.
სამედლო თამაშები - საქართველოს დელეგაციამ ევროპული თამაშების მე-4 დღეს 4 მედალი მოიპოვა.
საზღვარგარეთულები:
მექსიკელები საზღვართან - მექსიკამ ჩრდილოეთ საზღვარზე 15 ათასი სამხედრო გააგზავნა.
აშშ-ს ირანული სანქციები - ირანი აშშ-ის მიერ აიათოლა ალი ჰომენეისა და სხვა ოფიციალურ პირებზე სანქციების დაწესებას გამოეხმაურა - ოფიციალური თეირანის თქმით, სანქციების დაწესება ირანსა და ამერიკას შორის დიპლომატიისკენ მიმავალ გზას პერმანენტულად ჩაკეტავს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am
0 კომენტარი
0 მოწონება
Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია