ქარტეხილები გველოდება, როგორც გადატანით, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით - იმიტომ, რომ ხვალიდან, 27 მარტიდან, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ორშაბათს მედიაციის ახალი რაუნდი იწყება და კვლავ დანიელსონი უმსაჯებს გუნდებს. დღის მთავარი თემაც ეს იყო, ასევე უკვე შემოსული ფაიზერის ვაქცინა და რიგი აცრის მსურველთათვის. არის ერთი საჭირო ინფორმაციაც, პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილის მფლობელები დაჯარიმდებიან. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია- დადასტურებული შემთხვევა - 279446, ბოლო დღე-ღამეში - 419, გამოჯანმრთელებული - 271585, ბოლო დღე-ღამეში - 307, გარდაცვლილი - 3738, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 271. დოლარის ფასი ლარში - 3.3718.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 26 მარტი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 29 341 ტესტი ჩატარდა. 6 ადამიანი გარდაიცვალა. ეკატერინე ტიკარაძე - „ფაიზერი“ გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა. „კომენდანტის საათის” გაუქმება არ იგეგმება, ამის ფუფუნება არ გვაქვს. საკოორდინაციო საბჭოს სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით არ უმსჯელია. ეპიდემიოლოგებმა შეიძლება მესამე ტალღის დასაწყისი ოფიციალურად გამოაცხადონ - ქვეყანა იმყოფება ფაზაში, რაც გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისია. მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 420-მდე მედიკოსი "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა. ყველა დაინტერესებულ მხარეს ვთხოვ, ნუ შეეცდებიან, რომ ანტივაქსერული პროპაგანდით და დეზინფორმაციით ჩვენი მოქალაქეები დააშინონ. ცნობილი ადამიანების ვაქცინაცია „სტრატეგიული კომუნიკაციის“ ნაწილია, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად სანდოა ვაქცინა. ამირან გამყრელიძე - 4 200-მდე აცრილი ადამიანიდან, ვაქცინის დოზების დანაკარგი 1%-ის ფარგლებში გვაქვს. გორის მერია - გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 119 ადამიანი აიცრა. რუხსა და გორში ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეების ვაქცინაციისთვის სპეციალური სივრცე მზადდება. თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინების პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით მაღალი აქტივობა იყო, გარკვეული შეფერხებებია, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში „ასტრაზენეკასა" და „ფაიზერის" ვაქცინებზე 300-მდე ჯავშანი არის გაკეთებული. ეკატერინე ტიკარაძე 27 წლის ექთანზე - კვლევა, რომელიც მიმდინარეობს, იმის საშუალებას მოგვცემს, მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა. სასულიერო პირების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი რამდენიმე დღით დაიკეტა. ვახტანგ კალოიანი - იმუნიზაციის პროცესი ჩავარდნის პირასაა - მის გადასარჩენად საჭიროა საყოველთაო ვაქცინაცია. ალერგოლოგი - ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ, 1-2 დღის შემდეგ ვლინდება - სასურველია, მოქალაქეს ფილერი ვაქცინაციამდე 2 კვირის პერიოდში არ ჰქონდეს გაკეთებული. ხათუნა ზახაშვილი - უსიმპტომო კოვიდის დროს, ვაქცინაცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას, შესაძლებელია აცრა და ასეთ ადამიანებში ჩამოყალიბდება კარგი იმუნიტეტი.

      დაუზარელი მედიატორები - კარლ ჰარცელი - დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არის თუ არა შესაძლებლობა, მხარეებს შორის მოიძებნოს საერთო ნიადაგი - ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს არის მისია. ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დაჯდომის დროა. კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები 29 მარტს განახლდება. საფრანგეთის ელჩი - მნიშვნელოვანია, რომ შიდა პოლიტიკურ ფრონტზე დაძაბულობა ჩაწყნარდეს. შალვა პაპუაშვილი - მედიაციის პროცესი შედეგიანი იქნება თუ არა, ჩვენ მაინც ამ პროცესიდან გამოვიყვანთ ქვეყნისთვის საუკეთესოს. გიგი წერეთელი - დარწმუნებული ვარ, დანიელსონი საქართველოში უიმედობის განცდით არ ჩამოვა, როგორც ჩანს, გარკვეული შეთავაზებები მასაც აქვს. სოზარ სუბარი - ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გარდა არავინ დარჩა, ვინც ოპოზიციას არ მოუწოდა, პარლამენტში შევიდნენ - არ მესმის, გაჯიუტება რაში ჯდება და რა პოლიტიკაა. ქართული ოპოზიციის მიმართ ერთადერთი მოწოდება და რჩევა მექნება - მოერიდონ მიხეილ სააკაშვილს როგორც კეთროვანს და მისი ზეგავლენის ქვეშ ნუ იქნებიან. თუ პარლამენტში არ შემოვლენ, 5%-იანი ბარიერი დარჩება - მოგვწონს თუ არა, ასე დარჩება! გიორგი ვაშაძე - რაც არ უნდა თქვას თალაკვაძემ და კობახიძემ, ყველამ კარგად იცის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში არის რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხი, ამის გარეშე შეთანხმება ვერ იარსებებს. მედიატორები უშუალო საუბარში ამბობდნენ, იმდენად დესტრუქციულად იქცეოდა „ქართული ოცნება“, რომ მათთან რამე საკითხზე შეთანხმება შეუძლებელი იყო. ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ გვეუბნებიან ერთ რამეს, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ამომრჩევლის ნება როგორია, მთავარია 4-5 მარგინალი როგორ გაფშიკავს ფეხებს და როგორ დაატერორებს ქვეყანას. გიგი წერეთლი საარჩევნო ბარიერის დაწევაზე - ამით ოპოზიციის პარლამენტში შეტყუება ვერ მოხდება. ლევან იოსელიანი - ვთქვათ, სატყუარაა საკონსტიტუციო ცვლილებები, მოდით, საქართველოსთვის ერთხელ მოვიტყუოთ თავი - დავუჭიროთ მხარი დაბალ ბარიერს და მერე გააგრძელონ თავიანთი დღის წესრიგი. ალეკო ელისაშვილი - თუნდაც სატყუარა იყოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები, შე დალოცვილო, ადექი, პარლამენტში შემოდი და რაც ქვეყნისთვის კარგია, მხარი დაუჭირე! გიორგი ვაშაძე - გაცილებით მკაფიო და მკაცრი უნდა იყოს ევროკავშირის პოზიცია, განსაკუთრებით „ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში იმიტომ, რომ წინა რაუნდი ჩაშალა „ოცნებამ“. იან კელი - როგორ შეიძლება შედგეს შეთანხმება, როცა ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია. დევიდ კრამერი - მელია უნდა გათავისუფლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპრომისი შეუძლებელი იქნება.

      ხაშურის დაწინაურება - კარლ ჰარცელი - ხაშურის წყალმომარაგების პროექტი გულისხმობს სუფთა წყალს მოსახლეობისათვის და ლამაზი გარემოს უკეთეს დაცვას.

      ევაკუაციის გეგმა არსებობს! - ირაკლი ბენდელიანი - მომავალ კვირას, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე უახლესი მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება, რომელიც ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას უზრუნველყოფს. პოლიტიკა და მეწყერი ერთმანეთთან კავშირში არ არის. ვაშლიჯვრის ფერდობზე - თუ მოსახლეობის გაყვანა აუცილებელი იქნება, ევაკუაციის გეგმა გვაქვს. გეოლოგი ვაშლიჯვრის მეწყერზე - ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია.

      კულტურის ბედი - ანიტა რაჭველიშვილი - თეა წულუკიანი უნდა წავიდეს თანამდებობიდან! არ მეშინია და ზეწოლა ვერ გამაჩუმებს! თეა წულუკიანი - რაც არ უნდა ბერიას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები, რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა. ელისო ბოლქვაძე - კულტურის მიმართულებით აუცილებლად უნდა ელოდოთ რეფორმებს - რეფორმის გარეშე წინსვლა არ არსებობს, ეს კულტურის ხალხმა კარგად უნდა გაიგოს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 005 და გარდაცვალების 18 შემთხვევა დაფიქსირდა. Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 140 ქვეყანაში მიმდინარეობს, გამოყენებულია ვაქცინების 501 მილიონზე მეტი დოზა. რუსეთში კორონავირუსის 9 167 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 405 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 18 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტი - აშკარა ნიშნები არსებობს, რომ მესამე ტალღა, რომელშიც გერმანია ამჟამად იმყოფება, შეიძლება პირველ ორ ტალღაზე უარესი იყოს.

      ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 112

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 1 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Why Does Memory Assessment Matter?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

Faulty Memory - For use in my blog on July 23, 2012. denniss… - Flickr Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Is your Memory at Risk?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters