დღევანდელი დღე მოთელვა იყო მოლაპარაკებების წინ. მედიატორი ცალ-ცალკე პარტიებს შეხვდა და უკვე დღის ბოლოს დაანანონსა, რომ ხვალ დადებს დოკუმენტს - მოაწერენ ხელს, ხომ კარგი, არადა ჩემი ფეხი აღარ იქნება აქო. მთლად ასე არ უთქვამს, მაგრამ მგონი მაგის თქმა უნდოდა. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია- დადასტურებული შემთხვევა - 280472, ბოლო დღე-ღამეში - 171, გამოჯანმრთელებული - 272601, ბოლო დღე-ღამეში - 382, გარდაცვლილი - 3765, ბოლო დღე-ღამეში - 14; კარანტინის რეჟიმში - 276. დოლარის ფასი ლარში - 3.3846.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 29 მარტი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 298 ტესტი ჩატარდა. 14 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსზე ამ დროისთვის 4924 ადამიანია აცრილი, მათ შორის ბოლო 24 საათში ვაქცინა 70 პირმა გაიკეთა. აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 450-მდე პირს აქვს გაკეთებული. ნინო ლომჯარია „ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა. ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას მეგი ბაქრაძეს ანემია არ ჰქონდა და PCR ტესტის პასუხიც უარყოფითი იყო. ასევე, მის კლინიკაში შეყვანისას ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაცვლილი არ იყო და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

      საუბრის ახალი რაუნდი - ირაკლი ღარიბაშვილი - ვადასტურებთ მზაობას, მოკლე დროში მივიღოთ შეთანხმება - ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. გურამ მაჭარაშვილი - ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია - ერთადერთი, რაც რადიკალურ ოპოზიციას დარჩენია ისაა, რომ პარლამენტში შევიდეს. ალუდა ღუდუშაური - „ქართული ოცნება“ ამჯერადაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს - ყველა ჩვენი ნაბიჯი დაფუძნებულია სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე. კრისტიან დანიელსონი პარტიებს ჯერ კვლავ ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდება. ირაკლი ღარიბაშვილი - ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულეთ. დავით მათიკაშვილი - არჩევნებთან, მის ხელმეორედ ჩატარებასთან დაკავშირებით არანაირი ლოგიკა და საფუძველი ოპოზიციას არ გააჩნია. მიხეილ სარჯველაძე - კომპრომისი არ გულისხმობს ულტიმატუმების დაყენებას. ბეჟან წაქაძე - თუ რამე ცვლილება უნდათ, მობრძანდნენ პარლამენტში, ერთობლივად განვიხილოთ და ცვლილებები შევიტანოთ. ზურა ჯაფარიძე - კომპრომისი გასაგებია, მაგრამ კომპრომისის შედეგი ვერ იქნება ის, რომ რომელიმე პუნქტმა შინაარსი დაკარგოს. ნინო ლომჯარია - თუ რომელიმე მხარე არ განაცხადებს მზაობას გადადგას ნაბიჯები, საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება ექნება, იცოდეს, ვინ იყო ეს პარტია. კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. დავით სერგეენკო - იმედი მაქვს, ამ რაუნდში ოპოზიცია შეცვლის პოზიციას და რეალურ კომპრომისებზე იქნება საუბარი. გია ვოლსკი - მოლაპარაკება არის პროცესი და ხისტი პოზიცია არავის ექნება, მითუმეტეს მედიატორებს. ირაკლი ღარიბაშვილი - ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა შეცვალონ და დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - ხალხი დაიღალა უკვე. საქართველოში ავსტრიის საელჩო - ავსტრია სრულად უჭერს მხარს კრისტიან დენიელსონს და იმედოვნებს, რომ მხარეები კრიზისის დასაძლევად პოლიტიკურ ნება-სურვილს გამოხატავენ. კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეხვდა. აკაკი ბობოხიძე - „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც იძულების გარდა სხვა ენა არ ესმის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა და კრისტიან დანიელსონმა მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს. ირაკლი კობახიძე - დანიელსონთან შეხვედრისას განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც ოპოზიციას აქვს შესაძლო, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ. გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების" რადიკალური რიტორიკა ააშკარავებს ხელისუფლების ნამდვილ მიზანს, რაც არის მედიაციის წარუმატებლად დასრულება. დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ვიდრე ნიკა მელიას საკითხი არ მოგვარდება, ის მოლაპარაკებების აზრს ვერ ხედავს. ლევან იოსელიანი - მგონი, ევროკავშირი უპასუხოდ არ დატოვებს იმ ადამიანების მცდელობას, ვინც მოლაპარაკებების ჩაშლას შეეცდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ფუნდამენტურია და შეუძლებელია ვინმეს განსხვავებული აზრი ჰქონდეს. თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით უკვე გვაქვს მკაფიო პოზიციები, არის ერთი-ორი ნიუანსი, რომელსაც ჩვენი მხრიდან სჭირდება დაზუსტება. გიორგი ვაშაძე - დესტრუქცია და ისევ დესტრუქციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან. ხათუნა სამნიძე - ოპოზიციური პარტიები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება შევძლოთ. კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობისა" და "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს შეხვდა. აკაკი მინაშვილი - გამომდინარე იმ განცხადებებიდან, რასაც დილიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აკეთებენ, კარგად გამოჩნდა, რომ ისინი მზად არ არიან გადადგან ნაბიჯი კრიზისის გადასაწყვეტად. სალომე სამადაშვილი - ველოდებით მედიატორისგან კონტურს შესაძლო შეთანხმების - ჩვენი გულწრფელი სურვილია, შეთანხმება შედგეს და ქვეყანა გამოვიდეს უმძიმესი კრიზისიდან. გივი მიქანაძე - ფრაქციის სხდომაზე დამატებით ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომელიც მოლაპარაკებებთანაა დაკავშირებული. კრისტიან დანიელსონი „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებს შეხვდა. აკაკი მინაშვილი - მედიატორს წინადადებები არ შემოუთავაზებია - ჩვენი პოზიციაა, თუ მელიას და რურუას გათავისუფლება არ მოხდება, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება. მამუკა ხაზარაძე - როცა „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ორ საკითხზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, სწორედ ეს არის ულტიმატუმი - შე დალოცვილო, მაშინ რატომ ჩამოგყავს ეს ადამიანი?! იმედი მაქვს, „ლელოს“ გადაწყვეტილება სხვა პარტიების პოზიციებს დაემთხვევა, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ ფუნდამენტური განსხვავებაა, ჩვენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, სხვანაირად ვერ ვხედავთ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში. ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გვერდით გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის. სალომე სამადაშვილი - საუბარი გვქონდა მთავარ თემაზე, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია და ესაა პოლიტპატიმრების საკითხი - მედიატორებთან სრულიად ჰარმონიული ხედვა გვაქვს, დანარჩენი პროცესში გამოჩნდება. ხათუნა სამნიძე - პატიმრების საკითხის გადაჭრის გარეშე, რაც მთლიანად ხელისუფლების ხელშია, არ იქნება სივრცე, რომ კომპრომისებზე ვისაუბროთ. დავით ბაქრაძე - ჩემი განწყობა ბევრად უფრო პესიმისტურია, ვიდრე ეს იყო წინა კვირაში გამართული შეხვედრების წინ. გიორგი ვაშაძე - დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში, ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ - მედიაციის მხარე გააკეთებს განცხადებას და გვეტყვის, როგორ უყურებენ პროცესს დღეის შემდეგ. ზურაბ ჯაფარიძე - გამიჭირდა იმის თქმა, დასრულდება შეთანხმებით თუ არა - დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი. კრისტიან დანიელსონი - ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ, საბოლოოდ, პარტიებზეა დამოკიდებული, რომ აიღონ პასუხისმგებლობა დოკუმენტის ხელმოწერაზე. მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ საქართველოსთვის ხვალინდელი გამარჯვება. მთავარია მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება. შეთანხმება თუ შედგება, აქ იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები, მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი.

      ჰესით დამოუკიდებლობა - ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“ - კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე და კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი. გენერაციის 40% მოდის „ენგურჰესზე“, თუ ვინმეს ჯერ კიდევ აქვს წუხილი ჰესების მიმართ, მინდა მათ შევახსენო, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ და არა მხოლოდ ამ ჰესს. ნათია თურნავა - „ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი. „ენგურჰესის" მსგავსი ჰიდროსადგურები გარანტიაა, რომ მომავალში არასოდეს ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოზე იმპორტის თვალსაზრისით.

      რეკორდული გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემის ტურნირი 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლის მოგებით დაასრულა და არაოფიციალური გუნდური პირველი ადგილიც დაიკავა.

      რუკების საქმე - ივერი მელაშვილი - არც მე და არც ნატალია ილიჩოვა იოტისოდენად დამნაშავეები არ ვართ, ჩვენ თუ რამე გვიკეთებია, მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ნატალია ილიჩოვას ადვოკატი - ადამიანებს ედავებიან რუკის გამოუყენებლობას და პროკურატურა არ ამოწმებს, ეს რუკა ვარგისიანია თუ არა, რაც რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი - ის ფაქტი, რომ ერთი 1:200 000 მასშტაბის რუკაზე ექსპერტიზამ კვლევა ჩაატარა და დასკვნა გასცა, ავტომატურად გულისხმობს, რომ ის ვარგისია.

      საარჩევნო რეფორმა - ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის, ასევე საარჩევნო კოდექსის და მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონპროექტები ვერ პასუხობს არსებულ პრობლემებს.

      ავტორის უფლებები - საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის საბოლოო ფორმატის შემუშავებაში საქპატენტს დახმარებას USAID-ი გაუწევს.

      სტატისტიკა და ვალები - „საქსტატის“ მონაცემებით, ლომბარდების მიერ 2020 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 322.8 მილიონი ლარი შეადგინა. საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -24.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკი - საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 20.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთმა „კოვაქსის“ პროგრამის საშუალებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. Associated Press - ჯანმო აცხადებს, რომ კორონავირუსი ღამურებიდან ადამიანებზე, სავარაუდოდ, სხვა ცხოველების საშუალებით გადავიდა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 424 და გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირდა. ინგლისში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მსუბუქდება. რუსეთში კორონავირუსის 8 711 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 293 ადამიანი გარდაიცვალა. Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 141 ქვეყანაში მიმდინარეობს - გამოყენებულია ვაქცინების 535 მილიონზე მეტი დოზა. UNDP - გაერო-ს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევას.

      დაუსრულებელი კონფლიქტი - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ომი დასრულდა, ყარაბაღის კონფლიქტი - არა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 57

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 1 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Why Does Memory Assessment Matter?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

Faulty Memory - For use in my blog on July 23, 2012. denniss… - Flickr Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Is your Memory at Risk?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters