მარტის შეუსაბამოდ ცივი და სუსხიანი დღე პოლიტიკურად აქტიური გამდოგა. მთელი დღე სიხარულის, ბრალდებების და გაურკვეველი მომავლის შეძახილები ისმოდა - სითი პარკი უქმდებაო! ამასთანავე, დღის პროგრამა მნიშვნელოვნად განაპირობა სამეურვეო საბჭოს კანდიდატები შერჩევამ, პრემიერის მიმართვის გამოხმაურებებმა, კვლავინდებურად შეუმდგარმა რეზოლუციამ და სხვა ამბებმა.
მერიისა და გაჩეჩილაძეების ამბავი - ლევან ხაბეიშვილი - სოციალურად დაუცველს მედიკამენტებისთვის 150 ლარზე უარს ეუბნები და 30 ათას ლარს ლევან გაჩეჩილაძეს რა ნამუსით ურიცხავ. ალეკო ელისაშვილი - კალაძეს „ნაცარქექია“ თუ აქვს წაკითხული, ნაცარქექიამ დევი გამოაგდო, სამივე თავი მოაჭრა და გამოქვაბული თვითონ დაისაკუთრა. თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. თბილისის მერიას ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ „სითი პარკისთვის“ პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 10 აპრილიდან შესაბამის ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. კახა კუჭავა - "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტა არის გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ სიხარულის მომტანი იქნება ყველა თბილისელისთვის. თბილისის ვიცე-მერის მტკიცებით, "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა არ მოუწევთ. დავით მათიკაშვილი - მოსახლეობამ და თბილისის სტუმრებმა თავი დააღწიეს სითი პარკთან“ გაფორმებულ კაბალურ ხელშეკრულებას. ალეკო ელისაშვილი „სითი პარკზე“ - კარგია, რომ მიჯერებს კახა კალაძე, რაშიც არ მიჯერებს, ყველაფერზე ცხვირს იმტვრევს. თბილისის ვიცე-მერი - "სითი პარკს“, შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს. მამუკა მდინარაძე - კახა კალაძე ძალიან სწრაფად იღებს სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებებს. "სითი პარკის" მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მაინც მოუწევთ. გიგი უგულავა - სატრანსპორტო კომპანია არაა მზად იმ დატვირთვისთვის, რაც „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ დაეკისრება - 10 აპრილის შემდეგ შეიძლება უბრალოდ ქაოსი მივიღოთ. ბექა ოდიშარია - კალაძისგან მომავალშიც უნდა ველოდით გაბედულ, რეფორმატორულ ნაბიჯებს. თბილისის ვიცე-მერი არ გამორიცხავს, რომ „სითი პარკის“ თანამშრომლების ნაწილი მერიის სატრანსპორტო სამსახურში დასაქმდეს. დავით მესხიშვილი - მოგვწონს მერის შემართება პარკირების სისტემის და ტრანსპორტის დარეგულირებაში, თუმცა კითხვის ნიშნები გვაქვს სამსახურებთან, რომლებმაც ეს უნდა განახორციელონ. დავით ნარმანია - არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინ იდგა „სითი პარკთან“ დანაშაულებრივი ხელშეკრულების სათავეში და მათ შესაბამისი ორგანოების მხრიდან პასუხი უნდა მოეკითხოთ. „სითი პარკი“ - მერიის გადაწყვეტილება დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და გავლენას იქონიებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე.
პენსია დაგროვებით - დაგროვებითი საპენსიო სისტემის თაობაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღო. სოფო კილაძე - საპენსიო რეფორმა ემსახურება ჩვენი საზოგადოების წევრების ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას გრძელვადიან პერსპექტივაში. ანრი ოხანაშვილი – დაგროვებითი პენსიის რეფორმის გატარებით ხელისუფლებას აქვს ამბიცია, რომ ვიყოთ სამაგალითო რეგიონში. ბრუნო ბალვანერა საპენსიო რეფორმაზე - არის გარკვეული საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს. დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ მივიღებთ ძალიან კარგ კანონს, რომელიც იქნება ძალიან სასარგებლო იმისთვის, რომ მომავალში მოსახლეობას ღირსეული სიბერე ჰქონდეს.
კიდევ ერთი სასამართლო ციანიდზე - დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს ადვოკატები უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებენ.
სამეურვეო საბჭოს წევრობა - „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ზვიად დევდარიანი - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევა პროფესიონალიზმის და პრინციპულობის კრიტერიუმებით უნდა მოხდეს. ნინია კაკაბაძე - ზაზა შათირიშვილის გასაუბრებას ვუსმინე და დიდი სირცხვილი იქნება თუ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრად მას დაამტკიცებენ. კომისიის წევრის განცხადებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ზაზა შათირიშვილისგან ამომწურავი პასუხები ვერ მიიღო. ვასილ მაღლაფერიძე - მეგობრობა ადამიანებს ხელს არ უშლის - ზაზა შათირიშვილი ნამდვილად ღირსეული კანდიდატი იქნება. ვასილ მაღლაფერიძე - თქვენ გგონიათ მართლა ასეთი მნიშვნელოვანია, რამდენია ბიუჯეტი?! ბაია პატარაია - ზაზა შათირიშვილი თვლის, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში გარანტირებულად მოხვდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ 12 კანდიდატი შეარჩია.
ქართული ენის თემა - გიორგი ალიბეგაშვილი - იქნებ რაღაც რესურსები გამოინახოს, რომ ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა მათ სწორი მეტყველება შეძლონ.
რუსეთთან საუბარი, ოღონდ ჟენევაში - ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს. ზურაბ აბაშიძე - ჩვენი ერთადერთი სურვილია ამაღლდეს ჟენევის ფორმატის ეფექტურობის ხარისხი. ზურაბ აბაშიძე - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას. დავით უსუფაშვილი - სამწუხაროდ, შევცდით, რუსეთმა ისარგებლა საქართველოს პრემიერის გულწრფელი, პოლიტიკური გათვლებისგან დაცლილი მიმართვით და ჩვეული ცინიზმით მიგვითითა. სერგი კაპანაძე - პრემიერმა მოახერხა და МИД-ის განცხადების სამივე აბზაცში ქება-დიდება მიიღო რუსეთისგან - გვიხაროდენ. საქართველოს საგარეო უწყება - იმედს გამოვთქვამთ, რომ ჟენევის მომავალ რაუნდზე შევძლებთ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. გიგა ბოკერია - კვირიკაშვილმა უპასუხისმგებლო და გულუბრყვილო მიმართვით რუსეთს კიდევ ერთი არგუმენტი მისცა, რომელსაც ისინი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებენ. ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის ფორმატზე - მზადყოფნა არ ნიშნავს, რომ მომდევნო რაუნდზე აუცილებლად პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება. სალომე სამადაშვილი - კვირიკაშვილმა თავისი განცხადებით რუსეთი ყოველგვარი სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა - ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი პრემიერის მხრიდან პოსტის დატოვებაა. ქეთევან ციხელაშვილი - რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება, რომ რეალური სასურველით იცვლება - არსად ყოფილა საუბარი პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან". ირაკლი კობახიძე - რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არ იყო კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება. თორნიკე შარაშენიძე - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი იყო იგივე სიმღერა, რასაც დიდი ხანია ვისმენთ. ირაკლი კობახიძე - ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით პრემიერის შეთავაზება გულისხმობდა პლენარული სხდომების ჩატარებას. გია ვოლსკი - არაპროფესიონალიზმია იმაზე საუბარი, რომ თუკი რუსეთი მაინც თავის პოლიტიკას აგრძელებს, ინიციატივებს აზრი არ აქვს.
ვერშემდგარი რეზოლუცია - ირაკლი კობახიძე - უმცირესობასთან ხვალ კონსულტაციები განახლდება, იმედი გვაქვს, რომ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმებას მივაღწევთ. პარლამენტის თავმჯდომარე - ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მთლიანად რუსულ მხარეს ეკისრება. ანატოლი ბიბილოვი - ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციებისა და ისტერიის მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა. გედევან ფოფხაძე - როდესაც ოჯახი დაღუპულის ცხედარს ელოდება, პოლიტიკური რევერანსების დრო არ არის. ზაქარია ქუცნაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის რეზოლუცია იქნება საკმაოდ მწვავე და კონკრეტული. ჟურნალისტი თემურ ცხურბატი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს 18 მარტის შემდეგ გადასცემენ.
გენდერული კვოტირება პარლამენტში - ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი შემდეგ სხდომაზე მხარს დაუჭერს.
ნანის რუსული, სამარტო კონერტი - ნანი ბრეგვაძემ ტატუნაშვილის საქმის გამო შესაძლოა მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი გააუქმოს.
ინვესტიცია საქართველოში - ბრუნო ბალვანერა - ინვესტორები საქართველოთი ნამდვილად დაინტერესებულები არიან. დიმიტრი ქუმსიშვილი - მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოში საინვესტიციო კლიმატი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დიმიტრი ქუმსიშვილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე - ეს არის რეკორდი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
შვედური მოთხოვნები - შვედეთის შს მინისტრი - მოვითხოვ დანაშაულისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას - ჩვენ შვედეთში ციხეები საკუთარი დამნაშავეებისთვის გვჭირდება.
კაპიტალიზმს შეწირული შემოქმედება - რუსთაველის გამზირზე მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში განთავსებული კირილე ზდანევიჩის მიერ მოხატული კედლის პანო განადგურებულია.
საზღვარგარეთულები:
მიშას უკრაინა - მიხეილ სააკაშვილი - სირცხვილი უკრაინის ხელისუფლებას იმ გაყალბებული საქმის გამო, რომელიც ახლა შეაჩერეს.
მსოფლიოს მოგება - ნიკი ჰეილი - დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ისტორიული მოვლენა იქნება და ამით მსოფლიო მოიგებს. სანქციები ირანს - დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციების ერთი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა და აღნიშნულ პოსტზე მაიკ პომპეო დანიშნა.
აგრესიულ რუსეთს პასუხი - ტერეზა მეი და ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, „რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე“ ერთად გააგრძელონ რეაგირება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია