პატრიარქის სიტყვები აღსასრულზე, გადმოსვენება თუ რეზოლუცია? ჟენევის ფორმატი, ქუთაისიუნი, სამთავრობო მოგზაურობა და რეკორდული ინვესტიციები

      ტრადიცია არ დარღვეულა და ახალი კვირა გასული კვირის ქადაგებით გაიხსნა სიახლეებში, ასევე რეზონანსული აღმოცნდა პატრიარქის არაოპტიმისტური განცხადება. სხვა ამბები ეხებოდა ტატუნაშვილის საქმეს, ჟენევის ფორმატს, ტაქსისტების ახალ რეგულაციებს, მერიას და პრეზიდენტ-პრემიერის მოგზაურობებს. ასევე, დღის საინტერესო თემა იყო ანგელასა და ვლადიმერის ურთიერთ საჩუქრები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 მარტი, 2018 /

      საკვირაო ქადაგებებიდან და საეკლესიო ამბებიდან - ილია მეორე - ყველა ადამიანს ჰგონია, რომ მისი ჯვარი ყველაზე მძიმეა, სინამდვილეში ღმერთი თუ აძლევს ჯვარს, ასევე, აძლევს მისი ტარების ძალას. მეუფე გრიგოლი - ე.წ. „ციანიდის საქმე“ არის მხოლოდ ნაწილი იმ აისბერგისა, რასაც ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების ერთობლიობა ქმნის. დეკანოზი შალვა კეკელია - დღეს ეკლესიაზე მიდის ისეთი შემოტევა, როგორიც კომუნისტების დროს იყო - პატრიარქი ხედავს, რომ ერი, რომელიც წაიყვანა ღვთისკენ, მიდის ღვთისგან. მეუფე შიო - ტრაგედიაა, რომ ოჯახს არ ეძლევა საშუალება არჩილ ტატუნაშვილი ქრისტიანულად დაკრძალოს. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ზოგიერთმა მედიასაშუალებამ პატრიარქის განცხადების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა - გასულ ხუთშაბათს საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის სამღვდელოებასთან და ფსიქოლოგებთან გამართულ შეხვედრაზე მისი უწმინდესობა საუბრობდა მეორედ მოსვლისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე. დღეს ბევრი ცნობილი ღვთისმეტყველი საუბრობს საყოველთაო აპოსტასიის (ღვთისაგან განდგომილების) შესახებ, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაცისა და ინტეგრაციული პროცესები ისეთი არაპროგნოზირებადია, როგორიც არასდროს ყოფილა და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს ქრისტიანული ესქატოლოგიის (მოძღვრება სამყაროს აღსასრულზე) ფონზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბრობდა მისი უწმინდესობა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ აღნიშნული საკითხის ინტერპრეტირება მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებს დაუკავშირა, რაც არასწორი გახლავთ. - პატრიარქის რეზონანსული სიტყვები კი ასეთი იყო, - მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა

      ტატუნაშვილის საქმე - ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დატოვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. შსს-ს ინფორმაცით, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ფიზიკური ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ. სოზარ სუბარი - მიმდინარეობს მუშაობა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც მოხდეს დროულად. გია ვოლსკი - არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი არ უნდა იყოს ფუჭი გასროლასავით. მამუკა მდინარაძე - არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია იქნება მკაცრი. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი მცხეთის პოლიციის დეპარტამენტში დღეს დაიკითხნენ. იან კელი - არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია თუ ორპარტიული იქნება, უფრო მეტი ძალა ექნება. სალომე სამადაშვილი - სამწუხაროა, რომ უმრავლესობაში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით. სერგი კაპანაძე - ჩვენ კიდევ ცოტა ხანი დაველოდებით ხელისუფლებას და ვნახავთ, რა პოზიცია ექნება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“. ლევან ქუტაშვილის დედა - ტატუნაშვილს რა შეემთხვა მასთან ერთად დაკავებულებმა არ იციან, რადგან ყველანი ცალ-ცალკე ჰყავდათ. ნინო ბურჯანაძე - ტატუნაშვილის ოჯახის ტრაგედია იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფო არ არსებობს, ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე ერთობლივი რეზოლუციის შემუშავების მიზნით, უმრავლესობა და უმცირესობა მორიგ შეხვედრას მართავს. გრიგოლ ვაშაძე - საოკუპაციო რეჟიმებთან პირდაპირი დიალოგი მათ საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტად აღიარებას ნიშნავს. გიგა ბოკერია - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე ერთობლივი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ კიდევ არ შემდგარა. უმრავლესობასა და უმცირესობას შორის არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება დღესაც ვერ შედგა. მამუკა მდინარაძე - უმცირესობას რეზოლუციასთან დაკავშირებით შევთავაზეთ ვერსია, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და პოლიტიკურად სწორია - ახლა ბურთი მათ მოედანზეა.

      ჟენევის ფორმატი - სოზარ სუბარი - უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე. სალომე სამადაშვილი - ჟენევის ფორმატის გააქტიურების და გაძლიერების საუკეთესო გზა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შეწყვეტა იქნება. მამუკა მდინარაძე - ჟენევის ფორმატის რანგის ამაღლება არის მისასალმებელი. სერგი კაპანაძე - თუ მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტურია, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ჟენევის ფორმატი. კორნელი კაკაჩია - ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე ინიციატივა მოუმზადებელია და რაიმე სტრატეგიას ან ახალ მიდგომებს არ ეფუძნება. დავით ბაქრაძე - ჟენევის ფორმატთან თამაში უაღრესად საშიში და საზიანოა. ეკა ბესელია - ჟენევის ფორმატის გაძლიერება მისასალმებელი იქნება. მამუკა მდინარაძე - საუბარია ჟენევის ფორმატის გაძლიერებასა და რანგის ამაღლებაზე.

      თბილისის მერია და მერი - კახა კალაძე - კომპანია „სვეტს“ მივეცით შესაძლებლობა, გამოასწოროს შეცდომები და მიეცემა შესაძლებლობა, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. კახა კალაძე აფაქიძის ქუჩის #12-ში მიმდინარე მშენებლობის შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს. ლევან ხაბეიშვილი - მოვითხოვთ აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს, რამდენად მიზნობრივად მოხდა მილიონერი კალაძის მიერ მილიონერი ლევან გაჩეჩილაძისთვის 30 ათასი ლარის ოდენობის საბიუჯეტო დახმარების გამოყოფა. ალეკო ელისაშვილი - ახლა კალაძე აფინანსებს გაჩეჩილაძეს, შემდეგ გაჩეჩილაძე დააფინანსებს კალაძეს, ხალხი კი ყოველთვის მიტოვებული რჩება.

      არავის საქმეში არ ვერევით ჩვენ... ევროპარლამენტარი - საქართველო ცდილობს გვითხრას, რომ შიდაპოლიტიკური საკითხები ევროკავშირის საქმე არ არის, ასეთი მიდგომა სახიფათოა. ევროპარლამენტარი - თუ გახშირდება განცხადებები ქართველი კრიმინალების შესახებ, ზომების მიღება მოგვიწევს.

      მკვლელობა ტატიშვილზე - ტატიშვილის ქუჩაზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია. პოლიციამ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გოგი ხატოევის მკვლელობის ფაქტი გახსნა.

      ანონსი საპრეზიდენტოდ - დავით უსუფაშვილი - მომავალი პრეზიდენტი იქნება ან „ოცნების ფარი“, ან „ოპოზიციის ხმალი“, ან „საქართველო ყველასია“ განწყობის მქონე. ნინო ბურჯანაძე - თუ ქვეყანაში არჩევნებმა საბოლოოდ დაკარგა აზრი, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლობა ჭაობში, ან ყველაფერი კვლავ რევოლუციით დასრულდება.

      ბაყაყების უნივერსიტეტი და ნაცმოძრაობა რეგიონებში - „ნაცმოძრაობა“ - გვპირდებოდნენ, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტს მიიღებდა, დღეს არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს და აქ მხოლოდ ბაყაყები არიან. ”ნაცმოძრაობის” წევრი - ბათუმში ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა განადგურებულია. ქუთაისის მერია ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს. ”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ზუგდიდის მერია ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე პარკის გასხვისებას აუქციონის გარეშე აპირებს.

      სამართალი - ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეებმა გამოცდები არა იუსტიციის სკოლაში, არამედ გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა ჩააბარონ. წვრილმანი ხულიგნობის მუხლს საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

      „თიბისი ბანკმა“ მრავალშვილიანი თანამშრომლების წასახალისებლად 600 000 ლარის ფულადი პრემია გასცა.

      წერილები რუსეთის მისამართით ვრცელდება - საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავენ.

      ვაჩერებთ გაჩერებებზე - 1-ელი მარტიდან დღემდე მიკროავტობუსის გაჩერების ახალი რეგულაციის დარღვევის 100-მდე შემთხვევა გამოვლინდა.

      ნებართვა ტაქსიზე - კახა კუჭავა - ტაქსის მძღოლებისათვის სანებართვო პირობების დაწესების მთავარი მიზანია ვიცოდეთ, რა რაოდენობის ტაქსი მოძრაობს თბილისში. ტაქსებში მრიცხველის დამონტაჟება სავალდებულო იქნება. ოთარ კახიძე - ტაქსის მძღოლები ლუკმა-პურის საშოვნელად არიან გამოსული ქუჩაში - ნუ ჩავუყოფთ მათ ჯიბეში ხელს.

      პრემიერი აზერბაიჯანში, პრეზიდენტი ამერიკაში - აზერბაიჯანში გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ილჰამ ალიევი გიორგი კვირიკაშვილს - აზერბაიჯანი საქართველოში უმსხვილესი ინვესტორია, რაც თქვენთან არსებულ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს. აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგო. არტურ რასიზადე - აზერბაიჯანი მზად არის, განაგრძოს ძალისხმევა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

      რეგნიუსი - ამბროლაურის მერიამ ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა შეიმუშავა.

      ინვესტიციები საქართველოში - დიმიტრი ქუმსიშვილი - 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეკატერინე მიქაბაძე - საქართველოში 2017 წელს რეინვესტირების შთამბეჭდავი, 129,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. 2017 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა. ირაკლი კოვზანაძე - ინვესტიციების რეკორდული ზრდა განპირობებულია ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებით.

საზღვარგარეთულები:

      მომავალი შინაგან საქმეთა მინისტრი - გერმანიამ უნდა დააჩქაროს იმ უცხოელების დეპორტაციის პროცესი, რომლებსაც გერმანიაში ყოფნის უფლება არ აქვთ.

      რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნატო-ს - ეი, ნატო, სად ხარ? ნუთუ თურქეთი ნატო-ს წევრი არ არის?

      ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არავის ემუქრება, მაგრამ მზადაა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვლადიმერ პუტინი - ანგელა მერკელს ჩემთვის დროდადრო ჩამოაქვს რამდენიმე ბოთლი ჩემი საყვარელი ლუდი. ანგელა მერკელი - რუსეთის პრეზიდენტი სიამოვნებით მიირთმევს გერმანულ ლუდს, ხანდახან გაცვლის საშუალებაც არის - ერთხელ ძალიან კარგი შებოლილი თევზი მივიღე.

      მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა უკრაინის პრეზიდენტის მოწმის სახით გამოძახებაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს.

      ამერიკული ამბები - ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი - ტრამპი და კიმ ჩენ ინი ის პირები არიან, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ - არანაირ დათმობას ადგილი არ ექნება.

      ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის სამი ყველაზე სერიოზული პრობლემაა: ირანი, ირანი და ირანი.

      რომის პაპი - დღევანდელი მსოფლიო ხშირად შიშის ქვეშ ცხოვრობს.

      მუქარა - ფრანსუა ოლანდი - თუ რუსეთი იმუქრება, მაშინ მასაც უნდა დაემუქრონ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 292

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

vako: მარტი 13, 2018||1:36am

სადაა მერე ეგ ინვესტიციები მაქსიმუმი თუ დაფიქსირდა რას ეტყობა :DD

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters