blog, fiqrebi, post, qwelly, wvimda, ბლოგი, პოსტი, სალომე დოჩია, ფიქრები, შენზე ფიქრები წვიმდა, წვიმა, ფიქრები წვიმდა, ინდირა ზარანდია

     დღეს აქაც წვიმდა, მაგრამ წყლის წვეთების ნაცვლად შენზე ფიქრები წვიმდა...

     ქარი ქროდა ცივი, მაგრამ არ ვიცი რა უფრო მციოდა, ცივი ქარი ლამის ძვალრბილში რომ მატანდა თუ უშენობა?!

     თუმცა უშენობა ალბათ ყველა იმ ქარზე ცივია, რომელთა სიცივე სხეულს აქამდე შეუგრძვნია...

     ქარმა მხოლოდ სიცივე იცის, უშენობას კი სიცივესთან ერთად ტკივილი და სევდა მოაქვს...


     შენ ჩემი ზღაპრული გოგონა ხარ - წითური გოგო ზღვისფერი თვალებით, რომელსაც როგორც ყველა ზღაპრულ პერსონაჟს, მისია აკისრია კონკრეტული. შენ განსაკუთრებული მისია გქონდა - ნუ გეზარებათ ცხოვრება, იმოძრავეთ! ამ ფრაზას ემსახურებოდა ალბათ მთელი შენ მიერ განვლილი 22 წელიწადი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, რაც თავს გადაგხდა, ლაღად და შენი ულამაზესი ღიმილის თანხლებით გაატარე.

     დღეს რომ რაღაც საბუთებს ვეძებდი, როგორც ჩვეულებრივ, რაღაც ისეთს წავაწყდი, რასაც აქ ნამდვილად არ ველოდი. არ ვიცი რატომ წამოვიღე თან ეს წერილი. თუ არ წამომიღია, როგორ მოხდა, რომ აქაა ახლა, როცა შენზე არსებული მოგონებების თითოეულ კადრს ვებღაუჭები... თქვენც გაგიზიარებთ დაახლოებით 1 წლის წინ უნივერსიტეტის ბანკეტზე ჰერმიონასთვის დაწერილ წერილს.

     ამ ცხოვრებაში წერილს დაწერიდან ერთი წლით დააგვიანდა ადრესატამდე.

blog, fiqrebi, post, qwelly, wvimda, ბლოგი, პოსტი, სალომე დოჩია, ფიქრები, შენზე ფიქრები წვიმდა, წვიმა, ფიქრები წვიმდა, ინდირა ზარანდია, werili


     ისევ წვიმს შენზე ფიქრები...

     ისევ გათენდება ამ წვიმაში....

     მაგრამ...

     ოდესმე ისევ გამოიდარებს და დიდი ბრჭყვიალა ბურთი გაანათებს ყველაფერს...

     დიდი ბრჭყვიალა ბურთის ერთ-ერთი კაშკაშა სხივი შენ იქნები, მე კი ამ სხივში შენს ღიმილს აუცილებლად ამოვიცნობ.

     და ნუ გაბრაზდები თუკი ჯერ კიდევ სევდიანი შენზე ფიქრებით წვიმს მხოლოდ...

ნახვა: 929

ტეგები: 13ივნისი, Qwelly, ბლოგი, ინდი, წვიმა, ჰერმიონა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters