არჩევნების შედეგების გადაფასება მრავალი მიმართულებით, დაუმორჩილებლობის მოლოდინი, გამკაცრებული კანაფმოხმარება, ახალი პრეზიდენტის ინტერვიუ

      წვიმით, ქარითა და მთებზე თოვლით გათენდა შემოდგომის ბოლო დღე და შეიძლება ითქვას, რომ სრული სისავსით გადაულოცა სეზონმა ზამთარს ასპარეზი - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 1-3 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უამინდობაა მოსალოდნელი. ნოემერი მიიწურა არჩევნებზე საუბრით - ევროპული შეფასებებით, დამარცხებულების დაუმორჩილებლობით და პრეზიდენტის ინტერვიუთი. ასევე, ოქტომრის ეკონომიკური ზრდის სიხარულით.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 ნოემბერი, 2018 /

      გამარჯვებულის ინტერვიუ - სალომე ზურაბიშვილი - ეს იყო არჩევანი ევროპელ დიპლომატსა და საბჭოთა დიპლომატს შორის. შეუძლებელია რუსეთთან მარტოდ დარჩენა მისი აგრესიული განწყობის გათვალისწინებით, იმ კონფიგურაციაში, რომელიც ახლაა. ვიდრე რუსეთი ისე იქცევა, როგორც ახლა, არ მგონია, ჩვენ შეგვეძლოს პირდაპირ ახალ თანამშრომლობაზე გადასვლა. სალომე ზურაბიშვილი - სააკაშვილმა დაკარგა კავშირი ამ ქვეყანასთან, ის დღეს უცხოელია, რომელიც საქართველოში ხალხს ვითარების დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს. ქართველი ხალხი ხედავს, რომ უსაფრთხოების იმ დონეს, რომელსაც ნატო უზრუნველყოფს, ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს დასჭირდება ძლიერი პარტნიორები თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის და ამაში შეგვიძლია ისრაელთან ვითანამშრომლოთ.

      არჩევნების შეფასებები - დახარჯული ჯოკრები - ანა დოლიძე - ის ორი ჯოკერი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხელში ჰქონდა, დღეს უკვე დახარჯულია. რამდენმა ამომრჩეველმა გადახაზა პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი უცნობია, თუმცა 47 595 ბიულეტენი ბათილად ჩაითვალა. ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დღეს დაიწყო. გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული შედეგი არ არის სალომე ზურაბიშვილისთვის ჯარის უარი. პრემიერი - არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის. მამუკა ბახტაძე არჩევნებში ჩართულ პირებს მადლობას უხდის. ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. შსს-მ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აშშ-ს საელჩო - მეორე ტურში კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის წარმოება - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დამკვირვებლების მიერ აღნიშნული ხარვეზები აღმოფხვრას. ნათია მეზვრიშვილი - არჩევნებზე დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, მათ შორის ძალადობრივი, თუმცა, თუ შევადარებთ წინა პერიოდის ძალადობრივ ინციდენტებს არჩევნებთან მიმართებით, კლება შეინიშნებოდა. ირაკლი კობახიძე - მიუხედავად მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ კონკრეტული პარტიები, არჩევნების სათანადოდ ჩატარება შევძელით. კონსტანტინე ჩოკორაია - პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში გადასვლა გარკვეული პრობლემაა. ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა ახალი კონსტიტუციური ტრადიცია უნდა ჩამოაყალიბოს და გახდეს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ ალიანსის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა. ირაკლი კობახიძე - შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესწავლილი და მხედველობაში მიღებული. ევროპარლამენტარი ვიქტორ ბოშტინარუ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ცესკოსთან „ძალა ერთობაშიას" წევრებმა თამარ ჟვანიას გადადგომა და არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა მოითხოვეს. თამარ ჩუგოშვილი - ყველა არჩევნების ჩატარების შემდგომ დამკვირვებლებს აქვთ რიგი რეკომენდაციები, როგორ შეიძლება, რომ საარჩევნო გარემო გახდეს უფრო უკეთესი. ირაკლი კობაძიძე - არ მგონია, რომ პრეზიდენტის სასახლის პრივატიზებაზე საუბარი სწორი ან სერიოზული იყოს, რა თქმა უნდა დარჩება სახელმწიფოს ბალანსზე.

      სააკაშვილის განცხადებები - კახა კალაძე - საერთოდ არ არის საინტერესო კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები. გია ვოლსკი - ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას არაადეკვატური ლიდერი რევოლუციური სცენარის განვითარებისკენ მოუწოდებს. ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა, ტაქტიკურად გამართლებულია. არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის. შს მინისტრის მოადგილე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე - ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და ამოცანა იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ზვიად ძიძიგური გაერთიანებულ ოპოზიციაზე - მათ აქვთ ძალიან დიდი შედეგი დადებული თუ არ აღიარებენ, თავიანთ თავს დააბრალონ. ირაკლი კობახიძე - დაუმორჩილებლობის იდეას პერსპექტივა არ აქვს - ხელისუფლება პასუხისმგებელია სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე. დავით ბაქრაძე - კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან მიმართებაში ჩვენ ვართ სოლიდარულები, მაგრამ ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. დავით ბაქრაძე - საზოგადოება გაიზარდა და აჩვენა, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი.

     მკაცრი სამართალი მარიხუანას მოყვარულებისთვის - იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის. ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.

      ახალპრეზიდენტობა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - აშშ ელოდება მუშაობას საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან. ლევან ბოძაშვილი - აქამდე საქართველოს არ ჰყავდა პირი, რომელიც კრიზისულ სიტუაციაში ევროპელ ლიდერებს პირდაპირ დაურეკავდა - ახლა ეყოლება.

      მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ ერთხელ - ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

      გერგეტის ახალი გზა - გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა დასრულდა. „ტურისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა უკვე განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო გზით შეუძლიათ. გერგეტის ტაძრამდე მისასვლელი ძველი გზა ვიწრო და გრუნტოვანია, რომელიც ახალი გზის პარალელურად იარსებებს.

      ანტიკური ქედა - ქედის მერია - ქედაში ანტიკური პერიოდის ძეგლები აღმოაჩინეს.

      მზარდი ეკონომიკა - წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.7% შეადგინა. ეკატერინე მიქაბაძე - ოქტომბერში მაღალი და საკმაოდ დივერსიფიცირებული ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ნინო ჩიქოვანი - ეკონომიკური ზრდის ტემპის მატება პოზიტიური გზავნილია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

      გამტყუნებული ეკა გიგაური - სასამართომ გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეკა გიგაურის ადვოკატი - თავიდანვე ვაცნობიერებდით, რომ სარჩელი დამოუკიდებელ სასამართლოში არ შეგვქონდა და ეს დაამტკიცა დღევანდელმა სასამართლომ. ეკა გიგაური - გავაგრძელებ ბრძოლას, თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც! - არავინ იფიქროს, რომ პირში წყალს ჩავიგუბებ და გავჩერდები. გოგა ხაინდარავა ეკა გიგაურის საჩივარზე - თავიდანვე ვიცოდი, რომ ცამდე მართალი ვარ.

საზღვარგარეთულები:

       ქერჩის სტურეზე სოფლიო გამოხმაურება - აშშ-ს სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებებს გმობს. ანგელა მერკელი - გერმანია თვალს ვერ დახუჭავს რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 200

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters