ცივი უქმეები გველის, როგორც სინოპტიკოსები ამბობენ აპრილის ბოლო წვიმიან-ცივიანი იქნება. ამის ფონზე ევროპული ნაბიჯების მოწონება-დაწუნება-შეფასება-დაკომენტარებაში გადის უკვე თვეები და დღევანდელი დღეც არაფრით გამორჩეული არ იყო ამ მიმართულებით. აი, რაც შეეხება სტრასბურგის ამბავს, ეს მართლაც მეინსტრიმულია - რუსეთი 130 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა აგვისტოს ომის გამო - 130 მლნ ევრო საქართველოს მოსახლეობას უნდა გადაუხადოს. ხვალ არჩევნებია და დღეს ფრანგი მინისტრი გვყავდა სტუმრად. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4967 ლარია.
ევროპისკენ მსვლელობა - გრიგოლ გეგელია - ხელისუფლების ავტოკრატიული პოლიტიკის გამო, ჩვენი სახელმწიფო სწორედ იმ მეგობრებს კარგავს, ვინც გზა უნდა გაგვიკაფოს ევროკავშირისა და ნატო-სკენ. მიხეილ სარჯველაძე - ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული - მის შეფასებებს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. სალომე სამადაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად გაიზარდოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი არ დაკარგოს. სერგო ჩიხლაძე - პოლონელ მინისტრსა და ოპოზიციას შორის შეხვედრაზე ძირითადი სასაუბრო თემა იქნება ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, რომელსაც ხელისუფლება არ ასრულებს. დავით უსუფაშვილი - ჩვენი სათქმელი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი დაემთხვა ერთმანეთს - პოლონეთს გადაწყვეტილი აქვს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. სალომე სამადაშვილი - პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელისადმი ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაიზარდოს. პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ დასავლეთს აცხადებს მტრად და რუსეთს ეკონომიკურ პარტნიორად, ამას კარგად ხედავენ ამერიკაში, ბრიტანეთში და მთლიანად ევროპაში. კახა კალაძე ბრიტანეთის თემთა პალატაში გაკეთებულ განცხადებებზე - დავთვალე და სამი კაცი იყო დარბაზში, ამიტომ ყველაფერი გასაგებია. ალექსი პეტრიაშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აღარაფერს ფუთავს და აღარაფერს მალავს, უბრალოდ ევროპას უნდა, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს ის, რაც მათ ეკუთვნით. ბექა დავითულიანი - საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება მძიმე ბრალდებაა - ის, რომ ხელისუფლება ცდილობს რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხისგან თავი გადაირჩინოს, პრორუსულობას არ ნიშნავს. გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პროპაგანდა დამარცხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვითარება ისე გადატყდა, ეს მავნებლური რეჟიმი ვერ შეძლებს სიტუაციის მანიპულირებას. პეტრე ცისკარიშვილი - კანდიდატის სტატუსი ხდება პარტნიორებისთვის ინსტრუმენტი, რომ აიძულონ ხელისუფლება წავიდეს თავისუფალი არჩევნებისკენ, მართლმსაჯულების რეფორმისკენ, პოლიტპატიმრების გამოშვებისკენ - შემდეგი თვეები ისტორიული იქნება. გიგა ბოკერია - პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პირობებში კანდიდატის სტატუსი სამწუხაროდ, ვერ გვიშველის.
ფრანგი მინისტრი სტუმრად - პრეზიდენტმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. პრეზიდენტმა კოლონასთან შეხვედრისას თქვა, რომ კანდიდატის სტატუსზე მეორე უარი კონტრპროდუქტიული იქნება - ადმინისტრაცია. ილია დარჩიაშვილი - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვესაუბრე საქართველოს ხელისუფლების გაწეულ დიდ ძალისხმევაზე იმისთვის, რომ პირნათლად და დროულად შევასრულოთ 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ მოგვცა. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია - საფრანგეთისგან პოლიტიკური მხარდაჭერის მანიფესტაციაა. მინისტრს ვუთხარი, რომ 12 პუნქტის შესრულება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა - დარჩიაშვილი კოლონასთან შეხვედრის შემდეგ. კატრინ კოლონა - საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული და მომთხოვნი ორგანიზაციები. ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა ევროპასთან თავისი კავშირი და მიჯაჭვულობა - ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. კოლონა - ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა. ევროინტეგრაციის გზაზე მთავარია დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა, ასევე მედია თავისუფლება.
არჩევნები და ცესკოს მზაობა - გიორგი სიორიძე ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ვადის გახანგრძლივებაზე - ეს სამართლებრივ ენაზე გახლავთ ხელისუფლების თვითნებობა, რაც კონსტიტუციისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევას ნიშნავს. ლევან ნატროშვილი - ლეგიტიმაცია და მოსახლეობის ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ვერ იზრდება და კვლავ დაბალია. გიორგი სიორიძე - ლეგიტიმაციის თვალსაზრისით სრული კრიზისია საარჩევნო ადმინისტრაციაში - ვგეგმავ, უფრო ინტენსიური კონსულტაციები მქონდეს პრეზიდენტის ინსტიტუტთან. 29 აპრილს საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არჩევნებს 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან.
თავმოუბმელობა - ზურაბ ჯაფარიძე - ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ოპოზიციის კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან რესურსები არის მწირი, ყველას უჭირს, არავის ფული არ აქვს. ირაკლი კუპრაძე - მიხეილ სააკაშვილმა მტრები საკუთარ პარტიაში უნდა ეძებოს, ვინც თავის დროზე მოატყუა, ილუზია შეუქმნა, რომ ამ ქვეყანაში ჩამოსულიყო, შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პატიმრად შეატოვა და პარტიის შიგნით ხელოვნური დუღილი მოაწყო. ბექა დავითულიანი - რა რიგგარეშე არჩევნები?! თუ ოპოზიციას პრაგმატიზმი გააჩნია, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები არაფერში სჭირდება, რადგან უარეს შედეგს მიიღებს, ვიდრე მას დღეს აქვს. ალეკო ელისაშვილი ოპოზიციაზე - ნუ ცანცარებენ, „იუმორინა“ ხომ არ არის, ეს ოხერი? - როდის უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები? ერთწლიანი პარლამენტი უნდა გვქონდეს? პეტრე ცისკარიშვილი - ვადამდელ არჩევნებს ოპოზიცია კი არ მოითხოვს, არამედ მოითხოვს ქართველი ხალხი, სიტუაცია და ის პოლიტიკური წნევა, რომელიც შეიქმნება.
აგვისტოს 130 მილიონიანი ზარალი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა. გივი მიქანაძე - საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ! - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მეტყველებს, რომ ხელისუფლება ორიენტირებულია საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე და დასავლური ღირებულებების გვერდით დგას. ზაზა გოგავა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ეს არის კიდევ ერთი წარმატება ჩვენი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო სამართალმა საქართველოს სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა - სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს! ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ პუტინის რუსეთმა 2008 წელს განახორციელა საქართველოს ანექსია.
ნანა ტოხვაძე - განათლების ახალმა მინისტრმა კვლავ სისტემის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და არა მოსწავლისა და მასწავლებლის.
თავისუფალი ინტერნეტზე +1 ქულა გვაქვს - შალვა პაპუაშვილი - მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველო ერთი ქულით დაწინაურდა.
ვასო ურუშაძე - ქვეყანა, რომლის მიზანია რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი გახდეს, ინფრასტრუქტურის მდგომარეობით მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის 108-ე ადგილზეა.
პროკურატურამ სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინა.
დაფასება - პროფკავშირებმა გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მემორიალი გახსნეს.
არასრულწლოვანის მკვლელობა - ადვოკატი დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის გოგონაზე - სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება - ოჯახი დარწმუნებულია და ექსპერტიზის ამ დასკვნამ კიდევ უფრო განამტკიცა ვერსია, რომ ის მოკლულია. დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა - ჩემი შვილი ძალადობრივად არის მოკლული.
„საქსტატი“ - 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3 % შეადგინა, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 7.2 %-ით განისაზღვრა. იანვარი-მარტის პერიოდში 1 689.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 2 195 ნებართვა გაიცა
საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოება კანონმდებლობით დარეგულირდება.
საზღვარგარეთულები:
კონტრიერიში - ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელების დეპორტაციას ითვალისწინებს. უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, კიევში აფეთქებების ხმები ისმის. რუსებმა უმანში ცხრასართულიან კორპუსზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაშავებულია მინიმუმ 5 ადამიანი. უკრაინული მედია - საჰაერო თავდასხმის შედეგად, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ან საცხოვრებელი ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის ნგრევა არ დაფიქსირებულა. ვალერი ზალუჟნი - უკრაინელებმა ოკუპანტების 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს და ორი დრონი ჩამოაგდეს. ჩერკასის გუბერნატორი - უმანში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. რუსეთმა უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 189 460 ჯარისკაცი დაკარგა. სერგეი შოიგუ - რუსეთს სხვა გზა არ დაუტოვეს - სპეციალური სამხედრო ოპერაცია ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვოლოდიმირ ზელენსკი სარაკეტო თავდასხმაზე - ყოველი ბოროტი ქმედება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ტერორისტულ სახელმწიფოს მარცხთან და დასჯასთან აახლოებს. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას სურს, რომ ყველა ქვეყანას ესმოდეს რუსეთისთვის ნებისმიერი სახის იარაღის მიწოდების რისკები. დმიტრო კულება - კონტრშეტევა გადამწყვეტ ბრძოლად არ უნდა ითვლებოდეს - გადამწყვეტი ბრძოლა ის არის, რომელიც უკრაინის ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე მიგვიყვანს. უკრაინამ აშშ-სგან 1.25 მილიარდი დოლარის ოდენობის მორიგი გრანტი მიიღო. ოლექსი რეზნიკოვი - დიახ, მომავალში ჩვენ დავსხდებით რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოსკოვის მხრიდან კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერას განვიხილავთ.
დიმიტრი მედვედევი - მოლდოვა, როგორც ქვეყანა აღარ არსებობს, ადგილობრივმა ბოსებმა ის რუმინეთს მიჰყიდეს.
აშშ-ში ორი სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ჯარისკაცი დაიღუპა. უნგრეთში ვიზიტისას პაპი ევროპაში მზარდი ნაციონალიზმის წინააღმდეგ გაფრთხილებით გამოვიდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია