მოვა მაისი და ... არა სასიმღერო დღე ნამდვილად არ ყოფილა, რადგან დღის მეინსტრიმი მთლიანად ქვეყნის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ დაიკავა - ჯერ იყო და საგამოძიებო კომისიაზე კამათებით და შეუთანხმებლობით აავსეს მედია, შემდეგ ურთიერთ გადაძახილებით, როგორც იციან ხოლმე, საბოლოოდ რამდენიმე კანონზე შეთანხმდნენ კიდეც. აქონდროპლაზიისთვის მედიკამენტები კვლავ პრობლემად რჩება და ივანიშვილის სანქციებიც საკომენტარო-განსახილველი ამბავი იყო. ბაჩალიაშვილის საქმეც განახლდა და ქოლ-ცენტრებიც აქტუალურია. ომი კვლავ უკრაინაშია. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4911 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 2 მაისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მაისი

      გამომძიებლობაზე უარი - ანა ნაცვლიშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე - შალვა პაპუაშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის ძირეული პრინციპები - ოპოზიცია მას ამ თამაშში არ შეჰყვება. ირაკლი ზარქუა - გაკოტრებული ოპოზიცია ცდილობს დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში - ვინ უნდა გაასამართლოს მოსამართლე? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა? ანა ბუჩუკური - „ქართულ ოცნებას“ გაუქმებული აქვს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - იცავენ გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლე მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, ახლა უკვე კეზერაშვილს, საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი. ხათუნა სამნიძე - შეუძლებელია შალვა პაპუაშვილი არ განიხილებოდეს „კლანის“ ნაწილად. გურამ მაჭარაშვილი - კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევაზე ოპოზიცია საერთოდ როგორ იღებს ხმას?! - ისინი კონსტიტუციასა და რეგლამენტს არჩევნების დასრულების დღიდან არღვევენ. ეკა ბესელია - მმართველი პარტიის მხრიდან პარლამენტში ეს პროცედურული ომი პირველ რიგში არღვევს კონსტიტუციას და იმ რეგლამენტს, რომელიც თავის დროზე მივიღეთ და რომელიც ძალიან მოგვწონდა. ხათუნა სამნიძე შალვა პაპუაშვილს - პირადი გადაწყვეტილებით, გააქრეთ, წაშალეთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომელიც კენჭსაყრელ საკითხებში იყო - მზად ხართ, თქვენს უმრავლესობასთან ერთად მთელ „კლანს“ გადაეფაროთ. შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - შეგეძლოთ საგამოძიებო კომისიის საკითხი ბიუროზე დაგეყენებინათ - სპეციალურად 3-წამიანი პაუზა გავაკეთე, სანამ დღის წესრიგს დავამტკიცებდი და გადმოგხედეთ, მაგრამ არავისგან მქონია ნიშანი. დავით უსუფაშვილი - 30 წელზე მეტია პარლამენტი ფუნქციონირებს და არასდროს ასეთი რამ არ უკადრია არავის, რომ ერთპიროვნულად წაეშალა საკითხი დღის წესრიგიდან - ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებთ. პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიას არ ქმნის მარტივი მიზეზის გამო - მას ეშინია, რომ გამომჟღავნდება იმ ქმედებების შესახებ, რასაც „კლანი“ სჩადის მათი პოლიტიკური დავალებების საფუძველზე. მიხეილ დაუშვილი - გჭირდებათ პოლიტიკური კორუფცია იმისთვის, რომ დააფინანსოთ არჩევნები და შეინარჩუნოთ ძალაუფლება - სერიოზული შანსი გქონდათ, ანტიკორუფციული მიმართულებით სიღრმისეული რეფორმა გაგვეტარებინა, მაგრამ ეს შანსი არ გამოიყენეთ. შალვა პაპუაშვილი ხათუნა სამნიძეს - 2012-16 წლებში ხელისუფლებაში თქვენ იყავით, ამიტომ, თქვენ გადაფარებულ სასამართლოზე თუ ლაპარაკობთ, არ ვიცი - იმ პერიოდიდან ციტატებს ჩვენ რას გვიკითხავთ?! მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ ვინმეს მიზეზი აქვს, არაკონსტიტუციურ ქცევაში დაგვდოს ბრალი - ჩვენ კონსტიტუციის დაცვაზე ვართ ორიენტირებული. თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნება“ ხელის გადაგრეხის რეჟიმშია, რათა ხელი დააფაროს კორუმპირებულ მოსამართლეებს. დავით უსუფაშვილი შალვა პაპუაშვილს - წარმოგიდგენთ 50 დეპუტატის ხელმოწერას - მოგმართავთ, გააგრძელოთ საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირებისთვის საჭირო პროცედურები და თუ ესეც არ არის საკმარისი, შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში.

      სხვა საპარლამენტო გარდი-გარდგმო-სვლები - თეონა აქუბარდია - ნატო-ს სამხედრო სწავლებაში საქართველოს არმონაწილეობა ძღვენია კრემლისთვის და დამაზიანებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის - მინისტრმა იცრუა, როდესაც ეს ლოჯისტიკური ხარჯებით ახსნა. ხატია დეკანოიძე უმრავლესობას - თქვენ ხართ პირველი ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს ღიად უპირისპირდება. ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ რეზოლუცია დააინიციროს. გივი მიქანაძე - ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს იმ რეზოლუციებს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას გამოხატავს. მაკა ბოჭორიშვილი - ამ დარბაზში არიან ადამიანები, რომლებიც არათუ „ქართულ ოცნებას“, საკუთარ ქვეყანას უდგანან ოპოზიციაში. ქეთევან თურაზაშვილი - თვალს ვადევნებთ, როგორ უშედეგოდ ითხოვენ მშობლები პრემიერთან შეხვედრას - წარმოუდგენელია, 2 კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრს ვერ გამოენახა ნახევარი საათი დედებთან შესახვედრად. ბექა ლილუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს - ბატონო შალვა, როდის ველოდოთ პოლიტიკური განცხადებების აკრძალვას და მიკროფონების ჩამორთმევას პარლამენტში? არმაზ ახვლედიანი უმრავლესობას - თქვენი ამოცანაა, 2024-ში უხეში ძალის გამოყენებით, კანონის და კონსტიტუციის ჩაწიხვლით დარჩეთ ხელისუფლებაში. თინათინ ბოკუჩავა - საქართველოს ყველა მეგობარი თბილისსა თუ ბრიუსელში აცხადებს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. იაგო ხვიჩია - მაფიოზური წესებით ვიმართებით, ქართველო ხალხო! - „ქართული ოცნების“ დევიზად ჩამოყალიბდა „მოატყუე და იბატონე“. შალვა კერესელიძე - „ქოლ-ცენტრების“ დანაშაულების საქმეზე საერთაშორისო გამოძიება კონკრეტულ შედეგებამდე მივა და ამ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანას მძიმე პოლიტიკური შედეგები ელოდება. მაკა ბოჭორიშვილი - ყოველდღიურად ვუყურებთ საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში ჩამდგარი პოლიტიკოსების ძალისხმევას, ყველაფერი გააკეთონ, რომ ქვეყანა დააზიანონ და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ბრძოლა ნებისმიერ ფასად მოიგონ. მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - არასერიოზულია და რამხელა მდაბიოობაა, წარმოიდგინეთ, კოლეგას გვერდით რომ უზიხარ და მის დასანქციებას სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს სთხოვ.

      მხარდაჭერილი კანონები - პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გადამეტებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებას ეხება. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ. ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 8 ახალი ნივთიერება დაემატა.

      ივანიშვილისტები - ირაკლი ზარქუა - ივანიშვილს პირად ანგარიშზე წვდომა შეზღუდული აქვს, არაპირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადამიანი სანქცირებულია - მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო სასამართლო მოიგო, "ბეზპრიდელია", მეტი არაფერი. გიორგი ამილახვარი - ბიძინა ივანიშვილმა პატრიოტული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ფორმალური, თუ არაფორმალური სანქციების არ ეშინია. არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილს ემუქრებიან სანქციებით იმიტომ, რომ მან ქვეყანაში დააბრუნა დემოკრატია, მართვა ინსტიტუტებით და არა „კლანურად“, იმ ფარული ჩრდილოვანი ინტერესებით, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა. მამუკა მდინარაძე - იმისთვის ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რომ საქართველოს არ უღალატა და არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ომში ჩაერთო. კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ ფინანსური სანქციებით, რომ ქვეყნის და ხალხის საწინააღმდეგოდ რაღაც არასწორი ნაბიჯი გადადგას - ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ.

      აქონდროპლაზია - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ომბუდსმენი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედების პროტესტზე - ადამიანურად ძალიან განვიცდი, ყველა ვადევნებთ თვალს, რა პირობებში უხდებათ დედებს ქუჩაში ღამის გათენება - ეს საკითხი უნდა მოგვარდეს.

      კომპიუტერიანი გოგონას საქმე - თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურა - ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებელ სერგო შუბითიძის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე. პროკურორი - სერგო შუბითიძეს გამოძიების მიერ შესაბამისი კითხვები დაესვა - გამოძიება გრძელდება და საქმეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა. თამარ ბაჩალიაშვილის მამა - „ქოლ - ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი. თამარ ბაჩალიაშვილის დედა - კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს ჩემი შვილის საქმეს და დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით. თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს.

      ევროპულად - თეა ახვლედიანმა გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

      ქოლ-ცენტრები - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ე.წ თაღლითური „ქოლ-ცენტრები" იღებენ მითითებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, რომ სასწრაფოდ შეიცვალონ მისამართები.

      თითო ამბავი - ბადრი ესებუა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში დააბრუნეს. ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებული გამოიცემა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - სახელმწიფო რწმუნებულებისა და მათი მოადგილეების ნაწილმა დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო.

საზღვარგარეთულები:

      ომის ქრონიკა - ანდრეი ერმაკი - რუსეთის ჯერ კიდევ დაუბადებელი თაობებიც კი გადაიხდიან იმისთვის რაც ხდება - ისტორიაში დარჩებიან, როგორც რუსი ტერორისტების შთამომავლები, რომლებმაც უკრაინელი ხალხის გენოციდი ჩაიდინეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენმა სახელმწიფომ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია გაიმარჯვოს. ოლაფ შოლცი - უკრაინას უფლება არ აქვს, გერმანული იარაღით რუსეთის ტერიტორიას დაარტყას. უკრაინის ელჩი - საგაზაფხულო კონტრშეტევას ამინდი აფერხებს - უკრაინაში გაზაფხულის ტალახია. დიმიტრი პესკოვი - სპეციალურ ოპერაციაში რუსეთის დანაკარგების შესახებ ვაშინგტონის მონაცემები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. უკრაინის რადამ რუსეთის რეჟიმი “რაშიზმად” აღიარა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და სხვა ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მისი იდეოლოგიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის დაგმობას. ვოლოდიმირ ზელენსკი - ყურადღებით ვადევნებთ თვალს, როგორ ცდილობს ტერორისტი სახელმწიფო სანქციებისთვის გვერდის ავლას - პარტნიორებთან ერთად დიდ სასანქციო პაკეტს ვამზადებთ. ენტონი ბლინკენი - უკრაინელები კონტრშეტევას უახლოეს კვირებში გეგმავენ.

      ჩინეთში აშშ-ის ელჩი - გვსურს, რომ ჩინეთი უფრო მკაცრი გახდეს რუსეთისთვის პასუხებში.

      ევროკომისიამ ხუთ ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტი 5 ივნისამდე აკრძალა

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 64

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

პირველადი დახმარების მრავალფუნქციური ყუთი

გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…

გაგრძელება

Qwelly World

free counters