დილით, როცა ცამ წვიმის პირი მოხსნა უკვე გვამცნეს სინოპტიკოსებმა რომ ამინდი გაუარესდებოდა. მერე ყველაფერი ნაცრისფრად წარიმართა - მამების აქციებით დაწყებული და პოლიტიკაში გადასული გამოსვლები რუსთაველზე, მეორე ტურის სამზადისი, ჯანდაცვა და ჰააგა ჯარისკაცებს.
მეჩითოვის 9 აპრილი - იური მეჩითოვი - 9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა, არავინ იყო დაჩეხილი და დაჭრილი.
მამების პოლიტიკა რუსთაველზე - მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემი მოთხოვნაა, გამოათრიონ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან სოსო გოგაშვილი, მოვითხოვ დახვრეტას. რამაზ საყვარელიძე - მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, გამორიცხული არ არის, მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციაც კი მოეხდინათ. პარლამენტის შენობის წინ, ამ დროისთვის 15 კარავია გაშლილი. დავით მათიკაშვილი- „ნაცმოძრაობას" სურს მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის ტკივილის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა - პანკისის ხეობაში სპეცოპერაციაში მონაწილე პირები დასაჯოს. ზაზა სარალიძე - თუ ეს ხელისუფლება არ დასჯის მკვლელებს, მაშინ მოვიყვანთ ისეთ ხელისუფლებას, ვინც ჩვენს მოთხოვნას ყურად იღებს. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - ვიცი, რომ სოსო გოგაშვილი გაქცევას აპირებს ამერიკაში, იქ კი არა, ქვეყნის დასალიერშიც რომ ჩახვიდე, ჩემი შვილის სული არ მოგასვენებს. პარლამენტთან კარვების გაშლის საკითხმა უმრავლესობის და უმცირესობის წევრებს შორის კამათი გამოიწვია. ზაზა სარალიძე - გოგაშვილო, გამოდი თუ კაცი ხარ! გამოდით არაადამიანებო, მდინარაძეებო, ბესელიებო! თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია - თემირლან მაჩალიკაშვილს „ოცნებამ“ ოცნება წაართვა. მალხაზ მაჩალიკაშვილი - მოვითხოვ „ოცნების“ თავმჯდომარისგან, დასაჯე ყველა მხეცი, ვინც პანკისში ტერაქტი ჩაიდინა - ამას არ გაპატიებთ, არც ჩემი და არც ქართველი ერი.
მეორე ტურის მზადება - სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ისაუბრა იმ მუქარებზე, რომელიც მისი და თავისი ოჯახის მისამართით ისმის. დავით უსუფაშვილი - ხელისუფლებაში ყოფნისას, ნეტავ მეტი მომეხერხებინა ზოგიერთის იმ მთავარ საქმეებთან არმისაშვებად, ვინც ახლა მსაყვედურობს. კახა კალაძე - ეს უკვე მეტისმეტია დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით, ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი ყველას, ვინც ეს ზარები განახორციელა. დავით მათიკაშვილი - მუქარა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, რეგიონებში ძალოვანი უწყებების მაღალი თანამდებობის პირები მიამაგრეს. სალომე სამადაშვილი - ზურაბიშვილი “ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას” ცდილობს. არჩილ თალაკვაძე - დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა მოახერხეს, რომ საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობს შეურაცხყოფის და კონფრონტაციის რეჟიმში. იორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილზე - რასაც ეს ქალი ასხივებს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით, საგანგაშოა. საია-ს აღმასრულებელი დირექტორი ზურაბიშვილის მიმართ მუქარაზე - აუცილებელია გამოძიების დაწყება და შესაბამისი რეაგირება. ეკა გიგაური - ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ზურაბიშვილის უფლებები. ნიკა მელია - ვიცით, „ქართულმა ოცნებამ" სად მოახერხა არჩევნების გაყალბება და სად ვერ მოახერხა, ჩვენი ამოცანაა, რომ სადაც მოახერხა, იქ აღარ გავაყალბებინოთ. სალომე ზურაბიშვილი - როცა მანიპულირებენ, იმუქრებიან, ეს არ არის ჯარისკაცის ქცევა, ეს არის ლაჩრების ქცევა. ანტონიო ბარტოლი - დემოკრატია ქართველი ხალხის დნმ-ში დევს და თქვენ იმსახურებთ მშვიდობიან, დემოკრატიულ, კონკურენტულ საარჩევნო კამპანიას. დემოკრატიის საფრთხე - კენეტ იალოვიცი - ოპოზიციური მედიის კრიტიკა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების "ფაშისტებად" მოხსენიება შესაძლოა ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე იყოს. პასკალ მენიე - იმედია, ბრძოლა იქნება იდეებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და არ იქნება ერთმანეთს შორის შუღლი. კახა კალაძე - ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სააკაშვილის, ვაშაძისა და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში. არად ბენკო - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა იყოს, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი ევროპისკენ გზის გაგრძელება. ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური მომავალი საქართველოში. ადვოკატი - პირი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განახორციელა, უკრაინაში იბრძვის და სამხედრო შენაერთის წევრია.
პარლამენტარების ტკბილხმიანობა - გოცირიძე ინაშვილს - ყვავი ხარ რა, ჩხავიხარ ყვავივით. ირმა ინაშვილი „ევროპულ საქართველოს“ და „ნაცმოძრაობას“ – იმ პლაკატებს, აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე - დაგივლით სათითაოდ დედიან-მამიანად, ყველას. ეკა ბესელია ელენე ხოშტარიას - ხელებს ნუ შლი, ნუ ყვირი, ხმას დაუწიე.
სიმპოზიუმი ილიაუნიში - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმს უმასპინძლებს.
ნაციონალური ბოლშევიზმი - ივანე მაჭავარიანი „ნაციონალების“ ინიციატივაზე - ეს არის ბოლშევიზმი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გეგმავს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაუროს, ასევე, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ვალების გადახდაზე 2-წლიანი მორატორიუმი გამოაცხადოს.
საახალწლო თბილისი - კახა კალაძე - დეკემბერში მოსახლეობასთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა და როგორ გავაკეთოთ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით. გიორგი ვაშაძე - ძალიან ცუდია, რომ ქალაქს ჰყავს ისეთი მერი, რომლისთვისაც ნაძვის ხე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილმოკლული მამების უფლებები.
ჯანმრთელობა და ცე ჰეპატიტი - დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვაში ჩამორჩენაა, რადგან დაავადების დაწყებით სტადიაზე პაციენტებმა მის შესახებ არ იციან. დავით სერგეენკომ განმარტა, სოციალურად დაუცველი პირები დასაქმების შემთხვევაში რა ტიპის დახმარებით ისარგებლებენ. დავით სერგეენკო - მე და ფინანსთა მინისტრს პრემიერმა მოგვცა დავალება, გამოგვენახა რესურსები მეორე ჯგუფის შშმ პირებისთვის სოციალური პაკეტის პენსიის 20 -ლარიანი ზრდისთვის. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.
ახალგაზრდული მთავრობა - 38 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია მამუკა ბახტაძეს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავს.
ჰააგის განაჩენი საქართველოს - სალომე სამადაშვილი - ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ჰააგაში დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა - მოვითხოვ იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრების პარლამენტში მოსვლას. დავით მათიკაშვილი - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჰააგაში ჩვენი ინტერესები ბოლომდე იყოს დაცული. სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებას ბევრი რამე აქვს დასამალი - სრული ისტერიკით შეხვდა უმრავლესობა ჩვენს მოთხოვნას, რომ პარლამენტში გამოცხადდნენ წულუკიანი და ზალკალიანი. არჩილ თალაკვაძე - მინდა, მივმართო ჯარისკაცებს, არანაირი ჰააგის სასამართლო თქვენ არ გემუქრებათ.
რუსეთი ოსეთში - რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთი, სამხრეთ ოსეთს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაში პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას უწევს.
თითქმისწინა პრეზიდენტის სიმშვიდე - გიორგი მარგველაშვილი პარიზში მშვიდობის ფორუმის გახსნას დაესწრო.
დახურული ჯვრისწერა - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - სვეტიცხოვლის ტაძრის დახურვის არც გეგმა ყოფილა და ეს არც ორგანიზებულად გაკეთებულა.
გირჩული პროტესტი ატოცში - ზურაბ ჯაფარიძე - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ ატოცში ჩავედით იმიტომ, რომ რუსებს უკანალს ვაძლევდით, ფარისევლები არიან, რადგან გაიგეს რაც იყო და თუ ვერ გაიგეს, იდიოტები არიან.
საზღვარგარეთულები:
კალიფორნიული ხანძარი - კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.
აღმოსავლეთის ამბებიდან, არაბეთი - Al Jazeera - ჟურნალისტმა ხაშოგმა სიკვდილის წინ წარმოთქვა ფრაზა: „ვიხუთები. მომხსენით ეს ტომარა თავიდან, კლაუსტროფობია მაქვს“.
ლონდონი და მოსკოვი - ტერეზა მეი - ლონდონი ღია არის მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, თუმცა საამისოდ რუსეთმა ქცევის მანერა უნდა შეცვალოს.
ისრაელის ომი - ისრაელმა “ჰამასის” ობიექტებზე მასობრივი შეტევა მიიტანა.
გადაუხადე აშშ-ს - დონალდ ტრამპი - დროა ძალიან მდიდარმა სახელმწიფოებმა ან აშშ-ს გადაუხადონ მასშტაბური სამხედრო მხარდაჭერისთვის ან თვითონ დაიცვან საკუთარი თავი.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
დაკნინდა ჩვენი საზოგადოების აი-ქიუ,- ვერც კი ხვდებიან რომ მეჩითოვი ტროლობს, ვითარცა მისი მასწავლებელი ფარაჯანოვი აქეთებდა და ბევრად უფრო დახვეწილად ვიდრე დღევანდელი ვაი-ტროლები პოლიტიკოსები !
თითქმისწინა პრეზიდენტის სიმშვიდე :დდ მარგველაშვილი აღელვებული უნახავს ვინმეს? :დდ
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია