გაცხადებული ბრძოლა იწყება არჩევნებში გამარჯვებისთვის. 2012 წლის ერთგვარ განმეორებას უნდა ველოდოთ. დღის ამბები, რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგებს და ამ შედეგებით დაგეგმილ მეორე ტურს უკავშრდება. თუმცა ამას გარდა სხვა ინფორმაციაც არ აკლდა დღეს 2 ნოემბერს. მაგალითად, განსაკუთრებით აქტუალური იყო პარლაემნტიდა კანაფის გაწვევის საკითხი, რომელსაც მთავრობა საპატრიარქოში განიხილავდა. ასევე სოციალური დახმარების გაზრდა.
არჩევნები 2018 - მეორე ტურის წინ - ანი მიროტაძე - ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მას ერთადერთი ოპოზიციური ძალა ჰყოლოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ეკა წამალაშვილი - ამომრჩევლებმა უარი თქვეს საქართველოში რუსული ოცნების ახდენაზე. ია მეტრეველი - ამ ხელისუფლებას აქვს შეცდომები და იმ ხელისუფლებას აქვს გამოუსწორებელი დანაშაულები. ლევან ჟორჟოლიანი - ეს ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნების ფორმატს გასცდა და არის ბრძოლა „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. დავით უსუფაშვილი - ჟინთან ერთად ქართული პოლიტიკისთვის აუცილებელი „მარიფათიც“ მკლებია - „თუ საჭირო იყო, უნდა მომეპარა კიდეც, უნდა მეცრუა, მემრუშა, უნდა გამეთხარა კიდეც“. ზაქარია ქუცნაშვილი - თუ სალომე ზურაბიშვილის ცენტრალური შტაბი დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარს გაანეიტრალებს, გრიგოლ ვაშაძე არჩევნების მეორე ტურს წააგებს. გედევან ფოფხაძე - საჭიროა იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელიც არჩევნების პირველ ტურში გარკვეული მიზეზების გამო არ მოვიდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. დიმიტრი ხუნდაძე - უნდა დავგეგმოთ, რომ კიდევ ერთხელ გავიდეთ სასურველ შედეგზე, რათა ქვეყანას ავაცილოთ ის ხიფათი, რაც რეალურად ემუქრება. გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებმა მზადყოფნა გამოთქვეს. პაატა მხეიძე - სიკეთეები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქმნის, ზოგიერთ შემთხვევაში სწრაფად არ აისახა იმ კეთილდღეობაზე, რაც მაცივრის გამოღებასთან არის დაკავშირებული. ვიქტორ ჯაფარიძე - მწარედ გვახსოვს ის 9 წელი, რომელიც თურმე არ უნდა გავიხსენოთ - შაჰ-აბასი რამდენიმე საუკუნის წინ იყო და დავივიწყოთ? ხათუნა სამნიძე - პრეზიდენტის სავარძელი იქნება ოპოზიციის ხელში და ეს იქნება მკაფიო სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის ყოვლისშემძლე არ არის. გედევან ფოფხაძე - ისეთი განცხადება არ გამიკეთებია, რომ მას სჭირდებოდეს დამატებითი განმარტება - მე მგონი, ეს მათი ავადმყოფური ფანტაზიების შედეგია. დიმიტრი ხუნდაძე - არჩევნების მეორე ტურის წინ მობილიზაცია იმ წარსულის დამსახურებაა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია. ლევან ბერძენიშვილი - ოპოზიციის წევრებთან შეხვედრაზე იმისთვის მოვედით, რომ გრიგოლ ვაშაძის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატოთ. მამუკა ბახტაძე - საზოგადოების გზავნილმა დაადასტურა, რომ გვჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. არჩევნების მეორე ტური ჩატარდება იმ უმაღლესი სტანდარტების დაცვით, რომელიც მოიტანა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. დიმიტრი ხუნდაძე - ვაშაძის არჩევა მკვლელი ხელისუფლების დაბრუნებაა, ზურაბიშვილი კი საქართველოს მშვიდობიანი და ევროპული მომავლის გარანტია. 10-18 ოქტომბრის ჩათვლით, „ქართული ოცნების“ რეკლამის ხარჯებმა „ფეისბუქში“ 4 061 ლარი შეადგინა. გოგა ხაინდრავა - სამარცხვინო მდგომარეობაა, როცა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს რუსეთის ინტერესების დაცვას აბრალებს. მიხეილ სააკაშვილი - მამუკა ხაზარაძე, რომელიც ივანიშვილმა თავის პიარკამპანიაში ჩართო, მძარცველობის სქემის ნაწილია და ქართველ ხალხს დესტაბილიზაციით აშანტაჟებს. გრიგოლ ვაშაძე - არასოდეს ვთვლიდი ლევან ბერძენიშვილს არავის ჯაშუშად. ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, რომ არ იყო მიზანშეწონილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილების გადავადება.
9 წლიანი ფაქტების დაბრუნება - გიორგი აბდალაძე - არ ვამბობ, რომ გრიგოლ ვაშაძის ბრძანებით მაწამეს, მაგრამ ის ყველაფერის საქმის კურსში იყო - მის სინდისსა და ნამუსზე იყოს, რასაც ახლა ამბობს.
გაფრთხილება ბიუჯეტზე - რომან გოცირიძე - ვაფრთხილებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირება. ეკონომიკის მინისტრი - მიმდინარე წლის ბიუჯეტი სრულდება.
ინფექცია ბაღებში - ბაღების მართვის სააგენტო - ბაღებში, სადაც ბავშვების ნაწლავური ინფექციით დაავადების ფაქტები აღინიშნა, საკვები პროდუქტები დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ადევნების დევნა - მიმდინარე წელს ადევნების ბრალდებით გამოძიება რამდენიმე ათეული პირის მიმართ დაიწყო.
კანაფის განხილვა საპატრიარქოში - კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია დღეს საპატრიარქოში მივიდნენ. მირიან წიკლაური - კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა არჩევნებზე პოზიტიურ გავლენას აუცილებლად იქონიებს. პატრიარქის მდივანი - ხელისუფლების წევრებმა განაცხადეს, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტს გაიწვევენ, არგუმენტად დაასახელეს, რომ მათ დაინახეს საზოგადოების რეაქცია და ეკლესიის პოზიცია. გედევან ფოფხაძე - გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ ხელახლა მოხდება მარიხუანას კანონპროექტის რეგისტრაცია. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - დავიწყეთ მსჯელობა, იყოს გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციები, რომ მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას. ირაკლი კობახიძე - ვიმსჯელებთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას ნარკოტიკული პოლიტიკის სფეროში. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი - სასიხარულოა, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ. გიორგი ქობულიას განცხადებით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის მიზეზი გახდა ის, რომ საზოგადოებისგან დიდი უკმაყოფილება იყო. ლევან თარხნიშვილი - გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლებამ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი მორიგ ჯერზე არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაიწვია. გრიგოლ ვაშაძე - თუ ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტს ჩაიგდებს ხელში, ერთ წამში დააბრუნებს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში. ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევაზე - ეს გადაწყვეტილება, შემიძლია გითხრათ, არჩევნებსაც უკავშირდება. გიორგი გახარია - კანაფის კულტივაციის ინიციატივას პოლიტიკური კონტექსტი დაედო - საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია.
ინფლაქცია ქვეყანაში - „საქსტატი“ - წლიური ინფლაციის დონემ 2,3% შეადგინა. კობა გვენეტაძე - 2007-2008 წლებში, როდესაც ლარის კურსი დოლარის მიმართ ყველაზე "მყარი" იყო, ინფლაციის მაჩვენებელი 10%-ს აღემატებოდა.
გზა გადაუხვეველად - ქეთევან ციხელაშვილი - ნატო-ს წევრობა არ არის მხოლოდ არჩევანი, ეს უალტერნატივო გზაა.
ამერიკის ამბები - ნიკოლას მადურო - ტრამპის პოლიტიკას ვენესუელას, კუბას და ნიკარაგუასთან მიმართებაში ვითარება ჩიხში შეყავს.
ტყეუნახავობა - ოქტომბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 395 ფაქტი გამოვლინდა.
საპატიმრო შეხვედრები - ვიქტორ ჯაფარიძე - თუ მირზა სუბელიანი ან მისი ოჯახის წევრები ჩემთან შეხვედრას მოითხოვენ, აუცილებლად შევხვდები.
ზუგდიდის მერის სასამართლო - გიორგი გახარია ზუგდიდის ყოფილ მერზე - საგამოძიებო უწყებამ როგორც კი შეკრიბა მტკიცებულებები, დააკავა. ირაკლი კობახიძე - ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავება არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს და ყოფილ ვიცე-მერს ბრალი წარედგინათ.
ავიაცია ქართულად მიმინოს გარეშე - მაია მწარიაშვილი საავიაციო ქარხანაზე - ეს ხელისუფლება იმავე ნაბიჯებს იმეორებს, რასაც „ნაცმოძრაობა“ დგამდა - შეგვიძლია ვიდაოთ, რა უფრო დიდი ბოროტებაა - წართმევა თუ არდაბრუნება.
ბოლტონის ჭორები - დავით ზალკალიანი ბოლტონის შესახებ - შესაბამისი გამოძიება უნდა ჩატარდეს, რათა დადგინდეს როგორ ხდება მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება.
სოციალურად დაუცველი ბავშვები - აკაკი ზოიძის შეფასებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარამდე გაზრდა, ბავშვებში უკიდურეს სიღარიბეს აღმოფხვრის. ზურაბ ჭიაბერაშვილი - როდესაც სოციალური დახმარებების ზრდის საკითხს ვაყენებდით, “ოცნების” პასუხი იყო: რას მოვაკლოთ? - ახლა ვეკითხები: კარგია, რომ ბავშვის დანამატს ზრდით და რას აკლებთ? ივანე მაჭავარიანი - სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა. დავით სერგეენკო - სოციალურად დაუცველს დასაქმების შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება შეუნარჩუნდება. მამუკა ბახტაძე - სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას.
კლანის სასამართლო - ანა დოლიძე - კვლავ ფორმაშია კლანი, რომელიც სასამართლოს მართავს.
საზღვარგარეთულები:
პრინციპულ მერკელს ზამთარიც არ აშინებს - ანგელა მერკელი - გერმანია რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებას მხარს დაუჭერს.
პრინცის შიშები - საუდის არაბეთის პრინცი - ჯამალ ხაშოგი საშიში იყო. პარიზში ჩამქრალი ეიფელის კოშკის ფონზე, მოკლული ჟურნალისტების ხსოვნას პატივი მიაგეს. ბენიამინ ნეთანიაჰუ ჟურნალისტის მკვლელობაზე - ის, რაც საუდის არაბეთის საკონსულოში მოხდა, შემზარავია და ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.
ტრამპის კანდიდატურა. ამერიკის ხმა ქვეინიუსში - დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გაერო-ში აშშ-ის ელჩის პოსტზე ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურას განიხილავს. მაიკ პომპეო - აშშ იმედოვნებს, რომ თურქეთი ნატო-ს დატოვების გადაწყვეტილებას არ მიიღებს და აშშ-ს საიმედო მოკავშირედ დარჩება. მეთიუ ბრაიზა - აშშ-ს და ნატო-ს ინტერესებშია რუსეთს მკაფიო მესიჯი გაეგზავნოს, რომ აგრესია არ გაუვა. აშშ-მა თურქეთის შს და იუსტიციის მინისტრებისათვის დაწესებული სანქციები გააუქმა.
საელჩოები იერუსალიმში - ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელში ბრაზილიის საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე გადაწყვეტილებას მიესალმება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია