განათლების ახალი მინისტრი, საკმაოდ ენერგიული და ხმაურიანი აღმოჩნდა და მიუხედავად მრავალი მოწინაღმდეგისა, პირადად მე, ჯერ კიდევ მომწონს მისი პოზიციები თუ იდეები. სულ ბოლოს, მგონი დღეს, მინისტრს უთქვამს: "რატომ უნდა დავიმახსოვრო მე, მოსწავლემ, რომელ ქვეყანაში რა სასარგებლო წიაღისეულია, როცა არსებობს Google? პასუხი არის: არც რატომ". ატყდა ერთი აჟიოტაჟი, აბუჩად აგდება და გამასხარავება, ეს როგორ თქვაო, განათლების სისტემის აზრზე არ არის, უნდა რომ მომავალი თაობა ჩლუნგები იყვნენო და ა.შ. დანამდვილებით ვერ გეტყვით ზუსტად როგორ ან რა თქვა მინისტრმა, არ მომისმენია მისი საუბარი, მაგრამ თავად ეს განცხადება პირადად მე მომწონს და ვეცდები იმ კუთხით დაგანახოთ, საიდანაც უკეთ იმზირება. იქნებ ამჯერადაც მასწავლებლებისთვის იმის თქმა უნდოდა, რომ არ დგანან საკუთარ სიმაღლეზე? როგორც ეს ადრეც გაუკეთებია.
ასე მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში დაახლოებით ასეთ რამ იკითხა ჯეჯელვამ - რომელმა მასწავლებელმა იცის იმდენი საგანი რამდენსაც მოსწავლეებს ასწავლიან? მართლაც კარგი კითხვაა და ცოტას გავშლი ამ თემას - იცის კი რომელიმე სკოლაში ენისა და ლიტერატურის რომელიმე მასწავლებელმა, როგორ ან როდის მიიღეს არგონი? რა თქმა უნდა არ იცის. ე.ი. მოსწავლეს უჩნდება ლოგიკური შეკითხვა - თუ მე მომწონს ენა და ლიტერატურა და მინდა ჩემს მასწავლებელს ვგავდე, გამოვიდე ფილოლოგი და ვხედავ, რომ ამ ადამიანმა არაფერი იცის ქიმიისა, მაგრამ ბრწყინვალეა ფილოლოგიაში, მაშ ამიხსენით, რატომ ვკარგავ დროს და ვსწავლობ ქიმიას?!
ლოგიკური და სრულიად ჯანსაღი პროტესტია - ვხედავ თავისი საქმის სპეციალისტს, რომელიც იმდენად მომწონს და ისე შემაყვარა თავისი დარგი, რომ მეც მინდა მის სფეროში მოღვაწეობა, მაგრამ არაფერი გაეგება ქიმიის, მეც ვერ ვიტან ქიმიას, მაგრამ მისგან განსხვავებით, მე მევალება ეს ვიცოდე - ამიხსენით რატომ?! იმიტომ, რომ 80 წლიანი ცხოვრების განმავლობაში, 29200 დღისა ან გნებავთ ასე დავაწვრილოთ, 700800 საათის მანძილზე, შეიძლება მხოლოდ ერთი საათით დამჭირდეს არგონის ცოდნა, ისიც ალბათ კროსვორდის შევსებისას? მართლაც დავგუგლავ და ეგ იქნება, რატომ უნდა ვიწვალო ახლა?
ასეთ ვითარებაში, არ არსებობს არანაირი არგუმენტი, გარდა იმ ერთადერთი არგუმენტისა, რაც არის პირადი მაგალითი, პირადი უნივერსალური განათლების მაგალითი (ესეც სუსტია, მაგრამ ყველაზე ჯანსაღი დღევანდელ დღეს (ამჯერად საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ მხოლოდ ასეთი მასწავლებლები ხდებიან განსაკუთრებით ავტორიტეტულები და განსაკუთრებულ სურვილს აღძრავენ მოსწავლეებში, ისწავლონ ბევრი და დაიმახსოვრონ "გამოუსადეგარი" ინფორმაცია. ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება არასოდეს დასჭირდეთ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რადგან, როგორც ჩემი ლექტორი ამბობს - სწორედ ამას ჰქვია განათლებული, როცა იცი ის, რაც არ გამოგადგება, მაგრამ იცი!)).
რა თქმა უნდა, მოსწვლემ უნდა ისწავლოს ყველა ის საგანი რასაც მას სკოლაში ასწავლიან და უნდა ისწავლოს ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად! რადგან მერვე კლასში მიღებული გადაწყვეტილება - მე მინდა ფილოლოგი გვხდე - შესაძლოა არ აღმოჩნდეს მისთვის ბედნიერების მომტანი და თუ ამ ასაკში თავს დავანებებინებთ ქიმიის სწავლას, 18-19 წლის ასაკში აღმოჩენილი ახალი მისწრაფება - გამოვიდეს ქიმიკოსი, შეიძლება უბედურების მიზეზი გახდეს, რადგან დაგვიანებული იყოს! ანუ არ შეიძლება, ბავშვებს თავიანთი უასაკობით მიღებული გადაწყვეტილება ვაზღვევინოთ და მთელი ცხოვრება ის ვაკეთებინოთ, რაც მცირე ასაკში აირჩიეს, მოწიფულობისას კი შესაბამისი ცოდნის ბაზა აღარ ჰქონდათ, ამიტომ გადარჩევაც ვეღარ გამოუვიდათ. ეს არ შეიძლება!
აბა გამოსავალი რაშია? გამოსავალი ურთულესია და ახალი ჯიშების გამოყვანას მოითხოვს - კეთილი ინებონ და ფილოლოგებმა ისწავლონ არგონის აღმოჩენის ისტორია. (აქ გაგრძელება უნდა ყოფილიყო "ან მოსწავლეებს ასწავლონ იმ დოზით, რა დოზითაც მათ იციან", მაგრამ ეს გაგრძელება ამოვიღე, რადგან ამ შემთხვევაში, ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი ჩვენი განათლება, კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება და ფსკერს ქვემოთ, გარესკნელში ჩავა). დიახ, მასწავლებლებმა, რომლებიც სკოლაში ასწავლიან, უნდა ისწავლონ ყველა ის საგანი იმ დონეზე, რა დონეზეც ასწავლიან მოსწავლეებს. მაგალითად, დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა იციან ქართულიც, მათემატიკაც, ხატვაც, ბუნებაც და ა.შ. ამ ასაკში, მოსწავლეებისთვის მასწავლებელი ღმერთია, რომელმაც ყველაფერი იცის დედამიწის ზურგზე (პ.ს. ნელ-ნელა დროა, დაწყებითების მასწავლებლებმა აითვისონ ინტერნეტი, რომ მოსწავლეების ენა ესმოდეთ). შემდეგ, ეს მოსწავლეები გადადიან ზედა კლასებში და ხედავენ რომ ეს ღმერთები ქრებიან (ღმერთების გაქრობა ყოველთვის მტკივნეულია). ქიმიის მასწავლებელი იგვიანებს და გაკვეთილზე უშვებენ ბიოლოგიის მასწავლებელს, გააჩუმე კლასიო. შემოდის ბიოლოგიის მასწავლებელი და მართლაც, აჩუმებს ბავშვებს ჩუმად იყავით, არ იხმაუროთ ტექსტებით, რადგან ვერ ახერხებს ელემენტარულ ქიმიაზე ესაუბროს მათ. მორჩა. დაინგრა მითი. და დაინგრა ყველანაირი სურვილი ისწავლონ 10 საგანი (და მერე ჩნდება სხვა მოტივატორები - მანქანას გიყიდის მამიკო, კარგი სამსახური გექნება, მალე გათხოვდები და ათასი სხვა ბლა ბლა ბლა). ასე არაფერი გამოვა! ამას ემატება ყოველდღიური ინფორმაცია სწრაფი გამდიდრების, ლატარიის, ტოტალიზატორის, ფულის შოვნის ადვილი გზების და სხვა ტყუილების შესახებ და მორჩა, კარგად იყავი სისტემურო ცოდნა და არგონის აღმოჩენის ამბავო.
P.S. რას გადავეკიდე ამ არგონს არ ვიცი, არც მისი აღმოჩენის ისტორია ვიცოდი და არც ის, რომელი პერიოდის ქიმიური ელემენტია. დავგუგლე და ვნახე. ასეა დღეს!
სხვა ამბავი განათლების სფეროდან:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 27, 2026.
საათი: 11:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
FC 26 Coins is bringing a wave of new skill moves to the pitch, giving players more ways to outsmart defenders and create scoring opportunities. Let's break down each new move and how to use…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია