დღეს წმინდა სინოდის რიგგარეშე კრება მოიწვიეს. ტრადიციულად კრება გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაში, თბილისში. წმინდა სინოდის აღნიშნული სხდომა წინასწარ დაგეგმილი/დაანონსებული არ იყო, სინოდის დაწყებამდე მღვდელმთავრებმაც განაცხადეს ამის შესახებ. სინოდი დაინიშნა ტრადიციულად 12:00-ზე და დასრულდა 14:30 წუთზე.

საქართველო სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

  • სხდომის თავმჯდომარე: ილია -II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
  • სხდომის მდივანი: – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი
  • სხდომას ესწრებოდა: 38 მღვდელმთავარი
  • სხდომას არ ესწრებოდა: 9 მღვდელმთავარი

      წმიდა სინოდის სხდომა გახსნა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია-II-მ. უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა აღნიშნა, რომ „… იწურება 40 წელი ჩვენი პატრიარქობისა და უნდა განვიხილოთ თუ რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში, რა გამოგვრჩა, რა შეცდომა დავუშვით. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო უმძიმესი წლები და იგი დაიწყო ჯერ კიდევ საქართველოში კომუნისტური რეჟიმის პერიოდში; ყველას მოგეხსენებათ, რომ მკაცრი პირობები იყო და მკაცრი დრო; მიუხედავად ამისა ბევრი რამ გაკეთდა…“ ; ამის შემდგომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს დანიელს.

I. მიტროპოლიტმა დანიელმა მოკლედ მიმოიხილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის 40 წლიანი მმართველობის პერიოდი; მან აღნიშნა, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც განვლილ პერიოდში გადაიდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით. ხაზი გაესვა სამღვდელოების გამრავლებას, ეპარქიების გამრავლებას და შესაბამისად მღვდელმთავართა რიცხვის ზრდას სინოდის შემადგენლობაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ ეპარქიების დაფუძნებას. ისაუბრა იმის შესახებ ასევე, რომ ეკლესიას მოწყვეტილი საზოგადოება დაუბრუნდა ეკლესიის წიაღს, ხოლო თვით ეკლესია აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. მიუხედავად სხვადასხვა წინააღმდეგობებისა, ეკლესია დღესაც ამ გზას ადგას. ასევე გაიხსენა ეკლესიის როლი ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე; ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ისაუბრა საპატრიარქოს საფარველქვეშ საგანმანათლებლო-სოციალური დაწესებულებების გამრავლების, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმების შესახებ, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის როლი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის ცხოვრებაში.

      ... და ბოლოს, მეუფე დანიელმა დასძინა: – ის, რაც კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და ძალისხმევით გაკეთდა, ჩვენი მხრიდან ითხოვს სათანადო შეფასებას და დაფასებას; სწორედ ამიტომ, მთელი ერი უნდა დაირაზმოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ირგვლივ, რათა ეკლესიამ წარმატებით დაძლიოს მის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანები და მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ერის გაერთიანება“.

      მოხსენების შემდგომ აზრი გამოთქვეს: ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ.

      დასასრულს მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ, ილია II-მ დასძინა: „დიდება უფალს, რომ ყოველივე ეს შეგვაძლებინა და ეს მოხდა წმიდა სინოდის დახმარებით”.

სინოდმა დაადგინა:

      მოწონებულ იქნას მიტროპოლიტ დანიელის მოხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 40 წლიანი მოღვაწეობის შესახებ.

II. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ისაუბრა საქართველოს ეკლესიის 40 წლიანი ისტორიის აღწერის აუცილებლობის შესახებ, რაც შემდგომში წიგნად გამოიცემა და რაშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ყველა მღვდელმთავარი, რომლებიც აღწერენ ეპარქიების ცხოვრებას განვლილ პერიოდში.

წმიდა სინოდმა დაადგინა:

      საქართველოს ეკლესიის თითოეულმა მღვდელმთავარმა უმოკლეს დროში საპატრიარქოს სამდივნოში წარმოადგინოს სრული აღწერილობა მათ ეპარქიებში უკანასკნელი 40 წლის მანძილზე აღსრულებული საქმეებისა.

III. მოსმენილ და განხილულ იქნა გურჯაანის და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმეს, მიტროპოლიტ სერაფიმეს და ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) პერსონალური საკითხები.

აღნიშნულ საკითხზე გაიმართა მსჯელობა; მღვდელმთავართა მიერ გამოითქვა აზრები.

წმიდა სინოდმა დაადგინა:

  1. მთავარეპისკოპოს ექვთიმეს აღუდგეს ღვთისმსახურების უფლება.
    • მიტროპოლიტი სერაფიმე გამწესდეს მამათა მონასტერში და აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება;
    • მიტროპოლიტ სერაფიმეს საქართველოს საპატრიარქოდან დაენიშნოს ყოველთვიური ფინანსური დახმარება.
  2. ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიეთითოს, რომ იგი უნდა დაემორჩილოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იგი გამწესებული იყო მონასტერში სინანულისათვის; წინააღმდეგ შემთხვევაში წმიდა სინოდი განსახილველად აღარ დაუბრუნდება მის პერსონალურ საკითხს.

IV. წმიდა სინოდმა იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ. სინოდის სხდომაზე სიტყვა მიეცა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს.

მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს :

      ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ.

წმიდა სინოდმა დაადგინა:

      მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიუსაჯა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა, დღეისთვის განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში; ასევე იმის გამო, რომ ამ საკითხის ირგვლივ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გამოითქმის ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, მოცემულ ეტაპზე, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან.

      აღნიშნული სააპელაციო-საკასაციო პროცედურების დასრულების შემდგომ წმიდა სინოდი საეკლესიო კანონების მიხედვით საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს, რაც ეკლესიაში საბოლოო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ნახვა: 204

ტეგები: qwellynews, ბლოგი, განჩინება, სინოდი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters