მარტობის ერთი კვირა კიდევ წინ არის, ამიტომ გასაკვირი არაა ის არეული ამინდები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დაატყდა - დილიდან წვიმა თოვლი ქარი მზე და ზღვა ყველაფერი ერთად იყო. პოლიტიკურ სარბიელზეც ცისარტყელა გადაიშალა. ვიეთნიმე ქვეყნის დედაქალაქზე საზრუნავში იყვნენ გადართულები, ახალი ავტობუსები, ახალი რეგულაციები, ტაქსები და მრავალი სხვა. ვიეთნიმე საარჩევნო გარემოს აფასებდა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი. მთავრობის პირველი წარმომადგენელი, პარლამენტის წინაშე იდგა თავისი მინისტრებით და ბევრ თემაზე საუბრობდა, იყო განათლების მომავალის და ხელფასების განხილვაც, ასევე ანაკლიის მნიშვნელობაზე განცხადდა რამდენიმე ფრაზა.
სადედაქალაქო სიახლეები - კახა კალაძის განცხადებით, მაისის დასაწყისში დედაქალაქს 90 ავტობუსი შეემატება. სამშენებლო კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ავარიული კორპუსებისა და დაუმთავრებელი მშენებლობების ნაცვლად, უფრო მაღალი ნაგებობები ააშენონ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მზის შვილები არ დავტოვოთ სიყვარულის, განათლებისა და თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის გარეშე. ქალაქში ეკოლოგიური თვალსაზრისით, პრობლემა გვაქვს, თუმცა არ დაგეთანხმებით იმაში, რომ მის მოსაგვარებლად, არაფერს ვაკეთებთ. მთაწმინდის გამგებელი - ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი უპრეცედენტოა. კახა კალაძე - ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება და იქ არსებული საცობების პრობლემაც მოწესრიგდება. ზღვის უბნის მე-10 კვარტალში 5 000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა. კრწანისის რაიონში რაგბის სტადიონი და სკვერი მოეწყობა. კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტაპობრივად, ახალ სატრანსპორტო ქსელზე გადავა. ტაქსების რეფორმის შედეგები მძღოლების და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.
აუდიტორული ანგარიშები - გამოუყენებელი ქონება - აუდიტის სამსახური - მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩასატარებლად შესყიდული 7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონება გამოუყენებელია. აუდიტის სამსახური - შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს ჩატარებული ტენდერების 43% კონკურენციის გარეშე მიმდინარეობდა. თბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს.
საარჩევნო გარემო - თამარ ჟვანია - ყველა ის ბრალდება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით წინასაარჩევნო პერიოდში იყო, ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა. ევროკავშირის ელჩი - უნდა დავიწყოთ იმ რეკომენდაციებზე მსჯელობა, რომელიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს ანგარიშშია. ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი - საქართველოს არჩევნების ჩატარების კარგი გამოცდილება დაუგროვდა, თუმცა ბოლო არჩევნებმა გამოწვევები აჩვენა. დავით უსუფაშვილი - ჩვენ გვაქვს არა საარჩევნო ხარვეზები, არამედ არჩევნებს ვერ ვატარებთ. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში - ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას არჩევნების უკეთ ჩასატარებლად, კომპლექსურია. ირაკლი კობახიძე - შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ. ირაკლი კობახიძე - საარჩევნო პერიოდში აგრესიის ინიციატორი ოპოზიცია იყო. სულხან სალაძე - თუ ქვეყანაში რომელიმე სექტორი სუსტია, ეს ხელისუფლებაა - პარლამენტის თავმჯდომარე ორგანულად ვერ იტანს ორგანიზაციებს, რომელთაც სადამკვირვებლო მისიები ჰყავთ. ირაკლი კობახიძე - სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ხშირად არასწორი ფაქტები იყო მოყვანილი. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო უბნებთან „ფეიქ დამკვირვებლების“ ყოფნის და „ფეიქ პარტიების“ შექმნის პრობლემა კანონმდებლობით დარეგულირდეს. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა. ალეკო ელისაშვილი მთაწმინდის ოლქში არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
გაფიცული ელმავალმშენებლები - ელმავალშენებელი ქარხნის მუშებმა ქარხნის ტერიტორიის პიკეტირება მოახდინეს. ვაგონმშენებელ ქარხანასთან მიმდინარე აქციაზე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მივიდა.
თიბისის საქმე - ფადი ასლი - თუ უახლოეს დღეებში არ შეწყდება ზეწოლა „თიბისიზე“, ვაცნობებთ ICC-ის ყველა ეროვნულ კომიტეტს აგრესიული თავდასხმებისა და შანტაჟის შესახებ. ფადი ასლი - ბიზნესის დაცვის შესახებ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები პირველივე დღეს - მზის ჩასვლასთან ერთად გარდაიცვალა. ფადი ასლი - მთავრობა დაუკავშირდა ჩვენს მიერ მითითებულ ზოგიერთ კომპანიას და სთხოვა, გაეკეთებინათ განცხადება, სადაც უარყოფდნენ მათზე ზეწოლის ფაქტებს. ირაკლი კობახიძე - ფადი ასლის აქვს პოლიტიკური მიკერძოება - მან ერთი პოლიტიკური პარტია შეიყვარა და დღემდე ვერ გადაიყვარა.
პრემიერი და მინისტრები პარლამენტში - პარლამენტში მამუკა ბახტაძის მოსმენას გიორგი გახარიაც დაესწრო. პარლამენტში ინტერპელაციის პროცედურა კამათის საგანი გახდა. მამუკა ბახტაძე ოპოზიციას - გასაგებია, რომ ჩვენ შორის არსებობს ღირებულებითი განსხვავებები, ეს ლოგიკურიც არის, ბევრ საკითხზე ვერასდროს შევთანხმდებით. რომან გოცირიძე - ხელისუფლება ვერ აუდის კრიმინალთან ბრძოლას, იმიტომ, რომ თვითონ არის კრიმინალის წამახალისებელი. მამუკა ბახტაძე რომან გოცირიძეს - თქვენი მტკიცება, რომ ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით, არ შეესაბამება რეალობას. არასდროს დავუშვებთ, რომ კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე - ეს წარსული საქართველოში არასოდეს დაბრუნდება. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, არ შეცვლილა მკვლელობების მაჩვენებელი, შემცირდა ყაჩაღობა და განსაკუთრებით შემცირდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. რომან გოცირიძე მამუკა ბახტაძეს - თქვენ სარკაზმულად მოიხსენიებთ ფრაზას „ყველანი ციხეში“, თქვენ სხვა პრინციპი გაატარეთ - „ყველანი ციხიდან“. მიხეილ ბატიაშვილი - მიმდინარეობს სასკოლო შეფასებების რეფორმირება იმისათვის, რომ შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული. გიორგი გახარია - განწყობილი ვიყავი სერიოზულ თემაზე, სერიოზული საუბრისთვის, თუმცა სამწუხაროდ, ეს იყო გარკვეული ინტერპრეტაციების ველი. მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენ გთავაზობთ უნარ-ჩვევების კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში. სერგი კაპანაძე განათლების მინისტრს - თქვენს მიერ დეკლარირებული რეფორმის არსი ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებამ ვერ გაიგო. მიხეილ ბატიაშვილი - იმისათვის, რომ სკოლები ჩავაყენოთ თანაბარ პირობებში, საჭიროა შემუშავდეს დამატებითი წახალისების მექანიზმი. სერგო რატიანი მიხეილ ბატიაშვილს - სამწუხაროა, რომ განათლების მინისტრმა ვერ გაგვცა პასუხი ვერც ერთ კითხვაზე. მარიამ ჯაში - მიხეილ ბატიაშვილი აღმოჩნდა პირველი მინისტრი, ვინც შეძლო გაბედული ნაბიჯების გადადგმა. მიხეილ ბატიაშვილი - დღევანდელ განათლების სიტემას კითხვები კი არა, ბევრი პასუხი სჭირდება. ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნების“ მხრიდან პრინციპებზე საუბარი არის წარმოუდგენელი უტიფრობა. მარიამ ჯაში - არგუმენტი, რომ ზოგადი უნარების ტესტი არის ყველაზე სამართლიანი, დემოკრატიული და სოციალური თანასწორობის გარანტი, მცდარია. გიორგი ვოლსკი - იმდენად პროფესიულადაა ჩამოყალიბებული განათლების რეფორმა, რომ ცხადია, ოპოზიცია მის გადაფარვას ეცდებოდით. მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენ გთავაზობთ არა გამოცდების მოხსნას, როგორც ამას დაარქვეს ოპონენტებმა, არამედ სასკოლო შეფასებების რეფორმირებას. მიხეილ ბატიაშვილი - ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება ხელფასი, ხოლო წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.გიორგი გახარია - მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია, წერტილი! გიორგი გახარია კითხვაზე, თუ ვინ მიანიჭა პრივილეგია ხაზარაძეს, პასუხობს - სამწუხაროდ, მთავრობამ.
საჭირო ანაკლია - არჩილ თალაკვაძე – ანაკლია არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას. ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი - შეგნებულ და გააზრებულ რისკზე წავედით. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - პარლამენტში მაია ცქიტიშვილის მხრიდან არაერთი მცდარი და დამახინჯებული განცხადება გაკეთდა.
უპასუხო ომბუდსმენი - ნინო ლომჯარია - სამართალდამცველების მიერ არასათანადო მოპყრობაზე მომართვიანობა შემცირდა - პრობლემად რჩება, რომ პროკურატურაში გაგზავნილ არც ერთ საქმეზე შედეგი არ არის. ნინო ლომჯარია - ადამიანებმა, რომლებიც ირაკლი კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებიან, უნდა იგრძნონ, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. დეკანოზის საქმე - ნინო ლომჯარია - დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ მომზადებულ დასკვნაზე იუსტიციის სამინისტროსგან რეაგირებას ველოდებით.
საზღვარგარეთულები:
ამერიკა და ისრაელი და იქვე სირიაც. რა თქმა უნდა რუსეთიც და უკრაინაც. კუნძულელების ევროპაც და შორეული აღმოსავლეთიც. მოკლედ მსოფლიო ამბები - მაიკ პომპეო - დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დაცვაში ღმერთის ხელი ურევია. სირიის საგარეო უწყება - სირია გმობს ისრაელის მიერ ოკუპირებული გოლანის მაღლობებზე ამერიკის პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადებას. აშშ-ს ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში - საქართველოს წინააღმდეგ უწყვეტი აგრესიის გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ვისურვებდი. ბრიტანული კრიზისი - ემანუელ მაკრონი - დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური და დემოკრატიული კრიზისი სახეზეა. ახალი ზელანდიის პოლიციამ ქვეყნის პრემიერისთვის მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნაზე გამოძიება დაიწყო. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი არასდროს დაუშვებს ისრაელის მიერ გოლანის მაღლობების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციას.
პაროლებზე წვდომა - „ფეისბუქის“ ვიცე-პრეზიდენტი ადასტურებს, რომ კომპანიის თანამშრომლებს ასობით მილიონი მომხმარებლის პაროლებთან წვდომა ჰქონდათ.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია