ავტოკეფალიის დღე, ნატოს მდივანი საქართველოში, სოციალური მუშაკების გაფიცვა და საარჩევნო კანდიდატები

      მარტის გედის სიმღერაც დაიწყო - არეული ამინდების და მომღერალი კატების ბოლო კვირა დაიწყო. დაიწყო საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღის ზეიმით - 25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა - პატრიარქი - დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელიც ისტორიულ თარიღს აღემატება - ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში. დღის სხვა ამბებში ერთ-ერთი დაწინაურებული იყო ნატოს გენერალური მდივნის სტუმრობა. ასევე ხმაურიანი გამოდგა სოც. მუშაკების გაფიცვა. ტრადიციულად ისმოდა ანაკლია, არჩევნები და ოცნება-ნაცების კამათები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 მარტი, 2019/

      ანაკლიაზე პასუხისმგებლობა - მაია ცქიტიშვილი - არის მცდელობა, მთელი პასუხისმგებლობა გადმოვიდეს სახელმწიფოს მხარეს. მამუკა ბახტაძე - ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მან თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება შეძლოს. არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილი მთავრობას ანაკლიაში ნავსადგურის მშენებლობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივით მიმართავს. ლევან ალაფიშვილი - ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის სახალხო პროექტად ქცევა იქნება დაზღვევა სახელმწიფოსთვის და მხარეებისთვის. ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორები - EBRD, ADB, AIIB და OPIC მთავრობისგან გარკვეული რისკების დაზღვევას ითხოვენ.

      ნაციონალები ბილტმორში - მიხეილ სააკაშვილი - ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ეს ცხრა წელი იყო არა სისხლიანი ცხრა წელი, არამედ ეს იყო ყველაზე წარმატებული ცხრა წელი საქართველოს ისტორიაში. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელ მდივნად კობა ნაყოფია აირჩიეს. დიმიტრი ხუნდაძე - ფაქტი ის არის, რომ სააკაშვილს არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ, უკვე საკუთარმა პარტიამაც უთხრა უარი. გრიგოლ ვაშაძე - ვემზადებით რიგგარეშე არჩევნებისთვის. მიშა ჩამოშორებას არ აპირებს, უკრაინის ბრძოლა საქართველოსთვის ბრძოლის გაგრძელებაა. გიორგი ვაშაძე გრიგოლ ვაშაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

      ნატოს სტუმრობა თბილისში - ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისშია. დავით ზალკალიანი - ასეთი დატვირთვით ნატო-ს დღის წესრიგში ყოფნა მიანიშნებს, რამდენად პრიორიტეტულია საქართველო ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში. მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანს უმასპინძლა. ნატოს გენერალური მდივანმა საქართველოში ოფიციალური შეხვედრები გამართა. მამუკა ბახტაძე იენს სტოლტენბერგს ამჯერად ოფიციალურად შეხვდა. იენს სტოლტენბერგი - ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ იმისთვის, რომ საქართველომ ალიანსში მკვეთრი როლი იქონიოს და საბოლოო ჯამში გახდეთ ნატო-ს წევრი. მამუკა ბახტაძე - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. მამუკა ბახტაძე - ნატო-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. იენს სტოლტენბერგი - ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და სამხეთ ოსეთიდან. რეფორმები უნდა იყოს უწყვეტი, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს, განსაკუთრებით კი არჩევნების წარმოების კუთხით. შავი ზღვის რეგიონში ჩვენი აქცენტები გაზრდილია, საქართველოსთან ვმუშაობთ, რომ გამოწვევები, რასაც ვხედავთ, იყოს დაძლეული. იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი სტოლტენბერგს - თქვენი ვიზიტი ჩვენი მოსახლეობისთვის ნიშანია, რომ ის გზა, რომელზეც ვდგავართ, უალტერნატივო და უცვლელია. იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვეწინააღმდეგებით „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებას. იენს სტოლტენბერგი ჟურნალისტს - „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის საკითხზე ახლა არ ვისაუბრებ დეტალურად, ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოსადმი ამ მიმართულებით. სალომე ზურაბიშვილი - ჩემი მთავარი გზავნილი იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა გვაქვს. ევროკავშირის ელჩი - იენს სტოლტენბერგის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ევროპისა და ნატო-ს მიმართულებით მიდის. ნატო-ს გენერალური მდივანი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო. ლევან იზორია - ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შთამბეჭდავი რეფორმები განხორციელდა თავდაცვის უწყების ფარგლებში. დავით ბაქრაძე - ნატო-ს გენერალური მდივნისგან ძალიან მკაფიო მხარდაჭერის მესიჯები იყო. დავით ზალკალიანი - ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, რაც გაჟღერდა გენერალური მდივნის ვიზიტის დროს. იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში. იენს სტოლტენბერგი - საქართველო და ნატო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს საქართველო ალიანსის წევრი და არც ერთ სხვა მხარეს არ აქვს ჩარევის უფლება.

      მინისტრის სიამაყე - მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ, თითოეულ ქართველს. ლადო აფხაზავა - მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, რადგან შევძელი მსოფლიოსთვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი. დავით ბაქრაძე - გამარჯვებულია ლადო აფხაზავას სკოლაც, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც.

      სოც. მუშაკების გაფიცვა - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სოციალურ მუშაკებზე ზეწოლა ხდება იმ მიზნით, რომ ისინი 25 მარტს დაანონსებულ გაფიცვას არ შეუერთდნე. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სოციალური მუშაკების გაფიცვას მხარს უჭერს. სოციალურმა მუშაკებმა დღეიდან გაფიცვა გამოაცხადეს. სოციალური მუშაკები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდებს, სოციალურ მუშაკთა მოთხოვნები გაითვალისწინონ. სოციალური მუშაკები რეგიონებშიც გაიფიცნენ. ირაკლი პეტრიაშვილი - საზოგადოებისთვის და პროფკავშირებისთვის მნიშვნელოვანია სოცმუშაკების შრომითი უფლებები მოგვარებული იყოს. სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი თანამშრომლებზე ზეწოლას უარყოფს. დავით სერგეენკო სოციალური მუშაკების გაფიცვაზე - გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ შეფერხდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - სოციალური მომსახურების სააგენტო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

      პირომანი ბიზნესბარტნიორი - დიდ დიღომში დამწვარი საწყობის მფლობელი ხანძრის განზრახ გაჩენაში ყოფილ ბიზნესპარტნიორს ადანაშაულებს.

      დამრღვევი მხერხავები - პირველი მარტიდან დღემდე, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 27 ფაქტი გამოვლინდა.

      საარჩევნო კანდიდატურები და შუალედური არჩევნები - ანა დოლიძის განცხადებით, მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს არ იყრის და ბრძოლას სასამართლო სისტემაში პრობლემების გამოსასწორებლად აპირებს. „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ცნობილი ექიმი ლადო კახაძე წარადგინა. ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე გაამდიდრებს პარლამენტს. ირაკლი ღარიბაშვილი - დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ. ლადო კახაძე „ქართულ ოცნებაზე“ - ამ დიდებულ და გამართულ ძალაში ბევრი მეგობარი მყავს, პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა. ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნების“ გარდა ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი - დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში მოვიგებთ. გიგი უგულავა - „ქართულმა ოცნებამ“ ჩიხში შეიყვანა მარნეული. თამარ ჩუგოშვილი - შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთლიანად პოლიტსაბჭომ მიიღო. ზაქარია ქუცნაშვილი - ლადო კახაძის დამსახურება თბილისისა და მთაწმინდელების წინაშე იმდენად დიდია, რომ მასთან კონკურენცია ბევრს გაუჭირდება. ანრი ოხანაშვილი - ლადო კახაძე უალტერნატივო კანდიდატია. რომან კაკულია - როცა პარლამენტარის ხელფასი არის ის, რაც არის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი არარელევანტურია - დეპუტატის ხელფასი უნდა გაიზარდოს. სოციალურ მუშაკთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - გაფიცვა იმიტომ შედგა, რომ მედიაციის პროცესი არ დასრულდა იმ შედეგით, რაც შეთანხმებაც იყო.

      მთებში მოკლული სმიტების საქმე - ადვოკატი - იმედს ვიტოვებ, ვერდიქტი ობიექტური იქნება და მალხაზ კობაურის ბრალეულობა არ დადასტურდება. პროკურორი - ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ მალხაზ კობაურის საქმეზე გამამტყუნებელი ვერდიქტი იქნება გამოტანილი.

      ევროპული მოსაზრებები - გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი - საქართველო გადადის სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში. კარლ ჰარცელი - საქართველოს პარლამენტის წინაშე არის მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის მოსამართლეთა შერჩევის საკითხი.

      რეგისტრაციის პირველი დღე - 25 მარტის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

საზღვარგარეთულები:

      რკინის მეი - ინგლისის მთავრობის წევრებს ტერეზა მეის გადადგომა სურთ.

      ამერიკული საცავი პოლონეთში - ნატო პოლონეთში აშშ-ის სამხედრო საცავს ააშენებს.

      ტრამპის ამბები - სპეციალური პროკურორის ანგარიში - დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთს შორის შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია. ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდებს, სოციალურ მუშაკთა მოთხოვნები გაითვალისწინონ.

      ისრაელის ძალისმიერ პასუხი - ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის წინააღმდეგ დანაშაულებრივი თავდასხმა განხორციელდა და ჩვენ ამას ძალის გამოყენებით ვუპასუხებთ. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმის გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტს ვადაზე ადრე შეწყვეტს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 158

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Unlocking EA FC 26 New Moves:A Guide by MMOexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: თებერვალი 28, 2026.
საათი: 12:50pm 0 კომენტარი

The highly anticipated FC 26 Coins is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters