კომპლიმენტების უმრავლესობა ხომ ასე იწყება - „არაჩვეულებრივად ... გამოიყურები, გაცვია, მღერი, ხატავ და ა.შ. ან საერთოდ, პირდაპირ იტყვიან ხოლმე - არაჩვეულებრივი ხარ, ზოგიერთ შემთხვევაში - მყავხარ. აქ უკვე საკუთარ არაჩვეულებრივობასაც უსვამენ ხოლმე ხაზს. მაგრამ საქმე ისაა, რომ თუ ერთ გენიოსს დავუჯერებთ, ეს არაჩვეულებრივობა ისეთი ჩვეულებრივი რამ გახდა, რომ ცოტაც და გაცვეთილობა-გაცრეცილობად გადაიქცევა და ალბათ, მალე სალანძღავ სიტყვადაც გამოიყენებენ, როგორც ჩვეულებრივობას. დიახ, ჩვეულებრივობა ერთობ დასაძრახი რამ არის. თურმე - იგივე ავტორი, ამავე ნაწარმოების დასაწყისში ერთ-ერთ გმირს ათქმევინებს კიდეც - ჩვენში იმაზე დიდი შეურაცხყოფა არაფერია, როცა ადამიანეს ეტყვი, ჩვეულებრივი ხარო. გაგონილა? მას შემდეგ საუკუნე ნახევარი გავიდა და ამდენი „პროგრესის“, განათლების თუ განმანათლებლობის მრავალი ნაბიჯის მიუხედავად, მაინც როგორი ჩვეულებრივები ვყოფილვართ. ვკითხულობ და ხან სარკეში ვიყურები ხან კი ჩვენს საზოგადოებას ვათვალიერებ.

ორდინალური ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანები, დოსტოევსკი, ნევის პროსპექტი, ნიკოლოზ გოგოლი, ბლოგი, qwelly, blog, dostoevsky, nikolai gogol

ვნახოთ რას წერს ნახსენები გენიოსი:

      არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებისამებრ, „ჩვეულებრივ“ ადამიანებად, „უმრავლესობად“ ნათლავენ და ვინც ყოველი საზოგადოების მართლაც დიდ ნაწილს შეადგენს. თავიანთ რომანებსა და მოთხრობებში მწერლები უმეტესად ცდილობენ, რომ ტიპები საზოგადოების წიაღიდან აიღონ და მხატვრულ სახეებად წარმოგვიდგინონ. ამ ტიპებს საოცრად იშვიათად შეხვდება კაცი სინამდვილეში მთლიანად გამოკვეთილი და მიუხედავად ამისა თითქმის ნამდვილზე უფრო ნამდვილნი არიან. პოდკოლიოსინი [ნიკოლოზ გოგოლის გმირია, კომედიიდან „ქორწინება“] თავისი ტიპიური სახით იქნებ გადაჭარბებულიც იყოს, მაგრამ ზღაპარს დიახაც არ წარმოადგენს. გოგოლის პოდკოლიოსინის გაცნობის შემდეგ რამდენმა ჭკვიანმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ათობით თუ ასობით მათი კარგი ნაცნობ-მეგობარი საშინლად ჰგავს პოდკოლიოსინს. გოგოლამდეც იცოდნენ, რომ მათი მეგობრები ისეთები იყვნენ, როგორც პოდკოლიოსინი, ოღონდაც ის არ იცოდნენ, თუ სწორედ ასე ერქვათ. ცხოვრებაში დიახაც იშვიათად ხდება, სასიძომ ქორწილის წინ ფანჯრიდან ისკუპოს, რამეთუ სხვა მოსაზრებების გარდა, ეს არცთუ მოსახერხებელია. მაგრამ რამდენი სასიძოა, ღირსეული და ჭკვიანიც, რომელიც ჯვრის წერის წინ მზადაა თავი პოდკოლიოსინად აღიაროს გულის სიღრმეში. არც ყველა ქმარი გაიძახის ყოველ ნაბიჯზე: „შენ ეს გინდოდა, ჟორჟ დანდენო!“[მოლიერის პიესიდან; „ჟორჟ დანდენი“] მაგრამ, ღმერთო, განა მილიონჯერ თუ ბილიონჯერ არ აღმოხდენიათ ეს ამოძახილი დედამიწის ზურგზე თაფლობის თვის თუ იქნებ ქორწილის მეორე დღესაც ქმრებს.

      სინამდვილე ადამიანთა ტიპიურობას თითქოსდა წყლით აზავებს, ასე რომ ყველა ეს ჟორჟ დანდენები და პოდკოლიოსინები ცხოვრებაში მართლაც ყოველ ცისმარე დღე გვიტრიალებენ თვალწინ რამდენადმე გაუფერულებული სახით. დაბოლოს, პირწავარდნილი ჟორჟ დანდენი, როგორიც მოლიერს ჰყავს შექმნილი, თუმც იშვიათად, მაგრამ მართლაც შეიძლება შეხვდეს კაცს ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, საკითხავი მაინც ეს რჩება: რა უყოს მწერალმა ორდინარულ, სრულიად „ჩვეულებრივ“ ადამიანებს, როგორ აუწეროს ის მკითხველთ, რომ ოდნავ მაინც საინტერესო გახადოს? სულ გვერდი აუაროს მათ, არც ეს შეიძლება, ვინაიდან სწორედ ორდინარული ადამიანები წარმოადგენენ ცხოვრების ორომტრიალში აუცილებელ რგოლს; მაშასადამე, გვერდის ავლით სიმართლეს დაარღვევ. არადა, აავსო რომანები ტიპებით ან თუნდაც უბრალო ინტერესის გულისთვის, უცნაური და უჩვეულო ადამიანებით, ეს არც სიმართლესთან იქნება ახლოს და ვგონებ, არც საინტერესო გამოვა. მწერალი უნდა შეეცადოს ორდინარულ ადამიანებშიც მოიძიოს საინტერესო და ჭკუის სასწავლო რამ. როცა, მაგალითად, ზოგიერთ ორდინარულ პირთა მთელ არსს სწორედ მათი მუდმივი უცვლელი ორდინარობა შეიცავს, ან კიდევ უკეთესი, როცა ამ პირთა თავგამეტებული ცდების მიუხედავად, თავი დააღწიონ ჩვეულებრივობისა და რუტინის კალაპოტს, ბოლოს მაინც ნიადაგ მხოლოდ რუტინად რჩებიან, მაშინ ასეთი ადამიანები თავის მხრივ რამდენადმე ტიპიურობასაც იძენენ, - ვითარცა ორდინარი, ვისაც არაფრის დიდებით არ უნდა დარჩეს ისეთი, როგორც გამოჩენილა და თავს იკლავს ორიგინალობასა და დამოუკიდებლობაზე, მიუხედავად იმისა, დამოუკიდებლობისათვის არავითარი ნიშან-თვისება არ გააჩნია.

      მართლაც, იმაზე გულდასაწყვეტი არაფერია, როცა, ვთქვათ, მდიდარიცა ხარ, კარგი გვარიშვილიც, გვარიანი შესახედაობისაც, არც განათლება გაკლია, არც ჭკუა, არცთუ კეთილი გული და, ამავე დროს, ნიჭი არაფრისა გცხია, არაფრით გამოირჩევი, უხიაკსაც არავინ გიწოდებს, საკუთარი აზრი არ გაგაჩნია, ერთი სიტყვით, ხარ ის „რაც ყველა“. სიმდიდრე გაქვს, ოღონდ არა როტშილდის; კარგი გვარი, მაგრამ არა გამოჩენილი; შესახედაობა გვარიანი, მაგრამ დიდი არაფრის გამომხატველი; განათლება მშვენიერი, მაგრამ არ იცი, რაში გამოიყენო; ჭკუა მოუცია ღმერთს, მაგრამ საკუთარი „აზრები“ - არა, გული გაქვს, მაგრამ დიდსულოვნება - არა, ა.შ. და ა.შ. ყოველი მხრივ. ასეთი ადამიანები საოცრად ბლომადაა ამ ქვეყნად, იმაზე მეტი, ვინემ გვგონია. როგორც ყველა, ისინიც ორ თანრიგად იყოფიან: ერთნი საშუალო ჭკუისანი არიან, მეორე „უფრო ჭკვიანნი“. პირველები უფრო ბედნიერნი გახლავან. საშუალო ჭკუის „ჩვეულებრივი“ ადამიანისათვის, მაგალითად, იმაზე იოლი არაფერია, თავი არაჩვეულებრივ, ორიგინალურ კაცად წარმოიდგინოს და ყოველგვარი ეჭვის გარეშე დატკბეს ამით. რა წამს ჩვენი ქალიშვილებიდან ზოგიერთმა თმა შეიკრიჭა, ლურჯი სათვალე წამოიცვა ცხვირზე და ნიჰილისტად მოინათლა, უმალ იწამეს, რომ სათვალეების წამოცმისთანავე საკუთარი „აზრებიც“ გაუჩნდათ. საკმარისია, ამა თუ იმ ადამიანს ერთი ბეწოთი მაინც მოეცხოს რომელიმე ზოგადსაკაცობრიო და პატიოსანი შეგრძნების ნიშატი, რომ დაუყოვნებლივ განიმსჭვალოს რწმენით, თითქოს მასავით არავინ გრძნობს უკვე, რომ საერთო განვითარებაში ის მოწინავე კაცს წარმოადგენს. საკმარისია, ამა თუ იმ ადამიანმა ზეპირად მოჰკრას ყური რაიმე აზრს ან რომელიმე წიგნის ერთი ფურცელი წაიკითხოს, რასაც თავი და ბოლო არ გააჩნია, რომ მაშინვე ირწმუნოს, თითქოს ეს „მისი საკუთარი აზრებია“ და საკუთარი ტვინის ნაყოფი. მიამიტობის უსირცხვილობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, პირდაპირ საკვირველებამდე აღწევს ამ შემთხვევაში; ამბავი ესე დაუჯერებელია, მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე კი გვხვდება. ეს მიამიტობის უსირცხვილობა, ბრიყვის ეს თავის თავში და თავის ნიჭში დარწმუნება დიდებულად აქვს ასახული გოგოლს პორუჩიკ პიროგოვის განსაცვიფრებელ ტიპში [პერსონაჟი გოგოლის მოთხრობიდან „ნევის პროსპექტი“]. პიროგოვს ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ გენიოსია და გენიოსზე მეტიც. იმდენად არ ეპარება, რომ ერთხელაც არ ეკითხება თავის თავს, მართალი თუ ვარო; თუმცა კითხვები მისთვის არც არსებობს. დიდი მწერალი ბოლოს იძულებული შეიქნა, თავისი მკითხველის შეურაცხყოფილი ზნეობრივი გრძნობის დასაკმაყოფილებლად კიდეც გაეწკეპლა იგი, მაგრამ რომ დაინახა, ამ დიდბუნებოვანმა კაცმა გაწკეპლვის შემდეგ მხოლოდ მხები შეიბერტყა და ძალღონის აღსადგენად ცხრაფურცელა ღვეზელი შესანსლა, განცვიფრებულმა ხელები გაშალა და ასე მიატოვა თავისი მკითხველნი. მე მუდამ ვწუხდი, რომ გოგოლმა დიდი პიროგოვი ასე პატარა ჩინის კაცად წარმოგვიდგინა. ვინაიდან პიროგოვი იმდენად თვითკმაყოფილი ვინმე გახლავთ, რომ მისთვის სულ ადვილია, თავი, მაგალითად, წლების მანძილზე „დამსახურების გამო“ ეპოლეტებით დაჯინჯილებულ გასაოცარ სარდლად წარმოიდგინოს. ასე გასინჯეთ, წარმოიდგინოს კი არა და ეჭვიც არ შეეპაროს: გენერლის ჩინი მიანიჭეს კაცს და ვითომ სარდლობას რაღა უკლია? მერე რამდენ ამისთანას მოსდის საშინელი ფიასკო ბრძოლის ველზე? მერე რამდენი პიროგოვი ყოფილა ჩვენს ლიტერატორთა, სწავლულთა, პროპაგანდისტთა შორის. ვამბობ „ყოფილა“_მეთქი, მაგრამ განა ახლაც არ არის...

      ჭკვიანმა „ჩვეულებრივმა“ ადამიანმა თუნდაც წუთით (გინდ მთელი სიცოცხლე) თავი გენიოსად და ორიგინალურზე ორიგინალურად წარმოიდგინოს, გულის სიღრმეში ეჭვის პატარა ჭია მაინც უფუთფუთებს, და ამ ჭიას ხანდახან ჭკვიანი კაცი სრულ სასოწარკვეთამდე მიჰყავს. ხოლო თუ ბედს დამორჩილდა, გულში ჩამარხული პატივმოყვარეობა ერთიანად წამლავს და შხამავს. მეტწილად ამ ჭკვიანთა თანრიგის ხალხის ბედ-იღბალი არცთუ ისე ტრაგიკულია. დიდი-დიდი სიცოცხლის მიწურულს ნაღველი გაუსივდეთ და ღვიძლი გაუფუჭდეთ. ესაა და ეს. მაგრამ ვიდრე დამორჩილდებიან და ქედს მოიდრეკენ, ეს ადამიანები მაინც ერთობ დიდხანს მიეთმოეთებენ, სიყმაწვილიდან მოყოლებული ქედმოდრეკის ასაკამდე და ისიც მხოლოდ ორიგინალობის წყურვილით. ასე გასინჯეთ, უცნაური შემთხვევებიც ხდება: ორიგინალობის სურვილი ზოგ პატიოსან კაცს თაღლითობასაც კი ჩაადენინებს; ისიც ხდება, რომ ამ უბედურთაგანი ზოგი არათუ პატიოსანი, კეთილიც კია, თავისი ოჯახის იმედი და სასოება, განა მარტო თავისიანების, უცხოების შემნახავი და მარჩენალიც, მაგრამ რა მერე? მთელი თავისი წუთისოფელი მოსვენება მაინც არა აქვს! სულაც არ ამშვიდებს და ანუგეშებს ის ამბავი, რომ ასე კაცურად მოიხადა თავისი ვალი; პირიქით, სწორედ ეს ხეთქავს გულზე „აი, რას მივლიე ჩემი სიცოცხლე, აი, რამ შემიკრა ხელ-ფეხი, რამ შემიშალა ხელი, რომ თოფის წამალი ვერ აღმოვაჩინე! ეს რომ არა, ვინძლო უთუოდ თოფის წამალი ან ამერიკა აღმომეჩინა - გადაწყვეტით ვერ ვიტყვი რა, მაგრამ რაღაც კი აღმომეჩინაო!“ სწორედ ესაა ამ ვაჟბატონებში ყველაზე მეტად დამახასიათებელი, რომ მთელი სიცოცხლე მართლაც ვერ გადაუწყვეტიათ, კერძოდ, რისი აღმოჩენა უნდათ ასე და კერძოდ, რისი აღმოჩენისათვის იკლავენ თავს: თოფისწამლისა თუ ამერიკის? მაგრამ რაც აღმოჩენისათვის ტანჯვა და დარდი უგემიათ, მართლაც რომ კოლუმბისა და გალილეის წილად იკმარებდა.

------------------------

      იყავით გულწრფელები და არ თქვათ, რომ არავინ გაგახსენდათ როცა ამ ტექსტს კითხულობდით. მაშ, რაშია ახლა საქმე? ჩვენი საზოგადოება ჩამორჩა საუკუნენახევრით, თუ რასაც ეს კაცი წერს შეუცვლელი ჭეშმარიტებაა? 

ნახვა: 731

ტეგები: Qwelly, ადამიანი, ბლოგი, გამორჩეულობა, დოსტოევსკი, საზოგადოება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters