მოსამართლეების განხილვა, სკოლაში ჩხუბი, ჩანაწერების დასჯილობა, განათლება რეგიონში და აქცია საპატრიარქოსთან

      დასავლეთ საქართველოში საკმაოდ ჩამოთბა და ტემპერატურის კიდევ უფრო მომატებასაც კი პროგნოზირებენ - 21 გრადუსამდე. სიცხე მთავარ ამბებშიც შეინიშნება. ჯერ კიდევ გუშინდელი ამბებით დავიწყოთ, ოღონდ ეს ამბები უკრაინას ეხება და საქართველოს პოლიტიკურ ჩართულობას. დღის მთავარ ამბებს შორის იყო მოსამართლეობა, პრემიერის მრავალმხრივი გამოსვლა, ჩანაწერები და განათლების მომავალი. ასევე საპატრიარქოსთან გამართული აქცია. დღის ბოლოს კი სამწუხარო ამბავი - გურანდა გაბუნიას გარდაცვალება 80 წლის ასაკში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 4 თებერვალი, 2019/

      უკრაინის საეკლესიო ამბები კვირას - გიგი უგულავა კიევში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას და უკრაინის ეკლესიის მეთაურის ინტრონიზაციას დაესწრო. კიევში მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა. საქართველოს ელჩი მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო.

      რელიგიური ძალადობა - იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული დევნის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

      დედაქალაქის მერიის ამბები - კახა კალაძე - თბილისის მერია და გამგეობები დახმარებას პარტიული ნიშნით არ გასცემენ. საკრებულოს ინფორმაციით, ნუცუბიძეზე მიწის ნაკვეთის მონაცვლეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორად, ინტერპრეტირებულად გადაიცა.

      მოსამართლეების დანიშვნა - „ადვოკატთა ასოციაციამ“ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების თაობაზე რეზოლუცია მიიღო. დავით ასათიანი - მივმართავთ პარლამენტს, რომ სამოსამართლო თანამდებობებზე კანდიდატთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმი გამოცხადდეს. კახა კოჟორიძე - "ადვოკატთა ასოციაციას“ რეზოლუციაში მხარი უნდა დაეჭრა მანიფესტისთვის, რომელიც არასამთავრობოებმა და იურისტებმა მართლმსაჯულების გადასარჩენად შეიმუშავეს. ანა დოლიძე - მოსამართლეთა უვადოდ განმწესება რა ფორმითაც შემოიღეს, უდიდესი შეცდომა იყო, რადგან „კლანს“ სრული თავისუფლება მიენიჭა. ანა დოლიძე - მას შემდეგ, რაც დიმიტრი გვრიტიშვილს უზენაეს სასამართლოში გამზადებული ნახტომი ჩაეშალა, მისგან უარესს ველოდები. ნუკრი ქანთარია - მოსამართლეების უვადოდ განმწესებაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე გუნდში მკვეთრი და საწინააღმდეგო პოზიცია არავის აქვს. ირაკლი კობახიძე - საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იქნება. ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეების უვადოდ განმწესებაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა, რომ ამასთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა დაიწყოს. „ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, მოსამართლეთა ნომინირების საკითხზე დეპუტატთა ჯგუფმა ერთობლივი საკანონმდებლო პაკეტი შეიმუშაოს.

      სპორტული ცხოვრება - ზურა დათუნაშვილი - ვდგები ჩემთვის უმძიმესი არჩევანის წინაშე - ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე. მიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციასა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის კონფლიქტის მოგვარების გზად დიალოგს მიიჩნევს.

      საპენსიო ფონდი და მამუკა ბახტაძის სხვა გამოსვლები - მამუკა ბახტაძე - საპენსიო ფონდის გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა წარმოუდგენელია. მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება დამატებითი სიმძლავრეები ენერგეტიკაში, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ულამაზესი ბუნების ხარჯზე. პრემიერმა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის უნიკალური ექსპონატები დაათვალიერა. მამუკა ბახტაძე - 2013 წლამდე დღგ იყო იმ ტიპის გადასახადი, რომელსაც მეწარმისთვის მხოლოდ თავის ტკივილი მოჰქონდა. მამუკა ბახტაძე - ჩვენ სკოლა იმისთვის არ გვინდა, რომ მომავალი თაობა გამოცდებისთვის მოვამზადოთ, არამედ სკოლა გვჭირდება, რათა მომავალ თაობას მივცეთ განათლება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის ძალიან კარგი ფორმატი. დარწმუნებული ვარ, ვენესუელაში ყველაფერი დემოკრატიისა და დემოკრატიული ძალების გამარჯვებით დასრულდება. მამუკა ბახტაძე - უშგულში ტურიზმი სწრაფად ვითარდება, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება.

      კარასინის სიზანტე - გრიგორი კარასინი რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვის საკითხზე - ნუ ელოდებით სწრაფ გარღვევას ამ საკითხში.

      მოჩხუბარი მოსწავლეები და ბავშვთა უფლებები - 61-ე სკოლის დირექცია - მოსწავლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი ხუმრობა გახდა, ჩხუბის შემდეგ მათ მხოლოდ ნაკაწრები აქვთ. მიხეილ ბატიაშვილი - იმედი მაქვს, მოსწავლეებს შორის ჩხუბი აღარ განმეორდება. ირაკლი კობახიძე - ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით უმთავრესი პრობლემაა ბავშვთა მიმართ ძალადობა, ბავშვთა შორის ძალადობა, ბავშვებში სიღარიბის პრობლემა. ირაკლი კობახიძე - ბავშვთა უფლებების კოდექსი, სახელმწიფოში არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, ბავშვის უფლებების რეალიზაციაზე იქნება ორიენტირებული.

      ფარულად ჩაწერის ამბები - კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ფარულ ჩანაწერებზე - თუ დანაშაულის ჩამდენ პირებს ჰგონიათ, რომ შეუძლებელია მათ კვალზე გასვლა, ცდებიან. დიმიტრი ხუნდაძე ფარულ ჩანაწერებზე - ყველაზე მეტი ზიანი ხელისუფლებამ მიიღო. ირაკლი კობახიძე - პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ის, რომ ფარული ჩანაწერების საქმე ბოლომდე გაიხსნას. ირაკლი კობახიძე ფარულ ჩანაწერზე - „აიფონ 5“-ის შესახებ საუბარი მარტივი სპეკულაციაა, ჩანაწერში ტელეფონების გარჩევა შეუძლებელია. დავით მათიკაშვილი - პირველი მიზანი არის, რომ დადგინდეს და დაისაჯოს ფარული ჩანაწერების შემკვეთიც და ჩამდენიც. ეკა ბესელია - სოფო კილაძის განცხადება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს არის მაგალითი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე როგორ არ უნდა საუბრობდეს. კახა კალაძე - ვიდეო არ მინახავს და არ მაქვს მისი ნახვის არც სურვილი, არც ინტერესი - ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ასეთი ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი არ ხდებოდეს. ირაკლი კობახიძე - ფარული ჩანაწერის გავრცელების უკან აშკარად იყო პოლიტიკური ინტერესი, დამკვეთიც სავარაუდოდ, უნდა იყოს პოლიტიკური სტატუსის მქონე.

      განათლება რეგიონებში - მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, რეგიონებში პროფესიული სასწავლებლების რაოდენობის ზრდა იგეგმება. მიხეილ ბატიაშვილი - კერძო სექტორის ჩართულობით, ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება. საპარლამენტო უმცირესობა განათლების მინისტრთან ია კერზაიას საქმეზე და გამოცდების გაუქმების საკითხზე საუბარს გეგმავს. მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენ უნდა გავზარდოთ კადრები, რომლებიც დასაქმდებიან და არა ისინი, რომლებიც ქაღალდის დიპლომს მიიღებენ. მიხეილ ბატიაშვილი - 40 000-მდე ბავშვი გვყავს, რომლებმაც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარეს, რომელთაც უნდა ვაჩვენოთ სწორი გზა და დავაბრუნოთ განათლებაში.

      ტურიზმისვის საუკეთესო ათეულში - The telegraph-მა საქართველო 2019 წლის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა.

      აქცია საპატრიარქოსთან - მიხეილ რამიშვილი - სასულიერო პირებს უფლება არ აქვთ, ადამიანს ზიარებაზე უარი უთხრან - გადახედონ აღთქმას და სჯულის კანონს. მამალაძის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა საპატრიარქოს წინ აქცია გამართეს და კარვებიც გაშალეს მთხოვნით - აზიარონ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი (მამალაძე). ოჯახი დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებას ითხოვს და აცხადებს, რომ დაკავებულის სულიერი მდგომარეობა მძიმეა.

      სავალდებულო დაზღვევა - საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.

      კონკურსანტი ნათესავები - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ნათესავები, რომლებიც ადმინისტრაციაში დასაქმდნენ, თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

საზღვარგარეთულები:

      რომი პაპი არაბეთში - რომის პაპი ისტორიაში პირველად, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა.

      ვაშინგტონი ვენესუელაში - დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა განიხილოს. ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრამპი სამხედრო ძალის გამოყენებით იმუქრება, რაც იმას ადასტურებს, რომ ის სახელმწიფო გადატრიალების სათავეში დგას. ნიკოლას მადურო - ვენესუელა ან აშშ-ს დროშის კიდევ ერთ ვარსკვლავად იქცევა, ან თავისი დროშის ფრიალს განაგრძობს. საფრანგეთმა ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარა. ესპანეთმა, შვედეთმა, დანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და ავსტრიამ ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარა. ნიკოლას მადურო რომის პაპს - ქრისტეს საქმეს ვემსახურები! დაგვეხმარეთ ვენესუელაში დიალოგის განმტკიცებაში!

      უკრაინა ნატოში - პეტრო პოროშენკო - უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს ხუთ წელიწადში მიიღებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 142

ტეგები: qwellynews, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters