ფარული ჩანაწერები ბესელიაზე, განათლება უგამოცდოდ, გათავისუფლებული დეკანი, სტრასბურგის გადაწყვეტილება და ალფეევის მომართვა

      ხეების და წყლის ამბავი არ ვიცი, მაგრამ შედარებით თბილი და მზიანი ამინდებით კი დაიწყო ზამთის ბოლო თვე. იქნებ მომდევნო დღეებიც ასე გაგრძელდე. ამინდი იქით იყოს და აქტუალური თემების სათავეში ძველი და კარგად ნაცნობი ამბავია - ფარული ჩანაწერები და კვლავ ეკა ბესელიას შესახებს. ასევე აქტიურად განიხილებოდა განათლების გამოცდების ამბავი, სტრასბურგის გადაწყვეტილება და ალფეევის განცხადება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 თებერვალი, 2019/

      ნიუსები ეკა ბესელიას მონაწილეობით და ფარული ჩანაწერების ვრცელი თემა - ჩვენ ბოლომდე სოლიდარულები ვართ, როგორც ჩვენი ფრაქციის წევრის, ეკა ბესელიას, ასევე ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც შეიძლება ასეთი უზნეობის მსხვერპლი გახდეს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ განსხვავებულ აზრს ან პოზიციას აფიქსირებს რომელიმე თემაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხს შეეხება. სოფო ქაცარავა - როცა საქმე ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეხება, სოლიდარული ვარ აბსოლუტურად ყველას მიმართ. ეკა ბესელია ფარულ ჩანაწერებზე - არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც მე შემაშინებს, გამაჩერებს ან პოზიციას შემაცვლევინებს, ვიდრე ცოცხალი ვარ. ეკა ბესელია - ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თავად ანგრევენ სასამართლო სისტემას, კრიტერიუმების დაწერა არ შეიძლება. ეკა ბესელია - ჩანაწერების გავრცელების ამბავი სასამართლოს ჯგუფთან ღია კონფლიქტში შესვლას დაემთხვა - მაქვს უფლება მქონდეს შინაგანი განცდა, ეჭვი. პოლიტიკოსების როლში არიან მოსამართლეები, ღია პოლიტიკურ პროცესში შემოვიდნენ და თავისი თავი გაშიფრეს. ნაზი ჯანეზაშვილი პირადი ცხოვრების კადრებთან დაკავშირებით პოლიციაშია დაბარებული. ნაზი ჯანეზაშვილი - ფარული ჩანაწერების გავრცელება ემსახურება კონკრეტული პოლიტიკოსის დისკრედიტაციას და არ არის გამორიცხული, ეს იყოს სწორედ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებული. ეკა ბესელია ფარულ ჩანაწერებზე - შსს-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მექნება, რამდენიმე გვარი მე თვითონ მივაწოდე გამოძიებას. „ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, მათი პარტიის ორი წევრი დააკავეს. დიმიტრი გვრიტიშვილი - იმედი მქონდა, რომ ბესელია სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიას შეწყვეტდა, თუმცა, საპირისპირო ვიხილეთ. დავით მათიკაშვილი - ფარული ჩანაწერების გავრცელებით კმაყოფილი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი. ანრი ოხანაშვილი - ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან დგას ძალა, რომელსაც სახელისუფლებო გუნდში დისონანსის შეტანა სურს. შსს - მოვუწოდებთ საზოგადოებას, შეწყვიტონ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. დავით მათიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე კანონი გამკაცრდეს. ეკა ბესელია - გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს ველოდები, რადგან გამავრცელებლების გარდა, მთავარია ის, ვისგანაც წამოვიდა დანაშაულებრივი განზრახვა. არსებული ინფორმაციით, ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი მომღერალი გიორგი გასვიანია. კახა კალაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე - გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - გიორგი გასვიანს სამსახურში მიაკითხეს და იქ მოხდა მისი დაკავება. ეკა ბესელია დიმიტრი გვრიტიშვილზე - ასეთი ფსიქოტიპის მოსამართლის ხელში ჩვენი მოქალაქეების ყოფნა სახიფათო მგონია. სულხან სალაძე - ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერებით და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ვაჭრობა. გედევან ფოფხაძე ფარულ ჩანაწერებზე - ეს თემა ჩემთვის მოიცავს კონკრეტული მიზნით განხორციელებულ ქმედებებს. სულხან სალაძე - ბოლოს და ბოლოს გვითხრან, რა უნდა შეიცვალოს, ადამიანები, ცილისწამების გამო უნდა წავიდნენ ციხეში თუ სხვა ფორმით პასუხისმგებლობაზეა საუბარი. „ნაცმოძრაობის“ წევრი - მოვითხოვთ, გაათავისუფლონ ჩვენი აქტივისტი და მისი და, ხოლო ეკა ბესელიამ მოითხოვოს ნამდვილი დამნაშავეების დასჯა. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ ნონა ჟორჟაძეს ბრალი წარედგინა. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ მომღერალ გიორგი გასვიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატი - ინგა ხოროიშვილი ვიდეოს რამე სახით გავრცელებას არ აღიარებს. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულის მეგობარი - გიორგი კარაძე და გიორგი ფარცვანია არ არიან ისეთი ადამიანები, რომ ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელონ. ადვოკატი - ინგა და ირმა ხოროიშვილების დაკავებისას არა მხოლოდ მათი უფლებები დაირღვა, არამედ მათი ოჯახის წევრებისაც. სოფო ჯაფარიძე ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე სამართალდამცველების რეაგირებას მიესალმება. სოფიო კილაძე - უნდა მოვახერხოთ, რომ ერთი მხრივ, ადამიანების პატივი და ღირსება დავიცვათ, ხოლო მეორე მხრივ - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. გიორგი მიქაუტაძე ფარულ ჩანაწერებზე - განცხადებებს ვისმენთ, თითქოს სასამართლოდან მოხდა რაღაც დაცული ინფორმაციის გაჟონვა, რაც სიცრუეა. ადვოკატი - ფარული ჩანაწერების საქმეში გიორგი გასვიანის როლი არის მხოლოდ ის, რომ მან ვიდეო ნახა, ვინც კადრები ნახა, ყველა პასუხისგებაში უნდა მისცენ? ეკა ბესელია - ფაქტია, რომ კადრების გავრცელება ემთხვევა სასამართლოსთან დაკავშირებით ღია კონფლიქტს და დაპირისპირებას. ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულების სია გაიზარდოს. ეკა ბესელია - ვისაც მე ვუპირისპირდები, იმ ადამიანებისგან ველოდები ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას. არ იყო სწორი იმ კადრების შერჩევა, ვინც პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეირჩა.

      NDI პოლიციაზე - ლორა თორნტონი - NDI-ის კვლევით პოლიციაში კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

      განათლება გამოცდების გარეშე - მიხეილ ბატიაშვილი - I-VI კლასებში გვაქვს ფანტასტიური შედეგები, რადგან იქ ძირითადი ორიენტაცია არ ხდება საგამოცდო სისტემისკენ. მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი მიზანია, გამოცდა არ იყოს თვითმიზანი. მიხეილ ბატიაშვილი - გარწმუნებთ, მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდების მოხსნის საკითხზე კონსულტაციებს ძალიან სწრაფად დავასრულებთ. ჩვენი მიზანია, ქართულ უნივერსიტეტებში ევროპული სტანდარტის დანერგვას მივაღწიოთ. მარიამ ჯაში საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე - ძალიან ინტენსიურ რეჟიმში უნდა გადავიდეს მუშაობა, სამართლებრივ ასპექტებში როგორ აისახება ცვლილებები. პრემიერი - მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს. მიხეილ ბატიაშვილი - ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს რჩება ისე, როგორც იყო და მას არანაირი ცვლილება არ შეეხება.

      გათავისუფლებული დეკანი - გიორგი ქადაგიძე ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ილიაუნი - უნივერსიტეტში განხორციელებული სტრუქტურულ რეფორმის შედეგად ბიზნესის სკოლას ადმინისტრირებას მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი გაუწევს. გიგა ზედანია გიორგი ქადაგიძის გათავისუფლებაზე - ახალი ფაკულტეტი შეიქმნა, რომელსაც ახალი ხელმძღვანელი დასჭირდება, რაზეც კონკურსი გამოცხადდა. ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, მან პირადი მიზეზების გამო ქვეყანა ერთი კვირით დატოვა, რის შემდეგაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ის რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლა. „ზუსტად ერთი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება ჩემი დროის დიდი ნაწილი დამეთმო განათლების სექტორისთვის, კერძოდ კი, ილიას ბიზნესის სკოლის რეფორმირებისთვის. პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს „მომზადებული“ ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორაგანიზაციას, რომლის შედეგად, სამწუხაროდ, აღარ ვარ სკოლის დეკანი. მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა, სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის.

      ალფეევის მომართვა - ილარიონ ალფეევი - საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს კარგად ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში. საპატრიარქოს შეფასებით, გადაცემაში “ეკლესია და მსოფლიო” მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება, მუქარის შინაარსს იძენს. საპატრიარქო ასევე მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტმა ილარიონმა სრულიად არასწორად გააკეთა აქცენტი კრეტის კრებაზე და დიპტიხთან დაკავშირებით.

      ფეხბურთიდან მერობამდე - ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

      სტრასბურგის გადაწყვეტილება - ომბუდსმენი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, მაშინაც კი, როცა დიდ სახელმწიფოს უპირისპირდები. რუსი სენატორი საქართველოს შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - მექანიზმი გვაქვს, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთში არ აღსრულდეს. რუსი პარლამენტარი - რუსეთმა არ უნდა აღიაროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდის თაობაზე. ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე - ვერ გეტყვით, რა დაესიზმრათ.

      გაზის არჩევანი და რამდენიმე გარდაცვლილი და მოწამლული - ნათია თურნავა - მომხმარებელს შეეძლება, არჩევანი გააკეთოს კონკურენტულ მიმწოდებლებს შორის, თუ ვისგან და რა ფასად შეიძინოს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. მამუკა ბახტაძე - ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები. გაზის გაჟონვის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში 7 ადამიანი გარდაიცვალა და 6 მოიწამლა, ასევე აფეთქება მოხდა პეკინის ქუჩაზე. ნათია თურნავა - ჩვენ ვმუშაობთ კანონმდებლობის გამკაცრებაზე როგორც გაზის სადისტრიბუციო კომპანიების, ასევე ურჩი მომხმარებლების მიმართ. სახალხო დამცველი ბუნებრივი აირის გაჟონვის გახშირებულ შემთხვევებს გამოეხმაურა. გიორგი ქობულია - განვიხილავთ პროგრამას, რომელიც გულისხმობს ენერგეტიკული და მათ შორის გაზის ბაზრის დარეგულირებისთვის უფრო მეტი კონკურენციის შემოტანას.

      საფლავების გაძარცვა - კახეთში 39 სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

      პრეზიდენტის ინიციატივები - პრეზიდენტის ადმინისტრაცია - არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან პროცესის დასაწყისში ყოფნას შეჩვეული, ჩვენ ვცდილობთ, რომ პროცესი სხვანაირად დავიწყოთ. სულხან სალაძე - პრეზიდენტმა დარბაზი მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დატოვა... ვერ გავიგე, შეხვედრა რა მიზანს ემსახურებოდა. მე ვერ ვხედავ ამ ტიპის შეხვედრების გაგრძელების არსს, ვინაიდან ვერ გავიგე მთავარ კითხვაზე პასუხი - დღევანდელი შეხვედრა რა მიზანს ემსახურებოდა,- ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

      კალაძის ინტერვიუ - რა თბილისის ბიუჯეტი?! რეებს ბოდიალობთ?! თბილისის ბიუჯეტიდან როგორ უნდა მომხდარიყო კერძო ფულის შევსება?! – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ჟურნალისტს მრავალჯერ დასმული კითხვის საპასუხოდ. კითხვა „ქართული ოცნების“ ვაკის ოფისიდან დაკარგულ გარკვეულ თანხებს შეეხებოდა. თბილისის მერმა განაცხადა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, თანხის დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. არის თუ არა დაკავებულები, ეს კახა კალაძისთვის უცნობია.

საზღვარგარეთულები:

      ზარალიანი პრეზიდენტობა - დონალდ ტრამპი - პრეზიდენტობა ზარალის მომტანია, ბევრი ფული დავკარგე, თუმცა მიყვარს ჩემი სამუშაო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 161

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters