დავიწყოთ დეკემბრისთვის დამახასიათებელი ამბებით - ამ თვის 15 რიცხვამდე, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია პროგნოზირებული. დღის მთავარი თემა, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კამათები და შეხვედრები, ოპოზიციურ-პოზიციურ-ევროპული განხილვები და რჩევა-შენიშვნების გაცვლა-გამოცვლა იყო.
მოლაპარაკებები ქვეყნის მომავალზე - კარლ ჰარცელი - მოხარული ვარ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეც დაესწრება. ანდრიუს კუბილიუსი - გერმანულ მოდელთან დაკავშირებით მინდა მოვისმინო მმართველი გუნდის პოზიცია, რადგან ეს მოდელი არჩევნების შედეგებს ყველაზე უფრო პროპორციულად წარმოადგენს. სერგი კაპანაძე - ოპოზიციის ლიდერები ევროპარლამენტარებს გავაცნობთ სტრატეგიას, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ხელისუფლება ან განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს და ამას გააკეთებს ჩვენი შეთავაზების მიხედვით, ან პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და მათთვის იქნება უარესი. კახა კალაძე - ხელისუფლებასა და ოპოზიცის შორის, რამდენად კრიტიკულადაც არ უნდა იყვნენ ისინი განწყობილნი, დიალოგი აუცილებელია. მამუკა ხაზარაძე - ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის-პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანა არ მიიღებს იმ კანონს, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. კახა კალაძე - არსებულ შერეულ სისტემაში გვაქვს განსახორციელებელი გარკვეული ცვლილებები და ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ დიალოგისთვი. გრიგოლ ვაშაძე - ევროპარლამენტარებმა ოპოზიციის ყველა ლიდერისგან გვინდა გაიგონ, როგორ "ყვავის" საქართველოში დემოკრატია. გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის მეორე რაუნდზე - რომ გითხრათ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, მოვიტყუები. დავით ბაქრაძე - ჩვენი შეფასებით, კრიზისიდან გამოსავალი არის გერმანული მოდელი, მაგრამ დაველოდებით ოდირის დასკვნასაც და ღია ვიქნებით ამ თემაზე მსჯელობისთვის. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ნაწილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გამართა. გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარებს ძალიან კარგად ესმით, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეშია. რომ ახლა ის მომენტია, როცა ისინი ძალიან აქტიურები უნდა იყვნენ. ვროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი - ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, რომ გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დიალოგის კარგი საწინდარია. ლიეტუველი ევროპარლამენტარი - მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, გაათავისუფლოს ივნისში დაკავებული პოლიტიკური პატიმრები. გრიგოლ ვაშაძე - ჩემი თხოვნა იყო, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა "ქართული ოცნება" აიძულონ წავიდეს დათმობაზე. არჩილ თალაკვაძე - გვექნება განხილვა არსებული შერეული მოდელის ფარგლებში რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად, რაც 2020 წლის არჩევნებს მეტ ნდობას მოუტანს. ირაკლი კობახიძე - კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, ოპოზიციის საქმეა წინადადების წარმოდგენა და დაველოდებით მათ წინადადებას. არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ვმუშაობთ რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ და ჩვენს გეგმებში არანაირად არ შედის რომ რუსეთმა გააფართოვოს თავისი ზეგავლენა თბილისში ან საქართველოს რეგიონებში. გიგა ბოკერია - მოლაპარაკებების ფორმატი არის კარგი შესაძლებლობა, რომ თუ მოეგება გონს ივანიშვილი, აქ გაფორმდეს ეს პროცესი. არჩილ თალაკვაძე - უკვე არის ნიშნები, რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. დავით უსუფაშვილი - მექმნება შთაბეჭდილება, რომ „ოცნება“ უკვე წავიდა ხელისუფლებიდან - რას ნიშნავს ველოდებით რას გვეტყვის ოპოზიცია? ამ ქვეყანას ისინი მართავენ თუ მე და კაკო ასათიანი? არჩილ თალაკვაძე 14 დეკემბრის აქციაზე - ღონისძიება ეძღვნება საქართველოს ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობას და არავითარი კავშირი არ აქვს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ პიკეტებთან. გიორგი ვაშაძე ხელისუფლებასთან შეხვედრაზე - ყინულმა დაიწყო დნობა. არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარების განცხადებებზე - ნებისმიერი პოზიცია, რომელიც ევროპარლამენტარებს აქვთ, არის მიღებული, როგორც ჩვენი მეგობრების პოზიცია. მეც ვიყავი სტუდენტი და კარგად მახსოვს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ფინანსურ ხელმისაწვდომობას, მაქსიმალური კომპრომისი უნდა მოინახოს სტუდენტების სასარგებლოდ. არჩილ თალაკვაძე - მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში განვიხილავთ არსებული შერეული სააარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს. იორგი ვაშაძე - ხელისუფლებასთან მორიგ შეხვედრას შეგვიძლია დავარქვათ "ქართული ოცნების" იძულება დიპლომატიური კორპუსის მიერ - იყოს კონსტრუქციული და დაანებოს თავი დესტრუქციას. მამუკა მდინარაძე - ოპოზიციასთან ვისაუბრეთ მაჟორიტარული მანდატების განაწილების წესზე, რა წესზე შევთანხმდებით და შევთანხმდებით თუ არა, შემდეგი შეხვედრების თემაა. ირაკლი კობახიძე - ახალი იდეა გაჟღერდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება გერმანული მოდელისგან, საუბარია ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანი ოლქებით ჩანაცვლებაზე. გრიგოლ ვაშაძე - არავითარი შეთანხმება არ მომხდარა, მოხდა დათანხმება. მამუკა მდინარაძე - გერმანულ, მის მიმსგავსებულ, ან ე.წ ქართულ მოდელზე საუბარი აღარ ყოფილა, ვინ რა დათმო, როგორ დათმო და რაშია რეალურად საქმე, ადვილი გასაგებია ყველასთვის. დავით უსუფაშვილი - ჩვენ ვთავაზობთ მრავალმაჟორიტარიან საპარლამენტო ოლქებს - შემდეგ შეხვედრაზე ხელისუფლება მოვა პასუხებით. გიგა ბოკერიას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების დამსახურებაა, რომ ხელისუფლება, რომელიც უარს ამბობდა ოპოზიციის შეთავაზების განხილვაზე, მათი წინადადების მრავალმანდატიან კომპონენტს განიხილავს. ნინო ბურჯანაძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაქსიმალურად იყო ზოგიერთების მხრიდან მცდელობა, უარი გვეთქვა დისკუსიის გაგრძელებაზე. ელიზაბეთ რუდი - განვიხილეთ, რომ პოზიტიური და კრიტიკული დიალოგის შენარჩუნებისთვის, თითოეულმა პიროვნებამ და პარტიამ, რომელსაც სურს გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს უნდა გააკეთოს კანონის დაცვით. კარლ ჰარცელი - დიალოგით და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესით არსებობს ნამდვილი შანსი იმ უფსკრულის გარღვევის, რომლის შესახებ ყველამ ვიცით. სოზარ სუბარი - პარლამენტის წევრი რომ ვიყო, „გერმანულ მოდელს“ ხმას არ მივცემდი. ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები „კარგი შეთავაზებაა და ხელისუფლება უნდა დათანხმდეს“. დავით უსუფაშვილი 20 ივნისის აქციაზე - ნურავის უკვირს, თუ საერთაშორისო წრეებს ექნებათ შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ხალხს აბრალდებს იმ დანაშაულს, რის ნიშანწყალიც არ მოიძებნება. შოთა დიღმელაშვილი - 11- ში განვაახლებთ პარლამენტის პიკეტირებას. სერგი კაპანაძე - გუშინდელმა შეხვედრამ გააჩინა შანსი, რომ ივანიშვილი კომპრომისზე წამოვიდეს - ივანიშვილის სიტყვას ბოლომდე ვერ ენდობი, ვიდრე არ გაფორმდება. სერგი კაპანაძე - ევროპარლამენტარები თამამად საუბრობენ პოლიტპატიმრებზე და მზად არიან, ესაუბრონ ხელისუფლებას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი გონს უნდა მოეგონ. კოტე კემულარია - ხელისუფლებამ პრაქტიკულად გამოაცხადა მზადყოფნა, რომ უკან დახევის გეგმას განიხილავს. მამუკა მდინარაძე მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე - ეს შეთავაზება მივიღეთ გუშინ, ამ კვირის განმავლობაში ვიმსჯელებთ ამ საკითხზე უფრო დეტალურად. კარლ ჰარცელი - მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრამ აჩვენა, რომ ორივე მხარე ვალდებულების ერთგულების კვალდაკვალ, შედეგის მისაღწევად საერთო გზას ეძებს.
რუსული კულტ.ცენტრი - გიგი უგულავა - დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს რუსული კულტურის ცენტრი არ სჭირდება - ეს არის ჯაშუშური ცენტრი და მისი ადგილი საქართველოში არაა.
ხმა საპატრიარქოდან - ილია მეორე - მინდა შეგახსენოთ და შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ. მოსახლეობა მიდის საზღვარგარეთ და იქ ემსახურება მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს. პატრიარქმა ჭიათურის და საჩხერის, ასევე მარგვეთისა და უბისის ეპარქიების სასულიერო პირები დააჯილდოვა. მეუფე მელქისედეკი - მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. მეუფე მელქისედეკი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, ყველა იყოს თავისუფალი-დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია. საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნის ინიციატივას მხარს არ უჭერს.
შიდა საოცნებო გაურკვევლობა - კახა კალაძის განცხადებით, ზოგიერთი მაჟორიტარის მხრიდან არსებობს მუქარა, თუ უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიას დატოვებენ. რომან კაკულია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გარკვეული დათმობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
პანკისელების ურჩობა - პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი უხუცესებს უნდობლობას უცხადებს.
საზღვარგარეთულები
ბელორუსიის მომავალი - ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
სანქცირებული რუსეთი - რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალა, მათ შორის 2020 წლის ოლიმპიადასა და 2022 წლის მსოფლიოს თასზე
საგანგაშო აირი - მსოფლიო განგაში - მსოფლიო მასშტაბით, სათბურის აირების ემისიების კონცენტრაციამ ატმოსფეროში საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია.
კაპიტულაცია - სლოგანით „არა კაპიტულაციას“, ზელენსკი-პუტინის შეხვედრის წინ კიევში აქცია გაიმართა.
განსხვავება საბჭოეთისგან - იენს სტოლტენბერგი - ჩვენ მტრების სიას არ ვადგენთ, რუსეთი ჩვენი მტერი არაა, რუსეთი არ არის იგივე, რაც ოდესღაც საბჭოთა კავშირი იყო.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია