დეკემბერი დადგაო და აქციების ჯერ კიდევ არ სცივათ. თვის განზოგებას, მასშტაბური აქციები და გამოსვლებიც კი იგეგმება, მაგრამ ეს მომავლისთვის. დღის მთავარი თემა პრეზიდენტის განცხადება გახდა - უჩვეულოდ, სალომე ზურაბიშვილი ნიუსების მეინსტრიმში მოხვდა. ამჯერად, ქალი მთავარსარდალი ქართულ ჯარზე და უფრო სწორად, ქართულ ძალაზე თუ უძლურებაზე ალაპარაკდა. დღის მთავარი თემა იყო გაბაშვილი-უგულავას აეროპორტის თავგადასავალიც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 11 დეკემბერი, 2019

      როცა პრეზიდენტი საუბრობს ანუ ტრიბუნასთან პრეზიდენტები - პრეზიდენტი - რაღაცა დაკომპლექსებული ერი გავხდით მაშინ, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს - ჩვენ უფრო კარგად უნდა ვმართოთ დღევანდელი რეალობა: სოციალური ქსელები, ინტერნეტი, იმიტომ, რომ იქ იბეჭდება ყველაფერი და არაფერი. ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა. გიორგი მარგველაშვილი - დიახ, საქართველოში პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრებული ადამიანები არიან - გინდათ რურუას, გინდათ ოქრუაშვილის, გინდათ მელიას მიმართ მოტივაცია არის პოლიტიკური. მრცხვენია - ასეთი მდარე პროვინციული ვოდევილის დონეზე როგორ უნდა დავიდეს ის, რასაც ჰქვია საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები. არჩევნებში ხმას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ არ მივცემ, დანარჩენს ვნახავთ, ვინ დარჩება. გაზაფხულიდან დაწყებული კასტინგებია, რომელი შეძლებს კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს. ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი, არ აქვს შეიარაღება და არ გააჩნია არანაირი პერსპექტივა - საჯაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში. ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტმა სამარცხვინო, მოღალატეობრივი და კაპიტულანტური განცხადებისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს, თავდაცვის მინისტრმა კი სასწრაფო განცხადება გააკეთოს. ვანო მაჭავარიანი - ზურაბიშვილის განცხადებით „მეგობარ“ რუსეთს ნამდვილად ექნება ახალი სახალისო თემა - „ოცნებამ“ უნდა ახსნას, მის მიერ თავსმოხვეული პრეზიდენტი რატომ აკეთებს მსგავს განცხადებებს. ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე - ჩვენი ჯარი ჩვენი სიამაყეა - ყველას მინდა მოვუწოდო, როდესაც ვსაუბრობთ ჯარზე, მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ ამას. სოფო კილაძე - ალბათ, პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი. პაატა გიგაური - ზურაბიშვილი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, როდესაც სამშობლოს დამცველებს ფაქტიურად დასცინა და განუცხადა „იარაღი არ გაქვთ და არც გექნებათო“. მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე - ტყუილად ნუ ამართლებთ, რომ ამ ქალმა ენა არ იცის, ან გიჟად არის - მისი განცხადება შეურაცხყოფაა ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების. გია ვოლსკი - პრეზიდენტის განცხადება მე ასე გავიგე, რომ ჩვენი მთავარი იარაღი მაინც განათლება და კულტურაა. მამუკა მდინარაძე - შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მითუმეტეს პრეზიდენტმა. ლევან დავითაშვილი - პრეზიდენტის განცხადება, რაც მე წავიკითხე, არასწორად იყო ინტერპრეტირებული. ნათია თურნავა - პრეზიდენტის განცხადება კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, როგორც სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება ხოლმე. მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ, ქალბატონ სალომეს არ უნდოდა იმის თქმა, რაც თქვა. სალომე ზურაბიშვილი - მცდელობაა, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა იყოს დაკნინებული - ყველა სიტყვა, რომ არაფერი ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, თუ „ლობიოს ჭამაზე”, ხდება საქილიკო. დავით ბაქრაძე - მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეიარაღებული ძალების წინაშე ბოდიში მოიხადოს.

      ქალაქის კალაძისეული მართვა - კახა კალაძის განცხადებით, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება. კახა კალაძე - რეკლამის არასწორად განთავსების გამო, საპატრულო პოლიციის მიერ ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმები სწორადაა გამოწერილი. ირაკლი ხმალაძე - უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება 300 მიკროავტობუსის შესყიდვაზე, რასაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს. თბილისის მერიამ სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა დააფუძნა. კახა კალაძის განცხადებით, კახეთის გზატკეცილზე საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები დასრულებულია და გადაადგილება შესაძლებელია. ირაკლი ხმალაძე - 300 მიკროავტობუსის შესაძენად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. ირაკლი ხმალაძე - დღის წესრიგში მოლაპარაკების ჭრილში დგას „ღაღიძის წყლების“ საკითხი, მაგრამ არა ისე, რომ მალე ვიღაცას გავაგდებთ და მას აღვადგენთ.

      ჩხუბები თუ თავდასხმები? - „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ. ნიკა მელია უგულავაზე თავდასხმის ფაქტზე - ეს იყო ხელოვნურად დადგმული სცენა, რომლის მონაწილე იყო ორი სპორტული აღნაგობის ჯანიანი ახალგაზრდ. სერგი კაპანაძე უგულავა-გაბაშვილზე თავდასხმაზე - ეს მიზნად ისახავდა ვიზიტის ჩაშლას და ძალის დემონსტრირებას ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ. კახა კალაძე გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმაზე - ადამიანების შეურაცხყოფა მიუღებელია, ასევე მიუღებელია ის, რომ ყველა დაპირისპირების დროს „ქართული ოცნებისკენ“ იშვერენ ხელს. დავით ბაქრაძე გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე განხორციელებული თავდასხმის დროულ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. გიგა ბოკერიას განცხადებით, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ნებისმიერ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება“. მაია ცქიტიშვილი უგულავასა და გაბაშვილზე თავდასხმაზე - სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია იმ დაძაბულ ფონთან, რომლის შექმნაშიც ამ ორ ბატონს მიუძღვის წვლილი აგრესიული აქციებით და ქმედებებით. გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის ადვოკატი - კითხვები არსებობს გამოძიებასთან, ვინ იყვნენ ეს პირები,ნამდვილად მიფრინავდნენ თუ არა - იმ ზონაში რა უნდოდათ? გიგი უგულავა - მივდიოდი ლარნაკაში, სადაც უნდა ეჩვენებინათ საბუთები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საგმირო საქმეებს, შეკვეთილ მკვლელობებსა და ფულის გათეთრებას ეხებოდა. გოკა გაბაშვილი - ასლან აბაშიძესაც იგივე ტაქტიკა ჰქონდა, ფიზიკური თავდასხმები ყოველდღიური რუტინა იყო - ამას აკეთებენ აქაც და მოხვდებათ ცხვირში. გიგი უგულავა - ჩვეულებრივი ჩხუბი იყო, ორი კაცი ორ კაცთან ჩხუბობდა, უბრალოდ, ისინი უფრო სპორტულები იყვნენ. გიგი უგულავა - პოლიცია მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს. "თავდამსხმელების ვინაობას არ გვეუბნებიან" - უგულავა და გაბაშვილი გამოკითხვიდან გამოვიდნენ.

      ამერიკული მოდელის 112 - შსს-ს „112“ ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელ ამერიკულ პროგრამას ნერგავს.

საზღვარგარეთულები

      ამერიკა-რუსეთი - მაიკ პომპეო - ლავროვთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის.

      თითქმის სახელმწიფო - წყნარ ოკეანეში მდებარე ბუგენვილის კუნძულები შესაძლოა, ახალი სახელმწიფო გახდეს.

      თურქეთი და ირანი ამერიკის ძალასთან - მევლუთ ჩავუშოღლუ - თუკი აშშ თურქეთის წინააღმდეგ უარყოფით ნაბიჯებს გადადგამს, სამაგიეროს აუცილებლად გადავუხდით. ირანის პრეზიდენტი - ირანი აშშ-ის სანქციებს გადალახავს მათი გვერდის ავლით, ან მოლაპარაკებებით გზით.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 167

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Qwelly World

free counters