ტარიფები იანვრიდან იზრდება. ამჯერად მხოლოდ ელ. ენერგია და წყალი გაძვირდება, მომავალში ვნახოთ სხვა გაძვირებებიც თუ გველის. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს ახალი ტარიფები იყო და ამასთანავე ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი. ბიუჯეტიც დამტკიცდა და სემეკმა ტარიფებიც დაადგინა და მომდევნო 3 წელი არც შეიცვლებაო დღეს ასე ამბობენ. ეპიდემიოლოგები კორონას ახალ შტამს უკირკიტებენ, ჩვენთანაც ხომ არ არისო. ისე კი ასეთი კოვიდსტატისტიკა გვაქვს - 224155 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 208951, გარდაცვლილი - 2443, კარანტინში - 401. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასია 3.2795 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 29 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 25 პაციენტი გარდაიცვალა. პრემიერი - რაც უფრო მალე გვექნება ვაქცინა, მით უფრო სწრაფად დავამარცხებთ ამ ეპიდემიას. გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის მინიმალური სიმპტომების გამოვლენისთანავე ტესტირება ჩაიტარონ. არანაირი სრული ლოქდაუნის და მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა არ არსებობს, ეს არის ჭორი. რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა 1-ელი თებერვლიდანაა შესაძლებელი. უსაფრთხოება აუცილებელი კომპონენტია ქვეყნის განვითარების ნებისმიერი მიმართულებისთვის - ეკონომიკიდან დაწყებული, პოლიტიკით გაგრძელებული. თამარ გაბუნია - ჰოსპიტალურ სექტორშიც იგრძნობა ცალსახა სტაბილიზაციის ნიშნები და შემთხვევების კლება, თავისუფალი საწოლების რაოდენობამ კი 2000-ს გადააჭარბა. დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და ეპიდემიის დაღმავალი ტენდენცია გვაქვს, ამაზე საუბარი ნაადრევია - კარგია, რომ მოლების მუშაობის პროცესში მინიმალური დარღვევებია. სამედიცინო პერსონალისთვის დაწესებული დანამატები ნოემბრის თვის ხელფასში უკვე უნდა აისახოს. ახალ შტამებსაც შეიძლება ველოდოთ და ტალღურ მიმდინარეობას, ვიდრე არ გვექნება ვაქცინაციით შესაფერისი მოცვა. აქცინასთან დაკავშირებით მსოფლიოში უნდობლობის ხარისხი მაღალია - ჩვენი ქვეყანაც გამონაკლისი არ იქნება. კორონავირუსი სწრაფად იცვლება, მასთან მიმართებაში გაურკვევლობის ხარისხი მაღალი დარჩა. ჩვენ დღეს არ გვაქვს ცოდნა, კორონავირუსით ინფიცირების მძიმე შემთხვევაზე კეთილსაიმედო გამოსავალი გვქონდეს. ვაქცინასთან დაკავშირებით მსოფლიოში უნდობლობის ხარისხი მაღალია - ჩვენი ქვეყანაც გამონაკლისი არ იქნება. პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში მედპერსონალის დაინფიცირების დაახლოებით 20 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა. ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. შსს-მ ბოლო 24 საათში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 469 ფაქტი გამოავლინა. პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლის საფუძველზეც, მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა 6-თვით უგრძელდება.

      ტარიფის გაზრდის ამბები - „თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. სემეკის მიერ ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებისთვის დადგენილი ახალი ტარიფები ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. პრემიერის განმარტებით, საკვები პროდუქტების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებს ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი 50%-ით დაუსუბსიდირდება. მთავრობა თბილისში, მცხეთასა და რუსთავში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას წყლის გაზრდილ საფასურსაც დაუსუბსიდირებს. ნათია თურნავა - თუ ტარიფების კორექტირება არ მოხდება, შეიძლება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება რისკის ქვეშ დადგეს. სოზარ სუბარი - მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობას ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდით გამოწვეული ტვირთი შეუმსუბუქდეს. მაჭავარიანი გაზრდილ ტარიფებზე - დაგროვილი წნეხი ერთბაშად მოგვაწვა, რაც საკმაოდ რთულია. დავით ნარმანია - ტარიფზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ - კომპანიები უკმაყოფილო არიან, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება არ მოხდა. დავით ნარმანია - ნონსენსური ვითარება გვაქვს - ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, თან აპროტესტებენ, რატომ ძვირდება ტარიფი, ასე არ გამოვა.

• დამტკიცებული ახალი ტარიფები - სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები შემდეგია: საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ს ჩათვლით: 0 კვტ.სთ-დან - 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 17.731 თეთრი/კვტ.სთ .101 კვტ.სთ-დან - 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 21.707 თეთრი/კვტ.სთ. 301 კვტ.სთ-დან - 26.227 თეთრი/კვტ.სთ; არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ს ჩათვლით: 110-35 კვ. - 28.267 თეთრი/კვტ.სთ; 10-6-3.3 კვ. - 30.879 თეთრი/კვტ.სთ; 0.4 კვ – 31 960 თეთრი/კვტ.სთ.

• თელასის ტარიფი - სს „თელასის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები: საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ს ჩათვლით: 0 კვტ.სთ-დან - 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 18.041 თეთრი/კვტ.სთ; 101 კვტ.სთ-დან - 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 22.053 თეთრი/კვტ.სთ; 301 კვტ.სთ-დან - 26.537 თეთრი/კვტ.სთ; არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ს ჩათვლით: 110-35 კვ. - 27.370 თეთრი/კვტ.სთ; 10-6-3.3 კვ. – 29.646 თეთრი/კვტ.სთ; 0.4კვ. – 32.931 თეთრი/კვტ.სთ.

• წყლის ტარიფი - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყლის“ სამომხმარებლო ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფებია: საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით: გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის - 0.50 თეთრი/მ3 გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) - 4.518 ლარი/სულზე/თვეში არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით - 6.503 ლარი/მ3 შპს „რუსთავის წყლის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები: საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით: გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის - 0.50 თეთრი/მ3 გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) - 3.004 ლარი/სულზე/თვეში არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით - 3.703 ლარი/მ3.

      ბიუჯეტის დამტკიცება - პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცება - დიმიტრი ხუნდაძე - 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი რეალისტურია და მაქსიმალურად აზღვევს პროცესების სწორად მართვას. გია ვოლსკი - ბიუჯეტი არის ოპტიმალური, თუ ვინმეს უკეთესი წინადადება აქვს, მზად ვართ მოვისმინოთ, მაგრამ ჯერჯერობით დესტრუქციული შემოტევების გარდა ვერაფერს ვხედავთ. არჩილ თალაკვაძე კოლეგებს მიმართავს, მოქალაქეებს მაქსიმალურად მიაწოდონ ინფორმაცია, რა ძირითად მიმართულებებს ითვალისწინებს 2021 წლის ბიუჯეტი. ივანე მაჭავარიანი - პანდემიის გავლენამ ჩვენს ფისკალურ მაჩვენებლებზე 7 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ანტიკრიზისული გეგმით მოქალაქეთა დახმარებისთვის 2020-2021 წლებში ჯამში, გამოყოფილია მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი. საქართველოს ეკონომიკის დანაკლისი 800 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება. ირაკლი მეზურნიშვილი მინისტრს - რა სცენარის მოლოდინი გაქვთ, რომ შევძლოთ საგარეო ვალის ეტაპობრივად შემცირება? მაჭავარიანი - ფისკალური რისკების სწორად მართვა დაგვიცავს დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი ვალის ზრდისგან. ბექა დავითულიანი - უნდა განვსაზღვროთ, სახელმწიფო ეკონომიკის აღმდგენი გენერატორის როლს თავის თავზე იღებს, თუ ამ როლს კერძო სექტორს ვაძლევთ? მინისტრი - ევროპა და აშშ შეიძლება უკეთეს აკეთებენ თანხით, ციფრით, მაგრამ არა იმ მიმართულებების აღმოჩენით, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ეფექტურად უნდა დავხარჯოთ ყოველი თეთრი. 2021 წელი პრივატიზაციაში გარღვევის წელი ალბათ, ვერ იქნება. ვალის ნიშნულზე - გვაქვს შანსი, რომ 60%-დან 50%-ზე ჩამოვიდეთ, ეს იქნება ძალიან დიდი გამარჯვება. თანხა, რომლითაც ბიუჯეტიდან გადასახადი უნდა დასუბსიდირდეს, ყველა სამინისტროდან “მისხალ-მისხალ ააგროვეს”. კაპიტალური ხარჯები აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და ამ მიმართულებით მაღალი ხარჯების შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ადეკვატური ბიუჯეტი იმ გამოწვევების კონტექსტში, რაც დღეს გვაქვს. ბექა ლილუაშვილი - ახლა განვიხილავთ არა მხოლოდ მომდევნო წლის ბიუჯეტს, არამედ მომდევნო 3-4 წლის ეკონომიკის მთავარ ინსტრუმენტებს, თუ როგორ ვუპასუხოთ მთავარ გამოწვევას. მაია ბითაძე ფინანსთა მინისტრს - როგორია მთავრობის ხედვა „მწვანე ბიუჯეტთან“ დაკავშირებით? სოზარ სუბარი - მთავარი საფიქრალი დღეიდან პოსტკრიზისული აღდგენა უნდა იყოს.

      მომავალი ევროკავშირში - დავით ზალკალიანი - საქართველომ 2021-2027 წლების საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგზე მუშაობა დაიწყო

      პარლამენტის კრიზისი თუ სილაღე - პრემიერი - პოლიტიკური კრიზისი მოკლევადიანია და ამას კრიზისს ვერც დავარქმევდი - გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა შესვლაზე უარი. შეთავაზება მექნებოდა ერთი: დროზე შევიდნენ პარლამენტში. სერგი კაპანაძე - თუ პრემიერი ვერ ხედავს პოლიტიკურ კრიზისს, პარლამენტს შეხედოს და დაინახავს ვინ არიან იქ წარმოდგენილი. დავით სერგეენკო - ბოლო დროის მოვლენები აჩვენებს, რომ ოპოზიციას ერთიანი ფუნდამენტი არ აქვს და მათი ერთიანობა გარკვეული მიზნისკენ იყო მიმართული.

      „დამამშვიდებელი“ პროგნოზი - ნათია თურნავა - არ გამოვრიცხავთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს - შემდეგი ერთი წელი იქნება პოსტკრიზისული წელი, ყველაზე მძიმე. გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში პურ-პროდუქტების მწარმოებლებისთვის კომერციული გაზის ფასების ზრდა მოხდეს

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 348 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 27 002 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 562 ადამიანი გარდაიცვალა. ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის კლინიკური ცდა დაიწყო. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა.

      მიწისძვრა ხორვატიაში - ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 101

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: იანვარი 22, 2021||10:36pm

მგონი ეგენი გადაყვნე  მაგ ქეიფებს და ამიტომ არ გვიხსნიან ამ შეზღუდვებს (( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters