დილა შემომეპარა მამლის ყივილთან ერთად და თავი მძიმედ ავწიე ბალიშიდან.. კვლავ მარტოობის შეგრძნებითა და უარაფრო გრძნობით გათენდა. იშვიათად თენდება ასე, მაგრამ მაინც თენდება.. ვიცოდი, რომ დღეს არაფერი მოხდებოდა განსაკუთრებული. მოვემზადე და უხალისოდ გავუყევი გზას უნივერსიტეტისაკენ.

   გზად ხალხს ვუყურებდი და ვერაფერს ვამჩნევდი, გაყინული თვალებით იყურებოდნენ და ვერც სიხარულს ამოიკითხავდი მათგან და ვერც - წუხილს.. გვერდი ვიბრუნე და ფანჯრიდან დავიწყე ყურება. ქალაქიდან უკვე გასულები ვიყავით. ოო, რა მაგარია სოფლებში ჩამოუთოვია.. თოვლის დანახვამ ცოტაოდენ გამახალისა. გაშიშვლებულ ხეებს თეთრად შეემოსათ ტოტები და ანათებდნენ. ნაძვები ჭაღარა მოხუცებს ჰგავდნენ, ლამაზი სანახავი იყო.

   მივდიოდი და სევდა და თოვლი თან მომყვებოდა. კავკასიონი მედგრად, შეუპოვრად იდგა ბურუსიც თან ახლდა. ალბათ მასაც აწუხებდა რაიმე და გახვეული იყო თავის სადარდებელ-საფიქრალში. რავიცი...  როგორც ჩანდა, სოფელში მცხოვრებლებს უკვე დაუმუშავებიათ კუთვნილი მიწები. გაზაფხული გამახსენდა, ნაზამთრალი მიწის გამოღვიძება და წვიმის შემდეგ სურნელი მიწის.. თოვლიდან ენძელების აღმოცენება და იმედად ჩამესახა გულში. მერე ვიფიქრე, რომ თოვლი, სიცივე, ყინვაც ხომ დამაბრკოლებელ მოვლენად ითვლება ყვავილებისთვის?! კვირტებისთვის?! მაგრამ მაინც დგება გაზაფზული და სიმშვიდე ისადგურებს.
ადიდებული მდინარეებიც წყნარდებიან და უბრუნდებიან თავიანთ კალაპოტს.. 

   ცხოვრებაში მოსული განსაცდელებიც ალბათ იმიტომ გვეძლევა, რომ გამოვიღვიძოთ და ვიპოვოთ ჩვენი თავი.

ნახვა: 330

ტეგები: Qwelly, ilura, ბლოგი, დღე, ილურა

ამ ბლოგ პოსტზე კომენტარები გამორთულია ან თქვენ არ გაქვთ დაკომენტარების უფლება, ვინაიდან არ ხართ ავტორის მეგობართა სიაში.

თათია: დეკემბერი 13, 2016||7:54pm

მადლობა მაიკო, რამდენი ხანია არ მომისმენია, აღარც მახსოვდა :) ♥

თათია: დეკემბერი 13, 2016||8:05pm

გეთანხმები, გასამხიარულებლად გამოდგება :D

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters