შავი ზღვის ფსკერზე გამეფებული სიბნელე ბევრ საიდუმლოს ინახავს. სადაც ჟანგბადიც არაა, ე.წ „მკვდარი ზონა“, მეცნიერთათვის ყოველთვის საინტერესო შესასწავლია, როგორც წარსულის ხეულხლებელი ადგილი. არქეოლოგები დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდნენ, რომ იქაურობა შესაძლოა გემების სასაფლაოს მალავდეს.
შავი ზღვის საზღვაო არქეოლოგიის პროექტი, რომელიც საუთჰემპტონის ცენტრის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვევართა გუნდის ინიციატივით დაიგეგმა, მოიცავს კვლევებს, წყლით დაფარული უძველესი ლანდშაფტებისა, რომლებიც ბოლო გამყინვარების შემდეგ წაილეკა. კარტოგრაფიული ექსპედიციები ჩატარდა ბულგარეთის სანაპიროსთან, შავი ზღვის ფსკერზე 1800 მეტრის სიღრმეზე. სამგანზომილებიანი უახლოესი ტექნოლოგიის გამოყენებით წყალქვეშა ხმელეთზე ოსმალეთის და ბიზანტიის იმპერიის დროინდელი 40 გემი აღმოაჩინეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შავ ზღვას უძველესი დროიდან ჰქონდა დიდი კომერციული მნიშვნელობა.
პროფესორ ჯონ ადამსის თქმით ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენები მეცნიერებს საშუალებას მისცემს მეტი გაიგონ შავი ზღვის უძველესი რეგიონების ცხოვრების და კულტურის შესახებ.
მკვლევარებმა გამოიყენეს ორი დისტანციურად მართვადი საშუალება, მათ დაამყარეს ახალი რეკორდი წყლის სიღრმეში ჩასვლის (1800 მეტრი) და მუდმივი სიჩქარის (7 მილი საათში). აღმოაჩინეს 40-ზე მეტი გემი, რომელთაგან ზოგიერთის ტიპი აქამდე უცნობი და შეუსწავლელია.
ბიზანტიის და ოსმალეთის იმპერიების დროინდელი 40-ზე მეტი გემი, მათ შორის აქამდე გემის უცნობი ტიპები. სურათზე გამოსახულია ოსმალეთის იმპერიის დროინდელი გემი.
კვლევაში გამოიყენებოდა ორი დისტანციურად მართვადი საშალება. სურათზე გამოსახულია ბიზანტიური პერიოდის გემი.
ჩაძირული გემები განეკუთვნებიან შუა საუკუნეების პერიოდს. ამ სიღრმეზე ჟანგბადის არარსებობის გამო ისინი არ არიან დაზიანებული დროთა სვლის მიუხედავად.
დისტანციურად მოქმედი ტრანსპორტის საშუალებით გადაღებული მაღალი ხარისხის ფოტოები, სადაც ასახულია გემის დეტალები (ოსმალეთის იმპერიის დროინდელი გემი).
სანამ ძირითადი აქცენტი იყო გაკეთებული გეოფიზიკურ კვლევებზე, გაჩნდა ახალი მოსაზრებები შავი ზღვის სანაპიროებზე დასახლებულ ხალხთა შესახებ.
გემი საიდანაც ახორციელებენ ყველაზე მოწინავე წყალქვეშა კვლევებს.
დისტანციურად მართვადი მანქანა, რომელსაც უწოდებენ „მუშათა კლასის მხარდამჭერს“, ოპტიმიზირებულია მაღალი ხარისხის რეზოლუციის ლინზებით და იღებს 3D ფოტოებსა და ვიდეოებს.
პროექტის ფარგლებში გამოკვლეულია უკვე 1250 კვ.კმ.
ტოპოგრაფიის აპარატი 4-ჯერ მეტი სიჩქარით გადაადგილდება. ასევე, აქვს განათება, მაღალი ხარისხის აპარატურა და ლაზერული სკანერი.
როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ძველი საბერძნეთის, რომის და ბიზანტიის იმპერიის კოლონიური და კომერციული საქმიანობა მჭიდრო კავშირში უნდა იყოს შავ ზღვასთან.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია