საკანონმდებლო დადგენილებები, სააკაშვილის ადვოკატები, ჯეველინების მიღება-ჩაბარება და მსოფლიო გიგანტები

      ახალი წლის დღეებისთვის დედაქალაქიც იწყებს მზადებას და ხელისუფლებაც ცდილობს მოასწროს საქმეები - ამტკიცებენ ბიუჯეტს და კანონპროექტებს, ასევე მთავრობის ოპტიმიზაციას აგვარებენ. სააკაშვილი ორ ქვეყანაში სამართლებრივ ბრძოლაშია, მაგრამ მაინც მერობაზე უჭირავს თვალი. საზ.მაუს პირადი ბიზნესის ქონა-არ ქონას უპრობლემებენ, ისლამური სახელმწიფო ამერიკას ემუქრება, ამერიკა კიდევ, ჩვენთვნს მოყიდულ ჯეველინებს უკან იბრუნებს!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 დეკემბერი, 2017/

      ბიუჯეტი, პარლამენტი, კონსტიტუცია და მთავრობა - პარლამენტმა 113-ხმით, მომავალი წლის სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ დადგენილება დაამტკიცა. ირაკლი ნადირაძე - თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ შრომის ანაზღაურება 5 მლნ ლარით შეამცირეს, 15 მილიონით გაიზარდა ბიუროკრატია. გია ვოლსკი - საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში ოპონენტების მხრიდან კრიტიკის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ. სერგო რატიანი - ამ კონსტიტუციის მიმართ პრეტენზია აქვს ყველას: ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოებას. პარლამენტმა პირველი მოსმენით კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მიიღო. მამუკა მდინარაძე - ჩვენ დღეს მხარი დავუჭირეთ პოზიტიურ კონსტიტუციას.

      დედაქალაქის ამბები - დავით უთმელიძე - 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი მორგებულია თბილისელებზე, ჩვენი გუნდის წინაასაარჩევნო დაპირებებზე. ირაკლი ბენდელიანი - თბილისის მერის ხუთი მოადგილის შტატი არსებობს, თუმცა დღეისთვის კახა კალაძე სამი მოადგილით არის წარმოდგენილი. საკრებულოში თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის კულტურულ და გარემოსდაცვით პრიორიტეტებზე იმსჯელეს. კახა კალაძის განცხადებით, არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც თბილისში სოციალურად დაუცველი ადამიანები ჩამოჰყავთ და უკანონოდ მითვისებულ მიწებზე შენობებს აშენებენ.

      განათლება მომავალ თაობაში - განათლების სამინისტრომ ქუთაისში მოსწავლის ცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო.

      უცნობის საქმე - კონკურენციის სააგენტო გია გაჩეჩილაძის საჩივარზე მოკვლევის დაწყების ან უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას 30 დღის ვადაში მიიღებს. გია გაჩეჩილაძის სიძემ, კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა. სიტროენ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი - როდესაც პრემიერი ამბობს, მე გადავდგები თუ ეს დადასტურდა, ეს არის წნეხი ყველა იმ ორგანოზე, რომელმაც საქმე უნდა გამოიძიოს.

      სააკაშვილი და საქართველო - საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. მას სოფიო გოგლიჩიძე დაიცავს. სახაზინო ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებას შევეცდები. „ნაციონალურმა მოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პროკურორი - სააკაშვილის ახალი ადვოკატი უნდა გაეცნოს 22 ჩვენებას და 2 საათიან სიუჟეტებს, რისთვისაც ერთ კვირიანი ვადა საკმარისია. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება თბილისის გარდა სხვა დიდ ქალაქებშიც მოხდება. ნიკა მელია - არის კონკრეტული დავალება, რომ მიხეილ სააკაშვილს წლის ბოლომდე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანონ და ამით დაეხმარონ პეტრო პოროშენკოს. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი ვალდებული არაა დაკითხვაზე გამოცხადდეს.

      ჭრელო პეპელას ეფექტი? - „რესპუბლიკელი“ სენატორი რენდ პოლი საქართველოსთვის Javelin-ების მიყიდვის დაბლოკვას ითხოვს. ლევან იზორია - სენატორებისა და კონგრესმენების უმრავლესობის განწყობაა, მხარი დაუჭიროს Javelin-ების საქართველოსთვის მიყიდვის გადაწყვეტილებას. ლევან იზორია - Javelin-ი არ არის მიმართული არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ და მისი ერთადერთი მიზანი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაა.

      მკვლევარი საია - საია-ს კვლევის თანახმად, 2012 წლიდან საჯარო მოსამსახურეების მიერ სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ 382 სარჩელია შეტანილი. კვლევის თანახმად, საჯარო მოხელეების გათავისუფლებისთვის სამინისტროების მიერ გადახდილი თანხა 373 038 ლარს შეადგენს. საია - საჯარო მოხელეების გათავისუფლების თაობაზე 153 შემთხვევაში სასამართლო დავა დასრულებულია, 161 შემთხვევაში დავა გრძელდება.

      ტელევიზია - რომან კაკულიას განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობის მინიჭება სამართლიანი მიდგომა არ არის. ლევან კობერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების დამატება სხვა მედიასაშუალებებს სარეკლამო ბაზრის გარკვეულ ნაწილს წაართმევს. დავით ჭიჭინაძე - გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს. მამუკა მდინარაძე - “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე აზრთა სხვადასხვაობა სწორი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. რომან გოცირიძე - „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ელემენტარული რეიტინგი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს? წელს 2%-მდე დავიდა რეიტინგი და გაუთანაბრდა ”მარაოს” რეიტინგს. ეკა ბესელია - ჩვენ უნდა დავეხმაროთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც ბიუჯეტიდან აქვს დაფინანსება, რომ ის ამართლდებდეს იმ მიზანს, რისთვისაც არსებობს. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცეს.

საზღვარგარეთულები:

      ბიბლიური ქალაქი, მშვიდობის ქალაქი - ილჰამ ალიევი დონალდ ტრამპს იერუსალიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. “ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა. ”ისლამური სახელმწიფო” ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო აშშ-ს ემუქრება.

      სააკაშვილი და უკრაინა - იური ლუცენკო - მიხეილ სააკაშვილს არა კურჩენკოს ფულით სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, არამედ ამის ხელშეწყობაში ვადანაშაულებთ. უკრაინელი პოლიტოლოგი - სააკაშვილი ახლა ისევე მოქმედებს, როგორც ლენინი 1917 წელს. მიხეილ სააკაშვილი - იცით, რაზე ვოცნებობ? ოდესის მერობაზე. მიხეილ სააკაშვილი - „ისინი“ მეუბნებიან - გიყიდით ბილეთს ნიდერლანდებში ან ერთწლიან საგზურს მალდივებზე, ოღონდ თავი დაგვანებე. მიხეილ სააკაშვილი - ვერა და ვერ დამივიწყა პუტინმა! მიხეილ სააკაშვილი - პუტინს ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს - ნაკურთხი ჯვრის.

      რუსეთი და უკონკურენტო პრეზიდენტი - დიმიტრი პესკოვი - პრეზიდენტობის ბევრ კანდიდატს ვხედავთ, მაგრამ ვერ ვხედავთ ვლადიმერ პუტინის კონკურენტებს.

      პუტინთან ინტერვიუდან - ვლადიმერ პუტინი - ტრამპის გარემოცვასთან რუსების კავშირების შესახებ ინფორმაცია ტრამპის ოპონენტებმა გამოიგონეს. ვლადიმერ პუტინი - რასაც სააკაშვილი აკეთებს, უკრაინელი და ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა - ისეთი საცოდავი სანახავია, რომ გული მისკდება. ვლადიმერ პუტინი - თუ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, რუსეთში „მაიდნები“ მოხდება, ქუჩებში კი „სააკაშვილები“ ირბენენ.

      იემენის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა.

      სომალიში პოლიციის აკადემიაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 215

ტეგები: qwellynews, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOexp:Diablo 4 Quest Guide:Shouldering the Load of Phantoms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 24, 2026.
საათი: 10:40am 0 კომენტარი

In Diablo 4: Season 12 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters