გუბერნატორების ცვლილება, რეკლამების აკრძალვა, კახეთის სტიქია, მერკელის მოლოდინი და საინტერესო საქ. სტატი

      სანამ აგვისტო სიგრილეს არ გვაკლებს, ქვეყანა ახალ გუბერნატორებს ეგებება, რომელიც დღეს მინისტრმა წარადგინა. ამასთანავე, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა ახალი რიცხვები გამოაქვეყნა და უმუშევრობის შემცირებაზე ისაუბრა. შესავალს ისევ ამინდით დავასრულებ, რადგან კახელებს წელს განსაკუთრებული განსაცდელი დაატყდათ და რთველი უკვე დაიწყეს. როგორც პროგნოზისტები იტყობინებიან, სააგვისტო ამინდები უფრო საგაზაფხულომ შეცვალა და წვიმები აპრილივით მოაყარა - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-23 აგვისტოს არამდგრადი ამინდი უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 აგვისტო, 2018 /

      ახალი გუბერნატორები - პრემიერ-მინისტრმა 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები დანიშნა - მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი - შალვა კერესელიძე; ქვემო ქართლი - შოთა რეხვიაშვილი, სამცხე-ჯავახეთი - ბესიკ ამირანაშვილი, შიდა ქართლი - გიორგი ხოჯევანიშვილი, სამეგრელო - ზემო სვანეთი - ალექსანდრე მოწერელია, გურიის გუბერნატორის თანამდებობა ზურაბ ნასარაიამ ჩაიბარა. იმერეთი რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე იქნება. რწმუნებულებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებლებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს - აღნიშნა პრემიერმა. ნინო ვიბლიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. მამუკა ბახტაძე ახალ გუბერნატორებზე - ჩვენ მიერ შერჩეულ ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი კვალიფიკაცია და ენთუზიაზმი ქვეყანას მოახმარონ. სოზარ სუბარი - პრემიერ-მინისტრმა ახალ გუბერნატორებს დავალებები მისცა იმ გამოწვევების შესახებ, რაც ქვეყნის თითოეულ მხარეში დგას. ქუთაისის გუბერნატორის გათავისუფლების შემდეგ - სოზარ სუბარი - მერაბ ჭანუყვაძე რჩება ჩვენს გუნდში და ის თბილისში, ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში გადმოვა. გურიის ახალი გუბერნატორი - მოსახლეობას ვპირდები, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გურიამ იგრძნოს უკეთესი ცხოვრება. შოთა რეხვიაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, თვითმმართველობასა და ქვემო ქართლის მოსახლეობასთან ერთად მივაღწევთ რეგიონის სწრაფ განვითარებას. ზაზა გაბუნია - გუბერნატორებმა უნდა იქონიონ ძალიან ძლიერი ხიდის ფუნქცია მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. იმერეთის ახალი გუბერნატორი - საკმაოდ ბევრი გამოცდილება დამიგროვდა და შევეცდები მთელი ეს გამოცდილება ჩემს რეგიონს მოვახმარო. ირაკლი კობახიძე - თუ გუბერნატორებს უწუნებენ პოლიტიკურ ლოიალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით რა არის გუბერნატორის ინსტიტუტი. მაია ცქიტიშვილი - ყველა გუბერნატორი, რომელიც შეირჩა, თავისი საქმის და რეგიონის სპეციფიკის მცოდნეა. რომან გოცირიძე - როცა პარტიის შემომწირველი თანამდებობაზე ინიშნება, ეს არის კორუფცია.

      ტყის ჭრა ანუ ანდაზების საწინააღმდეგოდ - დავით ჯიქია - წყნეთის ტყის ტერიტორიაზე ხეების უკანონო ჭრა და სამშენებლო ნებართვების გაცემა მიმდინარეობს.

      ახალი პრეზიდენტი - გია ხუხაშვილი - ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაში გადადის, სადაც მაფიოზური მმართველობა ჩამოყალიბდა. გამოკითხულთა 54 % მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი არ უნდა დაუჭიროს. „თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდში მოსახლეობას პრეზიდენტის არჩევნებზე კახა კუკავას კანდიდატურა წარუდგინა.

      საზღვრების შემცირება - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთაში საქართველოს საზღვრები რუსეთმა გადმოწია. შსს დიკლოს მიმართულებით რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

      ქაოსური კურორტები - მამუკა ბახტაძე - საქართველოს რამდენიმე კურორტზე განაშენიანება ქაოსურად განხორციელდა. მაია ცქიტიშვილი - შემუშავებულია ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ამ კურორტს მივუდგეთ ერთი კონცეფციის ფარგლებში.

      კახეთის სტიქია - სეტყვა - ლევან დავითაშვილი - დაზარალებულ მოსახლეობას ფულადი კომპენსაციით ვერ დავეხმარებით, თუმცა ქარხნებთან შედგა მოლაპარაკება, რომ დაზიანებული მოსავალი ჩაიბარონ. დაზარალებული ფერმერები - ქარხნები ჩაიბარებენო, რომ გვითხრეს, ვისაც სრულად გაგვინადგურდა, ჩვენ რა უნდა ვქნათ?! ახმეტის მუნიციპალიტეტის სეტყვით დაზარალებულმა მოსახლეობამ ყურძნის კრეფა ნაადრევად დაიწყო. რთველის საკოორდინაციო შტაბში კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო. დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, კახეთში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარონ.

      ხარვეზები ინვენტარში და აუდიტის სხვა საქმეები - აუდიტის სამსახური სასჯელაღსრულების სამინისტროში ქონების ინვენტარიზაციის კუთხით დაფიქსირებულ ხარვეზებზე საუბრობს. აუდიტის სამსახური - აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს „კალას“ გარკვეული უძრავი ქონების შესაძენად უკონკურენტო გარემო შეუქმნა. აუდიტის სამსახურში წინასაარჩევნო მონიტორინგთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციათა საკონსულტაციო კომისიამ მუშაობა დაიწყო.

      რეკლამებზე შეზღუდვები - ლევან გოგიჩაიშვილი - იმედი მაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს იტყვის ეთერში სათამაშო ბიზნესის რეკლამირებაზე. ლევან გოგიჩაიშვილი „პალიტრა მედიას“ საკუთარ სარეკლამო სივრცეში აზარტული თამაშების რეკლამირებაზე უარის თქმისთვის მადლობას უხდის.

      შეზღუდვები გამსესხებლებს - დღეიდან ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდა.

      ლარის ავან-ჩავანი - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5558 ლარი გახდა.

      მერკელის მოლოდინი - სოფიო ქაცარავა - ანგელა მერკელის ვიზიტი გერმანია-საქართველოს თანამშრომლობას სულ სხვა საფეხურზე გადაიყვანს. დიმიტრი ცქიტიშვილი - რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერის საქართველოში ჩამოსვლა კონკრეტული მხარდაჭერის სიგნალია. ირაკლი კობახიძე - გერმანია არის საქართველოს მხარდამჭერი და ეს დასტურდება იმითაც, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ეწვევა. სალომე სამადაშვილი - საქართველოს საკითხი გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე არ განხილულა, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. დავით ზალკალიანი - ანგელა მერკელის ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო მუდმივად არის გერმანიის პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებში.

      პოლიციის გამოცდები - შსს-ს სისტემაში მომუშავე ყველა გამომძიებელი პოლიციის აკადემიაში გადამზადდება, კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში კი გამოძიების პროცესს ჩამოშორდება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც შსს-ს აკადემიაში გამოცდები ვერ ჩააბარეს, სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

      უმუშევარი კაცები და სხვა სტატისტიკა - საქსტატის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. მთლიანობაში, საქართველოში უმუშევრობა მცირედით შემცირდა. იანვარ-ივლისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 872.9 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა. 2018 წლის ივლისში კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე ფასები შემცირდა, თუმცა წინა წელთან შედარებით - გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი. საქსტატი - 2018 წლის ორი კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 127,7 ათასი სული პირუტყვი, ფრინველის რაოდენობა კი 2366,6 ათასი ერთეულით განისაზღვრა. საქსტატის მონაცემებით, მეორე კვარტალში საქართველოში 29 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა. იანვარ-ივლისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა, 417.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 20.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ეკატერინე მიქაბაძე – უმუშევრობის შემცირება მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს.

      მეტროსადგურების ახალი რეაბილიტაციები, ქალაქზე ზრუნვის ბლოკი ჩვენს ნიუსებში - მეტროსადგურებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

      პრეზიდენტი და მოსამართლეების გადაჯაჭვული ბლოკი - გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. პრეზიდენტი - მინდა გამოვრიცხო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის პოლიტიკური და კლანობრივი აფილაცია. ეკა გიგაური - პრეზიდენტმა თქვა, რომ შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ვერ გავიგეთ, როგორ უნდოდა კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩვენი ჩართვა. სულხან სალაძე - პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს კანდიდატი მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი, რომელსაც საუკეთესოდ თვლიდა, ბოლომდე არ იყო გაზიარებული.

საზღვარგარეთულები:

      თურქული სიმამაცე - ანკარაში აშშ-ს საელჩოს შენობას ესროლეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენს ეკონომიკაზე თავდამსხმელთა მიზანი თურქეთისა და მისი მოქალაქეების მუხლებზე დაყენებაა.

      არჩევა სამ თვეში - საპარლამენტო არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ ერაყის უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები აღიარა.

      გატაცება და გათავისუფლება ავღანეთში - ავღანეთში „თალიბანის“ წევრებმა სამი ავტობუსის მგზავრები გაიტაცეს. ავღანეთის ხელისუფლებამ „თალიბების“ მიერ გატაცებული 149 ადამიანი გაათავისუფლა.

      ირანიზაცია - ჯონ ბოლტონი ბენიამინ ნეთანიაჰუს - ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების აღკვეთა აშშ-ს უმთავრესი პრიორიტეტია.

      ამერიკა რუსეთი - დიმიტრი პესკოვი - პუტინს აშშ-სთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანა სურს, თუმცა მათი მხრიდან ანალოგიური სურვილის არარსებობის შემთხვევაში გლოვას არავინ დაიწყებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 241

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: აგვისტო 21, 2018||10:21pm

ეტყობა, შვილებისთვის ტყი შენახვაზე არ ფიქრობენ ((

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Arc Raiders: Frozen Trail Loadouts, via U4gm

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: სექტემბერი 11, 2026.
საათი: 11:16am 0 კომენტარი

ARC Raiders turns every trip beyond the walls into a careful balance between curiosity and survival. The…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters