ალბათ ბევრმა ადამიანმა არ იცის რომ გუგლით სარგებლობით youtube-ის გამოყენებით და facebook-ზე რეგისტრაციით თქვენ ასე ვთქვათ ერთგვარ ხელშეკრულებას აფორმებთ თანხმდებით თქვენი პირადი ინფორმაციის გაზიარებას და გაყიდვას.

      გუგლი მრავალ ხერხს მიმართავს იმისთვის რომ ჩვენზე მეტი ინფორმაცია გაიგოს მას ჩვენ თავადვე ვაწვდით სახლეს გვარს, ტელეფონს იმეილს, სქეეს, ლოკაციას იგი ინახავს ყველაფერს საძიებო სიტყვებით დაწყებული გადაადგილებით და პირადი მიმოწერით და რავიცი რითი აღარ დამთავრებული .

      ცოტა უფრო მეტად რომ გავშალოთ თემა საჭიოა საკითხს უფრო კომპლექსურად მივუდგეთ ამიტომ მივყვეთ თანმიმდევრულად, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა არსებობა დიწყეს და აგრძელებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკა კაპიტალისტური ქვეყანაა და საერთოდაც კაპიტალისტურ სამყაროში სიტყვა უფასო რასაც ნიშნავს მოგეხსენებათ, ხოლო ყველა ზემოთ აღნიშნულ სერვისს ისინი უფაოდ გვაწვდიან როგორ ხდება ეს? ისინი დიდძალ თანხებს ხარჯავენ ამ ინფორმაციის მოპოვებაზე და შემდეგ შენახვაზე და ეს ყველაფერი იმიტომ რომ არ ხდება რადგან ჯიგრები არიან ალბათ გასაგებია. თუ ვინმემ უკვე რაიმეში ეჭვი შეიტანეთ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ გუგლის ბრაუზერში დააჭიროთ მარჯვენა ღილაკს (მაუსის) ჩამოშალოთ კონტექსტური მენიუ და დააჭიროთ inspect თქვენ ნახავთ რა მოცულობის ინფორმაციის გადაგზავნა ხდება სერვერებზე თქვენი კომპიუტერიდან, სულ უბრალო ვებ გვერდის გახსნითაც კი ხდება 50 -100 მონაცემის გაგზავნა .

      იგივე შეგვიძლია ვთქვათ ანდროიდ სისტემაზე ანდროიდი გუგლის პროდუქტია, რომელსაც სავსებით უფასოდ აძლევს ნებისმიერ მწარმოებელს, ალბათ ძნელი მისახვედრი არც აქ უნდა იყოს რამე, რომ უანგარო კეთილ მოსურნეობა არ ამოძრავებთ და ამხელა თანხებს ჩვენზე ზრუნვის გამო არ ხარჯავენ ანდროიდ სისტემის განახლებებში გნებავთ სხვა ნებისმიერ აპლიკაციებსა თუ კომპიუტერულ პროგრამებში რასაც ის უფასოდ გვაწვდის, რადგან ჩვენ ვიყოთ მათი მომხმარებლები, ბუნებრივია ჩნდება კითხვა საიდან აქვთ ამ კომპანიებს ამხელა მილიარდობით შემოსავლები ისინი ხო ჩვენ უფასოდ გვაწვდიან ყველაფერს? ვისაც გონია, რომ გუგლის მთავარ შემოსავალს adword წარმოადგენს ძალიან ცდება ეს მხოლოდ გუგლ ქრომ ბრაუზერის შემოსავალია და მისი მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 23% წარმოადგენს, სხვათაშორის ძალიან საინტერესო რამეს მივაგენი ინტერნეტში არსებობს ეესეთი კომპანია nest (შეგიძლიათ თქვენც დაგუგლოთ:D), რომელიც კამერებს და თერმოსტატებს აწარმოებს სახლისთვის ეს კამერები პირდაპირ არის დაკავშირებული ვაიფაისთან და გუგლის სერვერებთან და უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას თქენ სახლში რა ტემპერატურაა რა ხდებ, რა ფირმის ტელევიზორი გაქვთ, რომელ ლოგინში გძინავთ და ა.შ

      ეხლა ორიოდე სიტყვა იმაზე თუ ვის უზიარებს გუგლი ამ ინფორმაციას და რას ამბობენ თვითონ

      გუგლი აცხადებს, რომ არ უზიარებს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას ინდივიდებს და კომპანიებს გუგლის გარეთ, თუმცა არსებობს ორი პუნქტი, რომელიც ყურადღების ღირსია სამართლებრივი მიზეზები და გარე დამუშავება

  1. სამართლებრივი მიზეზები: ჩვენ გავუზიარებთ პირად ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა და ინდივიდებს გუგლის გარეთ თუ გვჯერა და გვწამს, რომ ამ ინფორმაციზე წვდომა, გამოყენება, შენახვადა გამჟღვნება გონივრულად აუცილებელია
  2. გარე დამუშავება: ჩვენ ვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას დაკავშირებულ პირებს ან სხვა ჩვენი ნდობით აღჭურვილ ბიზნესებსა და პირებს იმისთვის, რომ დაამუშაონ ის ჩვენივე ინსტრუქციაზე დაყრდნობით.

      ეს ხელშეკრულებაში ჩადებული ფუნქტები რამდენად არის ხელშეკრულება და არა უბრალოდ ბოროტად სარგებლობა და უნებლიე ინფორმაციის მიწოდება თქვენ განსაზრვრეთ დღეს ვის წარმოუდგენია სოციალური ქსელისს იუთუბის ან გუგლის გარეშე ? მეტსაც გეტყვით ცოტა ხნის წინ 2017 წელს გაუქმდა კანონი თავისუფალ ინტერნეტზე და თანასწორ უფლებებზე კონტროლის ამერიკაში არსებობდა კანონი რომელიც არეგულირებდა ხელოვნურად ცალკეული ინფორმაციის შენელებას ან აჩქარებას მაგალითად იუთუბს შეუძლია მეტი ფული გადაუხადოს პროვაიდერებს და მას ექნება მომხმარებელთან უფრო სწრაფი სიჩქარე, ხოლო სხვა კომპანიებს რომლებსაც არ გადაუხდიათ ან არ აქვთ ამხელა სახსრები მომხბარებელს დაჭირდება 5 წუთი ელოდოს სანამ ერთი ვიდეო აიტვირთება თუ რამხელა მონოპოლიასთან გვაქვს საქმე ვფიქრობ ნათელია.

ნახვა: 501

ტეგები: qwelly, ვაჭრობა, ინფორმაცია, კონტროლი, კონფიდენციალურობა, მონოპოლია, საშიში, ქველი, ყიდვა

ელი გორდელიანი: თებერვალი 1, 2018||11:04pm

კი მოვიწონე პოსტი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორმა იკვლია, მოიძია და ჩვენამდე მოიტანა ინფორმაცია. შინაარს უფრო აღშფოთებული სმაილიკი შეესაბამება :( 

vako: თებერვალი 1, 2018||11:08pm

აესე შოულობს ფულს ჩვენით ჩვენი გუგლიკანტეე :DD

ანა გელაშვილი: თებერვალი 1, 2018||11:31pm

კი მაგრამ ვაკო საიდან იცი ამდენი? ნამდვილი ტვინიკოსი ხარ ..

vako: თებერვალი 1, 2018||11:34pm

აუუ კაი რაა ანაა ნუ მიწერ ეგეთ რაღაცეებს მიტყდება :D :D:)))

vako: თებერვალი 1, 2018||11:36pm

საიდან იცი და ინტერნეტით შევაგროვე ინფორმაცია შემოსავლებზე და რა კაპიტალი აქვთ და ყველაფერი  წერია ხო იცი 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters