ალბათ ძლიერი სიცხის ბრალია, რომ დღის ამბები მეტნაკლები მრავალფეროვნებით და აქტუალობით აღარ გამოირჩევიან - ან უბრალოდ დასასვენებლად წავიდა პოლიტიკური დღის წესრიგი, ამიტომ ახლა ოპოებში გაერთიანებების და გუნდებად ჩამოყალიბების ამბებს განიხილავენ. ქვეყნის გარეთ კვლავ უკრაინა არის მთავარი თემა, ყირიმის ხიდი და ახლა უკვე ევროპაში მომატებული სიცხე, კატასტროფული პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ხანძრები მოედო ტყეებს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5702 ლარია.
პოლიტიკური გუნდები და გუნდაობა - მიხეილ სარჯველაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ ნებისმიერი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, ამიტომ მათი პოლიტიკური ამოცანაა, მიეკედლონ შედარებით დიდ პარტიას, რომ პარლამენტში ადგილები მოიპოვონ, თორემ მოგვიანებით ისევ დაიშლებიან. ანა ბუჩუკური - გაგიკვირდებათ, რომ არჩევნების შემდეგ კოალიცია „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ შექმნან?! - ეჭვიც არ მეპარება, რომ იზამენ! პაატა მანჯგალაძე - როცა 5%-იანი ან 3%-იანი პარტია საუბრობს (სტრატეგია აღმაშენებელი), რომ „მე მოვალ და მე შევცვლი“, დამაჯერებლობა ნაკლებია - ბარიერი ერთი პროცენტიც რომ იყოს, კოალიცია საჭიროა, რადგან „ქართულ ოცნებას“ მარტო ვერც ერთი პარტია ვერ დაამარცხებს. გიორგი ბოტკოველი - ყველა პროევროპულ პოლიტიკურ ძალასთან სათანამშრომლოდ ვართ მზად - პრემიერობის კანდიდატი, სია და ასეთი რაღაცები ჯერ არ განიხილება, არ არის იმის დრო, ადამიანებმა თანამდებობების განაწილება დაიწყონ. გურამ მაჭარაშვილი - პოლიტიკურად განადგურებული რადიკალური პარტიები გინდ შეიტანე და გინდ გამოიტანე პარლამენტსა თუ პოლიტიკაში - გინდ ერთად იყვნენ, გინდ ცალ-ცალკე, ნულს თუ ნულს მიუმატებ, ისევ ნულს მივიღებთ. ლევან ბეჟაშვილი - „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ურთიერთობაზე პოლიტსაბჭოზე განხილვა არ ყოფილა - მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა მარტო ამ პარტიასთან, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დავით კირკიტაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ შეიქმნას „საქართველოს გამარჯვების პლატფორმა“. ალუდა ღუდუშაური - მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა „ჭიჭე“ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - „ქურქუმალ ვაითს“ რომ „ჭიჭე“ ვაშაძით ჩაანაცვლებ, რაიმე სერიოზულ შედეგზე მოლოდინი არ უნდა გქონდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალგაზრდა წევრები სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე დაინიშნენ. პეტრე ცისკარიშვილი - ნებისმიერ მართლა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციას ან ინდივიდუალურ სახეს განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორად - რაც შეეხება პარტიებს, რომლებსაც ჩვენთან თანამშრომლობა არ სურთ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, გაძლიერდნენ. გიგა ბოკერია - ყველანაირი სპეკულაციების აგორება ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე და მერე იმედგაცრუება, რომ არ შედგა ესა თუ ის გაერთიანება, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ეხმარება. ზვიად ძიძიგური - ისეთი უსიცოცხლო პოლიტიკური სპექტრი და ცხოვრება, როგორსაც ბოლო 1 წელია ვხედავ, იშვიათად გაგახსენდება საქართველოს უახლოეს ისტორიაში - სავალალო მდგომარეობაა. ანა ნაცვლიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა რესურსი, რომ რაიმე ტიპის პროგრესი მოუტანოს ქვეყანას, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჟონგლიორობენ - 2024 წელს არ იქნება ჩვეულებრივი, რიგითი არჩევნები.
ზღვის სეზონი - ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - შავი ზღვის წყალი დამსვენებლებისთვის სუფთა და უსაფრთხოა - ველოდებით კიდევ მეტ ვიზიტორს.
სტუმარი ელჩი - გერმანიის ელჩი - საქართველოს შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს, რომ ის წინ წაიწევს იმ პროცესში, რომელიც მოცემულ დროს საქართველოს ალიანსის წევრობამდე მიიყვანს.
მიშიანობა - მიხეილ სააკაშვილი - როდესაც დასავლეთი გავაფრთხილე ვლადიმერ პუტინის შესახებ, უგულებელმყვეს, როგორც არასტაბილური, გამწარებული გიჟი. ნუ ახდენთ „პოლონელი ექიმების სკანდალის“ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას - სკანდალია ჩემი წამებისა და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე. გურამ მაჭარაშვილი - ცხადია, ამ ადამიანის მიზანი პოლონური წინდების რეკლამა არ იყო - სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის წინდით გატანის განზრახვა გაყალბება იყო, რადგან იგივე ნიმუში ოფიციალურად გაჰქონდათ. სანდრო რაქვიაშვილი „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტზე - ეს იმდენად კომიკურად გამოიყურებოდა, რომ შეიძლება დავუშვათ, ადამიანს პოლიტიკოსი სააკაშვილი უყვარს და უნდოდა სახლში წაეღო რაღაც მისი, ვთქვათ თმები და დაეტოვებინა საჩუქრად. ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააფიქსირა პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, რეგიონის სხვა ლიდერებმაც ანალოგიური განცხადებები გააკეთონ, ამიტომ ამ მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები.
ბელგიის საშიში სია - ელჩი - ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულება და რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დარჩენილიყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება - საქართველო მიჩნეულია უსაფრთხო სახელმწიფოდ.
დაბინავებული რუსები - „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორი - სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევები გაზრდილია.
ბიძინას უსაფრთხო ფულ(ებ)ი - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები Credit Suisse-სთან მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ. როგორც იურიდიული კომპანია Metric-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ თანხას, რომელიც „კრედიტ სუისში“ აქვს, პოლიტიკური მოტივაციით არ უბრუნებენ.
საპენსიო სესხი - ქეთევან თურაზაშვილი - პენსიონერების დიდი ნაწილი საპენსიო სესხის მძევალია და ვერასდროს დააღწევს თავს მის გადახდას, თუ სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს.
საზღვარგარეთულები:
ომი - უკრაინის დაზვერვა - „ვაგნერი“ კრასნოდარის მხარეში მდებარე ბაზას ხურავს და ბელარუსის ტერიტორიაზე გადადის. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ყირიმის ხიდზე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა. მაო ნინი - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავს იკავებს ყირიმის ხიდის აფეთქების ფაქტის დაგმობისგან - „კონფლიქტის“ ორივე მხარეს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების განხორციელების თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. დიმიტრი პესკოვი - მარცვლეულის შეთანხმების რუსეთის გარეშე გაგრძელება რისკებს გამოიწვევს. გერმანიის ელჩი - ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის გამარჯვებას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ალექსანდრე სირსკი - კასეტური ჭურვები გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში მზად იქნება. გაერო - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 9 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ლოიდ ოსტინი - უკრაინული კონტრშეტევა საკვანძო მომენტს ნიშნავს ამ ტრაგიკულ ომში - არავინ შევიდეს შეცდომაში, ძალისხმევას გავაგრძელებთ, რათა მივცეთ უკრაინას ის, რაც სჭირდება. Reuters - აშშ უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს მიწაზე, როდესაც მტერი ჩვენს წინააღმდეგ იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას, იმავე იარაღს მათ წინააღმდეგ გამოვიყენებთ - და ეს სამართლიანია.
ევროპაში ძლიერი სიცხით გამოწვეულ ტყის ხანძრებს ებრძვიან.
ევროპარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ალექსანდრე ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნით მიმართავს.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, ის აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღის ბლოკადის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას უერთდება.
თურქეთში ინტერპოლის მიერ ძებნილი ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, გურამ ჩიხლაძე დააკავეს.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე დაკავებას ელის.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია