უზბეკი პრემიერი, ოპო პლატფორმები და კოლბა-ფეხსაცმლიანი ექიმი

      უნალექო ამინდები მიეწყობაო ამ კვირაში. დღეს ქორეოგრაფი ომარ მხეიძე გარდაიცვალა - 88 წლის ასაკში. რაც შეეხება ვრცელ ამბებს, რომელიც დღეს მედიაში ტრიალებდა - პირველი იყო სტუმარი უზბეკეთიდან და მისი მასპინძლობა. შემდეგ, ოპოზიციის გეგმები და გაერთიანებები თუ ახალი პალტფორმები გამარჯვებისთვის. ცხადია, ვრცელი იყო მიშასთან დაკავშირებული ნიუსი - პოლონელი ექიმის მიერ „კონტრაბანდულად“ გატანილი ნიმუში. დილა ომიანად დაიწყო უკრაინაში, ხოლო შავ-ზღვაზე მარცვლეული შეჩერდა და ცხადია, ესეც გამეინსტრიმდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5731 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 ივლისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივლისი

      ფართოდ მასპინძლობა - საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. ზურაბ აბდუშელიშვილი - ბოლო 20-25 წელში უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა, უზბეკეთში პრემიერ-მინისტრი შარშან იმყოფებოდა და დღეს საპასუხო ვიზიტი შედგა.

      ოპო პლატფორმა - პაატა მანჯგალაძე - საჭიროა არა რაღაც რიგითი ცენტრი, არამედ გამარჯვების და რეალური ცვლილებების ძლიერი პლატფორმა. ალუდა ღუდუშაური - რაც მალე შეერწყმებიან, ისედაც ერთად მყოფი დესტრუქციული ძალები, უკეთესი იქნება, ისინი კოლექტიური „ნაცმოძრაობები“ არიან - მშვილდაძეც და ჭყონიაც ღიად და პირდაპირ ჩართული არიან პოლიტიკაში. იაგო ხვიჩია - გიორგი ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატობაზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ქართული ოცნების“ მომხრეები გაძლიერდნენ. კახა კალაძე ოპოზიციაზე - შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვან, მაგრამ ყველას ერთი პატრონი ჰყავს, ერთი ხერხემალი აქვთ. ბექა ლილუაშვილი - „ფეიკების“ ქარხნად გადაიქცა „ქართული ოცნება“ - შეუძლებელია ჩვენი პარტიის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირება. პაატა მანჯგალაძე - ყველგან შეთქმულებისა და კონსპირაციის ძებნა იმას ადასტურებს, რომ საკმარისია ერთად სამი-ოთხი კაცი შეიკრიბოს და ხელისუფლებას ეშინია. მიხეილ სარჯველაძე - წინანდლის შეკრებაზე ვიხილეთ მიშა მშვილდაძე, რომელმაც არ ვიცი, გადაიფიქრა, რომ მედია მენეჯერია და ახლა პოლიტიკოსობს, თუ იმის აღიარება მოხდა, რომ რეალურად პოლიტიკოსია და არა მედია მენეჯერი. სერგო ჩიხლაძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ განვიხილავთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე, თანამშრომლობა ყველა სხვა პროდასავლურ ძალასთან გრძელდება და გარკვეულ საკითხებზე აუცილებლად გვექნება კოორდინაცია.

      ექიმი კოლბა-ფეხსაცმლით - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა. საქართველოში პოლონეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს. „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტების გასაკეთებლად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი მივიდა. საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა. გიული ალასანია „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტზე - ვიდრე არ მოვისმენ დასაბუთებულ მოსაზრებას, თავისი მტკიცებულებებით, ყველაფერში ეჭვი მეპარება. ალუდა ღუდუშაური - ვერანაირი რეზოლუციები, ვერანაირი არახამიები, ვერც ცრუ აქტივობები ვერ დაძლევს მართლმსაჯულებას - ძველ რომში ამბობდნენ, „მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, თუნდ ქვეყანა დაიქცესო“. იაგო ხვიჩია - სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოგვეტანა, მაშინ როცა საჯაროდაც ატანდნენ - წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მოაწყო პოლონელმა ექიმმა ფინტი, რაც „ქართულმა ოცნებამ" პროპაგანდისთვის გამოიყენა. პაველ ჰერჩინსკი - მოხარული ვარ, რომ პოლონელი ექიმების ჯგუფს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მიეცა - მნიშვნელოვანია, სრულად იყოს დაცული სააკაშვილის უფლებები, როგორც განსასჯელის, სასამართლოში და როგორც პაციენტის. გიული ალასანია პოლონელ ექიმზე - რა მნიშვნელობა აქვს ნიმუშები რითი გამოჰქონდა? - მე ვიცი ერთი რამ: ოთხნახევარი თვე გაწელეს ექიმებმა იმ იმედით, რომ მძიმე მეტალები ბოლოს და ბოლოს გამოსულიყო ორგანიზმიდან - აი, ეს იყო ერთადერთი მიზანი. ეკა სეფაშვილი - პოლონელი ექიმის ქმედება, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად სამარცხვინო იყო და ალბათ ვითარების არევის მიზანს ემსახურებოდა, რათა გაგრძელებულიყო უნიჭო სპექტაკლი - მიშა ავად არის და კვდება. გრეტა წიწავა - ვიდეომასალა რომ არ არსებობდეს და არ გამოევლინათ პოლონელი ექიმის თაღლითობა, გვექნებოდა რომელიმე წამყვანი კლინიკის/ექსპერტიზ(ებ)ის დასკვნა, რომ სააკაშვილი მოწამლულია. საგარეო უწყება - შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი პოლონელი ექიმის საქციელი გაუგებრობას, შეშფოთებას იწვევს - პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არ არის ინფორმირებული, რამ გამოიწვია ექიმის მსგავსი საქციელი. ზურაბ ჩხაიძე - პოლონელმა ექიმმა ახსნა-განმარტება დაწერა, თუ როგორ მოხდა მის მიერ ბიოლოგიური ნიმუშის არალეგალურად აღება და სად შეინახა - ეს ფაქტი აუხსნელია, არავინ უკრძალავდა აეღოთ ეს ნიმუშები კანონის სრული დაცვით. კახა კალაძე - იმ კამპანიიდან გამომდინარე, რომელიც სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარეობს, პოლონელი ექიმების მიერ ბიოლოგიური ნიმუშების ფარულად გამოტანით, დიდი ალბათობით, გარკვეული მტკიცებულებების გაყალბება უნდოდათ. გია ვოლსკი - შეიძლება ოფიციალურად აღებული ნიმუშიც საფრთხის ქვეშ დადგეს - პოლონეთის მხარეს მივმართავ, საგანგებო კონტროლი დააწესონ დალუქული ნიმუშების გახსნისა და ლაბორატორიაში კანონიერად ჩაბარების პროცესზე. რატი ბრეგაძე პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ინციდენტზე - სამწუხაროდ, ვიხილეთ სრულიად გაუგონარი ქმედება, მსჯავრდებული სააკაშვილი ნიმუშის აღებას, რა თქმა უნდა, ხედავდა - ბევრ დეტალზე შეგნებულად არ ვისაუბრებ.

      დიდი რეზერვი - ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის კარგად მომზადებული და დიდი რეზერვი აუცილებელია - 2035 წლისთვის რეზერვში გვეყოლება 100 000 ადამიანი.

      ბოლის კონტროლი - საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სექტემბრიდან გზებზე გამონაბოლქვის ინსპექტირების პროგრამა დაიწყება.

      რუსეთთან ურთიერთობა ევროპისკენ მისწრაფებით - გედევან ფოფხაძე - როდესაც ქვეყანა რუსულ ფრენებს აღადგენს, სანქციებიც არ უნდა გაუკვირდეს. პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ დავუწესეთ რუსეთს სანქციები - ველოდებით, რომ ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან. რუსი მწერალი ვიკტორ შენდეროვიჩი საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართავს. ირაკლი ქადაგიშვილი - ბატონი აუსტრევიჩუსი არის სულ მცირე უზრდელი - რა ენითაც საუბრობს, მეტყველებს იმაზე, რომ მართლაც გარკვეული ბანდის ინტერესის გამტარებელია. სალომე სამადაშვილი - ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღოს, რომელიც ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება - ეს ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს. გია ვოლსკი - ბელგიის გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში განვითარებულ მცირე მასშტაბის „შეჯახებებს“ ეხება, ცუდია, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ეს სიხარულს ანიჭებს - საქართველოს შიდა მტერი გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე ოპონენტი საგარეო ფორმატში.

      სტატისტიკები - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 6 თვეში საქართველოს 2 860 117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. 3 თვეში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში, რეადმისიის ფარგლებში, 1112 პირის დაბრუნების თანხმობა გაიცა - საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან, საფრანგეთიდან და საბერძნეთიდან დაბრუნდა. საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით სარგებლობისთვის, მერიას 60 წელს გადაცილებულმა 800-ზე მეტმა პირმა მიმართა, სახელოვნებო მიმართულებებით შექმნილ კლუბებში კი ამავე ასაკის 200-ზე მეტი პირია ჩართული. საქართველოში 3 თვეში, თავშესაფრის მაძიებლად 224 პირია აღრიცხული - ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა უცხო ქვეყნის 6 მოქალაქეს, 121 პირს კი სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა - ამავე პერიოდში საქართველოდან სხვა ქვეყნის 47 მოქალაქე გააძევეს. 1-ელი მაისიდან დღემდე, საქართველოდან 10.3 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა. დღეის მონაცემებით, საქართველოდან 17.3 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული.

საზღვარგარეთულები:

      ომი დილიდან და მთელი დღე, კვირა, თვე წელი და მეტიც - გამთენიისას რუსებმა ხარკოვზე სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, არის მსხვერპლი. მედია - ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია. დონალდ ტრამპი ომის 24 საათში დასრულებაზე - ზელენსკის ვეტყოდი - კმარა, ხოლო პუტინს ვეტყოდი - თუ შეთანხმებას არ დადებ, უკრაინას უფრო მეტად დავეხმარებით. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ბოლო 24 საათში, რუსების ცოცხალი ძალა, 20 საარტილერიო საშუალება და საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს. უკრაინის სამხრეთის სარდლობა - ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, მოსკოვის პროვოკაცია იყოს. მედია - ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინელებმა ერთ კვირაში 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდზე - იმედი მაქვს, სამუშაოები შესაბამის რიტმში ჩატარდება. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი - ყირიმის ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე - ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, ხანმოკლეა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ყირიმის ხიდზე - უკრაინის სპეცსამსახურები ინტერესით ადევნებს თვალს, თუ როგორ ვერ გაუძლო კიდევ ერთხელ სამხედრო დატვირთვას პუტინის რეჟიმის ერთ-ერთმა სიმბოლომ. რუსეთის „სუ-25“ აზოვის ზღვაში ჩავარდა. რამშტაინის ფორმატში მე-14 სხდომა ხვალ ჩატარდება.

      მარცვლეული ზღვაზე - დიმიტრი პესკოვი - რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შეაჩერა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მარცვლეულის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გამართავენ. ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ „ძალიან სამწუხაროა“. ურსულა ფონ დერ ლაიენი - მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის - ჩვენ არ გვეშინია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 61

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters