დღეს დედის დღე აღინიშნება საქართველოში, თუმცა „მედიები“ ამაზე ძალიან ცოტას წერენ რადგან კვლავ მხოლოდ უკრაინის ზარი ისმის მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. დღეს ისტორიული დღეა ქართული პოლიტიკისთვის, რადგან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გავაკეთეთ. შედეგებს ყველა პესიმისტურად და სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ განაცხადი მაინც ხმამაღალია და გასაისტორიებელი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2479 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი.
ომი უკრაიანში - ვოლოდიმირ ზელენსკი - დაახლოებით, 9 000 რუსია მოკლული ერთ კვირაში - სადაც არ უნდა შევიდნენ, მათ ყველგან გაანადგურებენ, მათ უკრაინელები გასცემენ პასუხს. ხარკოვის დაბომბვისას ეუთოს წევრი დაიღუპა. მერის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ იზიუმში კორპუსის დაბომბვის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი. მედია - კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა - დედაქალაქში განგაშია გამოცხადებული. გაერო - უკრაინა მილიონმა ადამიანმა დატოვა. უკრაინაში 752 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. პენტაგონი - ასობით რუსული ჯავშანმანქანა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა, ამჟამად გაჩერებულია. BBC - დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუს ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურებათ - ისინი ანადგურებენ სუპერმარკეტებს საკვების მისაღებად, რადგან მათთვის მიწოდებული საკვები ვადაგასულია. უკრაინის დაზვერვა - რუსეთი ე.წ. deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი მიმართვის ვიდეოს ამზადებს. რუსულმა ძალებმა სუმში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, არიან დაშავებულები. მარიუპოლის მერი - გუშინდელი დღე ყველაზე რთული იყო ქალაქისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, ოკუპანტების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგებზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში არ გაავრცელოს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ რუსეთის სამი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი გაანადგურა. დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის თანამებრძოლებმა მიულოცეს. ჩერნიგოვში რუსული ჭურვი ნავთობბაზას მოხვდა, რის შედეგად ხანძარი გაჩნდა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება - ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი უკრაინელების ხელშია. რუსულმა ძალებმა ხერსონის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - 16 ათასი უცხოელი მოხალისიდან პირველი ნაკადი უკვე ჩამოდის უკრაინის დასაცავად. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 500 უცხოელ მედიკოსზე მეტი მზადაა უკრაინაში ჩასასვლელად და საჭირო სამედიცინო დახმარების გასაწევად. ვოლოდიმირ ზელენსკი - დაიმახსოვრეთ უღმრთოებო, როდესაც მილიონობით ადამიანი გწყევლით, ვერაფრით გადარჩებით - მათ სურთ ოდესის განადგურება, თუმცა მხოლოდ შავი ზღვის ფსკერს დაინახავენ. ღმერთმა ნუ ქნას, თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო, მოლდოვა და პოლონეთი, ასე მივლენ ისინი ბერლინის კედლამდე, დამიჯერეთ. ზელენსკი პუტინს - წადი სახლში, შენთან სახლში, შენი რუსულენოვანი ხალხის დასაცავად არა მთელ მსოფლიოში, არამედ შენთან სახლში. დაჯექი ჩემთან მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ არა 30 მეტრის მოშორებით - არ ვიკბინები, რისი გეშინია? ზელენსკი ნატოს - გამოგვიგზავნეთ საბრძოლო თვითმფრინავები. ჩერნიგოვში ოკუპანტებმა საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. კიევის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინული მედია - რუსმა სამხედროებმა ქალაქ ხერსონის დანაღმვა დაიწყეს. ვლადიმერ პუტინი - ყველა დაკისრებული ამოცანა წარმატებით წყდება - ვამაყობ, რომ ამ სამყაროს ნაწილი ვარ, რუსეთის ძლევამოსილი, ძლიერი ერის ნაწილი. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია. ჩვენ ნეონაცისტებს ვეომებით - ისინი ეფარებიან მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც ცოცხალ ფარს. კრემლი - ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ოპერაციის მიზნები - მისი დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი - მიღწეული იქნება. მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის საუბრის შემდეგ, ფრანგული მხარე ელოდება, რომ „უარესი ჯერ წინ არის“.
საომარი მოლაპარაკებები - უკრაინული დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა. უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო და პირველი კადრებიდან - უკრაინის დელეგაცია შედის საკონფერენციო დარბაზში, სადაც უკვე იმყოფებიან რუსეთის დელეგაციის წევრები. ვიდრე მაგიდას მიუსხდებოდნენ, მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ.
„ომი“ უკრაინის გარეთ - ენტონი ბლნკენი - ეს პუტინის ომია, ეს არ არის რუსი ხალხის ომი. დიდი ბრიტანეთის ინიციატივით, 38 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს. დავით ზალკალიანი გაერო-ს რეზოლუციაზე - ჩვენი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ, ამ სიტუაციაში უკრაინის გვერდით ვართ, ჩვენ ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მომხრე და ამით ჩვენი მკაფიო პოზიცია გამოვხატეთ. ჯო ბაიდენი - პუტინი ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ და ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში, ის შეცდა - ახლა კი, თავისუფალი სამყარო მას პასუხისმგებლობას აკისრებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში ომის დანაშაულის გამოძიებას იწყებს. დონალდ ტრამპი - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ადამიანების მოკვლა - ეს არის ჰოლოკოსტი. ევროკავშირმა ბელარუსის ოფიციალურ პირებსა და ექსპორტზე ახალი სანქციები დააწესა. მედია - სანქტ-პეტერბურგში პოლიციამ ანტი-საომარი საპროტესტო აქციის მინიმუმ 350 მონაწილე დააკავა. SWIFT-ი ადასტურებს, რომ 12 მარტს 7 რუსულ ბანკს გათიშავს. გერმანიამ რუს ოლიგარქს ძვირადღირებული იახტა ჩამოართვა. რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ჯასტინ ტრუდო ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერის გაგრძელებას ჰპირდება. მსოფლიო ბანკი რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამას აჩერებს. კანადა „როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ წარმომადგენლებს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუს ხალხს უფლება აქვს იცოდეს, რა დანაკარგები მოაქვს ამ უაზრო ომს მათივე ჯარისკაცებისთვის. მაჰმუდ აჰმადინეჟადი - დიდებულო უკრაინელო ერო, პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენმა საპატიო და შეუდარებელმა წინააღმდეგობამ გამოააშკარავა კაცობრიობის მტრების სატანისტური გეგმები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ პუტინს და მის მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს სისხლისღვრა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა. მედიის ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს. ენტონი ბლინკენი ამერიკელ მოხალისეებზე - მათთვის, ვისაც სურს დაეხმაროს უკრაინას, ამის გაკეთების ბევრი გზა არსებობს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით და დახმარებით. „ტოიოტა“ სანკტ-პეტერბურგის ქარხანაში წარმოებას წყვეტს. რუს და ბელარუს სპორტსმენებს პეკინის 2022 წლის ზამთრის პარალიმპიადაზე მონაწილეობა აეკრძალათ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა შესაძლოა, უახლოეს დღეებში გახდეს. სერგეი ლავროვი „ევროპის დამორჩილებისთვის“ აშშ-ს ჰიტლერსა და ნაპოლეონს ადარებს. მოსკოვი პოლიტიკურ მარტოობას არ გრძნობს. ჩეხეთი, უკრაინიდან მოსალოდნელი ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო, საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. ლატვიის სეიმი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ნატო ნაწილობრივ პასუხისმგებელია ქვეყანაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე იმის გამო, რომ უარი თქვა უკრაინის თავზე აკრძალული საფრენი ზონის შემოღებაზე. ევროკავშირმა უკრაინისთვის 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მემორანდუმს ხელი მოაწერა. ნატო-ს მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რუსეთი ქალაქების ალყაში მოქცევის ნაცვლად, მათზე პირდაპირ დარტყმას ირჩევს. ესტონეთმა უკრაინის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხარი ოფიციალურად დაუჭირა. The Washington Post-ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს უკრაინის უსაფრთხოებისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების დასახმარებლად 10 მილიარდი დოლარის გამოყოფისკენ მოუწოდა. ურსულა ფონ დერ ლაიენი - ეჭვგარეშეა, რომ უკრაინელები ევროპულ ოჯახს ეკუთვნიან. დავით არახამია - დღეს ამ ომში, უკრაინელები როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის გაიმარჯვებენ. მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის საუბრის შემდეგ, ფრანგული მხარე ელოდება, რომ „უარესი ჯერ წინ არის“. რადა წითელ ჯვარს და ევროპარლამენტს უკრაინის მოსახლეობის დაცვას, გაეროს კი ქვეყანაში მშვიდობისმყოფელების შეყვანას სთხოვს.
ქართული მეომრობა - უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, „თიბისის“ ფონდს The Body Shop და Afflelou Paris უერთდებიან. ანტიკორუფციულმა მოძრაობამ მთავრობას რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დახურვასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართა. კახა კალაძის განცხადებით, გაიხსნება სახაზინო ანგარიში, სადაც მოქალაქეებს უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ. ხვალიდან, თბილისში, ბელიაშვილის 5 ნომერში, ამოქმედება პუნქტი, სადაც მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორს უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება შეეძლებათ. 5-8 მარტს, ქართველი კინომწარმოებლები და რეჟისორები კინოთეატრ „ამირანში“ „უკრაინის დღეებს” წარმოადგენენ.
განაცხადი ევროპელობაზე - განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე ხელმოწერილია - ამბავი ცოტა შორიდან. „რეფორმების ჯგუფი“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებულად გაწევრიანების განაცხადს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას. სალომე სამადაშვილი - კობახიძე უნდა გამოვიდეს და გამოაცხადოს, რომ ბრუნდება მიშელის შეთანხმებაში და ვალდებულებებს განახორციელებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირში განაცხადი უმისამართო გზავნილი იქნება. ლევან გოგიჩაიშვილი - ღარიბაშვილის ირგვლივ არის გარემოცვა, რომელიც მენტალიტეტით დგას რუსეთის მხარეს, ეს ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ კიევი 2 დღეში დაეცემოდა. სალომე სამადაშვილი - სია უნდა შედგეს ამ ხელისუფლების ყველა სამარცხვინო ნაბიჯის, რაც უკრაინაში დაძაბული ვითარების ფონზე გადაიდგა. იაგო ხვიჩია - ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ხალხს საერთოდ არ უნდა ელჩის უკან დაბრუნება, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ რაღაცნაირად გაიფუჭონ უკრაინასთან საქმე. არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების მზაობას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ ამ პროცესის სახე სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს. გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ხელისუფლებას, უახლოეს პერიოდში განხორციელდეს ხელისუფლების და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტი სტრასბურგში, ბრიუსელში, ევროკავშირის ყველა ოფიციალურ სტრუქტურაში. გიორგი კანდელაკი - მთავარი საკითხი საქართველოს დეოკუპაციის საკითხის დასავლურ დღის წესრიგში მაღლა აწევაა, რისთვისაც „ოცნება“ არაფერს აკეთებს, ეს ეროვნული ინტერესების ღალატია. ნინო ბურჯანაძე - ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ ევროკავშირისთვის მიემართა. საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული - გაოცებულები ვართ კომენტარებით, რომელიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო აკავშირებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებს. მამუკა ხაზარაძე - ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერით უკრაინის მიმართ, მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდების მტკიცე პროტესტის შედეგად ხელისუფლებას ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე განაცხადი შეაქვს. Reuters - ევროკავშირი საქართველოსა და მოლდოვასაგან წევრობის შესახებ განაცხადის მისაღებად მზადაა. მაიკლ გალერი საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე - მაშინ მოიქეცით ევროპულად პოლიტიკის შემუშავებისას. ლევან იოსელიანი - ასეთი სასამართლოთი ჩვენ ვერანაირ კანდიდატობის სტატუსს ვერ მოვიპოვებთ, ფუნდამენტური რეფორმები გვჭირდება - ამის გარეშე ეს განაცხადი დარჩება განაცხადად. ბადრი ჯაფარიძე - ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და მიშელის დოკუმენტთან დაბრუნების გარეშე, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განცხადება „ოცნების“ მხრიდან მორიგი ტყუილია. მიხეილ დაუშვილი - გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა - ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა. ირაკლი ღარიბაშვილი - 2014 წელს, როცა პრემიერის რანგში ხელი მოვაწერე ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რათა წარმატებით დაგვეწყო სვლა ევროინტეგრაციის გზაზე. დღეს საფუძველი ეყრება ისტორიულ პროცესს, რომელიც საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობამდე მიგვიყვანს. მჯერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია და ევროპული გზა ქართველი ერის შეუქცევადი არჩევანია. დავით ზალკალიანი - ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერით საქართველომ შეაბიჯა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გარდამტეხ, უმნიშვნელოვანეს პერიოდში. სლოვენიის პრემიერ-მინისტრი - სლოვენია მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ევროკავშირში. ნინო ბურჯანაძე - ამ ხელისუფლების ხელში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვერც 2024 წელს ვიქნებით მზად, ვერც 2028-ში და ვერც 2032-ში - მიმართვა დარჩება ფარატინა ფურცლად.
აუქციონი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების საკადასტრო კოდების სიის გამოქვეყნება დაიწყო.
ახალი მოთამაშე - „სომხეთის ევროპული პარტია“ ხელისუფლებას მიმართავს, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ოფიციალური განაცხადი გააკეთოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია