ყოველი დაღამება ან ყოველი გათენება ბოლო კვირაა სრულად უკრაინული განწყობებით ივსება და მთელი მსოფლიო მისი ტრაგიკული ამბებით ივსება. უკვე ერთი კვირაა ომი არ წყდება და მოლაპარაკებების მიუხედავად დაბომბვები არ ნელდება. პარალელურად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველოშიც მომზადდა და ხვალ „განცხადდება“. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2419 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 2 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.

      ომი უკრაინის საზღვრებში და რუსული „განწყობები“ - უკრაინის შსს - წინასწარი მონაცემებით, მარიუპოლის ცენტრის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა. რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ორი დამოუკიდებელი მედია „ეხო მოსკოვი“ და „დოჟდი“ დაბლოკა. სანქტ-პეტერბურგში ომის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 90-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. გვიან ღამით - CNN - კიევთან აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინული მედია ხარკოვში საჰაერო დარტყმების შესახებ იუწყება. ხარკოვში რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა. ქალაქი ხერსონი რუსულმა ძალებმა დაიკავეს. ხერსონის მერი - ჩვენი ქალაქი ოკუპირებულია, ბრძოლები მიმდინარეობს, დაღუპული ბევრია. ქალაქ ჟიტომირზე სარაკეტო თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. ხარკოვში აფეთქების შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, 112 კი დაშავდა. ვოლოდიმირ ზელენსკი - რა აზრი აქვს თქვათ, „აღარასოდეს“, თუ მსოფლიო არის ჩუმად, როდესაც ბომბები ცვივა. რუსეთმა ხარკოვში პოლიციის შენობასა და უნივერსიტეტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ვოლოდიმირ ზელენსკი - რა არის შემდეგი ბაბინ იარის მერე? ნატოს ბაზები? წმინდა სოფიას ტაძარი? ლავრა? რაზეც არ უნდა ოცნებობდნენ, ეშმაკმა დალახვროს, ღმერთი ჩვენთანაა! დმიტრო კულება - პუტინი ბავშვებთან ომშია - უკრაინაში საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა თავშესაფრებს ბომბავს, რუსეთში კი 7, 9 და 11 წლის ბავშვებმა ღამე გისოსებში გაატარეს - აი, ასეთი საშიში კაცია ის. უკრაინული მედია - რუსეთს სურს უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადოს, ის უკვე მინსკშია. უკრაინის შეიარაღებული ძალები - მტერმა 5 840 სამხედრო დაკარგა. ვიტალი კლიჩკო - მტერი ძალებს დედაქალაქის მახლობლად იკრებს, ჩვენ ვემზადებით და დავიცავთ კიევს. CNN - უკრაინულმა მხარემ უარყო ინფორმაცია, რომ ქალაქი ხერსონი სრულად რუსეთის ხელშია. ხარკოვში დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გაერთიანებული სამეფოს მადლობელი ვართ მნიშვნელოვანი დახმარებისთვის - პარტნიორებთან ერთად ვიცავთ უკრაინას. მარიუპოლის მერი - საავადმყოფოებში 128 დაჭრილია, ექიმები სახლებშიც ვერ მიდიან. ვოლოდიმირ ზელენსკი - ნორვეგიამ რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა - ნორვეგიის პრემიერი ინფორმირებულია უკრაინის თავდაცვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესორის დანაშაულების შესახებ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების დედებს შვილებს გადავცემთ, თუ ისინი კიევში ჩამოვლენ. უკრაინული სათვისტომოს წარმომადგენელი - საქართველოს დახმარება უკრაინელი ხალხის მიმართ იმდენად დიდია, რომ ემოციის გარეშე ამაზე საუბარი შეუძლებელია. ალექსეი რეზნიკოვი - ახალი Bayraktar-ები უკვე უკრაინაშია და საბრძოლო მზადყოფნაშია. ვოლოდიმირ ზელენსკი - რა მიიღო რუსეთმა შედეგად? რუსი დედები კარგავენ შვილებს მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში, ომის 6 დღის განმავლობაში თითქმის 6 000 რუსი სამხედრო დაიღუპა. ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს - ვიმეორებ, ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა? ახლა ვერ დარჩები ნეიტრალური! უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი - ჩვენი შეიარაღებული ძალები ომის დაწყებიდან პირველად შეტევაზე გადავიდნენ. უკრაინის ხელისუფლება - რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დიმიტრი პესკოვი - რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზული ზეწოლის ქვეშაა, სერიოზულ დარტყმას განიცდის. მედიის ინფორმაციით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 3 მარტს გაიმართება.

      ომის მსოფლიო ფონი - გაერო - 24 თებერვალს რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ უკრაინა თითქმის 680 000-მა ადამიანმა დატოვა. დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. ბორის ჯონსონის უკრაინაში საბრძოლველად მიმავალი მოხალისეების მხარდაჭერაზე - დიდი ბრიტანეთი ამას აქტიურად არ აკეთებს. მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ჯო ბაიდენი - რუსეთს პასუხს ვაგებინებთ, ჩვენი სანქციები უკვე გამანადგურებელ ეფექტს ახდენს. მსოფლიო ბანკი უკრაინას 3 მილიარდი დოლარით დაეხმარება. ჯო ბაიდენი - ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, უკრაინაში შეიჭრებოდა და მსოფლიო გადატრიალდებოდა, მაგრამ ის შეხვდა სიძლიერის კედელს - უკრაინელ ხალხს. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს. მივმართავ რუს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ლიდერებს - დასრულდა! ჩვენ მოვაკითხავთ თქვენს არაკეთილსინდისიერად მიღებულ შემოსავლებს! კომპანია Boeing-ი რუსეთთან კავშირს წყვეტს. კომპანია Ford-ი რუსეთში ოპერაციებს აჩერებს. სამხრეთ კორეა საერთაშორისო სანქციების ფარგლებში 7 რუსული ბანკისთვის ფინანსურ ტრანზაქციებს კრძალავს. რუს და ბელარუს მოციგურავეებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა ეკრძალებათ. მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ზედიზედ მე-3 დღეა გაჩერდა. „სბერბანკმა“ განაცხადა, რომ ევროპულ ბაზარს ტოვებს. POLITICO - ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გაუგზავნიან. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - ვლადიმერ პუტინის შეჭრა უკრაინაში უფრო სასტიკი გახდება. ჰააგაში უკრაინა-რუსეთის საქმეზე 7-8 მარტს იმსჯელებენ. ევროკომისია უკრაინელ დევნილებს დროებითი თავშესაფრის უფლებას მისცემს. ალექსეი ნავალნი - თუ ომის შესაჩერებლად ციხეები საკუთარი თავებით უნდა ავავსოთ, ავავსებთ - მოდით, ვიყოთ არა მხოლოდ ომის წინააღმდეგი, არამედ ვიბრძოლოთ კიდეც ამისთვის. ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს. გერმანიის კანცლერი გამორიცხავს ნატო-ს მონაწილეობას ომში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს. ჩინეთი რუსეთს ფინანსურ სანქციებს არ დაუწესებს. უკრაინა რომის პაპს ჰუმანიტარულ დერეფნებზე პუტინთან მოლაპარაკებებს სთხოვს. BBC-ს ინფორმაციით, რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები პეკინის პარალიმპიურ თამაშებზე საკუთარი დროშების ქვეშ ვერ იასპარეზებენ. გაერო - უკრაინა 24 თებერვლიდან დღემდე 836 000-მა ლტოლვილმა დატოვა. დალია გრიბაუსკაიტე - პუტინს სანქციები არ შეაჩერებს, როგორიც არ უნდა იყოს ისინი - ომს მხოლოდ ომი შეაჩერებს. მედია - გერმანული იარაღი უკრაინაში ჩავიდა. სერგეი ლავროვის განცხადებით, თუკი მესამე მსოფლიო ომი მოხდება, ეს იქნება დამანგრეველი ბირთვული ომი. დენის შმიგალი - რუსეთის მტრული არმია ძალას კარგავს, უკრაინის არმია ათი ათასობით რეზერვისტით ივსება. ევროკავშირმა 7 რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშა. კამალა ჰარისი - ვლადიმერ პუტინმა გაამყარა ნატო და დაასუსტა რუსეთი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი უჩვეულო ვაჟკაცობა გამოიჩინა და ყველასთვის შთაგონების წყარო გახდა. ბორის ჯონსონი - ის, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ ვლადიმერ პუტინის რეჟიმისგან, სრულად კვალიფიცირდება როგორც ომის დანაშაული. ევროკავშირი რუსეთის ტერიტორიაზე ევროს ბანკნოტების შეტანას კრძალავს.

      ქართული „ომის ხმაური“ და პოლიტიკა „სხვის“ ომში - სალომე ზურაბიშვილი სანქციების შესახებ პრემიერის განცხადებაზე - არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება - პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი სახის განცხადებას მე არ გავაკეთებდი. ელენე ხოშტარია - მოქალაქეებთან ერთად ღამე პარლამენტთან გავათენეთ, დილის გეგმები შეიცვალა, თუმცა ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს: მთავრობა, რომელიც უკრაინის გვერდით არ არის, ჩვენ არ უნდა წარმოგვადგენდეს. თინა ხიდაშელი - მოხალისეების არგაშვებასთან დაკავშირებული თემა ყველაზე კარგ შემთხვევაში არაპროფესიონალიზმის კლასიკაა, სინამდვილეში საქმე გვაქვს შიშთან, რაც ამ ხელისუფლების ყველაზე უფრო მკვეთრი მახასიათებელია. დავით ბერძენიშვილი - ხელისუფლებაზე და განსაკუთრებით ღარიბაშვილზე რას ვფიქრობ, ეთერში არ ითქმება - ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთი იგებს, ვერ გადაარწმუნა ვერც ბაიდენმა, ვერც ევროპარლამენტმა. მიხეილ ხიდურელი - „აწარმოე უკრაინისთვის“ კამპანიის ფარგლებში რამდენიმე კომპანიამ უკვე გადმოგვცა პროდუქცია, რომლის ნაწილი გაიგზავნება უკრაინაში, ნაწილი კი აქ დარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს გადაეცემათ. Wizz Air უკრაინელ ლტოლვილებს 100 000 უფასო ადგილს სთავაზობს. იაგო ხვიჩია - პოლიტიკოსები საპროტესტო აქციაზე საქმეს აფუჭებენ, მათი ხმის გაგონებაზე ხალხი იშლება, ამიტომ ვინც მიკროფონს ეტანება, უნდა ჩამოვაშოროთ. ვანო მაჭავარიანი - ერთია, რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი უცხოურ პრესასთან და მეორეა ის სიჩუმე, რომელიც მას საქართველოში ჰქონდა - დაველოდოთ, რამდენად შეიცვლება მისი პოზიცია ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ. სერგო ჩიხლაძე - ორ კვირაში შეიძლება მსოფლიოში სიტუაცია ისე შეიცვალოს, რომ რეზოლუცია იყოს მოვლენებზე უკან მიდევნებული ლამპარი. კახა კალაძე - მე უბრალოდ თავს შევიკავებ ზელენსკის განცხადების შეფასებისგან, რადგან ქვეყანა ომშია - ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ძნელბედობის ჟამს. თენგიზ ფხალაძე უკრაინის ელჩის გაწვევაზე - ეს სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტია. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საჯარო მოხელეებმა „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც ისინი უკრაინის მხარდამჭერ აქციაში მონაწილე ადამიანებს მოღალატეებად იხსენიებენ. კახა კალაძე პრემიერის გადადგომის შესახებ შეკითხვაზე - ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებები მინდა ვუსურვო. თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, დღესვე გეუბნებით, მზად ვართ ორივე ხელით, მიგვიღონ. კალაძე უკრაინაში მოხალისეების არგაშვებასა და ელჩის გაწვევაზე - საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იმოქმედებს ქვეყნის, ხალხის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. საქართველოს პარლამენტის 65-მა დეპუტატმა და აპარატის თანამშრომელმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაჭრილთა დასახმარებლად სისხლი გაიღო. დიმიტრი ხუნდაძე - პარლამენტში სისხლის დონაციის აქციით მოგროვებული ტვირთი პირველი შესაძლებლობისთანავე უკრაინაში გაიგზავნება. გურამ მაჭარაშვილი - პრემიერმა ის შესაძლო საფრთხე გაიაზრა, რაზეც ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა, მან განაცხადა, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთიდან საფრთხე შესაძლოა საქართველოს დაემუქროს. სალომე სამადაშვილი - უმრავლესობის რეზოლუცია საკმაოდ სუსტია - მასში ახალი არაფერი წერია. ნიკოლოზ სამხარაძე - უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე ვიღებთ სიგნალებს ევროპიდან, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებაზე რეზოლუცია ამ სიგნალებზე პასუხია, გვინდა მათ ქართველი ხალხის ხმა გავაგონოთ. ლევან იოსელიანი - როცა გინდა უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე გამოსული ხალხის განწყობა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს მოარგო, ეს არის სხვის ჯიბეში - ქართველი ხალხის ჯიბეში ხელის ჩაყოფაა. ანა დოლიძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველა ზომა მიიღოს ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. სოზარ სუბარი - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი დიდი ხანია მომზადებულია და ახლა არის ვითარება, როცა პროცესის დაჩქარებულად ლობირება შეიძლება. ეკა გიგაურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი არსებულ კრიზისულ ვითარებაში შესაფერისი ფიგურა არ არის და უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული „ღირსებაშემლახველი განცხადებების" გამო, თანამდებობა უნდა დატოვოს. გია ხუხაშვილი - ჩვენი ხელისუფლება უკრაინას ეუბნება: გვიყვარხარ, ვიცი, რომ გკლავენ, მაგრამ რა ვქნა, ხმას ვერ ამოვიღებ, თუ გადარჩი მეგობრობა გავაგრძელოთ, თუ ვერ გადარჩი ვერაფერს ვიზამ და „სლავა უკრაინი“. რომან გოცირიძე - „გადააკოპირონ“ უკრაინის ტექსტი და გააგზავნონ ევროკავშირში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის დროის გაწელვის მცდელობა, ჩვენ წარვადგენთ რეზოლუციას, სადაც ერთი აბზაცით იქნება გამოხატული ზუსტი პოზიცია. ანზორ ბიწაძე - ელჩის გაწვევით უკრაინელებმა გვითხრეს, თქვენ განიხილებით, როგორც მოწინააღმდეგე ქვეყანა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხვალ ოფიციალურად წარადგენს. გიორგი გახარია - მივესალმებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას - გავერთიანდეთ იდეის ირგვლივ და სწრაფად და ეფექტიანად მივიყვანოთ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე.

      საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 13.7% შეადგინა. თებერვალში ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულზე, მინერალურ წყლებზე, თევზეულზე, ზეთზე, პურსა და პურპროდუქტებზე და ტრანსპორტზე გაიზარდა.

      გამჭვირვალეების კვლევა - 2020 წელს პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა, 2021 წელს კვლავ გაიზარდა, თუმცა 2019 წლის დონემდე არ მიუღწევია ტურიზმის დაბალ დონეზე შენარჩუნების გამო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა და 610 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის მაჩვენებელზეც მეტია. საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან მოქალაქეები არიან.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 104

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters