გაზაფხულის მშვენიერი დილა იყო... მზის სხივები არემარეს ანათებდა. დიდ და ლამაზ მოედანზე ორი ბედნიერი წყვილი მოსეირნობდა.
ნიკას და ლიზის ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ და მათ ეს სიყვარული ახლა უფრო გაამყარეს. შესტრფოდნენ ერთურთს... ბედნიერებას ასხივებდნენ,ცხოვრება უხაროდათ, მაგრამ წუთისოფელი გაახარებს ერთობ ვინმეს?
ლიზის მშობლებმა მდიდარი სასიძო მოძებნეს და შვილის დაუკითხავად ქორწილის დღეც დათქვეს. ლიზის ხშირად ესმოდა დედისგან მწარე სიტყვები: "არა, ეს არ მოხდება, არასოდეს. ნიკა ვინღაა. რომელ სიყვარულზე ლაპარაკობ?" ლიზის ჭეშმარიტი სიყვარულის იმედიღა ჰქონდა და არ იცოდა, თუ რა მძიმე განსაცდელს უმზადებდა მას განგება...
და აი, ქორწილის დღეც დადგა. უკვე გვიანი იყო არაფრის შეცვლა არ შეიძლებოდა. მოულოდნელობისგან განცვიფრებული ქალიშვილი ერთ ადგილას იდგა და გაოგნებული ერთ წერტილს მისჩერებოდა. საქორწინო კაბაში გამოწყობილი ფერიას გავდა, ჯადოსნურ სამყაროდან მოსულ ფერიას. ეზო ხალხით იყო სავსე... უკვე ეტლიც მზად იყო. ყველანი აქ იყვნენ, მხოლოდ ის... ნიკაღა აკლდა.
ტაძარში, საკურთხეველთან მდგომი პატარძალი გაფითრებული იდგა, მის მშვენიერ სახეზე ბრწყინავდა ობოლი ცრემლი. სიძემ ქალიშვილს ნაზ თითზე ქორწინების ბეჭედი გაუკეთა. უცებ ლიზი შეკრთა... თითქოს გამოიღვიძაო, პატარა ჩანთიდან ლამაზი კოლოფი ამოიღო და საკურთხეველთან გახსნა... მას იქ სიკვდილი ელოდებოდა.
დედის მწარე ქვითინი... მამის ჩუმი გოდება... ლიზის უსულო სხეული. ლამაზი ოცნებები, ფიქრები გაქრა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
სად გაქრა მისი სიკეკლუცე... სინატიფე, სად დაიკარგა მისი სიდიადე, სიამაყე. რა ძალამ სძლია მის ძლიერ სულს... ნუთუ შავბნელი სიკვდილის წინაშე ყველაფერი მარცხდება.
უკანასკნელი დღე... საპატარძლო კაბაში გამოწყობილ ქალიშვილს მიაცილებდნენ, მეგობრები... ნაცნობები. ზღვა ხალხის ნაკადს, ყველაზე ბოლო მიჰყვებოდა ნიკა... ის მიდიოდა მარტო... მიდიოდა მარტო და ლოცულობდა... მისთვის ლოცულობდა.
ლიზის დაკრძალვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მეგობრები ლიზის საფლავზე ავიდნენ... საფლავს ახალგაზრდა ჭაბუკი ჩახუტებოდა. მეგობრებმა ნიკა ამოიცნეს... მისმა გულმა ამდენ დარდს და ტანჯვას ვერ გაუძლო და ლიზისთან ყოფნა არჩია...
ყველაფერი ასე უჩვეულოდ მოხდა... ორი ბედნიერი წყვილის ცხოვრება, მშობლების დაკვეთით ბედნიერად დასრულდა... მართლაც რომ ბედნიერად... საოცრად...
ra cudad msjelob......aba kargad gvitxari ratom vart tyiurebiiiiiiiiiiiii
shen tavs romels ganakutneb?albat umciresobas .....:):):)
ხშირად უხეშად ერევიან მშობლები შვილების ცხოვრებაში,მათ ჰგონიათ რომ შვილისთვის კარგი უნდათ, მაგრამ იმას ვერ აცნობიერებენ რომ შეიძლება შვილისთვის კარგი სულ სხვა რამ იყოს,შედეგი კი ტანჯვა,წამება და უბედურებაა:(
არაცერ დედას არა უნდა შვილისთვის ცუდიი და მითუმეტესე სიკვდილიი...მაგარაა შვილს როო აიძულებ რამესე ესეც ძაან ცუდიაა....უბრალოთთ უნდა ისაუბრონნ მშობლებთან ალბათთ..ყველაზე მართბულიიი..
საინტერესოა... იმდენად არარეალურია რომ დაჯერება მიჭირს, არადა მართლაც გულის ამაჩუყებელი და გულსატკენი ისტორიაა... :(
ნუ საქართველო რომ აქ არაფერშუაშია და ლიზი და ნიკაც გამოგინილი სახელებია ეს ძალიან მარტივი მისახვედრი იყო...
მთავარია მორალი, რომელსაც ერთი მხრივ ვეთანხმები და მეორე მხრივ გავმეორდები - იმდენად არარეალურია რომ ვერ ვიჯერებ! :(
მე ვგმობ მშობლების ჩარევას შვილის პირად ცხოვრებაში!
მაგრამ ახლა სულ სხვა რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება... მთხრობაში წერია რომ მდიდარ სასიძოს ეძებდნენ, ნიკა რამდენად შეძლებული იყო, ამაზე დუმს ავტორი...
თქვენი აზრით თანამედროვე სამყაროში, თუნდაც ძველ სამყაროში - სიყვარული ყველაფერია???
kargi kritikosi gvezrdeba:):):)
კრიტიკოსი რატომ, უბრალოდ ჩემი აზრი ვთქვი :)
ლაშა დაუჯერებელი არაფერიაა,სამწუხაროდ სწორედ საქართველოში ხდებოდა და ხდება ასეთი რამ,თუმცა დღეს უფრო იშვიათად.შეიძლება ცოტა გაზვიადებულია, მაგრამ რეალობასთან ახლოსაა.
ნიკა და ლიზი რათქმა უნდა გამოგონილი სახელებია.
და რაც შეეხება ნიკას შეძლებულობას, ეს უბრალოდ უნდა მიხვდე რომ ის ისეთი შეძლებული არ იყო როგორიც მშობლების შერჩეული სასიძო,ისტორიიდან ჩანს, რომ დედამ იცოდა ნიკას არსებობის შესახებ.
სიყვარული ზოგისთვის ყველაფერია,ზოგისთვის არაფერი,არაფერი იმიტომ რომ ზოგისთვის სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია და მისთვის სიყვარული ვერ იქნება ყველაფერი.
ჩემი აზრით სიყვარულს სწავლა უნდაა...და თუ გესმის ამ გრძნობისს ....ის ყველაფერიი დროსს არა აქვს მნშვნელობააა............
მოდი გავაგრძელოთ:
- ხომ ბედნიერები ვართ ნიკა?
- კი, ჩემო სიცოცხლევ.
- ნახე როგორ მიბაკუნებს ფეხებს.
- მამაძაღლი ეგ... ნუ ურტყავ ბიჭო დედიკოს.
რამდენიმე თვის შემდეგ...
- ნიკა იშოვე საჭმელი?
- ვერა...
- ნიკა იყიდე პამპერსი? წამალი? საჭმელი? ბავშვს სიცხე აქვს...
- ვერა.
- დეეეე.... ფია მინდა... დამშვიდდი შვილო იქნება, მთავარია მე და მამაშენს გვიყვარს ერთმანეთი.
- სიყვარულს ვერ ვაჭმევთ ბავშვს ლიზი...
......
ორი დღის შემდეგ ნიკა კონწიალობდა სხვენში... ყულფი მისი ზომა აღმოჩნდა...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია