ადამიანები არ ჰგვანან ხეებს

qwelly | blog | post | ადამიანები არ ჰგვანან ხეებს | adamianebi | xe | dgiuri chanaweri

წვიმს და ფანჯარასთან ვდგავარ ძველებურად,

ისევ უძილო და ღამენათენები.

გხედავ ეზოში ხარ, მელოდები

გვირილებით ხელში.

როგორ მინდა გამოვაღო კარი,

კიბეზე დავეშვა,

და არეულ ნაბიჯებს შევაძლებინო

შენამდე მოიყვანონ ჩემი გაყინული თითები.

მაგრამ მაინც,

ძველებურად ვდგავარ ფანჯარასთან,

ზამთარში დარჩენილი ბეღურასავით მობუზული,

აკანკალებული მუხლებით, მხრებით.

რას არ მივცემდი,

რომ ყველაფერი იყოს სხვანაირად.

რომ დანახული იყოს ხელშესახები.

რადგანაც ახლა, ეზოში,

არაფერი დგას, გარდა დაგუბებული წვიმისა.

გარდა მთვარის შუქის მოლოდინის.

ასეა.. ის, ვინც შენთვის ყველაზე

და ყველაფერზე მეტია,

შეიძლება ერთხელ ჩაგეხუტოს

და მერე,

უკან მოუხედავად გატრიალდეს.

ნახვა: 708

ტეგები: Qwelly, ადამიანი, ბლოგი, დღიური, ჩანაწერი

Restless: აპრილი 26, 2015||2:30pm

კახა, იქნებ ამინდებმა ყველაზე ნაკლებად იმოქმედა.. : )

Restless: აპრილი 26, 2015||2:45pm

პირველი - მე არ ვარ პოეტი. : ) ერთი უბრალო მოკვდავი ვარ.
და მეორე - ყველა ადამიანის განცდები და გრძნობები შეიძლება შევადაროთ ამინდს ))

Restless: აპრილი 26, 2015||9:47pm

კი კახა, პოეტებიც მოკვდავები არიან, მაგრამ მე რომ პოეტობა დავიჩემო მართლა პოეტებზე რაღა უნდა ვთქვათ ))

Restless: აპრილი 27, 2015||6:03pm

კარგი იქნება თუ თავიდანვე არ აუვარდებათ თავში თორე მოტივაციის ნაკლებობას კიდე ეშველება რაღაც ))

Restless: აპრილი 27, 2015||7:48pm

პოეტი მგრძნობიარეა მართალია, მაგრამ ეს მის სიძლიერეს სულაც არ გამორიცხავს. და საერთოდ, ჩემი აზრით, პოეტები ყველაზე ძლიერები არიან, სწორედ მათი შინაგანი სამყაროდან გამომდინარე. გამომდინარე იქედან, რომ ყველაზე მძაფრად აღიქვამენ ხელშესახებსაც და იმასაც, რასაც ხელით ვერ შეეხება. ყველაზე მძაფრად განიცდიან და ყველაზე მეტს ფიქრობენ. ასე ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი და ვერც გაუძლებ თუ საკმარისად ძლიერი არ ხარ.

Restless: აპრილი 27, 2015||7:52pm

და პოეტი რომ მგრძნობიარეა არა მგონია ეს პოეზიის ნაკლი იყოს. პირიქით, თუ პოეტი მგრძნობიარე არ არის ვერაფერს დაწერს. შესაბამისად, პოეზია მგრძნობიარე პოეტის გარეშე პოეზია არ იქნება.

Restless: აპრილი 27, 2015||10:45pm

პოეტი იმას წერს რასაც თვითონ განიცდის. წერს იმასაც, რასაც ერი განიცდის. და როცა შენ კითხულობ მის ნაწერს და ხვდები რომ შენც იგივეს განიცდი, ესე იგი, მარტო თავის განცდებზე კი არა შენს განცდებზეც დაწერა.

Restless: აპრილი 28, 2015||8:02pm

შეიძლება განცდითაც დაწეროს და წარმოიდგენითაც. მაგრამ წარმოდგენით ვერ დაწერს განცდებს და გრძნობებს. წარმოდგენით შეიძლება დაწეროს ამინდი, და ა.შ. ასევე, რაც ხელშესახებია.
ჩემ ჩანაწერს კი მიება დიდი დისკუსია ))
საერთო ჩათშიც შეიძლებოდა ამის განხილვა ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters