საპირველმაისო ზეიმი არ ჩატარდა მაგრამ ქველინიუსი სადღესასწაულო შესვენებიდან დაბრუნდა. პირველ რიგში გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწიყნვალე დღესასწაულს!
ქრისტე აღსდგა!
დღის მთავარ ამბებში იყო შრომის დაცვა, რომელიც საპირველმაისოდ დიდი ხანია ანონსდება. ასევე მოსამართლეების დანიშვნის დილემა და კამათები, ეროვნული უსაფრთხოება და ქალაქის მთავარი ნიუსები.
საპირველმაისო შრომა - მშრომელთა საერთაშორისო დღეს, პროფკავშირები საპროტესტო აქციით აღნიშნავენ. შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის თემაზე პარლამენტში სპეციალური მოსმენა მიმდინარეობდა. დეპუტატები გია ჟორჟოლიანი და ბექა ნაცვლიშვილი 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვდნენ. მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
მოსამართლეთა წესი - პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა. ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეების არჩევის წესზე უპრეცედენტო პროცედურა უზრუნველვყავით, რაც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია. თამარ ჩუგოშვილი - მოსამართლეს არაფერი ესაქმება პოლიტიკურ განხილვებსა და ჭიდილში, როგორც ჩანს, რამდენიმე მოსამართლეს ამის გააზრების სერიოზული პრობლემა აქვს. ოპოზიცია მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს. ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას - ადამიანურად გეკითხებით, გინდათ, თქვენი სახელი მომავალში ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან ასოცირდებოდეს? ელენე ხოშტარია - მურუსიძე უსირცხვილო აქტივისტი გახდა, რომელიც პირდაპირ ჩაერთო პოლიტიკურ კამპანიაში. გედევან ფოფხაძე უმრავლესობას - ამბრაზურასავით ხართ გადაფარებული კლანს, რომ არიქა, ცივი ნიავი არ შეეხოს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, მეთოფიშვილს. გედევან ფოფხაძე უმრავლესობას - გაქვთ ერთი შანსი და ამ შანსის არგამოყენებით 1-ელი ოქტომბერი მთავრდება. თინა ბოკუჩავა - როცა გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძე სასამართლოს სახედ აქციეთ და შალვა შავგულიძეს ადანაშაულებთ, ეს ახდენს სასამართლოს დისკრედიტაციას. ეკა ბესელია მმართველ გუნდს - რა არის ის მიზეზი, რის გამოც ასეთ სიჯიუტეს იჩენთ? ემზარ კვიციანი უმრავლესობას - ისე ნუ გააკეთებთ, რომ მთელი საქართველო აგიჯანყდეთ და ვარდების და ცოცხების რევოლუცია ქვების რევოლუციით დასრულდეს.
ეროვნული უსაფრთხოება - ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ დღეს პირველ სხდომას გამართა. გიორგი გახარია - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მორიგი სხდომა ერთ თვეში გაიმართება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველ სხდომას პრეზიდენტის წარმომადგენელი დაესწრო.
გარეჯი და პრეზიდენტობა - სალომე ზურაბიშვილი - ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც თვლიან, რომ დავით გარეჯში პრეზიდენტის მისვლა რაღაც პროვოცირების ნაწილია.
ჟენევის ფორმატი - პრეზიდენტი - ჟენევის ფორმატის შეცვლაზე გზავნილით რუსეთს არ ველაპარაკები, ეს არის გზავნილი ჩვენი პარტნიორების მიმართულებით.
ამერიკული ბაზები - სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებაზე - არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული. რომან გოცირიძე - საგარეო უწყებამ უნდა დაადასტუროს, რომ ამერიკული სამხედრო ბაზა არ გვინდა, ან უარყოს, რომ ეს არის ”თვითმავალ საფრთხედ” წოდებული ქალბატონის თვითშემოქმედება. სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივას დადებითად აფასებს. თამარ ჩუგოშვილი - საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის შემოყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
მთავარი ქალაქის შესახებ - კახა კალაძე - სამშენებლო ობიექტების მიმართ მიდგომები გამკაცრდება - აუცილებელია ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება. პრემიერი - ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და მის განვითარებას - ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ, ცოცხალ მუზეუმს. წლის ბოლომდე, თბილისში 8-მეტრიანი Isuzu-ს ფირმის ავტობუსები შემოვა. კახა კალაძის განცხადებით, ისანი-სამგორის სპორტულ კომპლექსში არსებულ კორტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კახა კალაძე - კრწანისის ტყე-პარკის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. თბილისის 10-ვე რაიონში სოფლებიდან ჩამოტანილი პროდუქციის რეალიზებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა. კრწანისის ტყე-პარკში იშვიათი ფრინველი „კოლხური ხოხობი“ ბუნებაში გაუშვეს. კახა კალაძე - გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროპოლიტენის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისიდან დაიწყება.
მოწევის აკრძალვა - მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების 97.1% და სასტუმროების 96,9% მოწევის აკრძალვის რეგულაციას იცავს.
მოჩხუბარი პარლამენტარები - ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ნიკა მელია - ბევრი რამ შერჩა ზაზა პაპუაშვილს და არ ვაპირებ ამ დეპუტატად წოდებული პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას. ზაზა პაპუაშვილი - ნიკა მელიამ რაც მისაღები იყო მიიღო და კიდევ მიიღებს უზრდელობის და უტაქტობის გამო.
ენერგეტიკის რეგულირება - დღეიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო.
ძვირი ჯარიმები - „ჰუალინგ ჯგუფი“, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ ტერიტორიაზე სასტუმრო უნდა აეშენებინა, ყოველდღიურად 500-500 ლარით ჯარიმდება.
საზღვარგარეთულები:
პარიზული დემოკრატია - პარიზში „ყვითელ ჟილეტიანებს“, რადიკალურ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. პარიზში დემონსტრანტებმა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს - დაკავებულია 165 მომიტინგე.
ვენესუელის გარშემო - მაიკ პომპეო - ნიკოლას მადურო ვენესუელადან კუბაში გასაქცევად მზად არის. მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვდგავართ ვენესუელას მოსახლეობის გვერდით, რომელიც დემოკრატიას და თავისუფლებას გაბედულად იცავს. ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ არსად გაქცევას არ აპირებს. ნიკოლას მადურო პირობას დებს, რომ ვენესუელაში „გადატრიალების მცდელობას“ პროკურატურა გამოიძიებს. რუსეთის საგარეო უწყება უარყოფს ინფორმაციას, რომ მადუროს ვენესუელას დატოვება რუსეთმა გადააფიქრებინა. მაიკ პომპეოსა და სერგეი ლავროვს შორის ვენესუელაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგება.
იაპონიას ახალი იმპერატორი ჰყავს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია