ინტერვიუ ნათელმხილველთან, რომლის შესახებაც მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სმაიდა ჰქვია

          - წარმოშობით ქართველი არ გახლავართ, აქაურმა ცოლ-ქმარმა მიშვილა. რიგიდან ჩამომიყვანეს, დედაჩემი იქ მივლინებით იმყოფებოდა. სამი წლის ვყოფილვარ, როდესაც საქართველოს მიწაზე დავდგი ფეხი. როცა წამოვიზარდე, აქაურმა მშობლებმა გამიმხილეს სიმართლე, ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ ამის გამო.

       მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთიდან ვარ, ჩრდილოელი ადამიანისათვის დამახასიათებელი გარეგნობა არ მაქვს. რაღაც აზიურიც მირევია, ასე მეუბნებიან სხვებიც. შესაძლოა ჩემმა აქაურმა დედამ იცოდა ყველაფერი ჩემი წარმომავლობის შესახებ, , მაგრამ არასოდეს არაფერი უთქვამს.

      - სმაიდა, სანამ ხილვების შესახებ ვისაუბრებდეთ, აღვნიშნავ, რომ როგორც გავიგე, ძალიან გიყვართ ბუნება. ალბათ არც ესაა შემთხვევითი.

      - შემთხვევით არაფერი ხდება. ბუნება მართლაც ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები. ვიცი, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს დაინახავთ, მაგრამ უცნაური ის გახლავთ, რომ თითქოს ცხოველებს ჩემი ენა ესმოდათ. კარგი პროფესიონალი მომთვინიერებელივით ორ წუთში შემეძლო დამეშოშმინებინა გაავებული ძაღლი, ამისი არაერთი შემთხვევა მქონია, გავიხსენებ კიდევ ერთ ამბავს: კოჯორში ვისვენებდით. 32 – 33 წლისა ვიქნებოდი. ეზოს გადაღმა მოდის ადგილობრივი მცხოვრები მამაკაცი და მოუძღვება ცხენს. მეზობელი შეხვდა და საუბარი გაუბა. ძალიან ლამაზი ცხენი ჰყავდა. გამოვედი ეზოდან, მივედი, მივეფერე, გავუბი ლაპარაკი. ამასობაში მისი პატრონი და მეზობელი გამოემშვიდობნენ ერთმანეთს, მიუბრუნდა პატრონი ცხენს, მოქაჩა, წავედითო. ცხენი დადგა, ადგილიდან არ იძვროდა, თან მე მიყურებდა. ისევ მივეფერე, არ იძვრის ადგილიდან, მიყურებს. „ მონუსხე?“ - მეკითხება პატრონი. ისევ მიეძალა წასასვლელად. ცხენი ჩემსკენ გამოიწია, ისევ თვალებში მიყურებდა, მივხვდი, რომ რაღაც უნდა მემოქმედა, თორემ პატრონი ჩხუბს დამიწყებდა.  – „წადი“ - ვუბრძანე, - „გაჰყევი პატრონს“. ცხენმა თავი ჩაღუნა, მიტრიალდა პატრონისკენ და ნელ-ნელა გაჰყვა.

      - ხილვების უნარის მქონე ადამიანს ალბათ ბუნებისა და ცხოველებისაც უნდა ესმოდეს. ახლა მოგვიყევით, როდის გააცნობიერეთ პირველად, რომ ზემგრძნობელობა გახასიათებთ და ხილვებიც გაქვთ?

     - თავიდან სიზმრებით დაიწყო ყველაფერი. ახლობელ ოჯახში ვიყავი სტუმრად. ახალი წლის დღეები იყო, ვიქეიფეთ და დავრჩი კიდეც მეორე დღემდე. მასპინძლები ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყვნენ, ორი წლის ბავშვი ჰყავდათ. მათი ნათესავი სტუმრობდა კიდევ მათთან იმ დღეს. მე და იმას ცალკე ოთახში გვეძინა. დაღლილი ვიყავი და ღრმად ჩამეძინა, მაგრამ ვნახე ძალიან მკაფიო სიზმარი: ვითომ ბალიშიდან თავი წამოვწიე, შევყურებ წინა კედელს, საიდანაც გამოდის ახალგაზრდა ქალის ფიგურა, ნელ-ნელა მიახლოვდება. ნაკვთებიც გავარჩიე, ძალიან ლამაზი სახე ჰქონდა, დიდი ლურჯი თვალები. გამაოცა მისმა სილამაზემ და არა გამოჩენამ. მერე უეცრად ხელები გამოიწვდინა ჩემსკენ, თანდათან იზრდება ეს ხელები, იზრდება თავიც და ბოლოს ეს ლამაზი ჩვენება საშინელ კოშმარად იქცა. მოდის მისი უზარმაზარი ტორები ჩემი სახისკენ, შიშისგან გული ამიჩქარდა, ცოტაც და უკვე მეხება, უცბად ხმამაღლა შევკივლე: „უშველეთ! ბავშვი იხრჩობა!“ და გამეღვიძა. ისე მიკივლია, ყველა გამოვაღვიძე, დაზაფრულები წამოვარდნენ და გვესმის ბავშვის ხროტინი. თურმე პატარას გვერდზე გადაბრუნებულს ისე ჩასძინებია, სახე ბალიშზე ედო და იხრჩობოდა. ეცა დედამისი, შემოაბრუნა, ბავშვმა ამისუნთქა და მშვიდი ფშვინვა ამოუშვა.

      - ანუ თქვენმა სიზმარმა თუ ხილვამ იგი გადაარჩინა . . .

      - ალბათ ბავშვის მფარველი ანგელოზი მოვიდა ჩემთან, ანუ მე გავხდი მისთვის იოლი გამტარი და ამ სახით მომაწვდინა ხმა, რომ პატარას საფრთხე ემუქრებოდა.

     - ალბათ დასაშვებიცაა, რომ სიზმარს ხანდახან ხილვაც ვუწოდოთ . . .

     - დიახ. მე კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: 22 – 23 წლის წინ, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ არ იყო ძალიან არეული სიტუაცია, ასევე სიზმარში ვხედავ ძალიან ცხადად, რომ თბილისის ქუჩები ულამაზო, იეროგლიფებმოხატული ხალხითაა სავსე, ჯუჯებს ჰგავდნენ. „ყველგან შეაღწიეს“ - მეუბნება ვიღაცის ხმა, - „ყველგან ბატონობენ“. სულ მალე სამოქალაქო ომი დაიწყო და მოგეხსენებათ რა წლები მოჰყვა ამას. იმ სახემოხატული უშნო ხალხის სახით მე ვნახე, რომ ქვეყანაში ცუდი ენერგია მოვიდა.

      ზემოთხსენებული სიზმრების შემდეგ გაიარა ორმა წელიწადმა, ხილვები ცხადად დამეწყო. ვთქვათ, ვუყურებ ვინმეს ან რამეს , ვაკვირდები და უცბად თვალწინ სულ სხვა რაღაც წარმომიდგება ხოლმე.

      - სახელდობრ როგორ? სივრცე იცვლება თუ ცალკეული ფიგურები?

      - ერთ მაგალითს მოგიყვანთ: მეგობარ ქალთან ვიყავი სტუმრად. რძალი ჰყავდა ორსულად, მეორე თვეში იყო. ვზივართ, ვსაუბრობთ. ჩემდაუნებურად თვალი გამიშტერდა, ვხედავ, პატარა ბიჭუნამ გაირბინა ოთახში და გაქრა. ჯერ შემეშინდა,ეს რა დავინახე - მეთქი და მერე უეცრად ვთქვი: ამათ ბიჭი ეყოლებათ. მართლაც ცხრა თვის თავზე ბიჭი გაჩნდა.

      - რჩევებისთვის მოუმართავთ თქვენთვის?

      - დიახ. ერთხელ ნაცნობთან მივედი ოჯახში. ამბავი დამახვედრა, მეორე ბინა რომ მქონდა, გავყიდეო. აღებულ ფულს საქმეში უპირებდა დაბანდებას. ჩემი ახალი ბიზნეს-პარტნიორი უნდა გაგაცნო - მეუბნება. მართლაც მალე მოვიდა მისი სტუმარი და უცბად ვხედავ: ოთახში შემოდის ქალი, რომელსაც აქვს უზარმაზარი პირი და არ აქვს . . .  ტუჩები. გული კინაღამ წამივიდა შიშისგან. თვალები დავხუჭე, რამდენიმე წამის მერე გავახილე და ვხედავ არაფრით გამორჩეული გარეგნობის ქალს. ამოვისუნთქე, კოშმარი რომ გაქრა, მაგრამ ცუდად მენიშნა. სტუმარი მალე წავიდა და ნაცნობს მოვახსენე ჩემი ხილვის შესახებ. თან დავამატე, ხომ იცი, ამას შემთხვევით არ ვნახავდი და ამ ადამიანს ნუ ენდობი, თავი შეიკავე მაგასთან თანამშრომლობისგან-მეთქი. შენი კი მჯერა - მეუბნება, - მაგრამ იქნებ შენი ჩვენება სულ სხვა რამეს მიანიშნებს, ძალიან სანდო ადამიანი ჩანსო.  მაინც ვურჩიე დრო გაიყვანე, გედოს ჯერ ეგ ფული, არ ყვირის-მეთქი. არ დამიჯერა, ანდო ფული იმ ბიზნეს-ლედის. ისე ყველაფერი კარგად აგვიხდეს მე და თქვენ, როგორც იმას ჩემი ნათქვამი აუხდა, თან სულ მალე. ის ქალი ფულიანად დაიკარგა.

      - თქვენ აღნიშნეთ, რომ 90 - იან წლებში გქონდათ ხილვა, რამაც ქვეყანაში მომავალ მოვლენებზე მიგანიშნათ. ამ ბოლო დროს არ გქონიათ მსგავსი ხილვა?

      - მქონდა ახლო წარსულში, ერთი წელიც არ იქნება გასული. რუსთაველის პროსპექტზე ვიყავი, რუსთაველის თეატრის მოპირდაპირე მხარეს მივდიოდი. უცბად თავბრუ დამეხვა. შევჩერდი, ჩემდაუნებურად თეატრის შენობას დავუწყე ყურება. ვხედავ: თეატრი გამქრალა, მის ადგილზე დგას უზარმაზარი, შენობის ტოლი ფარშევანგი და ნელ-ნელა შლის თავის ასევე ძალიან დიდ კუდს, გვერდით პატარა ფარშევანგები არიან მიყუჩულნი და თითქოს ელიან, რას იზამს ეს გიგანტი. ასე გაგრძელდა რამდენიმე წამს თუ წუთს, ვერც გეტყვით. მერე უცბად გაქრა, ყველაფერმა ჩვეული სახე მიიღო.

      - შეგიძლიათ გვითხრათ რაზე მიანიშნებს ეს ხილვა?

      - ორნაირად შეიძლება აიხსნას. ამბობენ, ფარშევანგი სიზმარში ან ყავის ნალექზე მკითხაობის დროს დიდ წარმატებას ნიშნავს.  ასე არ გახლავთ სამწუხაროდ. ფარშევანგი გარეგნულ სილამაზეზე და შინაგან სიცარიელეზე მიუთითებს. რადგან თბილისის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტზე ვნახე ეს ხილვა, ნიშნავს:  ყველაფერი, რაც ხდება, ფარშევანგივით გაპრანჭულია  და ამასთან ყალბი, ხელოვნური. . .

      - დიაგნოზი თუ დაგისვამთ ადამიანისთვის?

      - კი, ასი გრამის შემდეგ. ( იცინის ). რატომღაც ცოტას რომ დავლევ, ადამიანის აურის დაზიანებულ ადგილებს კარგად ვხედავ. ეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. თანამშრომლებთან ერთად დავლიე, დამეწყო ხილვა და ორს უტყუარი დიაგნოზი დავუსვი. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ძალიან საფრთხილო საკითხია და მთლიანად ჩემს თავზე ვერ ავიღებ, მეშინია.

      - ხალხს იღებთ?

      - ძალიან იშვიათად. რაღაც არ მაძლევს უფლებას, ბოლომდე ამ საქმეს მივსდიო. ალბათ იმიტომ, რომ ხილვები ხშირად თავისით მომდის და არა შეკვეთით. არც მე ვეძალები. მთავარია, ხანდახან მაინც ვახერხებ, ვინმეს დავეხმარო და ვანუგეშო.

 

ნახვა: 415

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ინტერვიუ

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Yeastar Dubai: State-of-the-art Business Enterprise Interaction Alternatives

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 24, 2025.
საათი: 4:44am 0 კომენტარი







Yeastar Dubai: The Wise Option for Small business Mobile phone Methods

In now’s quickly-paced business earth, possessing a dependable and successful communication technique is important for results. Yeastar, a global leader in business enterprise telephony answers, presents reducing-edge PBX devices and unified communications platforms to boost productiveness and connectivity. In Dubai, businesses of all sizes are leveraging Yeastar’s impressive solutions to streamline…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters

TOP.GE