თამუნა ქადაგიძე'ს ბლოგი (14)

(ა)პოლიტიკური აქცია

ეს ქოცია

და ის კი ნაცია,

გადაირია მთელი ნაცია?!

მაგრამ ჩვენი ძმა პაოლო

ერთი უბრალო კაცია.

გავიდა ერთხელ მიტინგზე,

არც აცხელა,

არც აცია;

ყურის დაგდება უნდოდა,

მაგრამ ხალხს გაუტაცნია.

რა ქნას ბატონმა პაოლომ?

ერთი უბრალო კაცია.

გამორჩეულად არასდროს

არც ახურავს, არც აცვია;

და მოუწია მიტინგზე

პოლიტიკური აქცია;

სიტყვით გამოსვლაც მოსთხოვეს

შეიქნა გაწა - მაწია. .…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 29, 2020 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

შემთხვევით

      სკვერში ზის ქალი;

      ჩამქრალი თვალები... მზერა ღრმა, გამჭოლი, შორსმიმავალი, მაგრამ... თუ ცოტა უფრო მივუახლოვდებით და დავუკვირდებით შევხვდებით გამოხედვას უტყვს, ცივს, გულქვას და უიმედოს. და ასე გაჰყურებს სივრცეს.

      ის მე მეცნობა. ერთად ვსწავლობდით, კურსელები ვართ.

      მახსოვს მისი მეუღლე... ადრე გათხოვდა, მახსოვს მათი თაფლობის თვის პერიოდი.

      ათი წელი გავიდა მას მერე; თითქოს გასულ კვირას მოხდაო. . .…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2020 წელი. 1:00am — არ არის კომენტარები
_______________

ეფემერა

ეფემერა

      საღამოხანი. უკვე ბინდია. მარტო ვარ სახლში, დღევანდელი ჩემი გუნება - განწყობის მიხედვით უკვე ვხვდები, რომ კვლავ მოვა მოგონება, გაცოცხლდება ჩემს გარშემო და თავისთან გამიტაცებს. სპეციალურად არ ვანთებ სინათლეს, ქუჩიდან შემოჭრილი თეთრი გარეგანათებაც მყოფნის; უკეთესიცაა, რაღაც სხვა, არაამქვეყნიური ელფერი შემოაქვს, მოგონებებს აცოცხლებს, დროს უკნა ატრიალებს კინოფირივით. ჩვენი კუპრივით შავი კატაც შემოვიდა ოთახში,…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 2, 2020 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

მეგობარი

      უმრავლესობა ადამიანებს გვყოლია წარმოსახვითი მეგობარი ბავშვობის წლებში, ზოგს მერეც - დიდობაში და მიჰყვება სიცოცხლის ბოლომდე...

      ეს არის მეგობარი, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდითაა; ყველაფერს გვიგებს უსიტყვოდ, ჩვენს აზრებს იზიარებს, გრძნობებს განიცდის, უმეტესწილად გვეთანხმება, ხანდახან გადავხედავთ კიდეც ხოლმე ერთმანეთს და ეშმაკური ღიმილით თვალს ვუკრავთ, ჩვენ ხომ ვიცით, რაშიცაა საქმეო;

     …

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 29, 2020 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დამწუხრებული ოთახი

ძველი ოთახი დამწუხრებულა,

თითქოს დაღლილა ამდენის ნახვით,

ჰაერიც მძიმეა მასში,

ხნიერი კედლებიც...

ფიქრობს ოთახი, დიახ, ის ფიქრობს...

ამას ვერ იგრძნობთ ახალ სახლში, არ აღიქმება;

მას გადაეცა გრძნობა და გონება სულიერთაგან,

ვისაც მასში უცხოვრია და ისიც ფიქრობს, იხსენებს...

აი, ცოლ - ქმარი დაბრუნდა ისევ სხვა ქალაქიდან,

დიასახლისი ვაზას ყვავილებით

მაგიდის შუაგულში დგამს,

ბავშვი ცელქობს, კატა…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 13, 2019 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ნაახალწლევს

      მზრუნველი სახით, სიფრთხილით და გულაჩქარებული ვიღებ ყუთიდან საახალწლო ნაძვის ხის მოსართავებს, როგორც კი დეკემბრის შუა რიცხვები ახლოვდება.

      არ ვარ ბავშვი. საკმაოდ ზრდასრული გახლავართ, მაგრამ მას მერე, რაც სამყაროს გააზრებულად აღვიქვამ, დღემდე მომყვება განცდა, თითქოს ამ დღეებში რაღაც უზარმაზარი, ათასნაირი ფერებით განათებული ენერგია თუ არსება გვიახლოვდება. ამ განცდას აათმაგებს ბრჭყვიალა სათამაშოების გამოფენა.

      მახსოვს,…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 5, 2019 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ბუნებასთან მოსაუბრენი

      არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც სამყარო არ დუმს.

      ისინი აკვირდებიან გარესამყაროს, ბუნებას, მცენარეებს, მნათობებს, უსმენენ, ეკითხებიან და პასუხსაც იღებენ.

      ეს არ არის ფანტაზია, რეალობაა. ასეთი ადამიანი ბევრია ჩვენს გარშემო. რაშია განსხვავება მათსა და "ჩვეულებრივებს" შორის? უბრალოდ ისინი აცნობირებენ ამ ყველაფერს, თორემ თითოეული ადამიანის ქვეცნობიერი ეკონტაქტება გარემომცველ ბუნებას, კოსმოსს, სამყაროს, მის იდუმალ…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: მარტი 17, 2017 წელი. 12:14am — არ არის კომენტარები
_______________

ქალის მოტაცება პოეტურად

      უნდა მოვარდე

      და მომიტაცო,

      მოულოდნელად, თავზარდამცემად;

      უნდა გამოჩნდე, გამომეცხადო,

      ავაზაკად და ყაჩაღ - დამცემად!

      უნდა დამესხა, როგორც მებრძოლი,

      ვერა ვიღონო თავის დამცველად;

      უნდა ამიღო როგორც ქალაქი,

      ოდეს იღებდნენ განსაძარცველად;

      უნდა დამიხვდე, შემომიძახო:

      მე მოგევლინე შენ განსაცდელად!

      ხელს ნუ შემიშლის…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 15, 2016 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მედიუმი

- მინდა, ვისაუბროთ.

- კი, ბატონო, მეც ვარ საუბრის ხასიათზე, რა გაინტერესებს?

- ოღონდ არა როგორც მეგობრებმა, ცოტა განსხვავებულად, მინდა ჩავიწერო.

- რატომ? მე ხომ არ ვახმაურებ ვინაობას.

- არც მე ვახსენებ შენს სახელს. მეტსახელითაც არ მოგიხსენიებ, უბრალოდ გავისაუბროთ.

-…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 2, 2016 წელი. 8:30pm — 3 კომენტარი
________________

ინტერვიუ ნათელმხილველთან, რომლის შესახებაც მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სმაიდა ჰქვია

          - წარმოშობით ქართველი არ გახლავართ, აქაურმა ცოლ-ქმარმა მიშვილა. რიგიდან ჩამომიყვანეს, დედაჩემი იქ მივლინებით იმყოფებოდა. სამი წლის ვყოფილვარ, როდესაც საქართველოს მიწაზე დავდგი ფეხი. როცა წამოვიზარდე, აქაურმა მშობლებმა გამიმხილეს სიმართლე, ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ ამის გამო.

       მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთიდან ვარ, ჩრდილოელი ადამიანისათვის დამახასიათებელი გარეგნობა არ მაქვს. რაღაც აზიურიც მირევია, ასე მეუბნებიან სხვებიც. შესაძლოა ჩემმა აქაურმა დედამ იცოდა…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 13, 2016 წელი. 1:00am — არ არის კომენტარები
_______________

ღამის რეისი

      ვერაფრით დავიძინე. ასეც იყო მოსალოდნელი, ჯერ ტელევიზორითა და კომპიუტერი გადავიტვირთე გონება, ამათი წყალობით დავიღლები და მალე მომეყვინთება-მეთქი, თქვენც არ მომიკვდეთ. შესაძლოა მიზეზი ერთი ჭიქა, მაგარი ყავა გახდა, მაგრამ აქამდე არ გამხდარა და ახლა რა მეტაკა?

      ასე იყო, თუ ისე, ჩემს თავს რომ დავუკვირდი, თვალდაჭყეტილს მეწერა გათენება, ამიტომ გადავწყვიტე, სახლში არ გავჩერებულიყავი. შემოდგომა იდგა, ოქტომბრის თვე,…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2016 წელი. 4:30pm — 2 კომენტარი
________________

სოფო

      ყოველთვის მიყვარდა ბუნება და ცხოველები. გულგრილად ვერასოდეს ჩავუვლიდი ხოლმე ძაღლს, კატას თუ ლამაზ ფრინველს. რომ იტყვიან, თვალს მიხარებდა მათი ყურება. ვოცნებობდი სახლში ოთხფეხა მეგობარი მყოლოდა.

      სამწუხაროდ, ბავშვობაში ცხოველის შინ მიყვანა კატეგორიულად აკრძალული მქონდა. ჩემებს არ სძულდათ ცხოველები, მაგრამ არც იმდენად უყვარდათ, მათთვის ეპატრონათ. ვინმესთან სტუმრად, სულაც სკვერში ან ქუჩაში ვეფერებოდი და ვეთამაშებოდი ხოლმე ოთხფეხა…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 4, 2016 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მოძღვარი

      მოძღვარს ლაბადა ჰქონდა მოსხმული, ფართო კაპიუშონი წამოეფარებინა თავზე, მის ქვემოთ დიდი ცისფერი თვალები ელავდნენ, ყველას და ყველაფერს დაკვირვებით და მოწყალებით უმზერდა. ეზოს გადახედა, წვიმის მიუხედავად ხალხი მოგროვილიყო, ბევრი უპოვარიც მათ შორის.

      - მამაო, დამეხმარე! - მისდევს პატარა ბიჭი, ჩამოკონკილი აცვია (მართლა თუ საგანგებოდ, ვინ იცის) სირენასავით გაჰკივის.

      თავმდაბლობა ისწავლე, - მიუბრუნდა მოძღვარი, - "ითხოვეთ და…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: მაისი 15, 2016 წელი. 2:30pm — 4 კომენტარი
________________

ვირტუალი

      სად ხარ ჩემო უცნობო მეგობარო? სამი დღეა გადაუდებელი საქმები მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ ხანდახან თვალი შევავლო ჩემს გვერდს, შენ კი დაკარგული ხარ - ამ სიტყვებით გონებაში მივმართავ ჩემს ვირტუალურ კავალერს, თაყვანისმცემელს, თუ რა დავარქვა, არ ვიცი, უბრალოდ მეგობარს, რომელთანაც აგერ უკვე თითქმის ორი თვეა მიმოწერა მაქვს.

      დღეს შედარებით ნაკლები საქმე მქონდა, ყურადღებით ვათვალიერებ ჩემს გვერდს. უამრავი საინტერესო რამ მომხდარა,…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: მაისი 10, 2016 წელი. 1:00am — არ არის კომენტარები
_______________

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters