ჩამოცხა. ისე კარგად დათბა, რომ სიხალათე ადვილად შესამჩნევი გახდა ქალაქში. დღის მეინსტრიმული ამბები ასე გამოიყურებოდა - ნაციონალების შესვლა ან არ შესვლის საკითხი და ჯერ შიდა გაურკვევლობაც კი, ასევე საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომელსაც ხელმოწერილი დოკუმენტი გვავალდებულებს, ცესკოს თავმჯდომარეობა და ინტერნეტიზაციის პროექტი. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.4186 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 14 მაისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 38 468 ტესტი ჩატარდა. 18 ადამიანი გარდაიცვალა. ლიეტუვამ საქართველოსთვის ვაქცინების 15 000 დოზა დაამტკიცა. თამარ გაბუნიას განცხადებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება იგეგმება. „კომენდანტის საათის“ გადაწევაზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ლიეტუვა საქართველოს „ასტრაზენეკას“ 15 ათას ვაქცინას გადასცემს. მედეა ჯანიაშვილი - ვაქცინაციის პროცესში საქართველო იმ ერთეულ ქვეყნებს შორის არის, სადაც ტურიზმი პრიორიტეტულ დარგად დასახელდა.

      ნაციონალები პარლამენტში - ირაკლი კობახიძე - გავიგეთ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდო, რითაც ოფიციალურად, საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის მარცხი. ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი. იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობაზე“ - სასწრაფოდ შემოვიდნენ, გვაკლია, გვენატრება - 35 ოპოზიციონერზე უარის თქმის ფუფუნება პარლამენტში არ გვაქვს. პეტრე ცისკარიშვილი - ბოიკოტს აზრი აღარ აქვს - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ლევან ხაბეიშვილი - "ნაციონალურ მოძრაობას" გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ცუდსა და უარესს შორის. გიორგი ბარამიძე - კობახიძე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი ნორმალურად უყურებს იმას, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ უნდა იყოს - ეს პოლიტიკური ტვინმოგრეხილობაა. ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება კომუნიკაცია. ირაკლი კობახიძეს შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გააკეთა, დაკმაყოფილდეს - დაგველოდოს ბატონი ირაკლი! ხატია დეკანოიძე - კობახიძეს ვპირდები, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მას არ უნდა, რომ მივიღოთ. ზაალ უდუმაშვილი - ჩვენ თუ პარლამენტში შევედით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ საერთოდ ქუჩის აქციებზე - ერთდროულად ვიქნებით როგორც საპარლამენტო, ასევე ქუჩის ოპოზიცია.

      ინტერნეტიზაცია - ნათია თურნავა - ჩვენი მიზანია შევქმნათ ციფრული განვითარებისა და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის ერთნაირი შესაძლებლობები მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2025 წლამდე ოპტიკური ინტერნეტის ქსელით დაიფარება საქართველოს 1000-მდე დასახლებული პუნქტი. მნიშვნელოვანია, საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა სოფელში თუ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტის სერვისებზე. საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის შემდეგი პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

      საარჩევნო კოდექსის რეფორმა და ცესკოს ხელმძღვანელობა - ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის მხოლოდ ის რეგულაციები განიხილება, რომელიც მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს. იაგო ხვიჩია - “საარჩევნო კოდექსში“ ტექნიკურად რა ეწერება, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი, რაც „საარჩევნო კოდექსს“ სჭირდება, არის კონსენსუსი. საარჩევნო რეფორმის საკითხზე, პარლამენტში უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობდა. ლევან იოსელიანი საარჩევნო რეფორმაზე - ვერ ვიხსენებ საკითხს, რომელიც პრინციპულად შეუთანხმებელია. „სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრის განცხადებით, ცვლილებების შესაბამისად დაკომპლექტდება ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების ნდობა ექნება. ლაშა დამენია - ცესკო ჩქარობს, უშვებს პროფესიონალებს სამსახურიდან და ერთი დეპარტამენტის ქვეშ აქცევს ყველანაირ კონტროლს. პაატა მანჯგალაძე - თამარ ჟვანია ნდობის აღდგენის პროცესისთვის შეუთავსებელია, ნულოვანი ნდობა აქვს და კარგი იქნება, თუ გადადგება. ანრი ოხანაშვილი - თამარ ჟვანიასთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ოპოზიციას. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სამართლებრივად სისტემაში არ ჯდება ის ფაქტი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური პარტიის წევრი უნდა იყოს. ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდეს და აქედან ერთ-ერთი აუცილებლად ოპოზიციის წარმომადგენლი იყოს. იაგო ხვიჩიას განცხადებით, იმისთვის, რომ ცესკო-ში წარმომადგენლის ყოლის უფლება „პატრიოტთა ალიანსის“ ნაცვლად „ევროპელ სოციალისტებს“ ჰქონდეთ, „პატრიოტთა ალიანსის“ თანხმობა უნდა იყოს საჭირო. ფრიდონ ინჯია - მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმომადგენელი უნდა იყოს როგორც ცესკო-ში, ასევე საუბნო და და საოლქო საარჩევნო კომისიაში - „პატრიოტთა ალიანსს“ არ ვეხებით. შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას და შემდეგ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა წასვლა თუ არ უნდა.

      კარტოგრაფია სამართალში - ივერი მელაშვილი - მეც ძალიან მაინტერესებს, ირაკლი ღარიბაშვილმა რა ჩვენება უნდა მისცეს. კომისია, მათ შორის, მეც და ნატალია ილიჩოვაც, ვიღწოდით, რომ ქვეყნის ინტერესები გაგვეტარებინა. ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარის 3 მოწმე დაიკითხა. ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი - ბრალდების მხარის სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ კარტოგრაფიულ საქმიანობას, რუკების ალბომების შედგენას და რუკებზე სამუშაოების წარმოებას მხოლოდ ბრალდებულები ახორციელებდნენ.

      „საქსტატის“ ინფორმაციით, აპრილში, საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გაიზარდა და 202.8 ლარი შეადგინა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 პაციენტი გარდაიცვალა.

      ომიანობა - ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ სათვალთვალო პოსტები და რაკეტის მიწისქვეშა გამშვები პუნქტები დაბომბეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აუცილებელია, გაეროს უშიშროების საბჭომ სწრაფად გადადგას ნაბიჯები იერუსალიმში მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად. ბენიამინ ნეთანიაჰუ - მე ვთქვი, რომ „ჰამასსა“ და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს მნიშვნელოვან დარტყმას მივაყენებდით და ასეც ვიქცევით, ეს ჯერ არ მორჩენილა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 85

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters