აიერაის გამოკვლეული მოსახლეობა და საერთო კანდიდატის პრობლემა

      ეგზიტპოლებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ წინასწარ კვლევებს უკვე დებენ კარგად დაფინანსებული კომპანიები - ამჯერად აირაიმ დადო კვლევა ვის რა უნდა, ვინ ვის ირჩევს, რა აწუხებს და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე, ამ კვლევის შედეგებიც საპოლიტიკუროდ სალაპარაკო გახდა. ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა საკუთარ კანდიდატზე პრემიერის თანამდებობაზე, მაგრამ გაერთიანების ილუზია მაინც იქმნება. კორონა 179 ახალი შემთხვევით არ კარგავს აქტუალობას. დოლარი 3.20 ნიშნულს არ ტოვებს - დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1886 ლარია

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 17 სექტემბერი, 2020

      #Covid19GEO - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარაში დაფიქსირდა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდცენტრებსა და ჰოსპიტლად გადაკეთებულ სასტუმროებში 1488 პაციენტი იმყოფება, მათგან 9 კრიტიკულად მძიმეა. მარინა ეზუგბაია - თუ ასე გაგრძელდება, თუნდაც, მინიმალური დაღმავალი კლება იქნება, ალბათ, 2 კვირაში ისევ ზომიერ, კონტროლირებად მატებას მივიღებთ. კახეთში 1248 ტესტიდან კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძე - კვლევების რაოდენობა სერიოზულად არის გაზრდილი, დღეს გვქონდა 13226 ტესტი. ამირან გამყრელიძე - გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა, მასწავლებლებს გთხოვთ, ვინც ზაფხულში აჭარაში იყავით, გამოსაკვლევად მიბრძანდით. თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ეპიდსიტუაცია რამდენიმე დღეში დასტაბილურდება. კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან, ერთი ფოთში დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძე - საქართველო „მწვანე ზონად“ ითვლება. ამირან გამყრელიძე - გახსოვთ, გაზაფხულზე არ ვკოცნიდით ერთმანეთს, არ ვეხუტებოდით, შევიკავოთ თავი ახლაც. ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 12 ორსულია მოთავსებული. კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 2 რუსთავში დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძე - ახლა ჩამიგდეს უზარმაზარი ქორწილის სურათი, აკრძალულია, მაგრამ მაინც ხდება - დავემორჩილოთ რეგულაციებს, ძალიან გთხოვთ. თსუ-ს სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, კორონავირუსი დაუდასტურდა. გიორგი გახარია - არანაირი მკაცრი ჩაკეტვა და შეზღუდვა აღარ იქნება. პაატა იმნაძის განცხადებით, კარანტინის 14-დღიან ვადაზე გადასვლა არ იგეგმება.

      გადაუდებლად ასარჩევები - ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გადადების საკითხი არ განიხილება. არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და გვჯერა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას და მინისტრთა კაბინეტს. არჩილ თალაკვაძე - არჩევნები ამ მომენტისათვის არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას. ლევან ბოძაშვილი - ევროპარლამენტმა რეზოლუციით ხელისუფლებას ბოლო შანსი მისცა, დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს. არჩილ თალაკვაძე - მივესალმებით პომპეოს განცხადებას - ოპოზიციას ჰქონდა წინასწარი, გაურკვეველი სიხარული, რომ არჩევნები დამკვირვებლების გარეშე ჩატარდებოდა. სერგი კაპანაძე - საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია მზაობა ფუნდამენტალური და გარდამტეხი ცვლილებებისთვის. ირაკლი კობახიძე - არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს და ყველას ვურჩევ, სპეკულაციების ნაცვლად, მოემზადონ ამ არჩევნებისთვის. დავით ბაქრაძე - თუ კოალიციური შეთანხმება იქნება, რომ დათო ბაქრაძე იყოს პრემიერ-მინისტრი იმ მთავრობისა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, მე ამ პასუხისმგებლობას ავიღებ. დავით ბაქრაძე კამპანიებზე: „დაავალე მიშას“ და „ალეკო გისმენთ“ - ყველას შევთავაზებდი, ხალხს მოვუსმინოთ და ტელეფონი მივცეთ არა მხოლოდ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, არამედ 2 წლით ადრე. გიგი უგულავა - კოალიციური მმართველობის მომხრე ვართ, რადგან დაბალანსებულია - თუ თქვენ გააფრენთ, მე დავაბალანსებ და თუ მე გავაფრენ, თქვენ დააბალანსებთ. ალეკო ელისაშვილი - პრემიერობაზე მხარს არ დავუჭერთ გიორგი ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს, მიხეილ სააკაშვილს - „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ დავუჭერთ მხარს.

      ფრენების ეკონომიკა - ნათია თურნავა - უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას Wizzair-ის რეგულარული ფრენების აღდგენაზე, მოლაპარაკება მიმდინარეობს Ryanair-თან, რა თანმიმდევრობით აღდგება ფრენები.

      აირაის კვლევა - IRI-ის კვლევის მიხედვით, პანდემიის დაწყების შემდეგ რესპონდენტთა უმეტესობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 44% მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დანიშნოს, 36%-ის აზრით კი, ეს მრავალპარტიულმა კოალიციამ უნდა გააკეთოს. პარლამენტში შემავალი პარტიების ეფექტიან ალტერნატივად 16% “ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლების მიერ კოვიდ-19 ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით კმაყოფილია. გამოკითხულთა 26% პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების პროგრამებს საერთოდ არ იცნობს. ნათია თურნავას განცხადებით, სჯერა კვლევების, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას" მოსახლეობის 60%-მდე მხარდაჭერა აქვს. გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები საქართველოს დემოკრატიაზე ძალიან დადებითად იმოქმედებს, 6%-ის აზრით კი - ძალიან ნეგატიურად. არჩილ თალაკვაძე IRI-ის კვლევაზე - არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა, სადაც "ქართულ ოცნებას" 56% და კიდე უფრო მაღალი ნდობა აქვს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმ ადამიანების 80%, რომლებიც ამბობენ, რომ არ გადაუწყვიტავთ ვის მისცემენ ხმას, ან უარს ამბობენ პასუხზე, ოპოზიციურად განწყობილია. მამუკა მდინარაძე IRI-ის კვლევაზე - ვინმემ ხომ არ იცით, ეს ხალხი ნახევარფაბრიკატს რატომ აჩვენებს საზოგადოებას? გიგა ბოკერია IRI-ის კვლევაზე - მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სურს ცვლილებები, ეს არის სწორედ ჩვენი მოქალაქეების ნება. ირაკლი კობახიძე - როცა რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს უთავმოყვარეოდ. სერგი კაპანაძე - IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ქვემოთ, ხოლო ჯამური ოპოზიციური რეიტინგი ზემოთ მიდის.

      გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე, დაზარალებული კონსტანტინე ღიბრაძე დაიკითხება. შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დიჯეი - დაზარალებულობაზე და ჩემს პრეტენზიებზე როგორ ვისაუბრო, როცა ასეთი ამბავია მომხდარი.

      ტურიზმი მასტერქარდით - Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

      დაჭრილი მორაგბე - კართან დამხვდა ნასვამი მერაბ ბესელია, დამიძახა, აგრესიული იყო, ამოიღო იარაღი და 2-ჯერ მესროლა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 5 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 144 ადამიანი გარდაიცვალა. Facebook-ის წარმომადგენლის განცხადებით, აპრილ-ივნისის პერიოდში „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ კორონავირუსთან დაკავშირებული 7 მილიონი ცრუ ინფორმაციის შემცველი პოსტი წაშალეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს.

      ალექსეი ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ ის სასტუმროს ოთახში მოწამლეს და არა აეროპორტში.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 125

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters