უფასური ლარის გამაჯანსაღებელი, ბაჩალიაშვილის გზა სიკვდილამდე და კორონა ისევ

      როდესაც ქვეყანაში ლარი კურსი განსაკუთრებულ დაღმასვლას განიცდის და მალე დოლარი მხოლოდ ოცნების სფერო გახდება, ცხადია, დღის მთავარი ამბავი ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში გამოსვლა უნდა ყოფილიყო. შეგახსენებთ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2140 ლარი იყო დღეს, მაგრამ როგორც მინისტრის გაპარლამენტების დროს ხდება ხოლმე, მხოლოდ პარტიული კამათი, ლანძღვა, ერთმანეთის ავ-კარგის ჩვენება და უშინაარსო ამბების განხილვა იყო. დღის მთავარი ამბავია კორონავირუსიც და ბაჩალიაშვილის საქმეც, რომელშიც პროკურატურამ გამოძიები გამომზეურება დაიწყო. ხვალიდან უამინდობაც გვიწიანსწარმეტყველეს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 სექტემბერი, 2020

      #Covid19GEO - კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა. ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმეების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე - კორონავირუსის შემთხვევების უმეტესი ნაწილი ბათუმს უკავშირდება. ბაკურიანში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მარინა ეზუგბაია - უარს არ ამბობენ დიდ ქორწილებზე, კვლავ ტარდება, რაც ძალიან ცუდია, თავი შევიკავოთ. 182 ახალი შემთხვევიდან 2 კახეთში გამოვლინდა. ინფექციონისტი - აჭარაში ჰოსპიტლები გადაჭედილია, ბინაზე მოვლის მეთოდზე სწრაფად უნდა გადავიდეთ. კორონავირუსი რუსთავის ერთ-ერთი ოფთალმოლოგიური კლინიკის თანამშრომელსაც დაუდასტურდა. ფოთში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძე - საქართველო ისევ რჩება ევროპის რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. ამირან გამყრელიძე - შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა მეტი იყოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა. პრეზიდენტი - საქართველომ პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა. ამირან გამყრელიძე - ინფიცირებულებს შორის ძირითადად ჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები, 13 კრიტიკული პაციენტია. ნიღაბი უნდა გახდეს ყოველდღიური ცხოვრების წესი, ისევე, როგორც დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, დიდი თავშეყრისგან თავის არიდება.

      ეკონომიკა პარლამენტში - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის II კვარტალში წინა წელთა შედარებით საქართველოს ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა. ეკა ბესელია - სად არის ეფექტი, რომელიც უნდა მოეტანა ანტკრიზისულ გეგმას - ნათია თურნავას მოუწევს პასუხის გაცემა, რა პასუხები აქვს მთავრობას. ნათია თურნავა - ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, მით უფრო დროული, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. გიგა ბოკერია ნათია თურნავას - რა უნდა მოხდეს ივანიშვილის მთავრობამ გადასახადების რეალური დაწევა რომ განიხილოთ? რამდენად უნდა დამძიმდეს ვითარება? ნათია თურნავა - მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და გადავდივართ ადაპტაციის პერიოდზე. ნათია თურნავა „ევროპულ საქართველოს“ - დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს ჩამოგიყვანთ. ახლა გახდით დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ქომაგები? ნათია თურნავა „ევროპულ საქართველოს“ - ძალიან მიკვირს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს დებს მემარჯვენეობაზე, „საბჭოთა ურავნილოვკის პრინციპს“ გვთავაზობს. ნათია თურნავა გადასახადების შემცირებაზე - დაუფიქრებელი, წინასწარ დაუთვლელი გადაწყვეტილებებისა და ზომების მიღების დრო არ არის. სალომე სამადაშვილი ნათია თურნავას - თვითონაც არ გჯერათ ამ სულელური ზღაპრების, როგორც ჩანს, არამარტო მორალური კომპასი გაქვთ გაფუჭებული, არამედ პროფესიულიც. ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ნათია თურნავას საზოგადოებაში დაგროვებულ კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ გაუცია. ნათია თურნავა ოპოზიციას - ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის აღმშენებლობას ახალი კაბინეტის ფორმატით, თქვენ გააგრძელებთ ჩვეულ სტილში კრიტიკას, მაგრამ ვის მივმართავ, დარბაზში არ არიან, გავიდნენ. ნათია თურნავა - ეროვნული ბანკი საკმარის რესურსს ფლობს, რომ უახლოეს პერიოდში ლარი დავასტაბილუროთ და ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოიხსნება დღის წესრიგიდან. ნათია თურნავა „ევროპული საქართველოს“ წევრებს - თქვენი ნამართი კრიზისი ვნახეთ 2008 წელს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები, ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე.

      არჩევნებამდე თვეები - რომან გოცირიძე - თვენახევარი დარჩა და როგორმე უნდა გავძლოთ, რომ 8-წლიანი წარუმატებელი მმართველობა ისტორიას ჩავაბაროთ. სერგი კაპანაძე - ქვეყანა რომ მიუახლოვდეს ნატო-ში ინტეგრაციას, არ უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელსაც გავრილოვი ჩამოჰყავს ქვეყანაში.

      ბაჩალიაშვილის მიმოსვლა და გარდაცვალება - პროკურორი - ბაჩალიაშვილის საქმეში მოიპოვება აუდიო-ვიდეოჩანაწერები, სადაც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობაზე საუბრობს. პროკურორი - თუ ადვოკატები ე.წ სატელიტის ფოტოებს დეტალურად დააკვირდებოდნენ, მარტივად მიხვდებიან, რომ ყალბი მტკიცებულებაა - ისინი უარს აცხადებენ, ამ მიმართულებით გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზების დასკვნებს აქვეყნებს. პროკურორი - მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია. ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება მოხდება. პროკურატურა 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის გადაადგილების მარშრუტს აქვეყნებს - მარნეულის მიმართულებით სოფლების - თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით გადაადგილდება. ამავე მარშრუტის მიხედვით, ბაჩალიაშვილი სოფელ გოლთეთიდან გზას თეთრიწყაროს მიმართულებით აგრძელებს, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და მისი ავტომანქანა ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე ჩერდება. პროკურორი - ბაჩალიაშვილის კომპიუტერის და მობილური ტელეფონის სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის ჰაკერული ტიპის პროგრამა არ ფიქსირდება. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა რაციონალური ვერსია არ იქნება განხილული. პირი, რომელმაც მიხეილ რამიშვილს ბაჩალიაშვილის საქმეზე სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა, აცხადებს, რომ მასალა უცხოეთიდან გამოუგზავნეს. პროკურატურა - თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა. პროკურორის განცხადებით, დავით ფურცხვანიძემ, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტით გადაღებული ფოტომასალა მიაწოდა, არ დაასახელა წყარო და უარი განაცხადა გამოკითხვაზე. დავით ფურცხვანიძემ, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტომასალა მიაწოდა, გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვა. პროკურორის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია, რასაც მისი გადაადგილების მარშრუტიც ადასტურებს.

      ლავროვი ჩვენზე - სერგეი ლავროვი - არასდროს არაფერი დაგვიგეგმავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ქართველი ხალხი ბრძენია, მათ უყვართ სიცოცხლე, მჯერა, აღვადგენთ ურთიერთობებს ხელისუფლებებსა და ხალხს შორის. ჩვენ ვხედავთ ქართველი პოლიტიკოსების გამოჩენას, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრე არიან.

      ქვეყნის ნობათი - კახეთში 80 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული. ასევე საქართველოდან 776 ტონა ვაშლია ექსპორტირებული. 25,070 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 5 905 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 134 ადამიანი გარდაიცვალა. სეული კორონავირუსის გავრცელებით მიყენებული ზარალისთვის ეკლესიას 4 მილიონ დოლარს სთხოვს.

      ტრამპის ამერიკა - ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში WeChat-ისა და TikTok-ის გადმოწერას დაბლოკავს. დონალდ ტრამპი - ბაიდენის გამარჯვება ჩინეთის გამარჯვებას ნიშნავს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 106

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters