ჩვენ უნდა გვწამდეს ერთმანეთისა და უფლება არ უნდა მივცეთ ვინმეს შეგვილახოს ეს რწმენა, უფლება არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს, რომ სხვას შევურყიოთ რწმენა ჩვენი სიკეთისა, ჩვენი მოსიყვარულე და მზრუნველი გულისა, ჩვენ ერთი დიდი სამყაროს შვილები ვართ და ყველას ერთი უდიდესი და უპირველესი ვალი გვაქვს-ვიყოთ ადამიანები, ადამიანობა კი კაცთმოყვარეობას, მეგობრობას, სხვისი ბედით დაინტერესებას, შემწეობას გულისხმობს.

    მიდიხარ ქუჩაზე...  ვიღაცამ გაგიღიმათ და მოგესალმათ. თითქოს არაფერი მომხდარა...გამარჯობა გითხრათ და გზა განაგრძო...

    გული კი გაათბო ამ ერთმა სიტყვამ.

    თითქოს მთელი დღის საგზლად გაგყვათ ის ღიმილიც.

    იმიტომ,რომ ადამიანი ხართ, იმიტომ, რომ სიცოცხლის გჯერათ, თქვენი სული ადამიანთა რწმენას, კაცთმოყვარეობას აღუვსია.

    და გსიამოვნებთ შემხვედრი ადამიანის მიერ წარმოთქმული ის ერთი კეთილი სიტყვაც, ის თბილი გაღიმებაც, რადგან გწამთ ადამიანობისა და ადამიანებისა.

    რწმენა!

    რა ლამზი ცარგვალი გადაუხურავთ ამ სიტყვისათვის და რაოდენ დიდი აზრი ჩაუქსოვიათ მასში.რწმენა სიცოცხლისათვის გაუტოლებიათ, ამიტომ  ჩვენ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ურთიერთდამოკიდებულებაში დიდი ტაქტიკა და გულისხმიერების გამოჩენა გვმართებს, რათა არ წარვხოცოთ ეს ლამაზი სიტყვა ჩვენი არსებიდან...

    ეგ მე არ მეხება... ჩემი საქმე არ არის! ვცდებით: ყველა ჩვენგანის საქმეა მეორე ადამიანის სიცოცხლე. მისი ლხინიც და გასაჭირიც. ყვავილივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ და ვუვლიდეთ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანს... 

                                                                                                            ნ.შამანაური

ნახვა: 317

ტეგები: qwelly, ერთმანეთი, პოსტი, რწმენა

თათია: აპრილი 30, 2017||10:24pm

გულგრილობა - სამწუხაროდ სენია დღევანდელობისა :(

khatuna zitanishvili: მაისი 6, 2017||8:05pm

სამწუხაროდ არაფერი იცვლება(((

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters